მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმის დელფინარიუმში მატებაა - "ჩვენს ბინადარს, ცუცას, მეორე შვილი შეეძინა... ახალბედას წონაში მატება უკვე ეტყობა"
ბათუმის დელფინარიუმში მატებაა - "ჩვენს ბინადარს, ცუცას, მეორე შვილი შეეძინა... ახალბედას წონაში მატება უკვე ეტყობა"

ბა­თუ­მის დელ­ფი­ნა­რი­უმ­ში კვლავ მა­ტე­ბაა. რო­გორც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ გტავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, მათ ბი­ნა­დარს, დელ­ფინს მეტ­სა­ხე­ლად ცუცა, მე­ო­რე შვი­ლი შე­ე­ძი­ნა.

"დელ­ფი­ნა­რი­უ­მის ის­ტო­რი­ა­ში ეს უკვე მე­თერ­თმე­ტე ახალ­შო­ბი­ლია. დედა-შვი­ლი თავს შე­სა­ნიშ­ნა­ვად გრძნო­ბენ. ახალ­შო­ბი­ლი აქ­ტი­უ­რად და­ცუ­რავს აუზ­ში დე­დას­თან ახ­ლოს. ცნო­ბის­თვის, უფ­რო­სი ვაჟი გურუ, ცუ­ცამ 3 წლის წინ იმ­შო­ბი­ა­რა. „პა­ტა­რას სულ­მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დით. იგი 5 ოქ­ტომ­ბერს და­ი­ბა­და, მა­ნამ­დე დედა 24 სა­ა­თი­ა­ნი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და.“ - აცხა­დე­ბენ დელ­ფი­ნა­რი­უ­მის მწვრთნე­ლე­ბი. მა­თი­ვე თქმით „ამ­ჟა­მად დედა შვილს სწორ სუნ­თქვა­სა და სინ­ქრო­ნულ ცურ­ვას, ასე­ვე კო­ორ­დი­ნი­რე­ბულ მოძ­რა­ო­ბას ას­წავ­ლის.“

დელ­ფი­ნა­რი­უ­მის ძუ­ძუმ­წო­ვარ­თა ცენ­ტრის უფ­რო­სი, ბი­ო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი ტა­რი­ელ (თენ­გო) წე­რო­ძე ვა­რა­უ­დობს, რომ ახალ­შო­ბი­ლი დელ­ფი­ნი ბი­ჭია: „ახალ­ბე­დას წო­ნა­ში მა­ტე­ბა უკვე ეტყო­ბა. იგი ამ ეტაპ­ზე დე­დის რძით იკ­ვე­ბე­ბა და ეს პრო­ცე­სი 3 წელ­ზე მეტ ხანს გაგ­რძელ­დე­ბა. 6-დან 8 თვის ასა­კის შუ­ა­ლედ­ში, რძეს­თან ერ­თად პა­ტა­რა, თევ­ზით კვე­ბა­საც და­ი­წყებს.

ბუ­ნებ­რივ პი­რო­ბებ­თან მი­ახ­ლო­ვე­ბულ სა­არ­სე­ბო გა­რე­მო­ში დელ­ფი­ნის და­ბა­დე­ბა იშ­ვი­ა­თო­ბაა. თუმ­ცა, ბა­თუ­მის დელ­ფი­ნა­რი­უმ­ში და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კა გრძელ­დე­ბა. რაც უტყუ­ა­რი და­დას­ტუ­რე­ბაა იმი­სა, რომ დელ­ფი­ნა­რი­უ­მის ბი­ნად­რე­ბი, მოვ­ლი­სა და შე­ნახ­ვის თვალ­საზ­რი­სით იდე­ა­ლურ გა­რე­მო­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან, ყვე­ლა პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის უწყვე­ტი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ.

თით­ქმის თვე­ზე მე­ტია, რაც ვი­ზი­ტორ­თათ­ვის და­კე­ტი­ლე­ბი ვართ, თუმ­ცა დელ­ფი­ნა­რი­უ­მის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, პან­დე­მი­ით თუ შიდა რე­გუ­ლა­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სი უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის დაც­ვით, სპეც-რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბას აგ­რძე­ლე­ბენ.

ბა­თუ­მის დელ­ფი­ნა­რი­უ­მის ბი­ნად­რე­ბი გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან დელ­ფინ­თა სა­ხე­ო­ბა აფა­ლი­ნებს (Tursiops truncatus). დელ­ფი­ნი­სებრთა ოჯა­ხის ეს ზღვის ძუ­ძუმ­წო­ვა­რი ცხო­ვე­ლი შე­ტა­ნი­ლია ბუ­ნე­ბის დაც­ვის მსოფ­ლიო კავ­ში­რის „წი­თელ ნუს­ხა­ში“ (IUCN)" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

giorgi
0

ძალიან მაგარი შოუ, მაგარი ხალხი, კიდევ ბევრჯერ გაახარებთ ბავშვებს, წარმატებები!! :)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ბათუმის დელფინარიუმში მატებაა - "ჩვენს ბინადარს, ცუცას, მეორე შვილი შეეძინა... ახალბედას წონაში მატება უკვე ეტყობა"

ბათუმის დელფინარიუმში მატებაა - "ჩვენს ბინადარს, ცუცას, მეორე შვილი შეეძინა... ახალბედას წონაში მატება უკვე ეტყობა"

ბათუმის დელფინარიუმში კვლავ მატებაა. როგორც ადმინისტრაციის მიერ გტავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მათ ბინადარს, დელფინს მეტსახელად ცუცა, მეორე შვილი შეეძინა.

"დელფინარიუმის ისტორიაში ეს უკვე მეთერთმეტე ახალშობილია. დედა-შვილი თავს შესანიშნავად გრძნობენ. ახალშობილი აქტიურად დაცურავს აუზში დედასთან ახლოს. ცნობისთვის, უფროსი ვაჟი გურუ, ცუცამ 3 წლის წინ იმშობიარა. „პატარას სულმოუთმენლად ველოდით. იგი 5 ოქტომბერს დაიბადა, მანამდე დედა 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.“ - აცხადებენ დელფინარიუმის მწვრთნელები. მათივე თქმით „ამჟამად დედა შვილს სწორ სუნთქვასა და სინქრონულ ცურვას, ასევე კოორდინირებულ მოძრაობას ასწავლის.“

დელფინარიუმის ძუძუმწოვართა ცენტრის უფროსი, ბიოლოგიის დოქტორი ტარიელ (თენგო) წეროძე ვარაუდობს, რომ ახალშობილი დელფინი ბიჭია: „ახალბედას წონაში მატება უკვე ეტყობა. იგი ამ ეტაპზე დედის რძით იკვებება და ეს პროცესი 3 წელზე მეტ ხანს გაგრძელდება. 6-დან 8 თვის ასაკის შუალედში, რძესთან ერთად პატარა, თევზით კვებასაც დაიწყებს.

ბუნებრივ პირობებთან მიახლოვებულ საარსებო გარემოში დელფინის დაბადება იშვიათობაა. თუმცა, ბათუმის დელფინარიუმში დადებითი დინამიკა გრძელდება. რაც უტყუარი დადასტურებაა იმისა, რომ დელფინარიუმის ბინადრები, მოვლისა და შენახვის თვალსაზრისით იდეალურ გარემოში იმყოფებიან, ყველა პრევენციული ზომების გათვალისწინებით, კვალიფიციური სპეციალისტების უწყვეტი მეთვალყურეობის ქვეშ.

თითქმის თვეზე მეტია, რაც ვიზიტორთათვის დაკეტილები ვართ, თუმცა დელფინარიუმის თანამშრომლები, პანდემიით თუ შიდა რეგულაციის შესაბამისი უსაფრთხოების ნორმების დაცვით, სპეც-რეჟიმში მუშაობას აგრძელებენ.

ბათუმის დელფინარიუმის ბინადრები განეკუთვნებიან დელფინთა სახეობა აფალინებს (Tursiops truncatus). დელფინისებრთა ოჯახის ეს ზღვის ძუძუმწოვარი ცხოველი შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის „წითელ ნუსხაში“ (IUCN)" - ნათქვამია ინფორმაციაში.

"ბებიები და ბაბუები ხომ ჰყავთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც იქ იყვნენ? მეტს არაფერს ვიტყვი" - პაატა იმნაძე სტადიონთან შეკრებილებზე

"წლევანდელი ფინანსური აუდიტის მონაცემებით, "საპარტნიორო ფონდი“ და საქართველოს რკინიგზა მოგებაზე გადიან“ - გიორგი დანელია

"საპარტნიორო ფონდი კლინიკებს ერთი წელია აღარ ფლობს“ - გიორგი დანელია