სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვითხრა, ერთ ლარსაც არ ავიღებ, ასეთი ბიჭი სანაპიროზე ვნახეო" - რას ყვება სვანეთში გაუჩინარებული მოზარდის მამა
"გვითხრა, ერთ ლარსაც არ ავიღებ, ასეთი ბიჭი სანაპიროზე ვნახეო" - რას ყვება სვანეთში გაუჩინარებული მოზარდის მამა

ინ­ტერ­პოლ­მა სვა­ნეთ­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი 13 წლის ილია ფილ­ფა­ნის ყვი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით ძებ­ნა გა­მო­ა­ცხა­და. მო­ზარ­დი სო­ფელ ლენ­ჯერ­ში ბე­ბი­ას სტუმ­რობ­და. 18 ივ­ლისს ში­ნი­დან ვე­ლო­სი­პე­დით გა­ვი­და და აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. მისი ძებ­ნა მთელ ქვე­ყა­ნა­ში რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უშე­დე­გოდ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ოჯა­ხი ილი­ას მპოვ­ნელს ან ინ­ფორ­მა­ცი­ის მიმ­წო­დე­ბელს ჯილ­დოდ 50.000 ლარს გა­დას­ცემს. "გვსურს გა­მო­ვა­ცხა­დოთ ჯილ­დო ჩვე­ნი შვი­ლის მპოვ­ნე­ლის­თვის. თუ გაქვთ რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცია, სად იმ­ყო­ფე­ბა ჩვე­ნი შვი­ლი და ეს ინ­ფორ­მა­ცია და­დას­ტურ­დე­ბა, მზად ვართ გა­და­ვი­ხა­დოთ 50.000 ლარი... გაძ­ლევთ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის სრულ გა­რან­ტი­ას. თუ ერთი პრო­ცენ­ტი მა­ინც არ­სე­ბობს, რომ ილია სა­ზღვარ­გა­რე­თაა, გვინ­და ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბაც გა­მო­ვი­ყე­ნოთ", - აცხა­დებს ილი­ას დედა ქსე­ნია ფილ­ფა­ნი.ვ

"გვი­თხრა, ერთ ლარ­საც არ ავი­ღებ, ასე­თი ბიჭი სა­ნა­პი­რო­ზე ვნა­ხეო"

"კვი­რის პა­ლიტ­რა" გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი მო­ზარ­დის მა­მას და­ვით ფილ­ფანს და­უ­კავ­შირ­და.

- ილი­ას გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის რა ვერ­სია გაქვთ?

- არა­ვის უნა­ხავს არც ბავ­შვი­სა და არც ვე­ლო­სი­პე­დის კვა­ლი. ამი­ტო­მაც მივ­მარ­თეთ ინ­ტერ­პოლს. გა­მო­ძი­ე­ბა ყვე­ლა შე­საძ­ლო ვერ­სი­ას გა­ნი­ხი­ლავს და გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა.

- გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის დღეს ილია არა­ვის და­უ­ნა­ხავს ან გა­მო­ლა­პა­რა­კე­ბია?

- ნა­თე­სა­ვებ­მა და­ი­ნა­ხეს, რო­გორ გა­ვი­და ბავ­შვი სახ­ლი­დან ვე­ლო­სი­პე­დით. მერე საით წა­ვი­და, არა­ვინ იცის.

- მტრე­ბი ხომ არ გყავ­დათ სვა­ნეთ­ში ან ყა­ზა­ხეთ­ში?

- არა, მე თუ მთვლის ვინ­მე მტრად, არ ვიცი, მაგ­რამ კონ­ფლიქ­ტი არა­ვის­თან მქო­ნია.

- ოჯახ­ში ხომ არ ყო­ფი­ლა უთან­ხმო­ე­ბა, რაც მო­ზარ­დის­თვის შე­საძ­ლოა ში­ნი­დან გაქ­ცე­ვის სა­ბა­ბი გამ­ხდა­რი­ყო?

- რო­გორც ყვე­ლა ოჯახ­ში, ჩვენც გვი­კა­მა­თია, შე­ნიშ­ვნე­ბიც მიგ­ვი­ცია ბავ­შვის­თვის, როცა რა­ღა­ცას ცუ­დად აკე­თებ­და, თუმ­ცა სე­რი­ო­ზუ­ლი არა­ფე­რი, არც დეპ­რე­სია შე­მი­ნიშ­ნავს მის­თვის. მე და ილია ზამ­თარ­ში სულ ერ­თად ვი­ყა­ვით, ძაღ­ლებ­თან ერ­თად ვა­ტა­რებ­დით დროს... ზა­ფხუ­ლის და­სა­წყის­ში ჩემი დის­შვი­ლი ჩა­მო­ვი­და, თა­ნა­ტო­ლე­ბი არი­ან და ერ­თად თა­მა­შობ­დნენ, ვე­ლო­სი­პე­დით სე­ირ­ნობ­დნენ. გა­სა­ო­ცა­რია, მაგ­რამ ილი­ას გაქ­რო­ბის­თა­ნა­ვე არა­ნა­ი­რი კვა­ლი არ გა­მოკ­ვე­თი­ლა.

- ით­ქვა, ბავ­შვი "ლურჯ ვე­შაპს" ხომ არ თა­მა­შობ­დაო...

- პო­ლი­ცი­ამ ექ­სპერ­ტი­ზა­ზე წა­ი­ღო ილი­ას პლან­შე­ტი, ნო­უთ­ბუ­კი და ტე­ლე­ფო­ნი. შე­ის­წავ­ლეს, რით იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი და ეს ვერ­სია თით­ქმის გა­მო­ი­რი­ცხა.

- ალმა-ათა­ში რას საქ­მი­ა­ნობ­დით და რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა?

- ალმა-ათა­ში ლან­დშაფ­ტის დი­ზა­ი­ნე­რად ვმუ­შა­ობ­დი და ახ­ლაც ვმუ­შა­ობ. იმი­ტომ ჩა­მო­ვე­დით, რომ ლენ­ჯერ­ში დე­და­ჩე­მი მარ­ტო ცხოვ­რობს და ვერ მი­ვა­ტო­ვებ­დით. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვერსია
15

ასეთ დროს განვითარებულ ქვეყნებში გამოიყენება სითბური კამერით ძებნის მეთოდი. იმ ტრასაზე სადაც ეს ბავშვი მოძრაობდა არის ვიწრო ბეტონის გზა, იქნებ ვიღაცა დაეტაკა და სადმე დამარხა. ღამით საფრენი საშუალებით (დრონებიც არის უკვე მასეთი) გადაუფრინეთ მთელ მაგ მონაკვეთს და სითბური კამერით გამოსხივება შეამოწმეთ. ღმერთმა ნუ ქნას ასე იყოს მაგრამ თუ დამარხულია გვამის ხრწნისას წარმოიშვება სითბო რომელსაც სითბური კამერა აფიქსირებს.

 

მაგალითისათვის 2011 ში დაიკარგა 9 წლის გოგონა პრაღაში, მთელი ქვეყანა ეძებდა უშედეგოდ კვირეები. შემდეგ მთელი ის რაიონი შეამოწმეს ვეტმფრენით ღამით სითბური კამერით, ნახეს გამოსხივებაც და გვამიც. დნა -თი მკველი პედოფილიც იპოვეს და დაიჭირეს.

 

ღმერთმა ნუ ქნას ასე იყოს. ისე საქართველოში კი უნდა გვყავდეს ერთი ასეთი საფრენი აპარატი, ან ძლიერი სითბური კამერა მაინც რომლის მიმაგრებაც შეიძლება ვეტმფრენზე. მილიონიბით ტურისტი ჩამოდის, ათობით იკარგება და ეძებენ მერე ესე უაზროდ როცა შეიძლება ღამე გადაუფრინო და ერთი გადაფრენით ასობით ჰექტარი დაფარო(განსაკუთრებით მიუვალი ადგილები). ეს სერვისი ხელმისაწვდომი უნდა იყოს პოლიციისთვის. ეს ზოგავს თანხას, და პოტენციურად უამრავი ადამიანის გადარჩენა შეიძლება. რამდენი დაიკარგა ესე მთაში? ამ მეთოდით დაკარგულებს იმავე ღამეს მიაგნებდით ცოცხალს. ღმერთა ცოცხალი აპოვნინოთ

 

 

ანო
7

ტელევიზიები რატომ დუმან?

ავტორი:

"გვითხრა, ერთ ლარსაც არ ავიღებ, ასეთი ბიჭი სანაპიროზე ვნახეო" - რას ყვება სვანეთში გაუჩინარებული მოზარდის მამა

"გვითხრა, ერთ ლარსაც არ ავიღებ, ასეთი ბიჭი სანაპიროზე ვნახეო" - რას ყვება სვანეთში გაუჩინარებული მოზარდის მამა

ინტერპოლმა სვანეთში გაუჩინარებული 13 წლის ილია ფილფანის ყვითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადა. მოზარდი სოფელ ლენჯერში ბებიას სტუმრობდა. 18 ივლისს შინიდან ველოსიპედით გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მისი ძებნა მთელ ქვეყანაში რამდენიმე თვის განმავლობაში უშედეგოდ მიმდინარეობდა. ოჯახი ილიას მპოვნელს ან ინფორმაციის მიმწოდებელს ჯილდოდ 50.000 ლარს გადასცემს. "გვსურს გამოვაცხადოთ ჯილდო ჩვენი შვილის მპოვნელისთვის. თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია, სად იმყოფება ჩვენი შვილი და ეს ინფორმაცია დადასტურდება, მზად ვართ გადავიხადოთ 50.000 ლარი... გაძლევთ ამ ინფორმაციის კონფიდენციალურობის სრულ გარანტიას. თუ ერთი პროცენტი მაინც არსებობს, რომ ილია საზღვარგარეთაა, გვინდა ეს შესაძლებლობაც გამოვიყენოთ", - აცხადებს ილიას დედა ქსენია ფილფანი.ვ

"გვითხრა, ერთ ლარსაც არ ავიღებ, ასეთი ბიჭი სანაპიროზე ვნახეო"

"კვირის პალიტრა" გაუჩინარებული მოზარდის მამას დავით ფილფანს დაუკავშირდა.

- ილიას გაუჩინარების რა ვერსია გაქვთ?

- არავის უნახავს არც ბავშვისა და არც ველოსიპედის კვალი. ამიტომაც მივმართეთ ინტერპოლს. გამოძიება ყველა შესაძლო ვერსიას განიხილავს და გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა.

- გაუჩინარების დღეს ილია არავის დაუნახავს ან გამოლაპარაკებია?

- ნათესავებმა დაინახეს, როგორ გავიდა ბავშვი სახლიდან ველოსიპედით. მერე საით წავიდა, არავინ იცის.

- მტრები ხომ არ გყავდათ სვანეთში ან ყაზახეთში?

- არა, მე თუ მთვლის ვინმე მტრად, არ ვიცი, მაგრამ კონფლიქტი არავისთან მქონია.

- ოჯახში ხომ არ ყოფილა უთანხმოება, რაც მოზარდისთვის შესაძლოა შინიდან გაქცევის საბაბი გამხდარიყო?

- როგორც ყველა ოჯახში, ჩვენც გვიკამათია, შენიშვნებიც მიგვიცია ბავშვისთვის, როცა რაღაცას ცუდად აკეთებდა, თუმცა სერიოზული არაფერი, არც დეპრესია შემინიშნავს მისთვის. მე და ილია ზამთარში სულ ერთად ვიყავით, ძაღლებთან ერთად ვატარებდით დროს... ზაფხულის დასაწყისში ჩემი დისშვილი ჩამოვიდა, თანატოლები არიან და ერთად თამაშობდნენ, ველოსიპედით სეირნობდნენ. გასაოცარია, მაგრამ ილიას გაქრობისთანავე არანაირი კვალი არ გამოკვეთილა.

- ითქვა, ბავშვი "ლურჯ ვეშაპს" ხომ არ თამაშობდაო...

- პოლიციამ ექსპერტიზაზე წაიღო ილიას პლანშეტი, ნოუთბუკი და ტელეფონი. შეისწავლეს, რით იყო დაინტერესებული და ეს ვერსია თითქმის გამოირიცხა.

- ალმა-ათაში რას საქმიანობდით და რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში ჩამოსვლა?

- ალმა-ათაში ლანდშაფტის დიზაინერად ვმუშაობდი და ახლაც ვმუშაობ. იმიტომ ჩამოვედით, რომ ლენჯერში დედაჩემი მარტო ცხოვრობს და ვერ მივატოვებდით. გააგრძელეთ კითხვა

მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებულ ვატო ყიფიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

"8 საათის განმავლობაში ვერ წყვეტდნენ რა უნდა ექნათ, მითხრეს, რომ საქართველოში ჩემი ყოფნა არ იყო სასურველი" - ვატო ყიფიანი

"ბრალდება განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე წარედგინა" - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა ვატო ყიფიანთან დაკავშირებით