სამხედრო
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყარაბაღში ცეცხლს 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან შეწყვეტენ - რაზე შეთანხმდნენ აზერბაიჯანი და სომხეთი?
ყარაბაღში ცეცხლს 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან შეწყვეტენ - რაზე შეთანხმდნენ აზერბაიჯანი და სომხეთი?

აზერ­ბა­ი­ჯა­ნი და სომ­ხე­თი მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში ცე­ცხლს 10 ოქ­ტომ­ბრის 12:00 სა­ა­თი­დან შე­წყვე­ტენ, - ამის შემ­დეგ რუ­სე­თის, სომ­ხე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის მოს­კოვ­ში გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ სერ­გეი ლავ­როვ­მა გა­ნა­ცხა­და.

შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, რუ­სე­თის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სომ­ხე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბა გავ­რცელ­და, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მხა­რე­ე­ბი ცე­ცხლის შე­წყვე­ტა­სა და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბა­ზე შე­თან­ხმდნენ.

„ცე­ცხლი 10 ოქ­ტომ­ბრის 12:00 სა­ა­თი­დან ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მიზ­ნით შე­წყდე­ბა, რომ­ლის მი­ზა­ნი „წი­თე­ლი ჯვრის სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­ტე­ტის“ შუ­ა­მავ­ლო­ბი­თა და მისი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ომის ტყვე­ე­ბის, სხვა და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის და და­ღუ­პუ­ლე­ბის ცხედ­რე­ბის გაც­ვლაა,“- აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, ცე­ცხლის შე­წყვე­ტის კონ­კრე­ტუ­ლი პა­რა­მეტ­რე­ბი და­მა­ტე­ბით შე­თან­ხმდე­ბა.

გარ­და ამი­სა, ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მხა­რე­ე­ბი ეუ­თოს მინ­სკის ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შუ­ა­მავ­ლო­ბით არ­სე­ბი­თი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბა­ზე შე­თან­ხმდნენ.

„აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კე­ბი, ეუ­თოს მინ­სკის ჯგუ­ფის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის შუ­ა­მავ­ლო­ბით და კონ­ფლიქ­ტის და­რე­გუ­ლი­რე­ბის პრინ­ცი­პებ­ზე დაყ­რდნო­ბით, იწყე­ბენ არ­სე­ბით მო­ლა­პა­რა­კე­ბებს მშვი­დო­ბი­ა­ნი და­რე­გუ­ლი­რე­ბის რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად მი­საღ­წე­ვად“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამა­ვე გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, მხა­რე­ე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცე­სის ფორ­მა­ტის უც­ვლე­ლო­ბის მი­მართ თა­ვი­ანთ ერ­თგუ­ლე­ბას.

ცნო­ბის­თვის, მოს­კოვ­ში რუ­სე­თის, სომ­ხე­თის და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის შეხ­ვედ­რა 10 სა­ათ­ზე მეტ­ხანს გაგ­რძელ­და. სერ­გეი ლავ­რო­ვის, ზოგ­რაბ მნა­ცა­კა­ნი­ა­ნი­სა და ჯე­იჰუნ ბა­ი­რა­მო­ვის შეხ­ვედ­რა და­ხუ­რულ კარს მიღ­მა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

სომ­ხე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბი მოს­კოვ­ში 9 ოქ­ტომ­ბერს ჩა­ვიდ­ნენ, რომ­ლე­ბიც რუ­სეთ­ში მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის სა­კი­თხზე სა­ლა­პარ­კოდ ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა მი­იწ­ვია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ყარაბაღში ცეცხლს 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან შეწყვეტენ - რაზე შეთანხმდნენ აზერბაიჯანი და სომხეთი?

ყარაბაღში ცეცხლს 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან შეწყვეტენ - რაზე შეთანხმდნენ აზერბაიჯანი და სომხეთი?

აზერბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში ცეცხლს 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან შეწყვეტენ, - ამის შემდეგ რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ სერგეი ლავროვმა განაცხადა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადება გავრცელდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მხარეები ცეცხლის შეწყვეტასა და მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ.

„ცეცხლი 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ჰუმანიტარული მიზნით შეწყდება, რომლის მიზანი „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ შუამავლობითა და მისი რეგულაციების შესაბამისად ომის ტყვეების, სხვა დაკავებული პირების და დაღუპულების ცხედრების გაცვლაა,“- აღნიშნულია განცხადებაში.

დოკუმენტის თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის კონკრეტული პარამეტრები დამატებით შეთანხმდება.

გარდა ამისა, ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეები ეუთოს მინსკის ჯგუფის წარმომადგენლების შუამავლობით არსებითი მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ.

„აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკები, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შუამავლობით და კონფლიქტის დარეგულირების პრინციპებზე დაყრდნობით, იწყებენ არსებით მოლაპარაკებებს მშვიდობიანი დარეგულირების რაც შეიძლება სწრაფად მისაღწევად“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, მხარეები ადასტურებენ მოლაპარაკებების პროცესის ფორმატის უცვლელობის მიმართ თავიანთ ერთგულებას.

ცნობისთვის, მოსკოვში რუსეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 10 საათზე მეტხანს გაგრძელდა. სერგეი ლავროვის, ზოგრაბ მნაცაკანიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მოსკოვში 9 ოქტომბერს ჩავიდნენ, რომლებიც რუსეთში მთიანი ყარაბაღის საკითხზე სალაპარკოდ ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიწვია.

სამხრეთ კორეაში 33-სართულიან საცხოვრებელ შენობაში ხანძარი გაჩნდა - 80-ზე მეტი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი

"ბაქომ და ერევანმა მოსკოვში დაგეგმილ კონსულტაციებში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადეს" - მარია ზახაროვა

დაჭრილი ჟურნალისტები და განადგურებული სამეთაურო პუნქტი - გაიმართება თუ არა მოლაპარაკებები? პუტინი მხარეებს მოსკოვში იწვევს: ყარაბაღის ომის მე-13 დღე