სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი დანელია - "სახელმწიფო კორპორაციები არ უნდა იყვნენ „საპარტნიორო ფონდის“ შემადგენლობაში, ფონდი მხოლოდ საინვესტიციო საქმიანობაზე უნდა კონცენტრირდეს"
გიორგი დანელია - "სახელმწიფო კორპორაციები არ უნდა იყვნენ „საპარტნიორო ფონდის“ შემადგენლობაში, ფონდი მხოლოდ საინვესტიციო საქმიანობაზე უნდა კონცენტრირდეს"

სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა და სხვა მსხვი­ლი სა­ხელ­მწი­ფო კორ­პო­რა­ცი­ე­ბი არ უნდა იყ­ვნენ „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ სტრუქ­ტუ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში“,-ამის შე­სა­ხებ „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ, გი­ორ­გი და­ნე­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ფარ­გლებ­ში სა­ხელ­მწი­ფო აქ­ტი­ვე­ბის ფონ­დის გა­რეთ გა­ტა­ნა მთა­ვა­რი სა­კი­თხია.

„ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ვსა­უბ­რობთ „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ, რო­გორც ფონ­დის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს­თან, ასე­ვე, პარტნი­ო­რებ­თან, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონდთან და სხვა ფი­ნან­სურ ინ­სტი­ტუ­ტებ­თან, რო­მელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბა და როლი ამ პრო­ცეს­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია.

ერ­თერ­თი მთა­ვა­რი სა­კი­თხი, რო­მელ­საც ჩვენ ვა­ყე­ნებთ რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ფარ­გლებ­ში, არის სა­ხელ­მწი­ფო აქ­ტი­ვე­ბის ფონ­დის გა­რეთ გა­ტა­ნა. მი­ვიჩ­ნევთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა და სხვა მსხვი­ლი სა­ხელ­მწი­ფო კორ­პო­რა­ცი­ე­ბი არ უნდა იყ­ვნენ „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ სტრუქ­ტუ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, ფონ­დი უნდა კონ­ცენ­ტრირ­დეს მხო­ლოდ სა­ინ­ვეს­ტი­ციო საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე. ეს პრო­ცე­სი და­წყე­ბუ­ლია. რე­ფო­მი­რე­ბის პირ­ველ ეტაპ­ზე ენერ­გე­ტი­კუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი „სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ელექტრო­სის­ტე­მა“ და „ესკო“ გა­ვიდ­ნენ ფონ­დის სტრუქ­ტუ­რი­დან და ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს გა­და­ვე­ცით,“- გა­ნა­ცხა­და „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ, გი­ორ­გი და­ნე­ლი­ამ.

რო­გორც გი­ორ­გი და­ნე­ლი­ამ აღ­ნიშ­ნა, „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დი“ უნდა იყოს სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონ­დი, რო­მე­ლიც კონ­ცენ­ტრირ­დე­ბა კონ­კრე­ტულ პრო­ექ­ტებ­ზე, კონ­კრე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით.

„ვფიქ­რობთ, ჩვე­ნი როლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია წარ­მო­ე­ბის, ასე­ვე, მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. აქვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩვენ არ ვართ პრო­აქ­ტი­უ­რი ინ­ვეს­ტო­რე­ბი, ჩვენ არ მივ­დი­ვართ ბიზ­ნეს­თან და არ ვუ­წევთ კონ­კუ­რენ­ცი­ას ბან­კებს ან სხვა ფი­ნან­სურ ინ­სტი­ტუ­ტებს, რომ­ლე­ბიც და­ა­ფი­ნან­სებ­დნენ ამა თუ იმ პრო­ექტს. ჩვენ ვართ, ასე ვთქვათ, მათი დამ­ხმა­რე და ბიზ­ნე­სი თვი­თონ მო­დის ჩვენ­თან, თუ მას სჭირ­დე­ბა კა­პი­ტა­ლით და­ფი­ნან­სე­ბა და არა - სეს­ხი. „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დი“ კი ეხ­მა­რე­ბა ბიზ­ნესს, რომ მათი პრო­ექ­ტი ბან­კის­თვის უფრო მიმ­ზიდ­ვე­ლე­ბი გახ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი და­ნე­ლი­ამ.

ინ­ფორ­მა­ცი­ას „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დი“ ავ­რცე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

გიორგი დანელია - "სახელმწიფო კორპორაციები არ უნდა იყვნენ „საპარტნიორო ფონდის“ შემადგენლობაში, ფონდი მხოლოდ საინვესტიციო საქმიანობაზე უნდა კონცენტრირდეს"

გიორგი დანელია - "სახელმწიფო კორპორაციები არ უნდა იყვნენ „საპარტნიორო ფონდის“ შემადგენლობაში, ფონდი მხოლოდ საინვესტიციო საქმიანობაზე უნდა კონცენტრირდეს"

საქართველოს რკინიგზა და სხვა მსხვილი სახელმწიფო კორპორაციები არ უნდა იყვნენ „საპარტნიორო ფონდის“ სტრუქტურის შემადგენლობაში“,-ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, გიორგი დანელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, რეორგანიზაციის ფარგლებში სახელმწიფო აქტივების ფონდის გარეთ გატანა მთავარი საკითხია.

„ბოლო წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად ვსაუბრობთ „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის აუცილებლობის შესახებ, როგორც ფონდის სამეთვალყურეო საბჭოსთან, ასევე, პარტნიორებთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან, რომელთა ჩართულობა და როლი ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია.

ერთერთი მთავარი საკითხი, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ რეორგანიზაციის ფარგლებში, არის სახელმწიფო აქტივების ფონდის გარეთ გატანა. მივიჩნევთ, რომ საქართველოს რკინიგზა და სხვა მსხვილი სახელმწიფო კორპორაციები არ უნდა იყვნენ „საპარტნიორო ფონდის“ სტრუქტურის შემადგენლობაში, ფონდი უნდა კონცენტრირდეს მხოლოდ საინვესტიციო საქმიანობაზე. ეს პროცესი დაწყებულია. რეფომირების პირველ ეტაპზე ენერგეტიკული კომპანიები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ და „ესკო“ გავიდნენ ფონდის სტრუქტურიდან და ეკონომიკის სამინისტროს გადავეცით,“- განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, გიორგი დანელიამ.

როგორც გიორგი დანელიამ აღნიშნა, „საპარტნიორო ფონდი“ უნდა იყოს საინვესტიციო ფონდი, რომელიც კონცენტრირდება კონკრეტულ პროექტებზე, კონკრეტული მიმართულებით.

„ვფიქრობთ, ჩვენი როლი მნიშვნელოვანია წარმოების, ასევე, მაღალტექნოლოგიური სექტორის განვითარებაში. აქვე აღსანიშნავია, რომ ჩვენ არ ვართ პროაქტიური ინვესტორები, ჩვენ არ მივდივართ ბიზნესთან და არ ვუწევთ კონკურენციას ბანკებს ან სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც დააფინანსებდნენ ამა თუ იმ პროექტს. ჩვენ ვართ, ასე ვთქვათ, მათი დამხმარე და ბიზნესი თვითონ მოდის ჩვენთან, თუ მას სჭირდება კაპიტალით დაფინანსება და არა - სესხი. „საპარტნიორო ფონდი“ კი ეხმარება ბიზნესს, რომ მათი პროექტი ბანკისთვის უფრო მიმზიდველები გახდეს“, - განაცხადა გიორგი დანელიამ.

ინფორმაციას „საპარტნიორო ფონდი“ ავრცელებს.

"ფართომასშტაბიან შემზღუდავ ღონისძიებეზე მსჯელობა მიმდინარეობს" - ამირან გამყრელიძე

თბილისის 32-ე სკოლის 900 მოსწავლე დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

თიბისი გამოწერის ინოვაციურ მოდელზე გადადის