სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავძლიოთ ის ავადმყოფობა, რომელიც მძვინვარებს" - რაზე იქადაგა პატრიარქმა სვეტიცხოველში
"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავძლიოთ ის ავადმყოფობა, რომელიც მძვინვარებს" - რაზე იქადაგა პატრიარქმა სვეტიცხოველში

ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ იმი­სათ­ვის, რომ დავძლი­ოთ ის გან­საც­დე­ლი, რო­მე­ლიც მოგ­ვივ­ლი­ნა ჩვენ უფალ­მა. ის ავად­მყო­ფო­ბა, რო­მე­ლიც მძვინ­ვა­რებს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში სა­ზე­ი­მო წირ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც პატ­რი­არ­ქმა აღ­ნიშ­ნა, ის იმე­დოვ­ნებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი დას­ძლევს ამ გან­საც­დელს.

„ყვე­ლას გი­ლო­ცავთ ამ დი­დე­ბულ დღე­სას­წა­ულს. ჩვენ ღვთი­სა­გან და­ჯილ­დე­ბუ­ლი ვართ მრა­ვა­ლი სას­წა­უ­ლით. შემ­თხვე­ვით არ არის ის მოვ­ლე­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო ჩა­მო­ტა­ნი­ლი ხა­ლე­ნი წმი­დი­სა ილია წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი­სა. ის ხა­ლე­ნი აქ არის დაკ­რძა­ლუ­ლი. შემ­თხვე­ვით არ არის ის ფაქ­ტი, რომ სა­ქარ­თვე­ლო გახ­და წილ­ხვედ­რი ღვთის­მშობ­ლი­სა, ჩა­მო­ტა­ნი­ლი იქნა კვარ­თი მა­ცხოვ­რი­სა. ეს ყვე­ლა­ფე­რი მე­ტყვე­ლებს იმის შე­სა­ხებ, რომ ჩვენ ბევ­რი მოგ­ვე­კი­თხე­ბა. ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ იმი­სათ­ვის, რომ დავძლი­ოთ ის გან­საც­დე­ლი, რო­მე­ლიც მოგ­ვივ­ლი­ნა ჩვენ უფალ­მა, ის ავად­მყო­ფო­ბა, რო­მე­ლიც მძვინ­ვა­რებს. იმე­დია, რომ სა­ქარ­თვე­ლო, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი დას­ძლევს ამ გან­საც­დელს. მე გან­სა­კუთ­რე­ბით მი­ვე­სალ­მე­ბი ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ვთხოვ მი­უ­ლო­ცონ მრევლს, ხალ­ხს ეს დღე­სას­წა­უ­ლი“, - აღ­ნიშ­ნა პატ­რი­არ­ქმა და დას­ძი­ნა: „კი­დევ ერთხელ გი­ლო­ცავთ სვე­ტი­ცხოვ­ლო­ბას. ეს არის დიდი სას­წა­უ­ლი, სას­წა­უ­ლი დღე­ვან­დე­ლი დღე­ცაა. ღმერ­თი მო­წყა­ლეა, გა­და­არ­ჩენს სა­ქარ­თვე­ლოს. შიში არ უნდა გქონ­დეთ - რწმე­ნა და სიყ­ვა­რუ­ლი. და­ლოც­ვლი იყა­ვით“.

00:00 / 00:00
ავტორი:

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავძლიოთ ის ავადმყოფობა, რომელიც მძვინვარებს" - რაზე იქადაგა პატრიარქმა სვეტიცხოველში

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავძლიოთ ის ავადმყოფობა, რომელიც მძვინვარებს" - რაზე იქადაგა პატრიარქმა სვეტიცხოველში

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავძლიოთ ის განსაცდელი, რომელიც მოგვივლინა ჩვენ უფალმა. ის ავადმყოფობა, რომელიც მძვინვარებს, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ის იმედოვნებს, რომ საქართველო, ქართველი ხალხი დასძლევს ამ განსაცდელს.

„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ჩვენ ღვთისაგან დაჯილდებული ვართ მრავალი სასწაულით. შემთხვევით არ არის ის მოვლენა, რომ საქართველოში იყო ჩამოტანილი ხალენი წმიდისა ილია წინასწარმეტყველისა. ის ხალენი აქ არის დაკრძალული. შემთხვევით არ არის ის ფაქტი, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ღვთისმშობლისა, ჩამოტანილი იქნა კვართი მაცხოვრისა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ ჩვენ ბევრი მოგვეკითხება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავძლიოთ ის განსაცდელი, რომელიც მოგვივლინა ჩვენ უფალმა, ის ავადმყოფობა, რომელიც მძვინვარებს. იმედია, რომ საქართველო, ქართველი ხალხი დასძლევს ამ განსაცდელს. მე განსაკუთრებით მივესალმები ჩვენს ხელისუფლებას და ვთხოვ მიულოცონ მრევლს, ხალხს ეს დღესასწაული“, - აღნიშნა პატრიარქმა და დასძინა: „კიდევ ერთხელ გილოცავთ სვეტიცხოვლობას. ეს არის დიდი სასწაული, სასწაული დღევანდელი დღეცაა. ღმერთი მოწყალეა, გადაარჩენს საქართველოს. შიში არ უნდა გქონდეთ - რწმენა და სიყვარული. დალოცვლი იყავით“.

"მე ვერ გავერკვიე მათ რაში ადანაშაულებენ... ამ ადამიანებს ბოდიშს ვუხდი" - მეუფე მელქისედეკი ივერი მელაშვილზე და ნატალია ილიჩოვაზე

ფაბრიკის 116 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა - "აჭარა ტექსტილმა" მუშაობა შეაჩერა

"კოვიდ-19 იქნება უფრო დიდი მკვლელი, ვიდრე შიდსი, ტუბერკულოზი, მალარია და ჰეპატიტი... არის პროგნოზი, რომ მომავალ გაზაფხულამდე კიდევ მილიონ ადამიანს იმსხვერპლებს" - გამყრელიძე