მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იშვიათად ყოფილა, რომ რუსეთის ლიდერს "უკანა ეზოში" საქმე ერთდროულად ამდენ ხანძართან ჰქონოდა" - რას წერს "ფაინენშელ თაიმსი"
"იშვიათად ყოფილა, რომ რუსეთის ლიდერს "უკანა ეზოში" საქმე ერთდროულად ამდენ ხანძართან ჰქონოდა" - რას წერს "ფაინენშელ თაიმსი"

ბრი­ტა­ნულ გა­ზეთ "ფა­ი­ნენ­შელ თა­იმსში" («Financial Times») და­ბეჭ­დი­ლია სა­რე­დაქ­ციო სტა­ტია სა­თა­უ­რით ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი იძუ­ლე­ბუ­ლია ყუ­რა­დღე­ბა და­უთ­მოს მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებს, სა­დაც არას­ტა­ბი­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­აა“. პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში გან­ხი­ლუ­ლია რუ­სე­თის ირ­გვლივ მდე­ბა­რე სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე მწვა­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი, რომ­ლე­ბიც საფრ­თხის მომ­ტა­ნია თვით რუ­სე­თის­თვი­საც.

"იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა დიდი ძა­ლის­ხმე­ვა მო­ახ­მა­რა ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თა­ვის გავ­ლე­ნის გან­მტკი­ცე­ბას კონ­ფლიქ­ტე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რად გა­მოწ­ვე­ვის გზით - პოსტსაბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კებ­ზე გავ­ლე­ნის მო­სახ­დე­ნად, მათ და­სა­მორ­ჩი­ლებ­ლად - მა­გა­ლი­თად, უკ­რა­ი­ნას­თან და სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბით, სა­დაც მან სამ­ხედ­რო შეჭ­რა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, მით უფრო საკ­ვირ­ვე­ლად შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვეჩ­ვე­ნოს ის პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის წი­ნა­შე ბოლო დროს გაჩ­ნდა.

იშ­ვი­ა­თად ყო­ფი­ლა, რომ რუ­სე­თის ლი­დერს "უკა­ნა ეზო­ში" საქ­მე ერ­თდრო­უ­ლად ამ­დე­ნი ხან­ძარ­თან ჰქო­ნო­და. ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სე­თის ყვე­ლა­ზე ახლო მო­კავ­ში­რე­ებ­ში მა­დეს­ტა­ბი­ლი­ზე­ბე­ლი პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, მარ­თა­ლია, სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბით, მაგ­რამ ყო­ველ ცალ­კე აღე­ბულ შემ­თხვე­ვა­ში კრემ­ლი უხერ­ხულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა და იძუ­ლე­ბუ­ლია მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს“, - წერს გა­ზე­თი.

"სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა "ოდკბ“-ის (ანუ კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის“) სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის ერ­თგვა­რი ტეს­ტი გახ­დეს - ამ სამ­ხედ­რო ალი­ან­სის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი დღე­ი­სათ­ვის ერ­თობ მყი­ფე ჩანს. მთლი­ა­ნო­ბა­ში რუ­სე­თის ლი­დე­რი თა­ვის მო­კავ­ში­რე­ებს უფრო ნაკ­ლე­ბად აკონ­ტრო­ლებს, ვიდ­რე მას სურს. მა­გა­ლი­თად, ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კო ვლა­დი­მირ პუ­ტინს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა და უარს აცხა­დებს რუ­სეთ­თან უფრო მჭიდ­რო ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე (ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ასე იყო ბოლო დრომ­დე), სომ­ხეთ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლე­ბის შე­დე­გად ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჩა­მო­შორ­და რუ­სე­თის მომ­ხრე პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა და მისი ლი­დე­რი, თით­ქმის იგი­ვე მოხ­და ახ­ლა­ხანს ყირ­გი­ზეთ­ში.

მარ­თა­ლია, აღ­ნიშ­ნულ ქვეყ­ნებ­ში მომ­ხდარ საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლებ­ში ან­ტი­რუ­სუ­ლი გან­წყო­ბე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს, მაგ­რამ აშ­კა­რაა, რომ რუ­სეთს უფრო უჭირს ჰე­გე­მო­ნი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში: მოს­კო­ვის სა­ტე­ლი­ტებ­ზე სულ უფრო მეტ გრა­ვი­ტა­ცი­ულ ზე­წო­ლას ახ­დე­ნენ სხვა ძა­ლე­ბიც - მა­გა­ლი­თად, ჩი­ნე­თი ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში, თურ­ქე­თი - კავ­კა­სი­ა­ში, ევ­რო­კავ­ში­რი - ბე­ლა­რუს­ში...

ცხა­დია, მოკ­ლე­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში ამ ქვეყ­ნებ­ში მომ­ხდა­რი უწეს­რი­გო­ბე­ბი რუ­სეთს ხელს უწყობს, რომ მათ­ზე კონ­ტრო­ლი გა­ნამ­ტკი­ცოს. დღეს ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კო მთლი­ა­ნად არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი მოს­კოვ­ზე, ანუ "ბატ­კას“ პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ცო­ცხლე კრემ­ლის ხელ­შია. და­სავ­ლე­თის­კენ გა­დახ­რი­ლი სომ­ხე­თი ისევ იძუ­ლე­ბუ­ლია მოს­კო­ვის სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბის იმე­დად იყოს, მაგ­რამ რუ­სუ­ლი რბი­ლი ძა­ლის მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბა მა­ინ­ცდა­მა­ინც დიდი არ არის. რუ­სეთს მო­კავ­ში­რე­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა სა­კუ­თა­რი მო­სახ­ლე­ო­ბის ხარ­ჯზე აღარ შე­უძ­ლია. კლა­ნუ­რი ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის მო­დე­ლი, რო­მე­ლის პოსტსაბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კებ­შია მი­ღე­ბუ­ლი, თა­ვი­სი ბუ­ნე­ბით სუს­ტია და ამი­ტომ იქ უფრო მე­ტად ხდე­ბა ში­ნა­გა­ნი აფეთ­ქე­ბე­ბი, როცა ხალ­ხის მოთ­მი­ნე­ბის ფი­ა­ლა ივ­სე­ბა - კო­რუფ­ცი­ი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვე­ბის გამო.

შე­საძ­ლოა, ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში უკვე 20 წე­ლია იმ­ყო­ფე­ბა, რუ­სე­თის მარ­თვას კი­დევ 16 წელი გა­აგ­რძე­ლებს, მაგ­რამ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში თა­ვი­სი მო­კავ­ში­რე­ე­ბის ტვირ­თი მას კი­დევ უფრო მე­ტად და­აწ­ვე­ბა, ვიდ­რე ოდეს­მე ყო­ფი­ლა“, - ას­კვნის "ფა­ი­ნენ­შელ თა­იმ­სი“. წყა­რო

ავ­ტო­რი: სი­მონ კი­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუცა
14

როდის მიიცვალება ეს არსება.

!
2

zustad

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"იშვიათად ყოფილა, რომ რუსეთის ლიდერს "უკანა ეზოში" საქმე ერთდროულად ამდენ ხანძართან ჰქონოდა" - რას წერს "ფაინენშელ თაიმსი"

"იშვიათად ყოფილა, რომ რუსეთის ლიდერს "უკანა ეზოში" საქმე ერთდროულად ამდენ ხანძართან ჰქონოდა" - რას წერს "ფაინენშელ თაიმსი"

ბრიტანულ გაზეთ "ფაინენშელ თაიმსში" («Financial Times») დაბეჭდილია სარედაქციო სტატია სათაურით ვლადიმირ პუტინი იძულებულია ყურადღება დაუთმოს მეზობელ ქვეყნებს, სადაც არასტაბილური სიტუაციაა“. პუბლიკაციაში განხილულია რუსეთის ირგვლივ მდებარე სახელმწიფოებში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური პროცესები, რომლებიც საფრთხის მომტანია თვით რუსეთისთვისაც.

"იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დიდი ძალისხმევა მოახმარა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე თავის გავლენის განმტკიცებას კონფლიქტების ხელოვნურად გამოწვევის გზით - პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებზე გავლენის მოსახდენად, მათ დასამორჩილებლად - მაგალითად, უკრაინასთან და საქართველოსთან მიმართებით, სადაც მან სამხედრო შეჭრა განახორციელა, მით უფრო საკვირველად შეიძლება მოგვეჩვენოს ის პრობლემები, რომლებიც ვლადიმირ პუტინის წინაშე ბოლო დროს გაჩნდა.

იშვიათად ყოფილა, რომ რუსეთის ლიდერს "უკანა ეზოში" საქმე ერთდროულად ამდენი ხანძართან ჰქონოდა. ორი თვის განმავლობაში რუსეთის ყველაზე ახლო მოკავშირეებში მადესტაბილიზებელი პროცესები მიმდინარეობს, მართალია, სხვადასხვა მიზეზებით, მაგრამ ყოველ ცალკე აღებულ შემთხვევაში კრემლი უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა და იძულებულია მათზე რეაგირება მოახდინოს“, - წერს გაზეთი.

"სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე საომარი მოქმედებები შეიძლება "ოდკბ“-ის (ანუ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“) სიცოცხლისუნარიანობის ერთგვარი ტესტი გახდეს - ამ სამხედრო ალიანსის შესაძლებლობები დღეისათვის ერთობ მყიფე ჩანს. მთლიანობაში რუსეთის ლიდერი თავის მოკავშირეებს უფრო ნაკლებად აკონტროლებს, ვიდრე მას სურს. მაგალითად, ალექსანდრე ლუკაშენკო ვლადიმირ პუტინს ეწინააღმდეგება და უარს აცხადებს რუსეთთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციაზე (ყოველ შემთხვევაში, ასე იყო ბოლო დრომდე), სომხეთში მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლების შედეგად ხელისუფლებას ჩამოშორდა რუსეთის მომხრე პოლიტიკური ძალა და მისი ლიდერი, თითქმის იგივე მოხდა ახლახანს ყირგიზეთში.

მართალია, აღნიშნულ ქვეყნებში მომხდარ საპროტესტო გამოსვლებში ანტირუსული განწყობები ჯერჯერობით მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მაგრამ აშკარაა, რომ რუსეთს უფრო უჭირს ჰეგემონიის შენარჩუნება პოსტსაბჭოთა სივრცეში: მოსკოვის სატელიტებზე სულ უფრო მეტ გრავიტაციულ ზეწოლას ახდენენ სხვა ძალებიც - მაგალითად, ჩინეთი ცენტრალურ აზიაში, თურქეთი - კავკასიაში, ევროკავშირი - ბელარუსში...

ცხადია, მოკლევადიან პერსპექტივაში ამ ქვეყნებში მომხდარი უწესრიგობები რუსეთს ხელს უწყობს, რომ მათზე კონტროლი განამტკიცოს. დღეს ალექსანდრე ლუკაშენკო მთლიანად არის დამოკიდებული მოსკოვზე, ანუ "ბატკას“ პოლიტიკური სიცოცხლე კრემლის ხელშია. დასავლეთისკენ გადახრილი სომხეთი ისევ იძულებულია მოსკოვის სამხედრო დახმარების იმედად იყოს, მაგრამ რუსული რბილი ძალის მიმზიდველობა მაინცდამაინც დიდი არ არის. რუსეთს მოკავშირეების დაფინანსება საკუთარი მოსახლეობის ხარჯზე აღარ შეუძლია. კლანური ავტორიტარიზმის მოდელი, რომელის პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებშია მიღებული, თავისი ბუნებით სუსტია და ამიტომ იქ უფრო მეტად ხდება შინაგანი აფეთქებები, როცა ხალხის მოთმინების ფიალა ივსება - კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევების გამო.

შესაძლოა, ვლადიმირ პუტინი, რომელიც ხელისუფლებაში უკვე 20 წელია იმყოფება, რუსეთის მართვას კიდევ 16 წელი გააგრძელებს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში თავისი მოკავშირეების ტვირთი მას კიდევ უფრო მეტად დააწვება, ვიდრე ოდესმე ყოფილა“, - ასკვნის "ფაინენშელ თაიმსი“. წყარო

ავტორი: სიმონ კილაძე

მკაცრი სტილი, ლურჯის ელფერი და ცერემონიის ვარსკვლავური შტრიხები - ქალები აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე: ვის რა ეცვა?

"დასაკარგი დრო არ არის, დღესვე მივდივარ ოფისში..." - ბაიდენის მთავარი მესიჯები ინაუგურაციიდან და პირველი პოსტი "ტვიტერზე", პრეზიდენტის რანგში

ჯო ბაიდენმა ფიცი დადო და ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი - LIVE ვაშინგტონიდან