მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ ვიცი, ოთოს გარეშე რა და როგორ იქნებოდა... ჩვენ შორის დიდი ნდობაა" - ჯულიანა ბარ-გნარი ოთო ფოლადაშვილთან ურთიერთობასა და წარმატებაზე
"არ ვიცი, ოთოს გარეშე რა და როგორ იქნებოდა... ჩვენ შორის დიდი ნდობაა" - ჯულიანა ბარ-გნარი ოთო ფოლადაშვილთან ურთიერთობასა და წარმატებაზე

ჯუ­ლი­ა­ნა ბარ-გნა­რი მი­იჩ­ნევს, რომ გა­უ­მარ­თლა, რად­გან დღეს საყ­ვა­რელ საქ­მეს აკე­თებს, რო­მე­ლიც მისი შე­მო­სავ­ლის წყა­როა. შე­მო­სავ­ლის ძი­რი­თად ნა­წილს შო­პინ­გში, ახ­ლობ­ლე­ბის­თვის სა­ჩუქ­რე­ბის შერ­ჩე­ვა­სა და სწავ­ლა­ში ხარ­ჯავს. ცდი­ლობს, სხვა­დას­ხვა, პა­ტარ-პა­ტა­რა ნიჭი გა­ნა­ვი­თა­როს, რისი შე­საძ­ლებ­ლო­ბაც ბავ­შვო­ბა­ში არ ჰქო­ნია...

ჯუ­ლი­ა­ნა ბარ-გნა­რი:

- ფუ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბა მცი­რე ასა­კი­დან­ვე გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რად­გან ჩვე­ნი სა­მუ­შაო სფე­რო საკ­მა­ოდ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლია: წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად მხო­ლოდ შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა საკ­მა­რი­სი არ არის - ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სიც სა­ჭი­როა, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე გახ­ვი­დე, გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღო, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბი "აიღო"... ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ჩვე­ნი სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს გაგ­ვი­მარ­თლა - სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მე­ჯლი­სო-სპორ­ტუ­ლი ცეკ­ვე­ბი პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. პა­ტა­რა ასა­კი­დან შევ­ძე­ლით, და­მო­უ­კი­დებ­ლად გვე­ცხოვ­რა. ფეხ­ზე მყა­რად დავ­დე­ქი.

- როცა ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე გა­მოჩ­ნდი, სტო­მა­ტო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­დი. ამ პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბა იმი­ტომ გა­და­წყვი­ტე, რომ მო­მა­ვალ­ში სტა­ბი­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი გქო­ნო­და?

- ალ­ბათ, ძა­ლი­ან იღ­ბლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი ვარ, რომ იმ წრე­ში ვტრი­ა­ლებ და ვმუ­შა­ობ, რო­მე­ლიც უზო­მოდ მიყ­ვარს! ბავ­შვო­ბა­ში, თუ ვინ­მეს ეგო­ნა, რომ ცეკ­ვა ჩემ­თვის მხო­ლოდ ჰობი იყო, სი­ნამ­დვი­ლე­ში ჩემი ცხოვ­რე­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­წი­ლი გახ­ლდათ. უბ­რა­ლოდ, იმ პე­რი­ოდ­ში არც მი­ფიქ­რია, რომ შე­იძ­ლე­ბო­და, სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვე­ბის პე­და­გო­გი გავმხდა­რი­ყა­ვი და ამით ფული მე­შო­ვა, თუმ­ცა ვი­ცო­დი, რომ ამ საქ­მე­ში აუ­ცი­ლებ­ლად ბევრ დროს, ენერ­გი­ას დავ­ხარ­ჯავ­დი... ვინც სკო­ლას ამ­თავ­რებს, იმ სფე­რო­ზე ფიქ­რობს, რაც გარ­კვე­უ­ლი დო­ზით სა­ინ­ტე­რე­სო და ასე­ვე, შე­მო­სავ­ლის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა. სტო­მა­ტო­ლო­გო­ბა ჩემ­მა ძმამ მირ­ჩია, რად­გან თა­ვად სტო­მა­ტო­ლო­გია, რუ­სეთ­ში მუ­შა­ობს. უბ­რა­ლოდ, მი­თხრა, - ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, უნდა სცა­დოო... მეც ვცა­დე. სხვა­თა შო­რის, ნამ­დვი­ლად სა­ინ­ტე­რე­სო იყო. უბ­რა­ლოდ, მერე პე­და­გო­გო­ბის "გე­მოც" გა­ვი­გე...

- სტო­მა­ტო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლა და­ას­რუ­ლე?

- კი, და­ვას­რუ­ლე, დიპ­ლო­მი­რე­ბუ­ლი სტო­მა­ტო­ლო­გი ვარ (იღი­მის).

- შე­იძ­ლე­ბა ოდეს­მე ამ პრო­ფე­სი­ით იმუ­შაო?

- რა თქმა უნდა, ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა და კარ­გია, რომ ადა­მი­ანს კი­დევ ერთი პრო­ფე­სია გაქვს, მაგ­რამ თუ გუ­ლახ­დი­ლად ვსა­უბ­რობთ, ცოტა ეჭვი მე­პა­რე­ბა, სტო­მა­ტო­ლო­გად ვი­მუ­შაო. ამა­სო­ბა­ში, უკვე ფი­ნან­სუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გავ­ხდი. მა­გა­ლი­თად, თუ ბავ­შვო­ბა­ში მშობ­ლებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და გარ­კვე­ულ სას­წავ­ლო წრე­ებ­ზე ვერ დავ­დი­ო­დი, მივ­ხვდი, ახლა შე­მიძ­ლია, ჩემი ყვე­ლა პა­ტარ-პა­ტა­რა ნიჭი გან­ვა­ვი­თა­რო ან ნაკ­ლი გა­მო­ვას­წო­რო. აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ საკ­მა­ოდ კარ­გად ვხა­ტავ. მინ­და, სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ვა­ბა­რო და დი­ზა­ი­ნე­რი გავ­ხდე. თუკი ეს გა­მო­მი­ვა, შე­იძ­ლე­ბა ვი­ფიქ­რო, ამ პრო­ფე­სი­ით მუ­შა­ო­ბას გა­ვაგ­რძე­ლებ თუ არა. თან, ჩემს მოს­წავ­ლე­ებს ხში­რად თა­ვად ვურ­ჩევ კოს­ტი­უ­მის მო­დელს, სტილს... მინ­და, ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი უფრო მე­ტად დავ­ხვე­წო და რა­საც ვა­კე­თებ, პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე გა­ვა­კე­თო.

- წლე­ბია, შენ და ოთო ფო­ლა­დაშ­ვი­ლი საქ­მი­ა­ნი პარტნი­ო­რე­ბი ხართ. რო­გორ ფიქ­რობ, ოთოს გა­რე­შე, სტუ­დი­ის შექ­მნის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას რო­დის მი­ი­ღებ­დი, ან სა­ერ­თოდ, ამ მხრივ, შენი საქ­მი­ა­ნო­ბა რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბო­და?

- ყვე­ლა მოვ­ლე­ნა ერ­თმა­ნეთ­ზე გა­და­ჯაჭ­ვუ­ლია. ამი­ტომ არ ვიცი, ოთოს გა­რე­შე რა და რო­გორ იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" პირ­ვე­ლი სე­ზო­ნის შემ­დეგ მოხ­და. სტუ­დი­ის გახ­სნას არ ვგუ­ლის­ხმობ: რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, თავ­და­პირ­ვე­ლად, სა­ერ­თოდ არც მი­ფიქ­რია, რომ შე­იძ­ლე­ბო­და, პე­და­გო­გი გავმხდა­რი­ყა­ვი, მაგ­რამ სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვე­ცა, ამ ამ­პლუ­ა­ში სა­კუ­თა­რი თავი გა­მოგ­ვე­ცა­და. მივ­ხვდი, ეს უზო­მოდ სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მი­ა­ნო­ბაა. თან, ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მარ­თლა უდი­დე­სი ჯილ­დოა. გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ - რამ­დე­ნი­მე წელი ასის­ტენ­ტე­ბად ვმუ­შა­ობ­დით.

მერე, ყვე­ლა სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნის (ვინც ვი­თარ­დე­ბა და მე­ტის მიღ­წე­ვის სურ­ვი­ლი უჩ­ნდე­ბა) მსგავ­სად, ვი­ფიქ­რეთ - თუ ასის­ტენ­ტე­ბი ვართ და ეს საქ­მე გა­მოგ­ვდის, მოდი, ჩვე­ნი სტუ­დია გავ­ხსნათ-თქო. ასე რომ, ეს სპონ­ტა­ნუ­რი აზრი არ ყო­ფი­ლა. დრომ და გა­მოც­დი­ლე­ბამ მო­ი­ტა­ნა. მეც და ოთოც მაქ­სი­მა­ლის­ტე­ბი ვართ: საქ­მეს მა­შინ მოვ­კი­დეთ ხელი, როცა დავ­რწმუნ­დით, რომ ამის გა­კე­თე­ბა "10-იან­ზე" შეგ­ვიძ­ლია.

- თქვე­ნი საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ყო­ველ­თვის ჰარ­მო­ნი­უ­ლია თუ უთან­ხმო­ე­ბაც ყო­ფი­ლა?

- ტყუ­ი­ლი იქ­ნე­ბა, რომ ვთქვა, ჩვენ შო­რის სულ ჰარ­მო­ნი­აა-მეთ­ქი, რად­გან გუ­ლახ­დი­ლად რომ გი­თხრათ, სულ ჰარ­მო­ნია ჩემ­თვის ჰარ­მო­ნი­აც არ არის (იღი­მის). ორი ინ­დი­ვი­დი ვართ: მას ის მოს­წონს, მე - ეს. რაც მთა­ვა­რია, ყო­ველ­თვის შეგ­ვიძ­ლია, რა­ღა­ცა­ზე შევ­ჯერ­დეთ. ჩვენ შო­რის დიდი პა­ტი­ვის­ცე­მა და ნდო­ბაა, რაც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. ამას წი­ნათ ვსა­უბ­რობ­დით, თუ რამ­დე­ნი ხა­ნია, რაც "წყვილ­ში ვდგა­ვართ". აღ­მოჩ­ნდა, რომ უკვე 10 წე­ლია, მე­წყვი­ლე­ე­ბი ვართ. ვფიქ­რობ, ესეც ერ­თგვა­რი დას­ტუ­რია, რომ ერ­თად მუ­შა­ო­ბა შეგ­ვიძ­ლია. კარ­გი ტან­დე­მი ვართ. იმე­დია, კი­დევ ბევ­რი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, კარ­გი სა­ხე­ლი და ძლი­ე­რი სტუ­დია გვექ­ნე­ბა.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარ
0

ორივე საუკეთესოები ხართ,ძალიან მიყვარხართ და ყოველთვის გამიხარდება თქვენი წარმატება. პატივისცემით თამარი ბარნის დედიკო

Yurua tea
4

ძალიან კარგი წყვილი ხართ?წარმატებები კიდევ ბევრი!

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"არ ვიცი, ოთოს გარეშე რა და როგორ იქნებოდა... ჩვენ შორის დიდი ნდობაა" - ჯულიანა ბარ-გნარი ოთო ფოლადაშვილთან ურთიერთობასა და წარმატებაზე

"არ ვიცი, ოთოს გარეშე რა და როგორ იქნებოდა... ჩვენ შორის დიდი ნდობაა" - ჯულიანა ბარ-გნარი ოთო ფოლადაშვილთან ურთიერთობასა და წარმატებაზე

ჯულიანა ბარ-გნარი მიიჩნევს, რომ გაუმართლა, რადგან დღეს საყვარელ საქმეს აკეთებს, რომელიც მისი შემოსავლის წყაროა. შემოსავლის ძირითად ნაწილს შოპინგში, ახლობლებისთვის საჩუქრების შერჩევასა და სწავლაში ხარჯავს. ცდილობს, სხვადასხვა, პატარ-პატარა ნიჭი განავითაროს, რისი შესაძლებლობაც ბავშვობაში არ ჰქონია...

ჯულიანა ბარ-გნარი:

- ფულის საჭიროება მცირე ასაკიდანვე გავაცნობიერე, რადგან ჩვენი სამუშაო სფერო საკმაოდ ძვირად ღირებულია: წარმატების მისაღწევად მხოლოდ შრომისმოყვარეობა საკმარისი არ არის - ფინანსური რესურსიც საჭიროა, რომ საზღვარგარეთ შეჯიბრებებზე გახვიდე, გამოცდილება მიიღო, ინდივიდუალური გაკვეთილები "აიღო"... ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი სფეროს წარმომადგენლებს გაგვიმართლა - საქართველოში სამეჯლისო-სპორტული ცეკვები პოპულარული გახდა. პატარა ასაკიდან შევძელით, დამოუკიდებლად გვეცხოვრა. ფეხზე მყარად დავდექი.

- როცა ფართო საზოგადოების წინაშე გამოჩნდი, სტომატოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდი. ამ პროფესიის დაუფლება იმიტომ გადაწყვიტე, რომ მომავალში სტაბილური შემოსავალი გქონოდა?

- ალბათ, ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ, რომ იმ წრეში ვტრიალებ და ვმუშაობ, რომელიც უზომოდ მიყვარს! ბავშვობაში, თუ ვინმეს ეგონა, რომ ცეკვა ჩემთვის მხოლოდ ჰობი იყო, სინამდვილეში ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახლდათ. უბრალოდ, იმ პერიოდში არც მიფიქრია, რომ შეიძლებოდა, სამეჯლისო ცეკვების პედაგოგი გავმხდარიყავი და ამით ფული მეშოვა, თუმცა ვიცოდი, რომ ამ საქმეში აუცილებლად ბევრ დროს, ენერგიას დავხარჯავდი... ვინც სკოლას ამთავრებს, იმ სფეროზე ფიქრობს, რაც გარკვეული დოზით საინტერესო და ასევე, შემოსავლის მომტანი იქნება. სტომატოლოგობა ჩემმა ძმამ მირჩია, რადგან თავად სტომატოლოგია, რუსეთში მუშაობს. უბრალოდ, მითხრა, - ძალიან საინტერესოა, უნდა სცადოო... მეც ვცადე. სხვათა შორის, ნამდვილად საინტერესო იყო. უბრალოდ, მერე პედაგოგობის "გემოც" გავიგე...

- სტომატოლოგიის ფაკულტეტზე სწავლა დაასრულე?

- კი, დავასრულე, დიპლომირებული სტომატოლოგი ვარ (იღიმის).

- შეიძლება ოდესმე ამ პროფესიით იმუშაო?

- რა თქმა უნდა, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და კარგია, რომ ადამიანს კიდევ ერთი პროფესია გაქვს, მაგრამ თუ გულახდილად ვსაუბრობთ, ცოტა ეჭვი მეპარება, სტომატოლოგად ვიმუშაო. ამასობაში, უკვე ფინანსურად დამოუკიდებელი გავხდი. მაგალითად, თუ ბავშვობაში მშობლებზე დამოკიდებული ვიყავი და გარკვეულ სასწავლო წრეებზე ვერ დავდიოდი, მივხვდი, ახლა შემიძლია, ჩემი ყველა პატარ-პატარა ნიჭი განვავითარო ან ნაკლი გამოვასწორო. აღმოვაჩინე, რომ საკმაოდ კარგად ვხატავ. მინდა, სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარო და დიზაინერი გავხდე. თუკი ეს გამომივა, შეიძლება ვიფიქრო, ამ პროფესიით მუშაობას გავაგრძელებ თუ არა. თან, ჩემს მოსწავლეებს ხშირად თავად ვურჩევ კოსტიუმის მოდელს, სტილს... მინდა, ჩემი შესაძლებლობები უფრო მეტად დავხვეწო და რასაც ვაკეთებ, პროფესიულ დონეზე გავაკეთო.

- წლებია, შენ და ოთო ფოლადაშვილი საქმიანი პარტნიორები ხართ. როგორ ფიქრობ, ოთოს გარეშე, სტუდიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას როდის მიიღებდი, ან საერთოდ, ამ მხრივ, შენი საქმიანობა როგორ წარიმართებოდა?

- ყველა მოვლენა ერთმანეთზე გადაჯაჭვულია. ამიტომ არ ვიცი, ოთოს გარეშე რა და როგორ იქნებოდა, მაგრამ ეს ყველაფერი "ცეკვავენ ვარსკვლავების" პირველი სეზონის შემდეგ მოხდა. სტუდიის გახსნას არ ვგულისხმობ: როგორც აღვნიშნე, თავდაპირველად, საერთოდ არც მიფიქრია, რომ შეიძლებოდა, პედაგოგი გავმხდარიყავი, მაგრამ საშუალება მოგვეცა, ამ ამპლუაში საკუთარი თავი გამოგვეცადა. მივხვდი, ეს უზომოდ საინტერესო საქმიანობაა. თან, ბავშვებთან ურთიერთობა მართლა უდიდესი ჯილდოა. გამოცდილება მივიღეთ - რამდენიმე წელი ასისტენტებად ვმუშაობდით.

მერე, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანის (ვინც ვითარდება და მეტის მიღწევის სურვილი უჩნდება) მსგავსად, ვიფიქრეთ - თუ ასისტენტები ვართ და ეს საქმე გამოგვდის, მოდი, ჩვენი სტუდია გავხსნათ-თქო. ასე რომ, ეს სპონტანური აზრი არ ყოფილა. დრომ და გამოცდილებამ მოიტანა. მეც და ოთოც მაქსიმალისტები ვართ: საქმეს მაშინ მოვკიდეთ ხელი, როცა დავრწმუნდით, რომ ამის გაკეთება "10-იანზე" შეგვიძლია.

- თქვენი საქმიანი ურთიერთობა ყოველთვის ჰარმონიულია თუ უთანხმოებაც ყოფილა?

- ტყუილი იქნება, რომ ვთქვა, ჩვენ შორის სულ ჰარმონიაა-მეთქი, რადგან გულახდილად რომ გითხრათ, სულ ჰარმონია ჩემთვის ჰარმონიაც არ არის (იღიმის). ორი ინდივიდი ვართ: მას ის მოსწონს, მე - ეს. რაც მთავარია, ყოველთვის შეგვიძლია, რაღაცაზე შევჯერდეთ. ჩვენ შორის დიდი პატივისცემა და ნდობაა, რაც უმნიშვნელოვანესია. ამას წინათ ვსაუბრობდით, თუ რამდენი ხანია, რაც "წყვილში ვდგავართ". აღმოჩნდა, რომ უკვე 10 წელია, მეწყვილეები ვართ. ვფიქრობ, ესეც ერთგვარი დასტურია, რომ ერთად მუშაობა შეგვიძლია. კარგი ტანდემი ვართ. იმედია, კიდევ ბევრი წლის განმავლობაში, კარგი სახელი და ძლიერი სტუდია გვექნება.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"

"გიორგის დასაფლავების შემდეგ, მსმენელი დარბაზში სანთლებანთებული დამხვდა..." - ემოციური ეპიზოდები იუბილარ თემურ წიკლაურის ცხოვრებიდან

"ნიღაბი კოლექციაში სამი წლის წინ მქონდა... პანდემია რომ დაიწყო, ჩემს თავს ვეკითხებოდი: ეს რატომ გააკეთე-მეთქი" - ცნობილმა დიზაინერმა პანდემიაში ახალი საქმე წამოიწყო

"ზუმის" პროგრამით ნასწავლი ქართული ცეკვები -  ქართულად აცეკვებული იაპონელებით ადგილობრივი ტელევიზიაც დაინტერესდა