მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ომი ყარაბაღში 21-ე საუკუნის იარაღით, "კამიკაძე დრონებით" და ფანტასტიკის ეფექტებით - "არავინ იცის, ვინ გვიხსნის ცეცხლს, ეს უხილავი მტერია"
ომი ყარაბაღში 21-ე საუკუნის იარაღით, "კამიკაძე დრონებით" და ფანტასტიკის ეფექტებით - "არავინ იცის, ვინ გვიხსნის ცეცხლს, ეს უხილავი მტერია"

ომი დრო­ნე­ბით - ის, რაც აქამ­დე სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კის ჟან­რის ფილ­მებ­ში გვი­ნა­ხავს, დღეს ჩვენს მე­ზობ­ლად რე­ა­ლო­ბად იქცა. 21-ე სა­უ­კუ­ნემ, ტექ­ნო­ლო­გი­ურ­მა მიღ­წე­ვებ­მა ახა­ლი საბ­რძო­ლო ია­რა­ღი მოგ­ვცა.

მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში მიმ­დი­ნა­რე ომმა ჩვე­ნი ეპო­ქის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­მოს­ცა­და.

რო­გორც "ალ­ჯა­ზი­რა“ წერს, 21-ე სა­უ­კუ­ნის მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­ურ ია­რაღს - მფრი­ნავ საბ­რძო­ლო აპა­რატს, აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­უჭ­რე­ლი კონ­ფლიქ­ტი უფრო დესტრუქ­ცი­უ­ლი გა­ხა­დოს.

• ვის მხა­რე­საა უპი­რა­ტე­სო­ბა?

სომ­ხუ­რი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რე­ე­ბი დაჭ­რილ­თა და გარ­დაც­ვლილ­თა შე­სა­ხებ გან­სხვა­ვე­ბულ ცნო­ბებს ავ­რცე­ლე­ბენ. რე­ა­ლუ­რი ციფ­რე­ბის გა­გე­ბა კი მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ჟურ­ნა­ლის­ტებს არა­თუ შე­ზღუ­დუ­ლი წვდო­მა აქვთ ფრონ­ტის ხაზ­ზე მიმ­დი­ნა­რე ბრძო­ლის შე­სა­ხებ, არა­მედ მათი მუ­შა­ო­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც უკი­დუ­რე­სად სა­ხი­ფა­თოა. ამ ომის გან­მავ­ლო­ბა­ში სულ მცი­რე, 6 ჟურ­ნა­ლის­ტი და­შავ­და.

"ალ­ჯა­ზი­რას“ ცნო­ბით, ბრძო­ლის ვე­ლის ვი­დე­ო­ე­ბი და და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბის მე­დი­ის­თვის ცნო­ბი­ლი სამ­ხედ­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მი­ა­ნიშ­ნებს, რომ აზერ­ბა­ი­ჯანს, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით, უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ეს ეხე­ბა უპი­ლო­ტო საბ­რძო­ლო საფ­რენ აპა­რა­ტებს, რომ­ლე­ბიც აზერ­ბა­ი­ჯან­მა ის­რა­ე­ლის­გან და თურ­ქე­თის­გან შე­ი­ძი­ნა.

• დრო­ნე­ბის ორი სა­ხე­ო­ბა და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტე­რო­რი

გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ორი სა­ხე­ო­ბის საბ­რძო­ლო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი - ერთ სა­ხე­ო­ბას აქვს თა­ვი­სი­ვე რა­კე­ტე­ბი, ხოლო მე­ო­რე არის ე.წ. კა­მი­კა­ძე დრო­ნე­ბი. იქ­ნე­ბა თუ არა მათი ძალა გა­დამ­წყვე­ტი შე­ი­ა­რა­ღე­ბულ კონ­ფლიქ­ტში, ჯერ­ჯე­რო­ბით ამის გა­დაჭ­რით თქმა რთუ­ლია, თუმ­ცა უკვე ცხა­დია, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­თათ­ვის ისი­ნი ომში უპი­რა­ტე­სო­ბის გან­ცდას ქმნი­ან, ხოლო სომ­ხეთ­ში ფსი­ქო­ლო­გი­ურ ტე­რორს იწ­ვე­ვენ.

მა­გა­ლი­თად, ბა­ქო­ში გან­თავ­სე­ბუ­ლია ციფ­რუ­ლი ბილ­ბორ­დე­ბი, სა­დაც გა­მუდ­მე­ბით ქვეყ­ნდე­ბა მა­ღა­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ის ფო­ტო­ე­ბი - მათ­ზე აღ­ბეჭ­დი­ლია, თუ რო­გორ ურტყა­მენ სომ­ხურ ტან­კებ­სა და სხვა სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კას დრო­ნე­ბით. მსგავ­სი ფო­ტო­ე­ბი აქ­ტი­უ­რად ვრცელ­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შიც.

სომ­ხეთ­ში კი დრო­ნებს "უხი­ლავ ია­რაღს“ უწო­დე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ არას­დროს იცი, სა­ი­დან შე­იძ­ლე­ბა გა­იხ­სნას ცე­ცხლი.

ვი­დეო, სა­დაც ჩანს ავ­ტო­ბუს­ზე "კა­მი­კა­ძე დრო­ნით" შე­ტე­ვა:

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ილ­ჰამ ალი­ევ­მა ერთ-ერთ თურ­ქულ არხთან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­კუთ­რე­ბა­ში მყოფ­მა თურ­ქულ­მა დრო­ნებ­მა აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რის და­ნა­კარ­გი შე­ამ­ცი­რა.

ეს დრო­ნე­ბი აჩ­ვე­ნე­ბენ თურ­ქე­თის ძა­ლას და ასე­ვე გვაძ­ლი­ე­რე­ბენ ჩვენ - ამ­ბობს ალი­ე­ვი.

თავ­დაც­ვის ექ­სპერტთა შე­ფა­სე­ბით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტი გუ­ლის­ხმობ­და საფ­რენ აპა­რატს სა­ხე­ლად - Bayraktar TB2s-ს, ასე­ვე უპი­ლო­ტო სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დებს (UAV-ის), რომ­ლებ­საც თურ­ქუ­ლი თავ­დაც­ვის კომ­პა­ნია Baykar აწარ­მო­ებს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა აზერ­ბა­ი­ჯან­მა ივ­ნის­ში, თურ­ქეთ­თან სამ­ხედ­რო გა­რი­გე­ბის ფარ­გლებ­ში მი­ი­ღო.

თურ­ქუ­ლი წარ­მო­ე­ბის Bayraktar TB2s

TB2s-ს შე­უძ­ლია ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა 8 000 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე, რაც არ­თუ­ლებს მის შემ­ჩნე­ვას, აქვს ოთხი რა­კე­ტა და შე­უძ­ლია ფრე­ნა 27 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში.

"ჩვენ ვნა­ხეთ, რომ ამ საბ­რძო­ლო აპა­რა­ტებს თურ­ქე­თი აქ­ტი­უ­რად იყე­ნებ­და სი­რი­ა­სა და ლი­ბი­ა­ში. ისი­ნი ახ­ლა­ხანს გა­მოჩ­ნდნენ აზერ­ბა­ი­ჯან­ში და აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ“, - ამ­ბობს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სტრა­ტე­გი­უ­ლი თავ­დაც­ვის ცენ­ტრის ანა­ლი­ტი­კო­სი ფუად შაჰ­ბა­ზი.

ლონ­დო­ნის კინგს კო­ლე­ჯის ომის სწავ­ლე­ბის მკვლე­ვა­რის, რობ ლის თქმით, TB2-ის გა­მო­ყე­ნე­ბამ დრა­მა­ტუ­ლად იმოქ­მე­და სომ­ხურ სამ­ხედ­რო ძა­ლებ­ზე.

"TB2s-ის თავ­და­პირ­ვე­ლი სა­მიზ­ნე სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მა იყო, ხოლო შემ­დეგ მათი სა­მიზ­ნე გახ­და ტან­კე­ბი, არ­ტი­ლე­რია და ახ­ლაც პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სა­მიზ­ნე­ე­ბის­თვის ის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. რუ­სეთ­მა 2016 წელს გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რომ მათ უნდა და­ე­წყოთ სომ­ხე­თის აღ­ჭურ­ვა, რათა აზერ­ბა­ი­ჯან­თან სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი­ყო“, - ამ­ბობს ლი.

მისი თქმით, სომ­ხეთს აქვს " Iskander M”, ასე­ვე ტაქ­ტი­კუ­რი ბა­ლის­ტი­კუ­რი სა­რა­კე­ტო სის­ტე­მა, რო­მე­ლიც სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რია. თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით ის არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ.

მი­უ­ხე­და­ვად ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უპი­რა­ტე­სო­ბი­სა, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სტრა­ტე­გი­უ­ლი თავ­დაც­ვის ცენ­ტრის ანა­ლი­ტი­კო­სი, ფუად შაჰ­ბა­ზი ამ­ბობს, რომ სომ­ხურ ძა­ლებს სა­ბო­ლო­ოდ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რი­ცხობ­რივ უპი­რა­ტე­სო­ბას­თან გამ­კლა­ვე­ბა მო­უ­წევთ.

"სე­პა­რა­ტის­ტულ­მა რე­ჟიმ­მა კარ­გად იცის, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა 10 მი­ლი­ონს შე­ად­გენს, გვყავს 70 000 აქ­ტი­უ­რი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე და 300 000-კა­ცი­ა­ნი ძლი­ე­რი სა­რე­ზერ­ვიო არ­მია. ასე რომ, ისი­ნი დიდ­ხანს ვერ გა­უ­წე­ვენ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას“, - ამ­ბობს შაჰ­ბა­ზი.

• სომ­ხეთს ერთი მიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს - გე­ოგ­რა­ფია.

"ალ­ჯა­ზი­რა“ წერს, რომ თუ სომ­ხე­თის ძა­ლებს აზერ­ბა­ი­ჯა­ნი მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში რი­ცხობ­რი­ვად და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად უს­წრებს, სომ­ხეთს ერთი მიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს - გე­ოგ­რა­ფია. აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სახ­მე­ლე­თო ძა­ლებს კარ­გად გა­მაგ­რე­ბუ­ლი თავ­დაც­ვი­თი პო­ზი­ცი­ე­ბის გა­და­ლახ­ვა მო­უ­წევთ, რომ­ლე­ბიც მა­ღალ ად­გი­ლებს იკა­ვე­ბენ მთი­ან ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

ასე­ვე სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კა ფლობს თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­სუ­ლი თავ­დაც­ვით სა­რა­კე­ტო სის­ტე­მას, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ "კა­მი­კა­ძე დრო­ნე­ბის“ პოვ­ნა და ჩა­მოგ­დე­ბა, თუმ­ცა შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით.

სომ­ხე­თის თავ­დაც­ვის უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის, შუ­შან სტე­პა­ნი­ა­ნის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ვი­დეო. სტე­პა­ნი­ა­ნი წერს, რომ კი­დევ ერთი მტე­რი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია:

• ომი სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კის ფილ­მის ეფექ­ტით

"არა­ვინ იცის სა­ი­დან მო­დის ცე­ცხლი, ეს (დრო­ნი) უხი­ლა­ვი მტე­რია. ამ ომს სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კის ჟან­რის ფილ­მის ეფექ­ტი აქვს. მათ არა მხო­ლოდ სამ­ხედ­რო, არა­მედ მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე თავ­დას­ხმის­თვის იყე­ნე­ბენ, იყე­ნე­ბენ კა­სე­ტურ ბომ­ბებს და ეს დო­კუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლია "ამ­ნეს­თი ინ­თერ­ნე­ი­შე­ნა­ლის“ მიერ“, - ამ­ბობს ერევ­ნის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი კვლე­ვე­ბის ცენ­ტრის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რი­ჩარდ გი­რა­გო­სი­ა­ნი.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ვი­დეო:

• პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის ნაკ­ლე­ბო­ბა

რო­გორც "ალ­ჯა­ზი­რა“ წერს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სამ­ხედ­რო უპი­რა­ტე­სო­ბა ჯერ კი­დევ შე­იძ­ლე­ბა შე­ლა­ხოს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის ნაკ­ლე­ბო­ბამ.

"ვნა­ხე ვი­დე­ო­ე­ბი, სა­დაც ჩანს, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ჯა­რე­ბი არ მოქ­მე­დე­ბენ ტაქ­ტი­კუ­რად გა­მარ­თუ­ლად. ზო­გა­დად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ სამ­ხედ­რო­ებს არ გა­ნი­ხი­ლა­ვენ რო­გორც ძა­ლი­ან დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე­ებს, ისი­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი კავ­ში­რე­ბის გამო და­წი­ნა­ურ­დნენ. და მა­ში­ნაც კი, თუ მა­ღალ­ტექნლო­გი­უ­რი ია­რა­ღე­ბის კუ­თხით უპი­რა­ტე­სო­ბა აქვთ, სომ­ხეთს შე­უძ­ლია მათი და­მარ­ცხე­ბა, თუ ტაქ­ტი­კა­სა და ტექ­ნი­კას სწო­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ“, - ამ­ბობს ლონ­დო­ნის კინგს კო­ლე­ჯის ომის სწავ­ლე­ბის მკვლე­ვა­რი რობ ლი.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა 27 სექ­ტემ­ბერს გა­ნახ­ლდა. 10 ოქ­ტომ­ბერს სომ­ხურ­მა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­მა მხა­რე­ებ­მა მოს­კოვ­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბას მი­აღ­წი­ეს, თუმ­ცა შე­თან­ხმე­ბას არც ერთი მხა­რე არ ას­რუ­ლებს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია aljazeera.com-ის მი­ხედ­ვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
0

ამ სტატიით გინდათ სემოიფარგლოთ? ეს კი არა უნდა განიხილი თანამედროვე ფრონტების გაგება სხვადსხვა სახის ომებისათვის და უნდ მოახდინო შედარებით ანალიზი შენი ბიუჯეტის დახარჯვისა(რა ფრონტის გაგება და რა უსაფრთხოების პოლიტიკა გაგაჩნია).

ნინო
0

რადგან ომი გრძელდება, ეს ნიშნავს, რომ ერთნაირი ძალებით იბრძვიან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ომი ყარაბაღში 21-ე საუკუნის იარაღით, "კამიკაძე დრონებით" და ფანტასტიკის ეფექტებით - "არავინ იცის, ვინ გვიხსნის ცეცხლს, ეს უხილავი მტერია"

ომი ყარაბაღში 21-ე საუკუნის იარაღით, "კამიკაძე დრონებით" და ფანტასტიკის ეფექტებით - "არავინ იცის, ვინ გვიხსნის ცეცხლს, ეს უხილავი მტერია"

ომი დრონებით - ის, რაც აქამდე სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმებში გვინახავს, დღეს ჩვენს მეზობლად რეალობად იქცა. 21-ე საუკუნემ, ტექნოლოგიურმა მიღწევებმა ახალი საბრძოლო იარაღი მოგვცა.

მთიან ყარაბაღში მიმდინარე ომმა ჩვენი ეპოქის ტექნოლოგიური შესაძლებლობები გამოსცადა.

როგორც "ალჯაზირა“ წერს, 21-ე საუკუნის მაღალტექნოლოგიურ იარაღს - მფრინავ საბრძოლო აპარატს, აქვს შესაძლებლობა, მთიანი ყარაბაღის ათწლეულების განმავლობაში გადაუჭრელი კონფლიქტი უფრო დესტრუქციული გახადოს.

• ვის მხარესაა უპირატესობა?

სომხური და აზერბაიჯანული მხარეები დაჭრილთა და გარდაცვლილთა შესახებ განსხვავებულ ცნობებს ავრცელებენ. რეალური ციფრების გაგება კი მედიის წარმომადგენლებისთვის რთული აღმოჩნდა. ჟურნალისტებს არათუ შეზღუდული წვდომა აქვთ ფრონტის ხაზზე მიმდინარე ბრძოლის შესახებ, არამედ მათი მუშაობა მშვიდობიანი მოქალაქეების ტერიტორიაზეც უკიდურესად სახიფათოა. ამ ომის განმავლობაში სულ მცირე, 6 ჟურნალისტი დაშავდა.

"ალჯაზირას“ ცნობით, ბრძოლის ველის ვიდეოები და დაპირისპირებული მხარეების მედიისთვის ცნობილი სამხედრო შესაძლებლობები მიანიშნებს, რომ აზერბაიჯანს, ტექნოლოგიების თვალსაზრისით, უპირატესობა აქვს, განსაკუთრებით კი ეს ეხება უპილოტო საბრძოლო საფრენ აპარატებს, რომლებიც აზერბაიჯანმა ისრაელისგან და თურქეთისგან შეიძინა.

• დრონების ორი სახეობა და ფსიქოლოგიური ტერორი

გამოიყენება ორი სახეობის საბრძოლო საფრენი აპარატი - ერთ სახეობას აქვს თავისივე რაკეტები, ხოლო მეორე არის ე.წ. კამიკაძე დრონები. იქნება თუ არა მათი ძალა გადამწყვეტი შეიარაღებულ კონფლიქტში, ჯერჯერობით ამის გადაჭრით თქმა რთულია, თუმცა უკვე ცხადია, რომ აზერბაიჯანელთათვის ისინი ომში უპირატესობის განცდას ქმნიან, ხოლო სომხეთში ფსიქოლოგიურ ტერორს იწვევენ.

მაგალითად, ბაქოში განთავსებულია ციფრული ბილბორდები, სადაც გამუდმებით ქვეყნდება მაღალი რეზოლუციის ფოტოები - მათზე აღბეჭდილია, თუ როგორ ურტყამენ სომხურ ტანკებსა და სხვა სამხედრო ტექნიკას დრონებით. მსგავსი ფოტოები აქტიურად ვრცელდება სოციალურ ქსელებშიც.

სომხეთში კი დრონებს "უხილავ იარაღს“ უწოდებენ და ამბობენ, რომ არასდროს იცი, საიდან შეიძლება გაიხსნას ცეცხლი.

ვიდეო, სადაც ჩანს ავტობუსზე "კამიკაძე დრონით" შეტევა:

Video shows an Azerbaijani kamikaze drone hitting a bus in Armenia.#Armenia #Azerbaijan pic.twitter.com/9xNA2KvBN4
— Insider Paper (@TheInsiderPaper) October 1, 2020

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ერთ-ერთ თურქულ არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აზერბაიჯანის საკუთრებაში მყოფმა თურქულმა დრონებმა აზერბაიჯანული მხარის დანაკარგი შეამცირა.

ეს დრონები აჩვენებენ თურქეთის ძალას და ასევე გვაძლიერებენ ჩვენ - ამბობს ალიევი.

თავდაცვის ექსპერტთა შეფასებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტი გულისხმობდა საფრენ აპარატს სახელად - Bayraktar TB2s-ს, ასევე უპილოტო საჰაერო ხომალდებს (UAV-ის), რომლებსაც თურქული თავდაცვის კომპანია Baykar აწარმოებს. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული სამხედრო ტექნიკა აზერბაიჯანმა ივნისში, თურქეთთან სამხედრო გარიგების ფარგლებში მიიღო.

თურქული წარმოების Bayraktar TB2s

TB2s-ს შეუძლია ფუნქციონირება 8 000 მეტრის სიმაღლეზე, რაც ართულებს მის შემჩნევას, აქვს ოთხი რაკეტა და შეუძლია ფრენა 27 საათის განმავლობაში.

"ჩვენ ვნახეთ, რომ ამ საბრძოლო აპარატებს თურქეთი აქტიურად იყენებდა სირიასა და ლიბიაში. ისინი ახლახანს გამოჩნდნენ აზერბაიჯანში და აქტიურად გამოიყენება სეპარატისტული რეჟიმის წინააღმდეგ“, - ამბობს აზერბაიჯანის სტრატეგიული თავდაცვის ცენტრის ანალიტიკოსი ფუად შაჰბაზი.

ლონდონის კინგს კოლეჯის ომის სწავლების მკვლევარის, რობ ლის თქმით, TB2-ის გამოყენებამ დრამატულად იმოქმედა სომხურ სამხედრო ძალებზე.

"TB2s-ის თავდაპირველი სამიზნე საჰაერო თავდაცვის სისტემა იყო, ხოლო შემდეგ მათი სამიზნე გახდა ტანკები, არტილერია და ახლაც პრიორიტეტული სამიზნეებისთვის ის გამოიყენება. რუსეთმა 2016 წელს გააცნობიერა, რომ მათ უნდა დაეწყოთ სომხეთის აღჭურვა, რათა აზერბაიჯანთან სამხედრო ძალები დაბალანსებულიყო“, - ამბობს ლი.

მისი თქმით, სომხეთს აქვს " Iskander M”, ასევე ტაქტიკური ბალისტიკური სარაკეტო სისტემა, რომელიც საჰაერო თავდასხმის თავიდან ასარიდებლად ძალიან ეფექტურია. თუმცა ჯერჯერობით ის არ გამოუყენებიათ.

მიუხედავად ტექნოლოგიური უპირატესობისა, აზერბაიჯანის სტრატეგიული თავდაცვის ცენტრის ანალიტიკოსი, ფუად შაჰბაზი ამბობს, რომ სომხურ ძალებს საბოლოოდ აზერბაიჯანის რიცხობრივ უპირატესობასთან გამკლავება მოუწევთ.

"სეპარატისტულმა რეჟიმმა კარგად იცის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა 10 მილიონს შეადგენს, გვყავს 70 000 აქტიური სამხედრო მოსამსახურე და 300 000-კაციანი ძლიერი სარეზერვიო არმია. ასე რომ, ისინი დიდხანს ვერ გაუწევენ წინააღმდეგობას“, - ამბობს შაჰბაზი.

• სომხეთს ერთი მიშვნელოვანი უპირატესობა აქვს - გეოგრაფია.

"ალჯაზირა“ წერს, რომ თუ სომხეთის ძალებს აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რიცხობრივად და ტექნოლოგიურად უსწრებს, სომხეთს ერთი მიშვნელოვანი უპირატესობა აქვს - გეოგრაფია. აზერბაიჯანის სახმელეთო ძალებს კარგად გამაგრებული თავდაცვითი პოზიციების გადალახვა მოუწევთ, რომლებიც მაღალ ადგილებს იკავებენ მთიან ტერიტორიაზე.

ასევე სომხეთის რესპუბლიკა ფლობს თანამედროვე რუსული თავდაცვით სარაკეტო სისტემას, რომლებსაც შეუძლიათ "კამიკაძე დრონების“ პოვნა და ჩამოგდება, თუმცა შეზღუდული რაოდენობით.

სომხეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენლის, შუშან სტეპანიანის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო. სტეპანიანი წერს, რომ კიდევ ერთი მტერი განადგურებულია:

Another enemy UAV destroyed pic.twitter.com/lewb3fTW5i
— Shushan Stepanyan (@ShStepanyan) October 11, 2020

• ომი სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმის ეფექტით

"არავინ იცის საიდან მოდის ცეცხლი, ეს (დრონი) უხილავი მტერია. ამ ომს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმის ეფექტი აქვს. მათ არა მხოლოდ სამხედრო, არამედ მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის იყენებენ, იყენებენ კასეტურ ბომბებს და ეს დოკუმენტირებულია "ამნესთი ინთერნეიშენალის“ მიერ“, - ამბობს ერევნის რეგიონალური კვლევების ცენტრის წარმომადგენელი, რიჩარდ გირაგოსიანი.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ვიდეო:

Accurate hit destroyed the ENY units which prepared for night ATK. pic.twitter.com/6HyOmEI0A4
— Azerbaijan MOD (@wwwmodgovaz) October 11, 2020

• პროფესიონალიზმის ნაკლებობა

როგორც "ალჯაზირა“ წერს, აზერბაიჯანის სამხედრო უპირატესობა ჯერ კიდევ შეიძლება შელახოს პროფესიონალიზმის ნაკლებობამ.

"ვნახე ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ აზერბაიჯანული ჯარები არ მოქმედებენ ტაქტიკურად გამართულად. ზოგადად, აზერბაიჯანელ სამხედროებს არ განიხილავენ როგორც ძალიან დიდი შესაძლებლობების მქონეებს, ისინი პოლიტიკური კავშირების გამო დაწინაურდნენ. და მაშინაც კი, თუ მაღალტექნლოგიური იარაღების კუთხით უპირატესობა აქვთ, სომხეთს შეუძლია მათი დამარცხება, თუ ტაქტიკასა და ტექნიკას სწორად გამოიყენებენ“, - ამბობს ლონდონის კინგს კოლეჯის ომის სწავლების მკვლევარი რობ ლი.

ინფორმაციისთვის, მთიან ყარაბაღში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. 10 ოქტომბერს სომხურმა და აზერბაიჯანულმა მხარეებმა მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა შეთანხმებას არც ერთი მხარე არ ასრულებს.

მომზადებულია aljazeera.com-ის მიხედვით

დონალდ ტრამპის 14 წლის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

ილჰამ ალიევი: "ღარიბო სომხეთო, სამხედრო ტექნიკა შენი ფულით იყიდე? - არა, შენ ეს მოგცეს და ვინ მოგცა, ყველამ იცის"

"კლინიკური ცდები 40 000 მოხალისეზე ჩატარდება" - რუსეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო მეორე ვაქცინა დაარეგისტრირა