სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმ კონკრეტულ ადგილას სათვალთვალო კამერები არ იყო, თვითმხილველი მოწმეები არ არიან" - რას აცხადებს შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული მორაგბე  გაგნიძის ადვოკატი
"იმ კონკრეტულ ადგილას სათვალთვალო კამერები არ იყო, თვითმხილველი მოწმეები არ არიან" - რას აცხადებს შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული მორაგბე  გაგნიძის ადვოკატი

"დღეს რომ გა­ნა­ჩე­ნი დგე­ბო­დეს, ბრალ­დე­ბის მხა­რის შე­სა­ვა­ლი სი­ტყვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უალ­ტერ­ნა­ტი­ვოდ დად­გე­ბო­და გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი", - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი მო­რაგ­ბის, არ­ჩილ გაგ­ნი­ძის ად­ვო­კა­ტი ვა­სილ მა­მუ­ლაშ­ვი­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის შე­სა­ვალ სი­ტყვას.

ად­ვო­კა­ტის თქმით, ბრალ­დე­ბის მხა­რემ დღეს სუს­ტი შე­სა­ვა­ლი სი­ტყვა წარ­მოთ­ქვა, რაც დაც­ვის მხა­რის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა. ამას­თან, მა­მუ­ლა­ში­ლი აცხა­დებს, რომ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის ეპი­ზოდ­ზე სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბა მხო­ლოდ დაშ­ვე­ბით სა­უბ­რობს.

"ბრალ­დე­ბის მხა­რე სა­სა­მარ­თლოს 20-25 წუთი ესა­უბ­რა და ყვე­ლა­ფე­რი თქვა გარ­და მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბი­სა. ბრალ­დე­ბის მხა­რემ თქვა, რომ ფი­ზი­კუ­რად ისი­ნი პირ­და­პირ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს ვერ მო­ი­ძი­ებ­დნენ, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­რე­მო­ე­ბებს და­ად­გენ­და. ფაქ­ტობ­რი­ვად, ბრალ­დე­ბის მხა­რემ თა­ვად აღი­ა­რა, რომ მო­სუ­ლია არარ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და ეს ჩვენ­თვი­საც გა­საკ­ვი­რი იყო, რომ ბრალ­დე­ბის მხა­რის შე­სა­ვა­ლი სი­ტყვა ასე­თი სუს­ტი იყო. თუ რო­გორ მოხ­ვდა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი წყალ­ში, ამა­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რა არ სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ ეს მათი მსჯე­ლო­ბა, ვა­რა­უ­დია და სხვაგ­ვა­რად ისი­ნი მოკ­ლე­ბუ­ლი არი­ან შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით ეს და­ად­გი­ნონ, უბ­რა­ლოდ დაშ­ვე­ბას აკე­თე­ბენ, ვი­ნა­ი­დან სხვა ვერ­სია არ აქვთ, ვინ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებ­და აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­ულს. თუმ­ცა, და­ნა­შა­უ­ლი რომ გან­ხორ­ცი­ელ­და, ამა­ზეც არ უსა­უბ­რი­ათ. მკვლე­ლო­ბის ნა­წილ­ში მხო­ლოდ დაშ­ვე­ბით სა­უბ­რო­ბენ და უფრო მე­ტიც, ამ­ბო­ბენ, რომ მათ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ გა­აჩ­ნი­ათ, ვი­ნა­ი­დან იმ კონ­კრე­ტულ ად­გი­ლას სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბი არ იყო, თვითმხილ­ვე­ლი მოწ­მე­ე­ბი არ არი­ან და თა­ვად უთი­თე­ბენ, რომ ეს მათი ვა­რა­უ­დია“, - აცხა­დებს მა­მუ­ლაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან არ­ჩილ გაგ­ნი­ძე, ზ.ხ., ა.ქ., ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვა­ნი და ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
temida
0

რახან კამერების ჩანაწერები და მოწმეები არ არიან, გამოუშვით ყველა გარეთ!

რატი
0

სულელური არგუმენტია. თვითმხილველებიც და დამნაშავეებიც თვითონ არიან. რომელი მოწმე უნდა ყოფილიყო ქალაქგარეთ, ხიდზე, ღამის პირველ საათზე? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"იმ კონკრეტულ ადგილას სათვალთვალო კამერები არ იყო, თვითმხილველი მოწმეები არ არიან" - რას აცხადებს შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული მორაგბე  გაგნიძის ადვოკატი

"იმ კონკრეტულ ადგილას სათვალთვალო კამერები არ იყო, თვითმხილველი მოწმეები არ არიან" - რას აცხადებს შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული მორაგბე  გაგნიძის ადვოკატი

"დღეს რომ განაჩენი დგებოდეს, ბრალდების მხარის შესავალი სიტყვიდან გამომდინარე, უალტერნატივოდ დადგებოდა გამამართლებელი განაჩენი", - ასე გამოეხმაურა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი პროკურატურის შესავალ სიტყვას.

ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარემ დღეს სუსტი შესავალი სიტყვა წარმოთქვა, რაც დაცვის მხარისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ამასთან, მამულაშილი აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ეპიზოდზე სახელმწიფო ბრალდება მხოლოდ დაშვებით საუბრობს.

"ბრალდების მხარე სასამართლოს 20-25 წუთი ესაუბრა და ყველაფერი თქვა გარდა მკვლელობის ბრალდებისა. ბრალდების მხარემ თქვა, რომ ფიზიკურად ისინი პირდაპირ მტკიცებულებებს ვერ მოიძიებდნენ, რომელიც მნიშვნელოვან გარემოებებს დაადგენდა. ფაქტობრივად, ბრალდების მხარემ თავად აღიარა, რომ მოსულია არარსებული მტკიცებულებებით და ეს ჩვენთვისაც გასაკვირი იყო, რომ ბრალდების მხარის შესავალი სიტყვა ასეთი სუსტი იყო. თუ როგორ მოხვდა გიორგი შაქარაშვილი წყალში, ამაზე პროკურატურა არ საუბრობს და ამბობს, რომ ეს მათი მსჯელობა, ვარაუდია და სხვაგვარად ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას, რომ მტკიცებულებებით ეს დაადგინონ, უბრალოდ დაშვებას აკეთებენ, ვინაიდან სხვა ვერსია არ აქვთ, ვინ განახორციელებდა აღნიშნულ დანაშაულს. თუმცა, დანაშაული რომ განხორციელდა, ამაზეც არ უსაუბრიათ. მკვლელობის ნაწილში მხოლოდ დაშვებით საუბრობენ და უფრო მეტიც, ამბობენ, რომ მათ მტკიცებულებები არ გააჩნიათ, ვინაიდან იმ კონკრეტულ ადგილას სათვალთვალო კამერები არ იყო, თვითმხილველი მოწმეები არ არიან და თავად უთითებენ, რომ ეს მათი ვარაუდია“, - აცხადებს მამულაშვილი.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულები არიან არჩილ გაგნიძე, ზ.ხ., ა.ქ., ვახტანგ ჩიქოვანი და ნიკოლოზ რევაზიშვილი

"ბუსა ციხიდან ერთ წელში გამოვა, დავინდეთ… სხვათაშორის, ლევანს მასთან შერიგებაც უნდოდა" - რას ამბობს თოფაძე ჟვანიას საქმესა და შვილიშვილის მდგომარეობაზე?

შემოსავლების სამსახურის თანამშრომელზე ფიზიკური ანგარიშსწორება ყოფილმა თანამშრომელმა განახორციელა - უწყების განცხადება

"იმ პირობით, რომ ცოლად შეირთავდა, სექსუალური კავშირი დაამყარა და გოგონასთან კონტაქტი გაწყვიტა" - რა წერია ქობულეთში დაკავებულის ბრალდებაში?