სამხედრო
საზოგადოება
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"13 წლის რომ ვიყავი, დედა რომ მეორედ გათხოვდა; მამაც დაქორწინდა... მე და ჩემი ძმა ღვთის ანაბარა დავრჩით" - ულამაზესი ქართველი მსახიობის მძიმე ბავშვობა
"13 წლის რომ ვიყავი, დედა რომ მეორედ გათხოვდა; მამაც დაქორწინდა... მე და ჩემი ძმა ღვთის ანაბარა დავრჩით" - ულამაზესი ქართველი მსახიობის მძიმე ბავშვობა

ულა­მა­ზე­სი ლი­ა­ნა ასა­თი­ა­ნი გა­რეგ­ნო­ბი­თა თუ სამ­სა­ხი­ო­ბო ოს­ტა­ტო­ბით მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვებს არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბო­და. მე-20 სა­უ­კუ­ნის გა­მორ­ჩე­ულ­მა მსა­ხი­ობ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კვა­ლი და­ტო­ვა ქარ­თულ კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ა­ში. ლი­ა­ნა ასა­თი­ანს ნა­თა­მა­შე­ბი აქვს ისეთ ცნო­ბილ ფილ­მებ­ში, რო­გო­რი­ცაა: "გი­ორ­გი სა­ა­კა­ძე", "ჭრი­ჭი­ნა", "ჭირ­ვე­უ­ლი მე­ზობ­ლე­ბი", "მაცი ხვი­ტია", "სი­ნათ­ლე ჩვენს ფან­ჯრებ­ში", "დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა", "ერთი ცის ქვეშ" და სხვა.

ერთხელ, რო­დე­საც რო­მის პაპ­მა იო­ა­ნემ XX სა­უ­კუ­ნის 50-იან წლებ­ში ქარ­თვე­ლი ქა­ლის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ტი­პა­ჟის ფო­ტო­პორ­ტრე­ტი ითხო­ვა (სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ტი­პი­ურ სა­ხე­ებს აგ­რო­ვებ­და), მე­დეა ჯა­ფა­რი­ძის, ლი­ა­ნა ასა­თი­ა­ნის, ლია ელი­ა­ვას და დოდო ჭი­ჭი­ნა­ძის სუ­რა­თე­ბი გა­უგ­ზავ­ნეს. პაპს აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა ვერ და­უ­მა­ლავს ოთხი­ვე სი­ლა­მა­ზის მი­მართ და უთ­ქვამს: "ესე­ნი (მე­დეა ჯა­ფა­რი­ძე და ლია ელი­ა­ვა) - დი­დე­ბუ­ლი ევ­რო­პაა! ო, ეს (ლი­ა­ნა ასა­თი­ა­ნი) მშვე­ნი­ე­რი აღ­მო­სავ­ლე­თი! აი, ეს კი (დოდო ჭი­ჭი­ნა­ძე), ეს სახე, მგო­ნი, მარ­თლაც ქარ­თუ­ლია!".

ლი­ა­ნა ასა­თი­ა­ნი 1926 წლის 20 დე­კემ­ბერს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. 1949 წელს და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტი, თუმ­ცა მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ბავ­შვო­ბი­დან ოც­ნე­ბობ­და. მა­ლე­ვე, პირ­ვე­ლი როლი მის­ცეს. მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რე­ლის ფილმში "გი­ორ­გი სა­ა­კა­ძე" თეკ­ლა დე­დოფ­ლის როლი შე­ას­რუ­ლა.

"16 წლის ვი­ყა­ვი, როცა "გი­ორ­გი სა­ა­კა­ძეს" იღებ­დნენ. მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში ეძებ­დნენ, ხმე­ლი ტა­ნის გო­გოს, ირი­ბი თვა­ლე­ბი­თა და არა­ბა­ნა­ლუ­რი სა­ხით. მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში სპექ­ტაკლს ვეს­წრე­ბო­დით. ანტრაქ­ტზე, ფო­ი­ე­ში, სუ­რა­თე­ბის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად გა­ვე­დით, უეც­რად 2 სო­ლი­დუ­რი პი­როვ­ნე­ბა მო­მი­ახ­ლოვ­და და ვი­ნა­ო­ბა გა­მომ­კი­თხა. მათ კი­ნოს­თვის სა­სინჯ გა­და­ღე­ბებ­ზე და­მი­ბა­რეს.

სი­ხა­რუ­ლით ლა­მის გავ­გიჟ­დი. რამ­დე­ნი­მე დღე­ში მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რელ­თან გა­მოვ­ცხად­დი. უამ­რა­ვი ხალ­ხი დამ­ხვდა, ერთი გაკ­ნა­ჭუ­ლი გოგო რომ და­მი­ნა­ხეს, გა­ოც­დნენ, მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რე­ლი კი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი შე­მომ­ყუ­რებ­და. შემ­დეგ მო­მიბ­რუნ­და და იქ მყოფთ ჰკი­თხა, - მოგ­წონთ თუ არაო? ყვე­ლამ თავი და­უქ­ნია, ბუმ­ბე­რაზ რე­ჟი­სორს უარს ვინ გა­უ­ბე­დავ­და?! მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­ვი­ტყვე, რომ თე­ატ­რში ჩემ­თან მო­სუ­ლი 2 ადა­მი­ა­ნი­დან ერთ-ერთი ბა­ტო­ნი მი­შას ასის­ტენ­ტი - ნა­ტა­შა გახ­ლდათ, მე­ო­რე კი შალ­ვა გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლი - ფილ­მის მე­ო­რე რე­ჟი­სო­რი. გა­მი­კე­თეს გრი­მი, ჩა­მაც­ვეს ლა­მა­ზი კაბა და გა­და­მი­ღეს რამ­დე­ნი­მე საც­დე­ლი კად­რი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ტე­ლე­გე­ნუ­რი აღ­მოვ­ჩნდი, ალ­ბათ, ბედი იყო. ფილ­მი დას­რულ­და და ნი­ჭი­ერ­თა ათწლე­დიც და­ვამ­თავ­რე, მაგ­რამ არც მუ­სი­კას გავ­ყე­ვი და არც სამ­სა­ხი­ო­ბო­ზე ჩა­ვა­ბა­რე.", - ამ­ბობ­და ჟურ­ნალ "გზას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ლი­ა­ნა ასა­თი­ა­ნი.

ლი­ა­ნა ასა­თი­ა­ნი შვი­ლებ­თან ერ­თად

მსა­ხი­ო­ბი იშ­ვი­ა­თად სა­უბ­რობ­და მშობ­ლებ­ზე და თა­ვის ბავ­შვო­ბას გუ­ლის­ტკი­ვი­ლით იხ­სე­ნებ­და.

"13 წლის რომ ვი­ყა­ვი, დე­და­ჩე­მი მე­ო­რედ გა­თხოვ­და; მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან შვი­ლი შე­ე­ძი­ნა, რო­მე­ლიც მის­თვის ყვე­ლა­ფე­რი იყო. მა­მაც მალე და­ქორ­წინ­და სო­ხუ­მელ ქალ­ზე და 3 შვი­ლი გა­უჩ­ნდა. მე და ჩემი ძმა კი ღვთის ანა­ბა­რა დავ­რჩით. ამი­ტომ ვთქვი, ოჯა­ხი არ უნდა და­ინ­გრეს, თო­რემ შემ­დეგ ვინ საით წავა, არა­ვინ იცის-მეთ­ქი. ძნე­ლი იყო ჩემ­თვის მშობ­ლებ­თან გან­შო­რე­ბა. დედა რომ წა­ვი­და, თან წა­მიყ­ვა­ნა, მაგ­რამ სწო­რი იქ­ნე­ბო­და, მა­მას­თან დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი. ის ცოლს აღარ მო­იყ­ვან­და და მეტ ყუ­რა­დღე­ბას დაგ­ვით­მობ­და. მა­შინ მივ­ხვდი, რომ ცხოვ­რე­ბა­ში მსგავს შეც­დო­მას არას­დროს და­ვუშ­ვებ­დი - ოჯახს არ და­ვან­გრევ­დი". ...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
anastasia
77

ადრე მოვისმინე, რომ ლიანა არჩილ გომიაშვილის ყოფილი ცოლი იყო და მისგან ორი ბიჭი ყავს. მართალია ??

ზურა
38

ღვთიური სილამაზე

ავტორი:

"13 წლის რომ ვიყავი, დედა რომ მეორედ გათხოვდა; მამაც დაქორწინდა... მე და ჩემი ძმა ღვთის ანაბარა დავრჩით" - ულამაზესი ქართველი მსახიობის მძიმე ბავშვობა

"13 წლის რომ ვიყავი, დედა რომ მეორედ გათხოვდა; მამაც დაქორწინდა... მე და ჩემი ძმა ღვთის ანაბარა დავრჩით" - ულამაზესი ქართველი მსახიობის მძიმე ბავშვობა

ულამაზესი ლიანა ასათიანი გარეგნობითა თუ სამსახიობო ოსტატობით მსოფლიო ვარსკვლავებს არ ჩამოუვარდებოდა. მე-20 საუკუნის გამორჩეულმა მსახიობმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართულ კინემატოგრაფიაში. ლიანა ასათიანს ნათამაშები აქვს ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორიცაა: "გიორგი სააკაძე", "ჭრიჭინა", "ჭირვეული მეზობლები", "მაცი ხვიტია", "სინათლე ჩვენს ფანჯრებში", "დიდოსტატის მარჯვენა", "ერთი ცის ქვეშ" და სხვა.

ერთხელ, როდესაც რომის პაპმა იოანემ XX საუკუნის 50-იან წლებში ქართველი ქალის დამახასიათებელი ტიპაჟის ფოტოპორტრეტი ითხოვა (სხვადასხვა ქვეყნის ტიპიურ სახეებს აგროვებდა), მედეა ჯაფარიძის, ლიანა ასათიანის, ლია ელიავას და დოდო ჭიჭინაძის სურათები გაუგზავნეს. პაპს აღფრთოვანება ვერ დაუმალავს ოთხივე სილამაზის მიმართ და უთქვამს: "ესენი (მედეა ჯაფარიძე და ლია ელიავა) - დიდებული ევროპაა! ო, ეს (ლიანა ასათიანი) მშვენიერი აღმოსავლეთი! აი, ეს კი (დოდო ჭიჭინაძე), ეს სახე, მგონი, მართლაც ქართულია!".

ლიანა ასათიანი 1926 წლის 20 დეკემბერს თბილისში დაიბადა. 1949 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, თუმცა მსახიობობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. მალევე, პირველი როლი მისცეს. მიხეილ ჭიაურელის ფილმში "გიორგი სააკაძე" თეკლა დედოფლის როლი შეასრულა.

"16 წლის ვიყავი, როცა "გიორგი სააკაძეს" იღებდნენ. მთელ საქართველოში ეძებდნენ, ხმელი ტანის გოგოს, ირიბი თვალებითა და არაბანალური სახით. მე და ჩემი მეგობრები მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლს ვესწრებოდით. ანტრაქტზე, ფოიეში, სურათების დასათვალიერებლად გავედით, უეცრად 2 სოლიდური პიროვნება მომიახლოვდა და ვინაობა გამომკითხა. მათ კინოსთვის სასინჯ გადაღებებზე დამიბარეს.

სიხარულით ლამის გავგიჟდი. რამდენიმე დღეში მიხეილ ჭიაურელთან გამოვცხადდი. უამრავი ხალხი დამხვდა, ერთი გაკნაჭული გოგო რომ დამინახეს, გაოცდნენ, მიხეილ ჭიაურელი კი აღფრთოვანებული შემომყურებდა. შემდეგ მომიბრუნდა და იქ მყოფთ ჰკითხა, - მოგწონთ თუ არაო? ყველამ თავი დაუქნია, ბუმბერაზ რეჟისორს უარს ვინ გაუბედავდა?! მოგვიანებით შევიტყვე, რომ თეატრში ჩემთან მოსული 2 ადამიანიდან ერთ-ერთი ბატონი მიშას ასისტენტი - ნატაშა გახლდათ, მეორე კი შალვა გედევანიშვილი - ფილმის მეორე რეჟისორი. გამიკეთეს გრიმი, ჩამაცვეს ლამაზი კაბა და გადამიღეს რამდენიმე საცდელი კადრი. საბედნიეროდ, ტელეგენური აღმოვჩნდი, ალბათ, ბედი იყო. ფილმი დასრულდა და ნიჭიერთა ათწლედიც დავამთავრე, მაგრამ არც მუსიკას გავყევი და არც სამსახიობოზე ჩავაბარე.", - ამბობდა ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში ლიანა ასათიანი.

ლიანა ასათიანი შვილებთან ერთად

მსახიობი იშვიათად საუბრობდა მშობლებზე და თავის ბავშვობას გულისტკივილით იხსენებდა.

"13 წლის რომ ვიყავი, დედაჩემი მეორედ გათხოვდა; მეორე ქორწინებიდან შვილი შეეძინა, რომელიც მისთვის ყველაფერი იყო. მამაც მალე დაქორწინდა სოხუმელ ქალზე და 3 შვილი გაუჩნდა. მე და ჩემი ძმა კი ღვთის ანაბარა დავრჩით. ამიტომ ვთქვი, ოჯახი არ უნდა დაინგრეს, თორემ შემდეგ ვინ საით წავა, არავინ იცის-მეთქი. ძნელი იყო ჩემთვის მშობლებთან განშორება. დედა რომ წავიდა, თან წამიყვანა, მაგრამ სწორი იქნებოდა, მამასთან დავრჩენილიყავი. ის ცოლს აღარ მოიყვანდა და მეტ ყურადღებას დაგვითმობდა. მაშინ მივხვდი, რომ ცხოვრებაში მსგავს შეცდომას არასდროს დავუშვებდი - ოჯახს არ დავანგრევდი". ...წაიკითხეთ სრულად