სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა თანმხლები დაავადებები ჰქონდა 43 წლის მამაკაცს, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა
რა თანმხლები დაავადებები ჰქონდა 43 წლის მამაკაცს, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა

სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ პა­ცი­ენ­ტებს შო­რის ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა 43 წლის მა­მა­კა­ცია.

პა­ცი­ენ­ტი ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ურ ჰოს­პი­ტალ­ში ათ­დღი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ 11 ოქ­ტომ­ბერს, ღა­მით გარ­და­იც­ვა­ლა. ტრავ­მა­ტო­ლო­გი­უ­რი ჰოს­პიტ­ლის კლი­ნი­კურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ბუბა შა­ლამ­ბე­რი­ძემ, ambebi.ge -სთან გარ­დაც­ვლი­ლი პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

მისი თქმით, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი მათ კლი­ნი­კა­ში 1-ლ ოქ­ტომ­ბერს, ვირუ­სის და­დას­ტუ­რე­ბი­დან მე­ო­რე დღეს შე­იყ­ვა­ნეს. პა­ცი­ენ­ტი გა­და­ტა­ნი­ლი ​ზურ­გის ტვი­ნის ან­თე­ბი­სა და ნევ­რო­ლო­გი­უ­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბის გამო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში წელს ქვე­მოთ მო­წყვე­ტი­ლი იყო.

"ერთ-ერთი კლი­ნი­კი­დან გად­მო­იყ­ვა­ნეს ჩვენ­თან კო­რო­ნა­ვირუ­სის და­დას­ტუ­რე­ბი­დან მე­ო­რე დღეს. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა თა­ვი­დან­ვე მძი­მე შე­ფას­და, თუმ­ცა მარ­თვით სუნ­თქვა­ზე არ ყო­ფი­ლა. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი სუნ­თქვის მძი­მე უკ­მა­რი­სო­ბა და ორ­მხრი­ვი პნევ­მო­ნია იყო. მას ჰქონ­და მძი­მე თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი. ხერ­ხემ­ლის და ზურ­გის ტვი­ნის ან­თე­ბა. რის გა­მოც გა­და­ად­გი­ლე­ბა არ შე­ეძ­ლო და ლო­გი­ნად იყო ჩა­ვარ­დნი­ლი. ჰქონ­და ნა­წო­ლე­ბი და სა­შარ­დე გზე­ბის ინ­ფექ­ცია. სა­ერ­თო ჯამ­ში იგი ვირუსს 12 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ებ­რძო­და, ხოლო ლო­გი­ნად ბოლო ხუთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ჩა­ვარ­დნი­ლი", - გა­ნუ­ცხა­და ambebi.ge -ს ტრავ­მა­ტო­ლო­გი­უ­რი ჰოს­პიტ­ლის დი­რექ­ტორ­მა.

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 12 272 პი­რამ­დე გა­ი­ზარ­და, მათ­გან 6 538 უკვე გა­მო­ჯან­მრთელ­და, 93 კი გარ­და­იც­ვა­ლა. ქვე­ყა­ნა­ში 5 734 აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვაა, მათ­გან 50 მარ­თვით სუნ­თქვა­ზეა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შეკითხვა
24

რა მაინტერესებს, იცით? ამ ლოგინად ჩავარდნილ კაცს სად გადაედო ვირუსი?! 

ბოტი
37

აა ხოო თანმხლები თუ ქონდა უნდა მომკვდარიყო? ისე წერთ ხოლმე ამას თითქოს აპრავებთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

რა თანმხლები დაავადებები ჰქონდა 43 წლის მამაკაცს, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა

რა თანმხლები დაავადებები ჰქონდა 43 წლის მამაკაცს, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა

საქართველოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტებს შორის ყველაზე ახალგაზრდა 43 წლის მამაკაცია.

პაციენტი ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში ათდღიანი მკურნალობის შემდეგ 11 ოქტომბერს, ღამით გარდაიცვალა. ტრავმატოლოგიური ჰოსპიტლის კლინიკურმა დირექტორმა, ბუბა შალამბერიძემ, ambebi.ge -სთან გარდაცვლილი პაციენტის ჯანმრთელობის ისტორიის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი მათ კლინიკაში 1-ლ ოქტომბერს, ვირუსის დადასტურებიდან მეორე დღეს შეიყვანეს. პაციენტი გადატანილი ​ზურგის ტვინის ანთებისა და ნევროლოგიური გართულებების გამო თვეების განმავლობაში წელს ქვემოთ მოწყვეტილი იყო.

"ერთ-ერთი კლინიკიდან გადმოიყვანეს ჩვენთან კორონავირუსის დადასტურებიდან მეორე დღეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე შეფასდა, თუმცა მართვით სუნთქვაზე არ ყოფილა. გარდაცვალების მიზეზი სუნთქვის მძიმე უკმარისობა და ორმხრივი პნევმონია იყო. მას ჰქონდა მძიმე თანმხლები დაავადებები. ხერხემლის და ზურგის ტვინის ანთება. რის გამოც გადაადგილება არ შეეძლო და ლოგინად იყო ჩავარდნილი. ჰქონდა ნაწოლები და საშარდე გზების ინფექცია. საერთო ჯამში იგი ვირუსს 12 დღის განმავლობაში ებრძოდა, ხოლო ლოგინად ბოლო ხუთი თვის განმავლობაში იყო ჩავარდნილი", - განუცხადა ambebi.ge -ს ტრავმატოლოგიური ჰოსპიტლის დირექტორმა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 12 272 პირამდე გაიზარდა, მათგან 6 538 უკვე გამოჯანმრთელდა, 93 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში 5 734 აქტიური შემთხვევაა, მათგან 50 მართვით სუნთქვაზეა.

"თბილისში, "ოქროს ბირჟის" კლასტერმა 100 ადამიანი დააინფიცირა... თანდათან იძაბება ეპიდსიტუაცია" - ამირან გამყრელიძე მძიმე რეგიონებსა და ინფიცირებულთა ჯგუფებზე

"გვაქვს რამდენიმე ტაძარში ინფექციის გავრცელების შემთხვევები, ადამიანებს, ვინც ტაძრებში მიდიან, მოვუწოდებ, პირბადით შევიდნენ" - ამირან გამყრელიძე

გარდაცვლილია 4 ქალი და 3 კაცი - რა დეტალები ვიცით Covid 19-ით გარდაცვლილ პაციენტებზე