პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წლევანდელი ფინანსური აუდიტის მონაცემებით, "საპარტნიორო ფონდი“ და საქართველოს რკინიგზა მოგებაზე გადიან“ - გიორგი დანელია
"წლევანდელი ფინანსური აუდიტის მონაცემებით, "საპარტნიორო ფონდი“ და საქართველოს რკინიგზა მოგებაზე გადიან“ - გიორგი დანელია

"ჩვენ წელს უკვე გვაქვს აუ­დი­ტის მო­ნა­ცე­მე­ბი, რო­გორც ჩვე­ნი შვი­ლო­ბი­ლე­ბის, ასე­ვე - "სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლიც და აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა და "სა­პარტნი­ო­რო ფონ­დი“ უკვე მო­გე­ბა­ზე გა­დი­ან, შე­სა­ბა­მი­სად, ის სა­კი­თხი, რო­მე­ლიც შარ­შან იდგა, წელს მკვეთ­რად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია“, გა­ნა­ცხა­და "სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ, გი­ორ­გი და­ნე­ლი­ამ.

გი­ორ­გი და­ნე­ლი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ ის აკუ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი ზა­რა­ლი, რომ­ლის შე­სა­ხებ გა­სულ წელს იყო სა­უ­ბა­რი, ფონდს იმის გამო შე­ექ­მნა, რომ მისი შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ფი­ნან­სუ­რი შე­დე­გე­ბი "სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ კონ­სო­ლი­დი­რე­ბულ ან­გა­რიშ­გე­ბა­ში აი­სა­ხე­ბო­და.

"ეს გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო იმი­თი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის ბა­ლან­სი­დან ჩა­მო­ი­წე­რა ისე­თი მსხვი­ლი პრო­ექ­ტი, რო­გო­რიც იყო შე­მოვ­ლი­თი რკი­ნიგ­ზის პრო­ექ­ტი, რო­მელ­ზეც ასო­ბით მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი იყო და­ხარ­ჯუ­ლი და ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ეს აი­სა­ხე­ბო­და ფონ­დის იმ წლის ფი­ნან­სურ მო­ნა­ცე­მებ­ში“, აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი და­ნე­ლი­ამ.

ფონ­დის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის გან­ცხა­დე­ბით, "სა­პარტნი­ო­რო ფონდს“ აქვს საქ­მი­ა­ნო­ბის ორი მი­მარ­თუ­ლე­ბა: სა­ინ­ვეს­ტი­ციო საქ­მი­ა­ნო­ბა და სა­ხელ­მწი­ფო აქ­ტი­ვე­ბის ფლო­ბა.

"ხაზს ვუს­ვამთ, რომ ჩვენ მხო­ლოდ ვფლობთ და არა - ვმარ­თავთ სა­ხელ­მწი­ფო აქ­ტი­ვებს. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენს სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის ან გა­ზი­სა და ნავ­თო­ბის კორ­პო­რა­ცი­ის მმარ­თვე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ ვი­ღებთ. ფონ­დი ამ აქ­ტი­ვებს უბ­რა­ლოდ ფლობს და თე­ო­რი­უ­ლად მათ­გან უნდა ვი­ღებ­დეთ დი­ვი­დენ­დებს. თუმ­ცა, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ რკი­ნიგ­ზას ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ფი­ნან­სუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბი ჰქონ­და, ბუ­ნებ­რი­ვია, ისი­ნი დი­ვი­დენ­დს არ იხ­დიდ­ნენ და ის თან­ხე­ბიც, რომ­ლე­ბიც კომ­პა­ნი­ა­ში იყო, რკი­ნიგ­ზის გან­ვი­თა­რე­ბას ხმარ­დე­ბო­და. მათი ფი­ნან­სუ­რი შე­დე­გე­ბი კი - მო­გე­ბაც და ზა­რა­ლიც ფონ­დის შე­დე­გებ­ში აი­სა­ხა. თუმ­ცა, წლე­ვან­დე­ლი ფი­ნან­სუ­რი აუ­დი­ტის მო­ნა­ცე­მე­ბით, "სა­პარტნი­ო­რო ფონ­დი“ და სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა მო­გე­ბა­ზე გა­დი­ან“, გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი და­ნე­ლი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"წლევანდელი ფინანსური აუდიტის მონაცემებით, "საპარტნიორო ფონდი“ და საქართველოს რკინიგზა მოგებაზე გადიან“ - გიორგი დანელია

"წლევანდელი ფინანსური აუდიტის მონაცემებით, "საპარტნიორო ფონდი“ და საქართველოს რკინიგზა მოგებაზე გადიან“ - გიორგი დანელია

"ჩვენ წელს უკვე გვაქვს აუდიტის მონაცემები, როგორც ჩვენი შვილობილების, ასევე - "საპარტნიორო ფონდის“ კონსოლიდირებულიც და აღსანიშნავია, რომ საქართველოს რკინიგზა და "საპარტნიორო ფონდი“ უკვე მოგებაზე გადიან, შესაბამისად, ის საკითხი, რომელიც შარშან იდგა, წელს მკვეთრად გაუმჯობესებულია“, განაცხადა "საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, გიორგი დანელიამ.

გიორგი დანელიამ აღნიშნა, რომ ის აკუმულირებული ზარალი, რომლის შესახებ გასულ წელს იყო საუბარი, ფონდს იმის გამო შეექმნა, რომ მისი შვილობილი კომპანიების ფინანსური შედეგები "საპარტნიორო ფონდის“ კონსოლიდირებულ ანგარიშგებაში აისახებოდა.

"ეს გამოწვეული იყო იმითი, რომ საქართველოს რკინიგზის ბალანსიდან ჩამოიწერა ისეთი მსხვილი პროექტი, როგორიც იყო შემოვლითი რკინიგზის პროექტი, რომელზეც ასობით მილიონი აშშ დოლარი იყო დახარჯული და ბუნებრივია, რომ ეს აისახებოდა ფონდის იმ წლის ფინანსურ მონაცემებში“, აღნიშნა გიორგი დანელიამ.

ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის განცხადებით, "საპარტნიორო ფონდს“ აქვს საქმიანობის ორი მიმართულება: საინვესტიციო საქმიანობა და სახელმწიფო აქტივების ფლობა.

"ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ მხოლოდ ვფლობთ და არა - ვმართავთ სახელმწიფო აქტივებს. შესაბამისად, ჩვენს საკუთრებაში არსებული საქართველოს რკინიგზის ან გაზისა და ნავთობის კორპორაციის მმართველობაში მონაწილეობას არ ვიღებთ. ფონდი ამ აქტივებს უბრალოდ ფლობს და თეორიულად მათგან უნდა ვიღებდეთ დივიდენდებს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ რკინიგზას ბოლო წლების განმავლობაში, ფინანსური სირთულეები ჰქონდა, ბუნებრივია, ისინი დივიდენდს არ იხდიდნენ და ის თანხებიც, რომლებიც კომპანიაში იყო, რკინიგზის განვითარებას ხმარდებოდა. მათი ფინანსური შედეგები კი - მოგებაც და ზარალიც ფონდის შედეგებში აისახა. თუმცა, წლევანდელი ფინანსური აუდიტის მონაცემებით, "საპარტნიორო ფონდი“ და საქართველოს რკინიგზა მოგებაზე გადიან“, განაცხადა გიორგი დანელიამ.

"არასდროს გვიგროვებია სიმდიდრე... ბინძური ბრალდება წაუყენეს ადამიანს, ვინ თავისი ქვეყნის სიყვარულით ცხოვრობდა" - ინტერვიუ ივერი მელაშვილის მეუღლესთან

იგეგმება თუ არა ფართომასშტაბიანი შეზღუდვები თბილისში? - ამირან გამყრელიძის განმარტება

"ბებიები და ბაბუები ხომ ჰყავთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც იქ იყვნენ? მეტს არაფერს ვიტყვი" - პაატა იმნაძე სტადიონთან შეკრებილებზე