მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა დაკავებულებმა უნდა ახსნან, რატომ არ გამოიყენეს უფრო მსხვილმასშტაბიანი რუკა" - რას ამბობს საზღვრის დადგენის სკანდალურ საქმეზე კარტოგრაფი
"ახლა დაკავებულებმა უნდა ახსნან, რატომ არ გამოიყენეს უფრო მსხვილმასშტაბიანი რუკა" - რას ამბობს საზღვრის დადგენის სკანდალურ საქმეზე კარტოგრაფი

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­სა­ზღვრო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს, ივე­რი მე­ლაშ­ვილ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის სახ­მე­ლე­თო სა­ზღვრის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის მთა­ვარ ინ­სპექ­ტორს, ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვას, წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ.

პრო­კუ­რა­ტუ­რა მათ სა­დე­მარ­კა­ციო კო­მი­სი­ა­ში მუ­შა­ო­ბი­სას, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო რუ­კე­ბით მუ­შა­ო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის მტკი­ცე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სა­ზღვრე­ბის დე­ლი­მი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ 1970-80-იან წლებ­ში გა­მო­ცე­მულ რუ­კებ­ზე და­ტა­ნი­ლი სა­ზღვრის ხა­ზე­ბით, რაც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ულ სა­ზღვარს. კი­დევ ერთი ბრალ­დე­ბა, რო­მელ­საც სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო და­კა­ვე­ბუ­ლებს უყე­ნებს, კო­მი­სი­ის კვლე­ვით საქ­მი­ა­ნო­ბა­ში კარ­ტოგ­რა­ფე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­კითხს შე­ე­ხე­ბა. პრო­კუ­რა­ტუ­რის პო­ზი­ცი­ით, კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი ვალ­დე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ პრო­ცე­სებ­ში კარ­ტოგ­რა­ფე­ბი ჩა­ერ­თოთ.

რო­მე­ლი რუკა ასა­ხავს სი­ნამ­დვი­ლეს ყვე­ლა­ზე მე­ტად და რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რად მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვრის სა­დე­მარ­კა­ციო-სა­დე­ლი­მი­ტა­ციო კო­მი­სია? - Ambebi.ge სო­ხუ­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბულ პრო­ფე­სორს, კარ­ტოგ­რაფ რე­ვაზ თო­ლორ­და­ვას ესა­უბ­რა.

- რამ­დე­ნად სა­ფუძ­ვლი­ა­ნად მი­გაჩ­ნი­ათ ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი­სა და ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვას და­კა­ვე­ბა?

ასევე დაგაინტერესებთ
21:39 / 08-10-2020

"მე ამისთანა ბრალდებით, ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია... ვერც ციხე გამტეხს" - რა თქვა ივერი მელაშვილმა პროცესზე

10:56 / 09-10-2020

"მათ შეეძლოთ რუკა გაეყიდათ კიდეც, მაგრამ ეს არ გააკეთეს. შესაძლოა, ეს მასალები ინახებოდა იმისთვის, რომ ისინი გრძნობდნენ პასუხისმგებლობას" - უსაფრთხოების ექსპერტი

15:48 / 12-10-2020

"ეს არის მორიგი რუსული "ზაგატოვკა" - რას აცხადებს ნინო კალანადაძე ე.წ. საზღვრის საქმეში არსებულ არქიმანდრიტ კირიონის ჩვენებაზე

18:19 / 16-10-2020

"საიდუმლო ტოპოგრაფიულ რუკებს ბაზრობებზე ყიდიან, ხალხს კი უმალავენ, რა ხდება კომისიებში" - რას წერდა "კვირის პალიტრა" წლების წინ საზღვრის დადგენის პროცესზე?

- ეს სა­სა­მარ­თლოს გა­და­სა­წყვე­ტი სა­კი­თხია. გა­მი­ჭირ­დე­ბა რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი შე­ფა­სე­ბის გა­კე­თე­ბა, რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ეს სა­კი­თხი ყო­ველ­გვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი სარ­ჩუ­ლის­გან უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს და და­ი­წყოს რე­ა­ლუ­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად. 30 წე­ლია დავა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლო­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის და დე­მარ­კა­ცია-დე­ლი­მი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი და­წყე­ბუ­ლიც კი არ არის. მხო­ლოდ ზე­და­პი­რულ გან­ცხა­დე­ბებს ვის­მენთ.

- თქვე­ნი აზ­რით, რო­მე­ლი რუ­კით უნდა იხელ­მძღვა­ნე­ლონ მხა­რე­ებ­მა პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტის პრო­ცეს­ში? რო­მე­ლია რე­ა­ლო­ბას­თან ყვე­ლა­ზე ახ­ლოს?

-1933 წელს, რო­დე­საც სა­ზღვრე­ბი დად­გინ­და, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო 500 000-მას­შტა­ბი­ა­ნი რუკა, რაც, ცხა­დია, მი­უ­ღე­ბე­ლი იყო. ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს მი­ნი­მუმ 250 000-იანი მას­შტა­ბის რუკა. 500 000-მას­შტა­ბი­ან­ზე ერთ მი­ლი­მეტრში არის 500 მეტ­რი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მი­ლი­მეტ­რის გა­და­წე­ვამ აქეთ-იქეთ, შე­იძ­ლე­ბა კი­ლო­მეტ­რო­ბით ტე­რი­ტო­რია წაგ­ვარ­თვას. კო­მი­სი­ას უნდა ეხელ­მძღვა­ნე­ლა 200 000 - მას­შტა­ბი­ა­ნი რუ­კით, ამ რუ­კა­ზე სა­დაო ტე­რი­ტო­რია მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა მოქ­ცე­უ­ლი. სა­უ­ბა­რია 1937-38 წლებ­ში შსს-თვის გა­კე­თე­ბულ რუ­კა­ზე. კო­მი­სია კი სარ­გებ­ლობ­და 500 000-იანი მას­შტა­ბის რუ­კით და იქე­დან აკე­თებ­დნენ შემ­დეგ 250 000-იან მას­შტაბს, რაც არის შე­უძ­ლე­ბე­ლი. ეს არის მათი მთა­ვა­რი შეც­დო­მა. რუკა შე­იძ­ლე­ბა გა­ა­კე­თო მსხვი­ლი­დან წვრი­ლი მას­შტა­ბის და არა - პი­რი­ქით. აი, რა­ტომ : წვრილ მას­შტაბ­ზე ბევ­რი ობი­ექ­ტი არ არის და­ტა­ნი­ლი და რაც არ უნდა გა­ა­დი­დო, ის ობი­ექ­ტე­ბი მა­ინც ვერ მო­ექ­ცე­ვა რუ­კა­ზე. მაგ­რამ თუ დიდ მას­შტა­ბი­ანს და­ვაწ­ვრი­ლებთ, ობი­ექ­ტე­ბი არ­სად გაქ­რე­ბა და ჩვენ შერ­ჩე­ვით შეგ­ვიძ­ლია და­ვი­ტა­ნოთ ისი­ნი რუ­კა­ზე. ახლა უნდა იმარ­თლონ თავი და­კა­ვე­ბუ­ლებ­მა, რა­ტომ არ გა­მო­ი­ყე­ნეს, უფრო მსხვილ­მას­შტა­ბი­ა­ნი რუკა, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბაც სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო და რო­მელ­ზეც ხელი მი­უწ­ვდე­ბო­დათ.

- ერთ-ერთი ბრალ­დე­ბა, რო­მელ­საც და­კა­ვე­ბუ­ლებს უყე­ნე­ბენ ისაა, რომ მათ არ ჩარ­თეს კვლე­ვით საქ­მი­ა­ნო­ბა­ში კარ­ტოგ­რა­ფე­ბი. თქვენ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­გაჩ­ნი­ათ ასეთ სა­კი­თხებ­ში კარ­ტოგ­რა­ფის ჩარ­თვა და რა ფუნ­ქცია ეკის­რე­ბა მას?

- ცხა­დია, კო­მი­სი­ა­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლე­ბი: კარ­ტოგ­რა­ფე­ბი, ის­ტო­რი­კო­სე­ბი, გე­ოგ­რა­ფე­ბი და სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი. ამ კო­მი­სი­ა­ში ამის ნაკ­ლე­ბო­ბა იყო, რის გა­მოც შე­იქ­მნა პრობ­ლე­მე­ბის მთე­ლი ჯაჭ­ვი. სხვა­თა შო­რის, იყო სა­უ­ბა­რი, რომ ჩვენ, კარ­ტოგ­რა­ფე­ბი უნდა ჩავ­რთუ­ლი­ყა­ვით ამ სა­კი­თხებ­ში, მაგ­რამ შემ­დეგ უარი გვი­თხრეს, არ გვინ­და მეც­ნი­ე­რე­ბიო. ამის შე­დე­გია ზუს­ტად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი. კარ­ტოგ­რა­ფი კარ­გად იც­ნობს კარ­ტოგ­რა­ფი­ულ წყა­რო­ებს, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო­ში არ­სე­ბობს და შე­უძ­ლია შე­ა­ფა­სოს მა­სა­ლე­ბის ვარ­გი­სი­ა­ნო­ბა. მას შე­უძ­ლია მას­შტა­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბის შე­ფა­სე­ბაც. ამ სპე­ცი­ფი­კუ­რი ცოდ­ნის ადა­მი­ა­ნი კარ­გად ერ­კვე­ვა რე­ლი­ე­ფის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბის სა­კი­თხებ­შიც. იც­ნობს ამა თუ იმ ობი­ექ­ტის მდე­ბა­რე­ო­ბას და ა.შ. იმ კო­მი­სი­ას რომ გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა ეს მხა­რე, ასე­თი პრობ­ლე­მე­ბი არ შე­იქ­მნე­ბო­და.

- რა­ტომ ვერ მო­ხერ­ხდა აქამ­დე ამ პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტა და რაში ხე­დავთ თქვენ გა­მო­სა­ვალს?

- იმი­ტომ, რომ სა­კი­თხე­ბის გა­და­წყვე­ტა­ში ჩარ­თუ­ლი არ ყო­ფი­ლან კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. ასე­ვე, ეს თემა დიდი დო­ზით იყო პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლი. კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბა­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მხა­რი­დან ჩარ­თუ­ლი არი­ან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ექ­სპერ­ტე­ბი, ჩვენ­გან კი არა. ჩვენ­თან იმას ამ­ბო­ბენ, მეც­ნი­ე­რე­ბი არ გვჭირ­დე­ბაო. პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა უნდა და­ი­წყოს საქ­მი­ა­ნად. და მა­ინც, თუ ვერ მო­ხერ­ხდა შე­თან­მე­ბის მიღ­წე­ვა ორ სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის, არ­სე­ბო­ბენ სა­ერ­თა­შო­რი­სო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც უნდა მო­ვიწ­ვი­ოთ და მათ მი­ვან­დოთ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა... ასე­თი სა­კი­თხე­ბის გა­და­წყვე­ტა უცებ არ ხდე­ბა, წლე­ბი სჭირ­დე­ბა, თუმ­ცა მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი არ არის.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ილია
57

სახალხო დამცველად ნინო ლომჯარიაზე მეტს რო ვერ აირჩევ აი მაშინაა ცუდად საქმე. ეგ არის ნაციონალების დამცველი. სახალხო დამცველი არა ფეხები რა.

გურჯი
5

ხელისგულზე დევს ყველაფერი

თუ ხისთავიანი პიტალო არ ხარ გასაგებია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ახლა დაკავებულებმა უნდა ახსნან, რატომ არ გამოიყენეს უფრო მსხვილმასშტაბიანი რუკა" - რას ამბობს საზღვრის დადგენის სკანდალურ საქმეზე კარტოგრაფი

"ახლა დაკავებულებმა უნდა ახსნან, რატომ არ გამოიყენეს უფრო მსხვილმასშტაბიანი რუკა" - რას ამბობს საზღვრის დადგენის სკანდალურ საქმეზე კარტოგრაფი

საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსს, ივერი მელაშვილსა და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარ ინსპექტორს, ნატალია ილიჩოვას, წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. საგამოძიებო უწყების მტკიცებით, ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ საზღვარს. კიდევ ერთი ბრალდება, რომელსაც საგამოძიებო ორგანო დაკავებულებს უყენებს, კომისიის კვლევით საქმიანობაში კარტოგრაფების მონაწილეობის საკითხს შეეხება. პროკურატურის პოზიციით, კომისიის ხელმძღვანელები ვალდებულები იყვნენ პროცესებში კარტოგრაფები ჩაერთოთ.

რომელი რუკა ასახავს სინამდვილეს ყველაზე მეტად და რამდენად ეფექტურად მუშაობდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისია? - Ambebi.ge სოხუმის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, კარტოგრაფ რევაზ თოლორდავას ესაუბრა.

- რამდენად საფუძვლიანად მიგაჩნიათ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავება?

- ეს სასამართლოს გადასაწყვეტი საკითხია. გამიჭირდება რაიმე კონკრეტული შეფასების გაკეთება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს საკითხი ყოველგვარი პოლიტიკური სარჩულისგან უნდა გათავისუფლდეს და დაიწყოს რეალური ნაბიჯების გადადგმა პრობლემის მოსაგვარებლად. 30 წელია დავა მიმდინარეობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის და დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესი დაწყებულიც კი არ არის. მხოლოდ ზედაპირულ განცხადებებს ვისმენთ.

- თქვენი აზრით, რომელი რუკით უნდა იხელმძღვანელონ მხარეებმა პრობლემის გადაწყვეტის პროცესში? რომელია რეალობასთან ყველაზე ახლოს?

-1933 წელს, როდესაც საზღვრები დადგინდა, გამოყენებული იყო 500 000-მასშტაბიანი რუკა, რაც, ცხადია, მიუღებელი იყო. ევროკავშირის ქვეყნების რეკომენდაციებით, გამოყენებული შეიძლება იყოს მინიმუმ 250 000-იანი მასშტაბის რუკა. 500 000-მასშტაბიანზე ერთ მილიმეტრში არის 500 მეტრი. წარმოიდგინეთ, მილიმეტრის გადაწევამ აქეთ-იქეთ, შეიძლება კილომეტრობით ტერიტორია წაგვართვას. კომისიას უნდა ეხელმძღვანელა 200 000 - მასშტაბიანი რუკით, ამ რუკაზე სადაო ტერიტორია მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზეა მოქცეული. საუბარია 1937-38 წლებში შსს-თვის გაკეთებულ რუკაზე. კომისია კი სარგებლობდა 500 000-იანი მასშტაბის რუკით და იქედან აკეთებდნენ შემდეგ 250 000-იან მასშტაბს, რაც არის შეუძლებელი. ეს არის მათი მთავარი შეცდომა. რუკა შეიძლება გააკეთო მსხვილიდან წვრილი მასშტაბის და არა - პირიქით. აი, რატომ : წვრილ მასშტაბზე ბევრი ობიექტი არ არის დატანილი და რაც არ უნდა გაადიდო, ის ობიექტები მაინც ვერ მოექცევა რუკაზე. მაგრამ თუ დიდ მასშტაბიანს დავაწვრილებთ, ობიექტები არსად გაქრება და ჩვენ შერჩევით შეგვიძლია დავიტანოთ ისინი რუკაზე. ახლა უნდა იმართლონ თავი დაკავებულებმა, რატომ არ გამოიყენეს, უფრო მსხვილმასშტაბიანი რუკა, რომლის გამოყენებაც სრულიად შესაძლებელი იყო და რომელზეც ხელი მიუწვდებოდათ.

- ერთ-ერთი ბრალდება, რომელსაც დაკავებულებს უყენებენ ისაა, რომ მათ არ ჩართეს კვლევით საქმიანობაში კარტოგრაფები. თქვენ რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ ასეთ საკითხებში კარტოგრაფის ჩართვა და რა ფუნქცია ეკისრება მას?

- ცხადია, კომისიაში აუცილებლად უნდა იყვნენ ჩართულები: კარტოგრაფები, ისტორიკოსები, გეოგრაფები და საკითხთან დაკავშირებული სხვა პროფესიის ადამიანები. ამ კომისიაში ამის ნაკლებობა იყო, რის გამოც შეიქმნა პრობლემების მთელი ჯაჭვი. სხვათა შორის, იყო საუბარი, რომ ჩვენ, კარტოგრაფები უნდა ჩავრთულიყავით ამ საკითხებში, მაგრამ შემდეგ უარი გვითხრეს, არ გვინდა მეცნიერებიო. ამის შედეგია ზუსტად განვითარებული მოვლენები. კარტოგრაფი კარგად იცნობს კარტოგრაფიულ წყაროებს, რომელიც სახელმწიფოში არსებობს და შეუძლია შეაფასოს მასალების ვარგისიანობა. მას შეუძლია მასშტაბების შესაბამისობის შეფასებაც. ამ სპეციფიკური ცოდნის ადამიანი კარგად ერკვევა რელიეფის თავისებურების საკითხებშიც. იცნობს ამა თუ იმ ობიექტის მდებარეობას და ა.შ. იმ კომისიას რომ გაეთვალისწინებინა ეს მხარე, ასეთი პრობლემები არ შეიქმნებოდა.

- რატომ ვერ მოხერხდა აქამდე ამ პრობლემის გადაწყვეტა და რაში ხედავთ თქვენ გამოსავალს?

- იმიტომ, რომ საკითხების გადაწყვეტაში ჩართული არ ყოფილან კვალიფიციური სპეციალისტები. ასევე, ეს თემა დიდი დოზით იყო პოლიტიზირებული. კომისიის მუშაობაში აზერბაიჯანის მხარიდან ჩართული არიან პროფესიონალი ექსპერტები, ჩვენგან კი არა. ჩვენთან იმას ამბობენ, მეცნიერები არ გვჭირდებაო. პრობლემის მოგვარება უნდა დაიწყოს საქმიანად. და მაინც, თუ ვერ მოხერხდა შეთანმების მიღწევა ორ სახელმწიფოს შორის, არსებობენ საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც უნდა მოვიწვიოთ და მათ მივანდოთ პრობლემის გადაჭრა... ასეთი საკითხების გადაწყვეტა უცებ არ ხდება, წლები სჭირდება, თუმცა მოუგვარებელი არ არის.

"საშინელება დატრიალდება რამდენიმე დღეში..." - ხალხმრავალი აქცია ბათუმში, პირბადეებისა და დისტანციის გარეშე

"პაციენტების 80% შესაძლოა, იყვნენ ინფექციის მატარებლები და არ ჰქონდეთ კლინიკური ნიშანი... ასეთები ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან"

საქართველოში მიწისძვრა მოხდა