სამართალი
პოლიტიკა

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საფრენი" ცოცხი ჩემი ხელით გავაკეთე" - რას ჰყვება ახალგაზრდა, რომელმაც ბავშვობის ოცნება 24 წლის ასაკში აიხდინა
"საფრენი" ცოცხი ჩემი ხელით გავაკეთე" - რას ჰყვება ახალგაზრდა, რომელმაც ბავშვობის ოცნება 24 წლის ასაკში აიხდინა

პრო­ფე­სი­ით აგ­რო­ტექ­ნო­ლოგ­მა, კო­მი­კოს­მა, და­ვით ფარ­ჯი­ან­მა ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა 24 წლის ასაკ­ში აის­რუ­ლა და ცო­ცხით "იფ­რი­ნა". მისი ხორ­ცშეს­ხმუ­ლი ოც­ნე­ბის ფო­ტო­ებ­მა კი ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში მა­ლე­ვე მო­ი­პო­ვა პო­პუ­ლა­რო­ბა.

რო­გორც ambebi.ge -ს ექ­სტრე­მა­ლი ახალ­გაზ­რდა უყ­ვე­ბა, ცო­ცხით ფრე­ნის სურ­ვი­ლი ღრმა ბავ­შო­ბი­დან გა­უჩ­ნდა.

- ცო­ცხით ფრე­ნის სურ­ვი­ლი ღრმა ბავ­შვო­ბი­დან, ჰარი პო­ტე­რის ფილ­მე­ბი­დან გა­მიჩ­ნდა და და­ი­ლე­ქა ჩემ­ში. თვი­თონ იდეა რამ­დე­ნი­მე დღის წინ ფრე­ნი­სას მო­მი­ვი­და თავ­ში, ვი­ფიქ­რე, ცო­ცხით, რო­გორც ჰარი პო­ტერ­მა, ეგრე უნდა ვიფ­რი­ნო და ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა ავიხ­დი­ნო-მეთ­ქი. "საფ­რე­ნი" ცო­ცხი ჩემი ხე­ლით გა­ვა­კე­თე. თბი­ლი­სის ზღვის საფ­რენ ლო­კა­ცი­ა­ზე გავფრინ­დი. იქ, სა­დაც თა­ვის დრო­ზე პა­რაპ­ლა­ნით და­მო­უ­კი­დებ­ლად ფრე­ნა მას­წავ­ლეს ძა­ლი­ან კარ­გმა ადა­მი­ა­ნებ­მა, ირაკ­ლი კა­პა­ნა­ძემ და გი­ორ­გი შა­ვერ­დაშ­ვილ­მა.

- რო­გორ შეხ­ვდნენ ახ­ლობ­ლე­ბი და გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბი შენს იდე­ას?

- სი­ცი­ლით, მაგ­რამ ნა­ხეს, რომ ცო­ცხი ჩემი ხე­ლით ავა­წყვე და ეს სი­გი­ჟე სრუ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბა აღ­მოჩ­ნდა. უფრო მე­ტიც, სა­ქარ­თვე­ლოს პა­რაპ­ლა­ნის ფე­დე­რა­ცი­ი­დან ჩემი მე­გობ­რე­ბი გვერ­დზე და­მიდ­გნენ და მხა­რი ამი­ბეს, ჩემ­თან ერ­თად აფ­რინ­დნენ ფოტო-ვი­დეო სე­სი­ის­თვის.

რა­ღაც მო­მენ­ტში და­ვი­ვი­წყე, რომ პა­რაპ­ლა­ნით დავფრი­ნავ­დი. მქონ­და ილუ­ზია, თით­ქოს მარ­თლა ცო­ცხით მივფრი­ნავ­დი, რა­ღაც­ნა­ი­რი ზღაპ­რუ­ლი შეგ­რძნე­ბა იყო. ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მო­მე­წო­ნა, რომ მე ამ სი­გი­ჟე­ში მარ­ტო არ ვი­ყა­ვი და ძა­ლი­ან ბევ­რი პო­ზი­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა ჩემს საქ­ცი­ელს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
47

გვატყუებ, ხომ , ეგ ნაცების გამოგონებაა, უბრალოდ პატენტის აღება დაავიწყდათ.

ილკარი
12

ბანძობა რააა... 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"საფრენი" ცოცხი ჩემი ხელით გავაკეთე" - რას ჰყვება ახალგაზრდა, რომელმაც ბავშვობის ოცნება 24 წლის ასაკში აიხდინა

"საფრენი" ცოცხი ჩემი ხელით გავაკეთე" - რას ჰყვება ახალგაზრდა, რომელმაც ბავშვობის ოცნება 24 წლის ასაკში აიხდინა

პროფესიით აგროტექნოლოგმა, კომიკოსმა, დავით ფარჯიანმა ბავშვობის ოცნება 24 წლის ასაკში აისრულა და ცოცხით "იფრინა". მისი ხორცშესხმული ოცნების ფოტოებმა კი ინტერნეტ სივრცეში მალევე მოიპოვა პოპულარობა.

როგორც ambebi.ge -ს ექსტრემალი ახალგაზრდა უყვება, ცოცხით ფრენის სურვილი ღრმა ბავშობიდან გაუჩნდა.

- ცოცხით ფრენის სურვილი ღრმა ბავშვობიდან, ჰარი პოტერის ფილმებიდან გამიჩნდა და დაილექა ჩემში. თვითონ იდეა რამდენიმე დღის წინ ფრენისას მომივიდა თავში, ვიფიქრე, ცოცხით, როგორც ჰარი პოტერმა, ეგრე უნდა ვიფრინო და ბავშვობის ოცნება ავიხდინო-მეთქი. "საფრენი" ცოცხი ჩემი ხელით გავაკეთე. თბილისის ზღვის საფრენ ლოკაციაზე გავფრინდი. იქ, სადაც თავის დროზე პარაპლანით დამოუკიდებლად ფრენა მასწავლეს ძალიან კარგმა ადამიანებმა, ირაკლი კაპანაძემ და გიორგი შავერდაშვილმა.

- როგორ შეხვდნენ ახლობლები და გარშემომყოფები შენს იდეას?

- სიცილით, მაგრამ ნახეს, რომ ცოცხი ჩემი ხელით ავაწყვე და ეს სიგიჟე სრული სერიოზულობა აღმოჩნდა. უფრო მეტიც, საქართველოს პარაპლანის ფედერაციიდან ჩემი მეგობრები გვერდზე დამიდგნენ და მხარი ამიბეს, ჩემთან ერთად აფრინდნენ ფოტო-ვიდეო სესიისთვის.

რაღაც მომენტში დავივიწყე, რომ პარაპლანით დავფრინავდი. მქონდა ილუზია, თითქოს მართლა ცოცხით მივფრინავდი, რაღაცნაირი ზღაპრული შეგრძნება იყო. ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ მე ამ სიგიჟეში მარტო არ ვიყავი და ძალიან ბევრი პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა ჩემს საქციელს.

გაიცანით ბიჭუნა, რომლის "გაცოცხლებულ" ანბანს დიდი გამოხმაურება მოჰყვა - "თითოეულზე მოთხრობას წერს, რაც შემდეგ უნდა, რომ ანიმაციად იქცეს"

მამა "ნაცმოძრაობის" დეპუტატი იყო, გახდება თუ არა ქალიშვილი "ოცნების" პარლამენტარი - დებ კვიციანების წარმატება, ოჯახური ბიზნესი და კავშირები

"საქართველოში ყველას თანაბრად არ მიუწვდება ხელი განათლებაზე..." - 26 წლის ბიჭი აფხაზეთიდან, რომელმაც უკვე 5 სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტში ისწავლა