საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყირგიზეთის პრეზიდენტი გადადგა: "...ამ შემთხვევაში სისხლი დაიღვრება, ეს გარდაუვალია" - რა ვითარებაა ბიშკეკში?
ყირგიზეთის პრეზიდენტი გადადგა: "...ამ შემთხვევაში სისხლი დაიღვრება, ეს გარდაუვალია" - რა ვითარებაა ბიშკეკში?

ყირ­გი­ზე­თის პრე­ზი­დენ­ტი სო­ო­რონ­ბაი ჟე­ენ­ბე­კო­ვი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას Reuters-ი ავ­რცე­ლებს.

"დე­და­ქა­ლაქ ბიშ­კეკ­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია კვლავ და­ძა­ბუ­ლია. გუ­შინ ჟო­გორ­კუ-კე­ნეშ­მა (პარ­ლა­მენ­ტმა) და­ამ­ტკი­ცა მთავ­რო­ბა და მე მათ და­ნიშ­ვნას ხელი მო­ვა­წე­რე, თუმ­ცა ამან და­ძა­ბუ­ლო­ბა ვერ გან­მუხ­ტა. სამ­წუ­ხა­როდ, აგ­რე­სია არ ნელ­დე­ბა და ჩემი გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნა გრძელ­დე­ბა. არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა ახ­ლო­საა ორ­მხრივ კონ­ფლიქტთან. ერთ მხა­რეს არი­ან მო­მი­ტინ­გე­ე­ბი, მე­ო­რე მხა­რეს - სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი. შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ვალ­დე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან ია­რა­ღი გა­მო­ი­ყე­ნონ სამ­თავ­რო­ბო რე­ზი­დენ­ცი­ე­ბის და­სა­ცა­ვად. ამ შემ­თხვე­ვა­ში სის­ხლი და­იღ­ვრე­ბა, ეს გარ­და­უ­ვა­ლია. მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლა მხა­რეს, არ წა­მო­ე­გონ პრო­ვო­კა­ცი­ებს,“ - წერს სო­ო­რონ­ბაი ჟე­ენ­ბე­კო­ვი.

მი­სი­ვე თქმით, ყირ­გი­ზეთ­ში მშვი­დო­ბა, ერ­თო­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სიმ­შვი­დე მის­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ამი­ტო­მაც გა­დად­გო­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

შე­გახ­სე­ნებთ, ყირ­გი­ზეთ­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი 4 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ და­ი­წყო. ოპო­ზი­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რებ­მა, რომ­ლე­ბიც სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ შე­დე­გებს აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ, სამ­თავ­რო­ბო შე­ნო­ბე­ბი და­ი­კა­ვეს. ქვეყ­ნის ცენ­ტრა­ლურ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი გა­ა­უქ­მა.

9 ოქ­ტომ­ბერს პრე­ზი­დენ­ტმა სო­ო­რონ­ბაი ჟე­ენ­ბე­კოვ­მა ხელი მო­ა­წე­რა ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბას პრე­მი­ერ-მი­ნისტრს კუ­ბატ­ბეკ ბო­რო­ნო­ვის მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ და გა­ნა­ცხა­და, რომ მზა­დაა, ახა­ლი მთავ­რო­ბის დამ­ტკი­ცე­ბის­თა­ნა­ვე გა­დად­გეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ყირგიზეთის პრეზიდენტი გადადგა: "...ამ შემთხვევაში სისხლი დაიღვრება, ეს გარდაუვალია" - რა ვითარებაა ბიშკეკში?

ყირგიზეთის პრეზიდენტი გადადგა: "...ამ შემთხვევაში სისხლი დაიღვრება, ეს გარდაუვალია" - რა ვითარებაა ბიშკეკში?

ყირგიზეთის პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი თანამდებობიდან გადადგა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

"დედაქალაქ ბიშკეკში საზოგადოებრივი და პოლიტიკური სიტუაცია კვლავ დაძაბულია. გუშინ ჟოგორკუ-კენეშმა (პარლამენტმა) დაამტკიცა მთავრობა და მე მათ დანიშვნას ხელი მოვაწერე, თუმცა ამან დაძაბულობა ვერ განმუხტა. სამწუხაროდ, აგრესია არ ნელდება და ჩემი გადადგომის მოთხოვნა გრძელდება. არსებული ვითარება ახლოსაა ორმხრივ კონფლიქტთან. ერთ მხარეს არიან მომიტინგეები, მეორე მხარეს - სამართალდამცავი ორგანოები. შეიარაღებული ძალები და სამართალდამცავები ვალდებულები იქნებიან იარაღი გამოიყენონ სამთავრობო რეზიდენციების დასაცავად. ამ შემთხვევაში სისხლი დაიღვრება, ეს გარდაუვალია. მოვუწოდებ ყველა მხარეს, არ წამოეგონ პროვოკაციებს,“ - წერს სოორონბაი ჟეენბეკოვი.

მისივე თქმით, ყირგიზეთში მშვიდობა, ერთობა და საზოგადოებაში სიმშვიდე მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომაც გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, ყირგიზეთში საპროტესტო აქციები 4 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ოპოზიციის მხარდამჭერებმა, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს აპროტესტებდნენ, სამთავრობო შენობები დაიკავეს. ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები გააუქმა.

9 ოქტომბერს პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას პრემიერ-მინისტრს კუბატბეკ ბორონოვის მთავრობის გადადგომის შესახებ და განაცხადა, რომ მზადაა, ახალი მთავრობის დამტკიცებისთანავე გადადგეს.

"წლის ბოლომდე აშშ-ში ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინის რამდენიმე მილიონი დოზა გვექნება" - ენტონი ფაუჩის დამაიმედებელი პროგნოზი

დონალდ ტრამპის 14 წლის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

ილჰამ ალიევი: "ღარიბო სომხეთო, სამხედრო ტექნიკა შენი ფულით იყიდე? - არა, შენ ეს მოგცეს და ვინ მოგცა, ყველამ იცის"