სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თითქოს ელოდებიან, როდის დადგება ფატალური შედეგი და დეკანოზის სიცოცხლე როდის დასრულდება, ვერ მოესწრებიან!" - გიორგი მამალაძის ადვოკატი
"თითქოს ელოდებიან, როდის დადგება ფატალური შედეგი და დეკანოზის სიცოცხლე როდის დასრულდება, ვერ მოესწრებიან!" - გიორგი მამალაძის ადვოკატი

ეს არის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი, და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. თით­ქოს ელო­დე­ბი­ან, რო­დის დად­გე­ბა ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გი და დე­კა­ნო­ზის სი­ცო­ცხლე რო­დის დას­რულ­დე­ბა, ვერ მო­ეს­წრე­ბი­ან! - ამის შე­სა­ხებ ე.წ. ცი­ა­ნი­დის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის ად­ვო­კატ­მა მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „პო­ლიტ­ნი­უს­ში“ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, მა­მა­ლა­ძის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

„მისი მდგო­მა­რე­ო­ბა არის ძა­ლი­ან მძი­მე. ეს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ხდე­ბა, სა­სა­მარ­თლო­მაც არ გა­ი­ვა­ლის­წი­ნა ექ­სპერ­ტე­ბის დას­კვნა და და­ტო­ვა იმ გა­რე­მო­ში, სა­დაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ მას მკურ­ნა­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დეს. ვერ ახერ­ხე­ბენ მისი მდგო­მა­რე­ო­ბის მკურ­ნა­ლო­ბას. წარ­თმე­უ­ლი აქვს მარ­ჯვე­ნა ხელ-ფეხი, გა­და­ად­გი­ლე­ბა, ჯდო­მაც არ შე­უძ­ლია. 4-5 სან­ტი­მეტ­რით აქვს ხელ-ფეხი შე­ვიწ­რო­ვე­ბუ­ლი. კა­ბა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ადა­მი­ა­ნი. სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის­გან ეს არც გა­მიკ­ვირ­დე­ბო­და, აღარ ვსა­უბ­რობ სა­პატ­რი­არ­ქო­ზე და პრე­ზი­დენტზე. არა­ერ­თი მი­მარ­თვა გვქონ­და შე­წყა­ლე­ბა­ზე. აღარ ვსა­უბ­რობ ასე­ვე სა­სა­მარ­თლო­ზე, რო­გორ პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ა­ზე, ასე­ვე აპე­ლა­ცი­ა­მაც ძა­ლა­ში და­ტო­ვა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­დე­საც მიმ­დი­ნა­რე­ობ­და შუ­ამ­დგომ­ლო­ბე­ბი სას­ჯე­ლის გა­და­ვა­დე­ბა­ზე, რომ მომ­ხდა­რი­ყო მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სი იმ პი­რო­ბებ­ში, რა პი­რო­ბებ­შიც უნდა ყო­ფი­ლი­ყო“, - გა­ნა­ცხა­და რა­მიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბით, მსჯავ­რდე­ბუ­ლი დე­კა­ნო­ზის, გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის მდგო­მა­რე­ო­ბა არ დამ­ძი­მე­ბუ­ლა და მისი სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის კლი­ნი­კა­ში გაყ­ვა­ნის სა­ჭი­რო­ე­ბა არ დგას.

„მსჯავ­რდე­ბულს, მისი დი­აგ­ნო­ზი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სამ­კურ­ნა­ლო პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სი მი­ე­წო­დე­ბა და ეს მო­მა­ვალ­შიც ასე გაგ­რძელ­დე­ბა. მათ შო­რის, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რი­დან ვიწ­რო პრო­ფი­ლის ექიმ-სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ად­გილ­ზე მომ­სა­ხუ­რე­ბაც. რაც შე­ე­ხე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის კლი­ნი­კა­ში გაყ­ვა­ნას, ამის სა­ჭი­რო­ე­ბა არ დგას, ვი­ნა­ი­დან რო­გორც ზე­მოთ ით­ქვა, მსჯავ­რდე­ბულს ად­გილ­ზე მი­ე­წო­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სი“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის ბრალ­დე­ბით თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში 2017 წლის 10 თე­ბერ­ვალს და­ა­კა­ვეს. ის სა­სა­მარ­თლომ შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით ცი­ა­ნი­დის გა­მო­ყე­ნე­ბით შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში სცნო დამ­ნა­შა­ვედ და 9-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
taso
99

ვაააააააა,ეს ნახე რაააააა,იქაც მე ვარ,აქაც მე ვარ.აი მანდ ვარ ზუსტად,შენ რომ ხარ მამალაძის ადვოკატიც იმიტომაც ზის ციხეში,მეორე პაშაევი ხარ.

თეო
40

ბაჩალიაშვილის საქმე გახსნა საბოლოოდ და ახლა ისევ მამალაძეს მიუბრუნდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"თითქოს ელოდებიან, როდის დადგება ფატალური შედეგი და დეკანოზის სიცოცხლე როდის დასრულდება, ვერ მოესწრებიან!" - გიორგი მამალაძის ადვოკატი

"თითქოს ელოდებიან, როდის დადგება ფატალური შედეგი და დეკანოზის სიცოცხლე როდის დასრულდება, ვერ მოესწრებიან!" - გიორგი მამალაძის ადვოკატი

ეს არის მიზანმიმართული, დავალების შესრულება. თითქოს ელოდებიან, როდის დადგება ფატალური შედეგი და დეკანოზის სიცოცხლე როდის დასრულდება, ვერ მოესწრებიან! - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტნიუსში“ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„მისი მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. ეს მიზანმიმართულად ხდება, სასამართლომაც არ გაივალისწინა ექსპერტების დასკვნა და დატოვა იმ გარემოში, სადაც წარმოუდგენელია, რომ მას მკურნალობის შესაძლებლობა ჰქონდეს. ვერ ახერხებენ მისი მდგომარეობის მკურნალობას. წართმეული აქვს მარჯვენა ხელ-ფეხი, გადაადგილება, ჯდომაც არ შეუძლია. 4-5 სანტიმეტრით აქვს ხელ-ფეხი შევიწროვებული. კაბალურ მდგომარეობაშია ადამიანი. სასჯელაღსრულების დეპარტამენტისგან ეს არც გამიკვირდებოდა, აღარ ვსაუბრობ საპატრიარქოზე და პრეზიდენტზე. არაერთი მიმართვა გვქონდა შეწყალებაზე. აღარ ვსაუბრობ ასევე სასამართლოზე, როგორ პირველი ინსტანციაზე, ასევე აპელაციამაც ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, როდესაც მიმდინარეობდა შუამდგომლობები სასჯელის გადავადებაზე, რომ მომხდარიყო მკურნალობის პროცესი იმ პირობებში, რა პირობებშიც უნდა ყოფილიყო“, - განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის მდგომარეობა არ დამძიმებულა და მისი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გაყვანის საჭიროება არ დგას.

„მსჯავრდებულს, მისი დიაგნოზიდან გამომდინარე, სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში შესაბამისი სამედიცინო სერვისი მიეწოდება და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება. მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს სამოქალაქო სექტორიდან ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტების ადგილზე მომსახურებაც. რაც შეეხება სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გაყვანას, ამის საჭიროება არ დგას, ვინაიდან როგორც ზემოთ ითქვა, მსჯავრდებულს ადგილზე მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო სერვისი“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.