სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გარდაიცვალა ცნობილი პედაგოგი, რომელმაც არაერთი თაობა აღზარდა... ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, დე ფაქტო რეჟიმმა კი ახალგორის დატოვების უფლება არ მისცა" - გამგებელი
"გარდაიცვალა ცნობილი პედაგოგი, რომელმაც არაერთი თაობა აღზარდა... ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, დე ფაქტო რეჟიმმა კი ახალგორის დატოვების უფლება არ მისცა" - გამგებელი

ახალ­გო­რის გამ­გებ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოკუ­პი­რე­ბულ ახალ­გორ­ში არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის გამო კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ახალ­გო­რის N1 სა­შუ­ა­ლო სკო­ლის რუ­სუ­ლი ენის პე­და­გო­გი ვერა კო­ტო­ლო­ვა, რო­მელ­საც ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და და ოკუ­პი­რე­ბულ და­ბა­ში შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ იყო, გუ­შინ სა­ღა­მოს გარ­და­იც­ვა­ლა. კო­ტო­ლო­ვას ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოჯახ­მა რამ­დენ­ჯერ­მე მი­მარ­თა დე ფაქ­ტო რე­ჟი­მის წარ­მო­მად­გენ­ლებს ახალ­გორ­ში, თუმ­ცა მათ სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს, რომ პა­ცი­ენტს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი დაბა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა და სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ემ­კურ­ნა­ლა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" და­უ­დას­ტუ­რა ახალ­გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბელ­მაც. ნუგ­ზარ თი­ნი­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, პე­და­გო­გის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი სწო­რედ ის გახ­და, რომ მას შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს.

“სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტი მოხ­და, გარ­და­იც­ვა­ლა ცნო­ბი­ლი პე­და­გო­გი, რო­მე­ლიც ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და ახალ­გო­რის პირ­ველ სკო­ლა­ში და არა­ერ­თი თა­ო­ბა აღ­ზარ­და. ვერა კო­ტო­ლო­ვას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და და არა­ერ­თი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, დე ფაქ­ტო რე­ჟი­მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა არ მის­ცეს უფ­ლე­ბა, რომ და­ე­ტო­ვე­ბი­ნა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი დაბა და ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ესარ­გებ­ლა სრულ­ფა­სო­ვა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბით. კო­ტო­ლო­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი სწო­რედ ეს ფაქ­ტი გახ­და. სამ­წუ­ხა­როდ, კო­ტო­ლო­ვა პირ­ვე­ლი არ არის. ამ უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბით და შე­ზღუდ­ვე­ბით, რაც ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს და­წე­სე­ბუ­ლი, სხვა პრობ­ლე­მე­ბის გარ­და, უმ­ძი­მე­სი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კრი­ზი­სი იქ­მნე­ბა რო­გორც ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თვე­ლი, ასე­ვე ოსი ეროვ­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და ახალ­გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბელ­მა ნუგ­ზარ თი­ნი­კაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"გარდაიცვალა ცნობილი პედაგოგი, რომელმაც არაერთი თაობა აღზარდა... ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, დე ფაქტო რეჟიმმა კი ახალგორის დატოვების უფლება არ მისცა" - გამგებელი

"გარდაიცვალა ცნობილი პედაგოგი, რომელმაც არაერთი თაობა აღზარდა... ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, დე ფაქტო რეჟიმმა კი ახალგორის დატოვების უფლება არ მისცა" - გამგებელი

ახალგორის გამგებლის ინფორმაციით, ოკუპირებულ ახალგორში არასრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების გამო კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. ახალგორის N1 საშუალო სკოლის რუსული ენის პედაგოგი ვერა კოტოლოვა, რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა და ოკუპირებულ დაბაში შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევის საშუალება არ იყო, გუშინ საღამოს გარდაიცვალა. კოტოლოვას ახლობლების ინფორმაციით, ოჯახმა რამდენჯერმე მიმართა დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებს ახალგორში, თუმცა მათ საშუალება არ მისცეს, რომ პაციენტს ოკუპირებული დაბა დაეტოვებინა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში ემკურნალა. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" დაუდასტურა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმაც. ნუგზარ თინიკაშვილის განცხადებით, პედაგოგის გარდაცვალების მიზეზი სწორედ ის გახდა, რომ მას შესაბამისი სამედიცინო სერვისების მიღების საშუალება არ მისცეს.

“სამწუხარო ფაქტი მოხდა, გარდაიცვალა ცნობილი პედაგოგი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა ახალგორის პირველ სკოლაში და არაერთი თაობა აღზარდა. ვერა კოტოლოვას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და არაერთი მცდელობის მიუხედავად, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა არ მისცეს უფლება, რომ დაეტოვებინა ოკუპირებული დაბა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ესარგებლა სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურებით. კოტოლოვას გარდაცვალების მიზეზი სწორედ ეს ფაქტი გახდა. სამწუხაროდ, კოტოლოვა პირველი არ არის. ამ უკანონო ქმედებებით და შეზღუდვებით, რაც ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ხელისუფლებას აქვს დაწესებული, სხვა პრობლემების გარდა, უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისი იქმნება როგორც ეთნიკურად ქართველი, ასევე ოსი ეროვნების მოსახლეობისთვის“, - განაცხადა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა.

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ახალი სამშვიდობო შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ - რა ხდება კონფლიქტის ზონაში

ანატოლი ბიბილოვს კორონავირუსი დაუდასტურდა

"რუს ინვესტორებს კაპიკებში სურთ ჩვენი უძრავი ქონების ყიდვა... გგონიათ, სამოთხედ გადააქცევენ აქაურობას?!" - აფხაზების გამოხმაურება ლავროვის განცხადებაზე