სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ივერი მელაშვილს ვერ დავაბრალებ, რომ მან მოიპარა რუკა, მაგრამ როცა იცი, რომ ქვეყნისთვის საზიანო დოკუმენტია და მაინც იყენებ, აი, ეს არის დანაშაული" - საზღვრის დადგენის სკანდალური საქმე
"ივერი მელაშვილს ვერ დავაბრალებ, რომ მან მოიპარა რუკა, მაგრამ როცა იცი, რომ ქვეყნისთვის საზიანო დოკუმენტია და მაინც იყენებ, აი, ეს არის დანაშაული" - საზღვრის დადგენის სკანდალური საქმე

სა­ქარ­თვე­ლო - აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვრის დე­ლი­მი­ტა­ცია-დე­მარ­კა­ცი­ის კო­მი­სი­ის ყო­ფილ თავ­მჯდო­მა­რეს, ივე­რი მე­ლაშ­ვილს და კო­მი­სი­ის კი­დევ ერთ წევ­რს, ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვას პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად 8 ოქ­ტომ­ბერს წა­რუდ­გი­ნა. სა­ვა­რა­უ­დოდ, დღეს­ვე გა­ი­მარ­თე­ბა სა­სა­მარ­თლოს პრო­ცე­სი და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­კი­თხზე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო იმ­სჯე­ლებს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­კუ­რა­ტუ­რა მათ­თვის პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას მო­ი­თხოვს, და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს თუ არა ამ მო­თხოვ­ნას სა­სა­მარ­თლო, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­სა­ზღვრო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის სახ­მე­ლე­თო სა­ზღვრის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის მთა­ვა­რი ინ­სპექ­ტო­რი ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა 7 ოქ­ტომ­ბერს და­ა­კა­ვეს. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სა­ზღვრე­ბის დე­ლი­მი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ 1970-80-იან წლებ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი რუ­კებ­ზე და­ტა­ნი­ლი სა­ზღვრის ხა­ზე­ბით, რაც არ­სე­ბი­თად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ულ სა­ზღვარს, მათ შო­რის და­ვით გა­რეჯ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი, ედუ­არდ მა­რი­კაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ მისი და­სა­ცა­ვი ბრალს არ აღი­ა­რებს და არც სა­სა­მარ­თლოს­თვის გი­რა­ოს შე­თა­ვა­ზე­ბას აპი­რებს, რად­გან მი­იჩ­ნევს, რომ ეს მისი ბრძო­ლაა და ბო­ლომ­დე იბ­რძო­ლებს. "არა­ნა­ი­რი დათ­მო­ბა არ იქ­ნე­ბა იმის გამო, რომ გა­რეთ იყოს", - გა­ნა­ცხა­და მა­რი­კაშ­ვილ­მა. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე ბრალ­დე­ბულს, ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვას, მისი პო­ზი­ცია უც­ნო­ბია, რად­გან მე­დი­ას­თან მისი ად­ვო­კა­ტი ჯერ არ გა­მო­ჩე­ნი­ლა.

დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოყ­ვა გუ­შინ­ვე მათ და­კა­ვე­ბას და "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რებ­მა აქ­ცია მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან გა­მარ­თეს. ოპო­ზი­ცია აცხა­დებს, რომ გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რას და­მო­უ­კი­დებ­ლად არ მი­უ­ღია. "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ–ერთი ლი­დე­რი ელე­ნე ხოშ­ტა­რია ამ­ბობს, რომ ბო­ლომ­დე გაჰ­ყვე­ბი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის, ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი­სა და ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვას, ღირ­სე­ბის დაც­ვას და მათ მი­მართ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას.

ასევე დაგაინტერესებთ
20:16 / 07-10-2020

"მახსოვს, როგორ გვიმტკიცებდნენ ნიკა რურუა და ნინო კალანდაძე, რა ვქნათ, ეს აზერბაიჯანის ტერიტორიააო" - ისტორიკოსები დავით გარეჯის საქმეზე

13:16 / 08-10-2020

''როცა ელჩი აკეთებს განცხადებას, მითუმეტეს უაღრესად მგრძნობიარე თემაზე, მას უნდა დაერეკა და ეკითხა ჩვენთვის, რასთან გვაქვს საქმე?!'' - დავით ზალკალიანი გიგი გიგიაძეზე

19:37 / 08-10-2020

"არსებობს რუკები, კარტოგრაფიული მასალა - მტკიცებულებები ერთმანეთთან თანხვედრაშია" - პროკურატურა მელაშვილი-ილიჩოვას პატიმრობას მოითხოვს

21:06 / 08-10-2020

"მამა კირიონი იხსენებს, რომ მელაშვილის მიერ შედგენილ რუკებში საქართველოს საზიანო პოზიცია იყო დაფიქსირებული" - პროკურორი

21:33 / 08-10-2020

"დედანი რუკა, რომელიც "რუსული რუკის" სახელითაა მონათლული, ბრალდებულის სამუშაო ოთახში აღმოჩნდა" - პროკურორი დავითგარეჯის საქმეზე

21:39 / 08-10-2020

"მე ამისთანა ბრალდებით, ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია... ვერც ციხე გამტეხს" - რა თქვა ივერი მელაშვილმა პროცესზე

10:56 / 09-10-2020

"მათ შეეძლოთ რუკა გაეყიდათ კიდეც, მაგრამ ეს არ გააკეთეს. შესაძლოა, ეს მასალები ინახებოდა იმისთვის, რომ ისინი გრძნობდნენ პასუხისმგებლობას" - უსაფრთხოების ექსპერტი

21:36 / 09-10-2020

"არასდროს გვიგროვებია სიმდიდრე... ბინძური ბრალდება წაუყენეს ადამიანს, ვინც თავისი ქვეყნის სიყვარულით ცხოვრობდა" - ინტერვიუ ივერი მელაშვილის მეუღლესთან

"სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის ტრე­ფი­კინ­გის ან ორ­გა­ნო­ე­ბის მოჭ­მის დაბ­რა­ლე­ბა უფრო ახლო იქ­ნე­ბო­და და შე­დეგ­საც უფრო გა­მო­ი­ღებ­და, ვიდ­რე და­ვით­გა­რე­ჯის საქ­მე­ში მისი ბრა­ლე­უ­ლო­ბა. ამ აბ­სურ­დს, როცა ტე­რი­ტო­რია არა­ვის გა­უს­ხვი­სე­ბია, ჯობ­და სხვა რა­ღა­ცე­ბი გა­ე­კე­თე­ბი­ნათ", - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ ფა­სე­უ­ლო­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტის (GIEV) დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა მა­მუ­კა ჟღენ­ტმა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუმ­ში".

მი­სი­ვე თქმით, და­ვით გა­რე­ჯის საქ­მე­ში არა­ნა­ი­რი ლო­გი­კა არ არ­სე­ბობს და სა­მარ­თლებ­რი­ვად და პო­ლი­ტი­კუ­რად აბ­სო­ლუ­ტუ­რად "შტე­რუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა" მი­ღე­ბუ­ლი.

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს შე­იძ­ლე­ბა და­აბ­რა­ლონ, რომ გვი­რა­ბი გა­ყავ­და ბომ­ბე­ი­დან ბრი­უ­სე­ლამ­დე ან არ ვიცი, ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია დაბ­რა­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რი­ტო­რი­კას რთუ­ლად მივ­ყვე­ბით, ლო­გი­კა არა­ფერ­ში არ­სე­ბობს, სა­მარ­თლებ­რი­ვად აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­მარ­თა­ვი საქ­მეა და ვე­რა­ნა­ი­რი შე­დე­გი ვერ დად­გე­ბა, რე­ა­ლუ­რად ამ საქ­მის­გან არა­ფე­რი გა­მო­ვა და ვე­რა­ვის ბრა­ლი ვერ და­დას­ტურ­დე­ბა. სა­ხელ­მწი­ფო ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გას­ხვი­სე­ბის სკი­თხზე მისი ბრა­ლე­უ­ლო­ბა პო­ლი­ტი­კუ­რა­დაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად აბ­სურ­დუ­ლი და შტე­რუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. ვი­მე­ო­რებ, გარ­და იმი­სა, რომ ეს სა­კი­თხი არის მი­უ­ღე­ბე­ლი, ასე­ვე საკ­მა­ოდ რთუ­ლი შე­დე­გით შე­იძ­ლე­ბა დას­რულ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, თან მიმ­დი­ნა­რე­ობს ომი სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის. რო­დე­საც ეს ომიც დას­რულ­დე­ბა და არ­ჩევ­ნე­ბიც დას­რულ­დე­ბა, აზერ­ბა­ი­ჯან­თან უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ სა­ზღვრის დე­ლი­მი­ტა­ცია და ამი­ტომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენს სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი და რა­ტომ აკე­თე­ბენ ამას - ჭკუ­ის ნაკ­ლე­ბო­ბის გამო თუ უნ­დათ, რომ ვი­ღა­ცას­თან გა­მო­ი­ჩი­ნონ თავი და აი, კი­დევ ერთი არ­გუ­მენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ - ეს ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ ამ საქ­მის გა­მო­ყე­ნე­ბა გუ­ლის­ხმობს იმას, რომ აზერ­ბა­ი­ჯან­თან ამ კო­მი­სი­ას თა­ვი­სი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის წე­სე­ბი აქვს და ამ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი საქ­მით ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა ეს არ არის მი­ღე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა და არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში შე­დეგს არ გა­მო­ი­ღებს", - გა­ნა­ცხა­და ჟღენ­ტმა.

ექ­სპერტ მა­მუ­კა არე­ში­ძეს, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ აცხა­დებ­და, რომ სა­ზღვრის დამ­დგენ კო­მი­სი­ა­ში პრობ­ლე­მე­ბი იყო და არას­წო­რი რუ­კე­ბით ხდე­ბო­და ოპე­რი­რე­ბა, უკ­ვირს პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ასე­თი აქ­ცი­ე­ბის გა­მარ­თვა. მისი თქმით, საქ­მე­ში და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აშ­კა­რად ჩანს.

მა­მუ­კა არე­ში­ძე:

- ადრე თუ გვი­ან სა­მარ­თალს უნდა ეზე­ი­მა. ამ პრო­ცე­სებს ვე­ლო­დი, მაგ­რამ რო­დის მოხ­დე­ბო­და ეს ამ­ბა­ვი და ვინ იქ­ნე­ბოდ­ნენ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი, ამის თქმა მა­შინ არ შე­მეძ­ლო. თუმ­ცა ერთ-ერთ მათ­გან­ზე ეჭვი მა­ში­ნაც მქონ­და.

- პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლი ქა­ლის სახ­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლია იმ რუ­კის დე­და­ნი, რო­მელ­საც ამ­დე­ნი წელი ეძებ­დნენ. გა­სულ კვი­რას, როცა ჩხრე­კა ჩა­ტარ­და, ით­ქვა, რომ რუკა იპო­ვეს, თქვენ ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვით, ის კონ­კრე­ტუ­ლი რუკა თუ ჰქონ­და, რო­მელ­საც ეძებ­დნენ, მა­შინ და­სახ­ვრე­ტი­აო. რო­გორ ფიქ­რობთ, ამ­დე­ნი ხანი რომ ინა­ხავ­და ის ამ რუ­კას?

- იპო­ვეს თუ არ იპო­ვეს ის რუკა მათ სახ­ლში, ამას ჩემ­თვის ახლა გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. ეს რუკა სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, დღე­სა­ვით ნა­თე­ლი იყო. რუკა რომ გაქ­რა, ამას თვი­თონ ესე­ნი ამ­ბობ­დნენ, ამ­ტკი­ცებ­დნენ, - სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არი­სო. ერთ-ერთი მათ­გა­ნი იმ სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო, სა­დაც ეს რუკა, წე­სით, უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ასე რომ პრინ­ციპ­ში და­მა­ლეს რუკა, თუ გა­აქ­რეს, არ ვიცი, მაგ­რამ ეს რუკა სა­ბო­ლოო ჯამ­ში გა­მოჩ­ნდა, ეს არის მთა­ვა­რი ამ ამ­ბავ­ში. ჩა­მო­ი­ტა­ნეს და­კარ­გუ­ლი რუ­კის მე­ო­რე დე­და­ნი სხვა ქვეყ­ნი­დან და ამის შემ­დეგ, რო­დე­საც მოხ­და ჩხრე­კა, მა­გას­თა­ნაც იპო­ვეს ის რუკა, რა­შიც ამ­დე­ნი ფული გა­და­ი­ხა­და ბიზ­ნეს­მენ­მა და რა­საც ამ­დე­ნი წლე­ბი ვე­ძებ­დით. ეს არის ძა­ლი­ან მძი­მე საქ­ცი­ე­ლი, ეს ნიშ­ნავს, რომ შეგ­ნე­ბუ­ლად აი­ღეს ის რუკა, რო­მელ­შიც იყო ძა­ლი­ან ზო­გა­დი სუ­რა­თი სა­ზღვრის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­სა და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო შე­სა­ბა­მი­სი დას­კვნე­ბის გა­კე­თე­ბა. მეტს გე­ტყვით, ვთქვათ, ეს რუკა მარ­თლა იყო გამ­ქრა­ლი და ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არაფ­რის შუ­ა­ში არი­ან, მაგ­რამ, როცა იმ რუ­კით ად­გენ სა­ზღვარს, რო­მე­ლიც იცი, რომ არ ვარ­გა, მა­ინც დამ­ნა­შა­ვე ხარ!.. სა­ერ­თოდ ნუ გა­ა­კე­თებ­დნენ ნუ­რა­ფერს. ეთ­ქვათ, - კო­მი­სია მუ­შა­ო­ბას ვერ და­ი­წყებს, რად­გან არ გვაქვს შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცია და მა­სა­ლე­ბიო. მო­ე­თხო­ვათ ჯერ შე­ვარ­დნა­ძის, მერე უკვე სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბის­თვის, რომ მო­ე­ძე­ბე­ნათ შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცია. ამა­შია საქ­მე, რად­გან გა­ჩუმ­დი, გა­ი­ყურ­სე და მო­ა­წე­რე ხელი ზო­გა­დი რუ­კის გა­მო­ყე­ნე­ბას, უკვე დამ­ნა­შა­ვე ხარ.

- ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი და­კა­ვე­ბამ­დე ამ­ბობ­და, იმ 1938 წლის რუ­კის გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­მელ­ზეც ახლა სა­უ­ბა­რია, პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, რად­გან იმ რუ­კა­ში ბევ­რი ხარ­ვე­ზი­აო.

- ეს არის თვალ­თმაქ­ცო­ბა. სწო­რად ამ­ბობს, როცა თქვა, იმ რუ­კის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყოო, მაგ­რამ ამ დროს მას უნდა ჩა­ე­ძიო და კი­თხო, რუ­კის რო­მელ ვა­რი­ანტს გუ­ლის­ხმობს და მა­შინ გახ­დე­ბა პა­სუ­ხი ნა­თე­ლი. ამათ მა­შინ ხელთ ჰქონ­დათ იმ 1938 წლის 1: 200000-იანი რუ­კის ასლი, რომ­ლის დე­და­ნიც ახლა იპო­ვეს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ასლი ხარ­ვე­ზით არის და არ გა­მოდ­გე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის კონ­ტექ­სტში... მოკ­ლედ, როცა ასლზე სა­უბ­რობს და ამას ამ­ბობს, მარ­თალს ამ­ბობს, მაგ­რამ სად იყო ამ დროს ორი­გი­ნა­ლი? და თუ არ იყო ორი­გი­ნა­ლი, რა­ტომ მო­ა­წე­რე იმ დო­კუ­მენტს ხელი, რაც ამ რუ­კის ზო­გა­დი ვა­რი­ან­ტია?! თუმ­ცა აგერ გა­მოჩ­ნდა, რომ ორი­გი­ნა­ლიც არ­სე­ბობ­და თურ­მე, მათ ჰქონ­დათ.

- ამ ორი პი­როვ­ნე­ბის და­კა­ვე­ბას აქ­ცი­ე­ბი მოყ­ვა, ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბი ითხო­ვენ მე­ლაშ­ვი­ლის და ილი­ჩო­ვას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ამა­ზე რას იტყვით?

- რა­ტომ შე­მო­ი­ხი­ეს უცებ ტან­ზე ყვე­ლა­ფე­რი "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" წევ­რებ­მა და ლი­დე­რებ­მა, ვერ გა­ვი­გე. ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვის უთ­ქვამს, თქვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლია დამ­ნა­შა­ვე ამა­შიო. ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ი­წყო შე­ვარ­დნა­ძის დროს და გაგ­რძელ­და სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს, თუმ­ცა ცალ­სა­ხაა, სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს და­ეს­ვა პი­რო­ბი­თი წერ­ტი­ლი. სა­ხელ­მწი­ფო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კი არ იყო, კო­მი­სი­ებ­მა მო­ა­წე­რეს ხელი და ასე შექ­მნეს სა­ბო­ლოო დო­კუ­მენ­ტი. წი­ნას­წარ იცო­და ივე­რი მე­ლაშ­ვილ­მა და ყვე­ლამ, რომ ეს დო­კუ­მენ­ტი არ იყო გა­მარ­თუ­ლი და მა­ინც მო­ა­წე­რეს ხელი. მარ­ტო ეს ორი ადა­მი­ა­ნი არ არის ამ ყვე­ლა­ფერ­ში დამ­ნა­შა­ვე, ბევ­რი სხვა ადა­მი­ა­ნიც არის ამ საქ­მე­ში გა­რე­უ­ლი, რომ­ლებ­მაც სულ მცი­რე, გულ­გრი­ლო­ბა მა­ინც გა­მო­ი­ჩი­ნეს ამ შუ­ა­ლე­დუ­რი დო­კუ­მენ­ტის მი­მართ.

- ფიქ­რობთ რომ სხვე­ბის პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბის სა­კი­თხიც დად­გე­ბა?

-აუ­ცი­ლებ­ლად უნდა დად­გეს. ზო­გის სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი, ზო­გის სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი და ა.შ.

- ოპო­ზი­ცი­ის პო­ზი­ცია ცალ­სა­ხაა, მაგ­რამ გუ­შინ ანა­ლო­გი­უ­რი ში­ნა­არ­სის გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მედ­მა ელჩმა და­ნი­ა­ში, გიგი გი­გა­ი­ძემ და მა­ნაც მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­და ივე­რი მე­ლაშ­ვილს, ისიც თქვა, - მის პატ­რი­ო­ტიზ­მში ეჭვი არ მე­პა­რე­ბაო.

- კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე ყო­ველ­თვის იყო მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე და ეს ადა­მი­ა­ნე­ბი იც­ვლე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ მუდ­მი­ვად რჩე­ბოდ­ნენ კო­მი­სის წევ­რე­ბი. მე ივე­რი მე­ლაშ­ვილს ვერ და­ვა­და­ნა­შა­უ­ლებ, რომ მან მო­ი­პა­რა რუკა და გა­აქ­რო, პირ­და­პირ ხელს ვერ და­ვა­დებ, ამას და­ად­გენს გა­მო­ძი­ე­ბა, მაგ­რამ როცა იცი, რომ არას­წორ დო­კუ­მენტს იყე­ნებ, ეს ქვეყ­ნის­თვის სა­ზი­ა­ნოა და აწერ ამას ხელს, ეს არის და­ნა­შა­უ­ლი. სულ ცოტა, გან­გა­შის ზა­რე­ბი მა­ინც უნდა ატე­ხო ასეთ დროს. შე­იძ­ლე­ბა გი­გი­ა­ძის­თვის ის პატ­რი­ო­ტი ადა­მი­ა­ნია იმი­ტომ, რომ ნაკ­ლე­ბად იც­ნობს შიგ­ნით ამ პრო­ცესს, მაგ­რამ ჩემ­თვის ეს არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც სულ მცი­რე, და­უშ­ვა შეც­დო­მა და რო­მე­ლიც მცდა­რი დო­კუ­მენ­ტით ოპე­რი­რებ­და ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. პი­რა­დად შევ­ხვედ­რილ­ვარ და ამ სა­კი­თხზე მი­სა­უბ­რია ადრე მას­თან, მაგ­რამ არა­სო­დეს უთ­ქვამს, რომ მცდა­რი დო­კუ­მენ­ტე­ბით სარ­გებ­ლობ­და კო­მი­სია. იძახ­დნენ, - სხვა რუკა არ გვაქვს და ამით უნდა ვი­სარ­გებ­ლო­თო... შე­იძ­ლე­ბა აი­ძუ­ლეს კო­მი­ის ზო­გი­ერ­თი წევ­რი და მათ შო­რის ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი, რომ ასე მოქ­ცე­უ­ლი­ყო...

მოკ­ლედ, ეს პრო­ცე­სი იყო მა­ხინ­ჯი, და­ნა­შა­უ­ლია ჩა­დე­ნი­ლი და ამის გამო კი­ნა­ღამ დავ­კარ­გეთ ამ­ხე­ლა ტე­რი­ტო­რია, მათ შო­რის და­ვით გა­რე­ჯის ნა­წი­ლიც. რაც შე­ე­ხე­ბა ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვას, ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლის მოყ­ვა­ნი­ლი კად­რია. ის კომ­პე­ტენ­ტუ­რი კარ­ტოგ­რა­ფია და ზუს­ტად იმა­ზეა ლა­პა­რა­კი, რომ ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვას­ნა­ირ ადა­მი­ანს არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­ეშ­ლე­ბო­და რო­მე­ლი დო­კუ­მენ­ტი არის სა­ჭი­რო ასე­თი ტი­პის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის. ამ ქალს შეც­დო­მა არ მო­უ­ვი­დო­და ე.ი სხვა რა­მე­შია საქ­მე... თუ რაში, ვი­მე­დოვ­ნებ, ამას გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საქმის კურსი
0

ე.წ. გარეჯის საქმე არის ფეიკი. საქმე აღძრულია სიტყვე-სიტყვით "გარეჯის მიმდებარედ" მყოფ მონაკვეთზე. რეალურად ეს არის მონაკვეთი, რომელიც დაშორებულია გარეჯის ტერიტორიიდან გარკვეული მანძილით და არ იმყოფება გარეჯის ტერიტორიის ფარგლებში. თავად გარეჯზე და მის ტერიტორიაზე საქმე აღძრული არ არის, ვერც აღძრავდნენ, ვინაიდან საკუთრივ გარეჯზე არანაირი არათუ გადაწყვეტილება, რაიმე სახის წინასწარი არაფორმალური შეთანხმებაც კი არ არსებობს. ხოლო რუკა, რომლზეც არეშიძე ლაპარაკობს, იმით რატომ ხელმძღვანელობდნენო, საზიანოაო, არის ალიევ-შევარდნაძის მიერ ხელმოწერი დოკუმენტით განსაზღვრული სახელმძღვანელოდ. ის საზიანო არ არის პირდაპირი გაგებით, უფრო შეიძლება ითქვას გაურკვეველია, წვრილმასშტაბიანობის გამო. 

მოკლედ - მოლაშვილს და ილიჩოვას იურიდიულად ბრალს დებენ მონაკვეთზე, რომელიც არის დავით გარეჯის ტერიტორიის მიმდებარედ, მის გარეთ, ხოლო ტელევიზიებით პროპაგანდა მიყავთ რომ "მათ გარეჯი გაყიდეს"

არეშიძემ ეს დარწმუნებული ვარ იცის, მაგრამ რას წარმოადგენს არეშიძე ეგეც ცნობილია. 

პატრიოტი 2
0

1)რა მდგომარეობა იყო 1991წ. საზღვართან მიმართებით- იგივე რაც დღეს. 2) მოეწერა რამე ხელშეკრულებას ხელი-არა. 3) თავისუფლად ვმოძრაობდით თუ არა გარეჯის ტერიტორიაზე-კი. 4) როდის გამწვავდა ვითარება- ზურაბიშვილის განცხადებების შემდგომ. ახლა მიპასუხეთ რა გასხვისდა და რა დააშავეს მეცნიერებმა-არაფერი. არეშიძე კი , მართლაც, გამორჩეული ნაძირალაა.

 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ივერი მელაშვილს ვერ დავაბრალებ, რომ მან მოიპარა რუკა, მაგრამ როცა იცი, რომ ქვეყნისთვის საზიანო დოკუმენტია და მაინც იყენებ, აი, ეს არის დანაშაული" - საზღვრის დადგენის სკანდალური საქმე

"ივერი მელაშვილს ვერ დავაბრალებ, რომ მან მოიპარა რუკა, მაგრამ როცა იცი, რომ ქვეყნისთვის საზიანო დოკუმენტია და მაინც იყენებ, აი, ეს არის დანაშაული" - საზღვრის დადგენის სკანდალური საქმე

საქართველო - აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს, ივერი მელაშვილს და კომისიის კიდევ ერთ წევრს, ნატალია ილიჩოვას პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად 8 ოქტომბერს წარუდგინა. სავარაუდოდ, დღესვე გაიმართება სასამართლოს პროცესი და აღკვეთის ღონისძიების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს. არსებული ინფორმაციით, პროკურატურა მათთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, დააკმაყოფილებს თუ არა ამ მოთხოვნას სასამართლო, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, რომ მისი დასაცავი ბრალს არ აღიარებს და არც სასამართლოსთვის გირაოს შეთავაზებას აპირებს, რადგან მიიჩნევს, რომ ეს მისი ბრძოლაა და ბოლომდე იბრძოლებს. "არანაირი დათმობა არ იქნება იმის გამო, რომ გარეთ იყოს", - განაცხადა მარიკაშვილმა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, ნატალია ილიჩოვას, მისი პოზიცია უცნობია, რადგან მედიასთან მისი ადვოკატი ჯერ არ გამოჩენილა.

დიდი გამოხმაურება მოყვა გუშინვე მათ დაკავებას და "ნაცმოძრაობის" ლიდერებმა აქცია მთავარ პროკურატურასთან გამართეს. ოპოზიცია აცხადებს, რომ გამოძიების დაწყების გადაწყვეტილება პროკურატურას დამოუკიდებლად არ მიუღია. "ევროპული საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ბოლომდე გაჰყვებიან დაკავებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას, ღირსების დაცვას და მათ მიმართ სამართლიანობის აღდგენას.

"სააკაშვილისთვის ტრეფიკინგის ან ორგანოების მოჭმის დაბრალება უფრო ახლო იქნებოდა და შედეგსაც უფრო გამოიღებდა, ვიდრე დავითგარეჯის საქმეში მისი ბრალეულობა. ამ აბსურდს, როცა ტერიტორია არავის გაუსხვისებია, ჯობდა სხვა რაღაცები გაეკეთებინათ", - განაცხადა საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის (GIEV) დამფუძნებელმა მამუკა ჟღენტმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში".

მისივე თქმით, დავით გარეჯის საქმეში არანაირი ლოგიკა არ არსებობს და სამართლებრივად და პოლიტიკურად აბსოლუტურად "შტერული გადაწყვეტილებაა" მიღებული.

"მიხეილ სააკაშვილს შეიძლება დააბრალონ, რომ გვირაბი გაყავდა ბომბეიდან ბრიუსელამდე ან არ ვიცი, ყველაფერი შესაძლებელია დაბრალების თვალსაზრისით. ჩვენი ხელისუფლების რიტორიკას რთულად მივყვებით, ლოგიკა არაფერში არსებობს, სამართლებრივად აბსოლუტურად გაუმართავი საქმეა და ვერანაირი შედეგი ვერ დადგება, რეალურად ამ საქმისგან არაფერი გამოვა და ვერავის ბრალი ვერ დადასტურდება. სახელმწიფო ტერიტორიების გასხვისების სკითხზე მისი ბრალეულობა პოლიტიკურადაც აბსოლუტურად აბსურდული და შტერული გადაწყვეტილებაა. ვიმეორებ, გარდა იმისა, რომ ეს საკითხი არის მიუღებელი, ასევე საკმაოდ რთული შედეგით შეიძლება დასრულდეს საქართველოსთვის, თან მიმდინარეობს ომი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. როდესაც ეს ომიც დასრულდება და არჩევნებიც დასრულდება, აზერბაიჯანთან უნდა გავაგრძელოთ საზღვრის დელიმიტაცია და ამიტომ ეს ყველაფერი ჩვენს საწინააღმდეგოდ იქნება გამოყენებული და რატომ აკეთებენ ამას - ჭკუის ნაკლებობის გამო თუ უნდათ, რომ ვიღაცასთან გამოიჩინონ თავი და აი, კიდევ ერთი არგუმენტი სააკაშვილის წინააღმდეგ - ეს ქვეყნის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. ჩვენს წინააღმდეგ ამ საქმის გამოყენება გულისხმობს იმას, რომ აზერბაიჯანთან ამ კომისიას თავისი ფუნქციონირების წესები აქვს და ამ მოლაპარაკებებზე სისხლის სამართლებრივი საქმით ზეგავლენის მოხდენა ეს არ არის მიღებული პრაქტიკა და არცერთ შემთხვევაში შედეგს არ გამოიღებს", - განაცხადა ჟღენტმა.

ექსპერტ მამუკა არეშიძეს, რომელიც წლების წინ აცხადებდა, რომ საზღვრის დამდგენ კომისიაში პრობლემები იყო და არასწორი რუკებით ხდებოდა ოპერირება, უკვირს პროკურატურასთან ასეთი აქციების გამართვა. მისი თქმით, საქმეში დაკავებული პირების პასუხისმგებლობა აშკარად ჩანს.

მამუკა არეშიძე:

- ადრე თუ გვიან სამართალს უნდა ეზეიმა. ამ პროცესებს ველოდი, მაგრამ როდის მოხდებოდა ეს ამბავი და ვინ იქნებოდნენ დამნაშავეები, ამის თქმა მაშინ არ შემეძლო. თუმცა ერთ-ერთ მათგანზე ეჭვი მაშინაც მქონდა.

- პროკურატურის განცხადებით, დაკავებული ქალის სახლიდან ამოღებულია იმ რუკის დედანი, რომელსაც ამდენი წელი ეძებდნენ. გასულ კვირას, როცა ჩხრეკა ჩატარდა, ითქვა, რომ რუკა იპოვეს, თქვენ ჩვენთან ინტერვიუში თქვით, ის კონკრეტული რუკა თუ ჰქონდა, რომელსაც ეძებდნენ, მაშინ დასახვრეტიაო. როგორ ფიქრობთ, ამდენი ხანი რომ ინახავდა ის ამ რუკას?

- იპოვეს თუ არ იპოვეს ის რუკა მათ სახლში, ამას ჩემთვის ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ეს რუკა საქართველოში რომ უნდა ყოფილიყო, დღესავით ნათელი იყო. რუკა რომ გაქრა, ამას თვითონ ესენი ამბობდნენ, ამტკიცებდნენ, - საქართველოში არ არისო. ერთ-ერთი მათგანი იმ სამსახურის ხელმძღვანელი იყო, სადაც ეს რუკა, წესით, უნდა ყოფილიყო. ასე რომ პრინციპში დამალეს რუკა, თუ გააქრეს, არ ვიცი, მაგრამ ეს რუკა საბოლოო ჯამში გამოჩნდა, ეს არის მთავარი ამ ამბავში. ჩამოიტანეს დაკარგული რუკის მეორე დედანი სხვა ქვეყნიდან და ამის შემდეგ, როდესაც მოხდა ჩხრეკა, მაგასთანაც იპოვეს ის რუკა, რაშიც ამდენი ფული გადაიხადა ბიზნესმენმა და რასაც ამდენი წლები ვეძებდით. ეს არის ძალიან მძიმე საქციელი, ეს ნიშნავს, რომ შეგნებულად აიღეს ის რუკა, რომელშიც იყო ძალიან ზოგადი სურათი საზღვრის მიმდებარე ტერიტორიისა და აქედან გამომდინარე, ძალიან რთული იყო შესაბამისი დასკვნების გაკეთება. მეტს გეტყვით, ვთქვათ, ეს რუკა მართლა იყო გამქრალი და ეს ადამიანები არაფრის შუაში არიან, მაგრამ, როცა იმ რუკით ადგენ საზღვარს, რომელიც იცი, რომ არ ვარგა, მაინც დამნაშავე ხარ!.. საერთოდ ნუ გააკეთებდნენ ნურაფერს. ეთქვათ, - კომისია მუშაობას ვერ დაიწყებს, რადგან არ გვაქვს შესაბამისი დოკუმენტაცია და მასალებიო. მოეთხოვათ ჯერ შევარდნაძის, მერე უკვე სააკაშვილის ხელისუფლებებისთვის, რომ მოეძებენათ შესაბამისი დოკუმენტაცია. ამაშია საქმე, რადგან გაჩუმდი, გაიყურსე და მოაწერე ხელი ზოგადი რუკის გამოყენებას, უკვე დამნაშავე ხარ.

- ივერი მელაშვილი დაკავებამდე ამბობდა, იმ 1938 წლის რუკის გამოყენება, რომელზეც ახლა საუბარია, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, რადგან იმ რუკაში ბევრი ხარვეზიაო.

- ეს არის თვალთმაქცობა. სწორად ამბობს, როცა თქვა, იმ რუკის გამოყენება შეუძლებელი იყოო, მაგრამ ამ დროს მას უნდა ჩაეძიო და კითხო, რუკის რომელ ვარიანტს გულისხმობს და მაშინ გახდება პასუხი ნათელი. ამათ მაშინ ხელთ ჰქონდათ იმ 1938 წლის 1: 200000-იანი რუკის ასლი, რომლის დედანიც ახლა იპოვეს, რასაკვირველია, ასლი ხარვეზით არის და არ გამოდგება საერთაშორისო მოლაპარაკებების კონტექსტში... მოკლედ, როცა ასლზე საუბრობს და ამას ამბობს, მართალს ამბობს, მაგრამ სად იყო ამ დროს ორიგინალი? და თუ არ იყო ორიგინალი, რატომ მოაწერე იმ დოკუმენტს ხელი, რაც ამ რუკის ზოგადი ვარიანტია?! თუმცა აგერ გამოჩნდა, რომ ორიგინალიც არსებობდა თურმე, მათ ჰქონდათ.

- ამ ორი პიროვნების დაკავებას აქციები მოყვა, ოპოზიციის ლიდერები ითხოვენ მელაშვილის და ილიჩოვას გათავისუფლებას, ამაზე რას იტყვით?

- რატომ შემოიხიეს უცებ ტანზე ყველაფერი "ნაცმოძრაობის" წევრებმა და ლიდერებმა, ვერ გავიგე. ჯერჯერობით არავის უთქვამს, თქვენი პრეზიდენტი სააკაშვილია დამნაშავე ამაშიო. ეს ყველაფერი დაიწყო შევარდნაძის დროს და გაგრძელდა სააკაშვილის დროს, თუმცა ცალსახაა, სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაესვა პირობითი წერტილი. სახელმწიფო გადაწყვეტილება კი არ იყო, კომისიებმა მოაწერეს ხელი და ასე შექმნეს საბოლოო დოკუმენტი. წინასწარ იცოდა ივერი მელაშვილმა და ყველამ, რომ ეს დოკუმენტი არ იყო გამართული და მაინც მოაწერეს ხელი. მარტო ეს ორი ადამიანი არ არის ამ ყველაფერში დამნაშავე, ბევრი სხვა ადამიანიც არის ამ საქმეში გარეული, რომლებმაც სულ მცირე, გულგრილობა მაინც გამოიჩინეს ამ შუალედური დოკუმენტის მიმართ.

- ფიქრობთ რომ სხვების პასუხიმგებლობის საკითხიც დადგება?

-აუცილებლად უნდა დადგეს. ზოგის სამსახურებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ზოგის სისხლის სამართლებრივი და ა.შ.

- ოპოზიციის პოზიცია ცალსახაა, მაგრამ გუშინ ანალოგიური შინაარსის განცხადება გააკეთა საქართველოს მოქმედმა ელჩმა დანიაში, გიგი გიგაიძემ და მანაც მხარდაჭერა გამოუცხადა ივერი მელაშვილს, ისიც თქვა, - მის პატრიოტიზმში ეჭვი არ მეპარებაო.

- კომისიის თავმჯდომარე ყოველთვის იყო მინისტრის მოადგილე და ეს ადამიანები იცვლებოდნენ, მაგრამ მუდმივად რჩებოდნენ კომისის წევრები. მე ივერი მელაშვილს ვერ დავადანაშაულებ, რომ მან მოიპარა რუკა და გააქრო, პირდაპირ ხელს ვერ დავადებ, ამას დაადგენს გამოძიება, მაგრამ როცა იცი, რომ არასწორ დოკუმენტს იყენებ, ეს ქვეყნისთვის საზიანოა და აწერ ამას ხელს, ეს არის დანაშაული. სულ ცოტა, განგაშის ზარები მაინც უნდა ატეხო ასეთ დროს. შეიძლება გიგიაძისთვის ის პატრიოტი ადამიანია იმიტომ, რომ ნაკლებად იცნობს შიგნით ამ პროცესს, მაგრამ ჩემთვის ეს არის ადამიანი, რომელმაც სულ მცირე, დაუშვა შეცდომა და რომელიც მცდარი დოკუმენტით ოპერირებდა ამდენი წლის განმავლობაში. პირადად შევხვედრილვარ და ამ საკითხზე მისაუბრია ადრე მასთან, მაგრამ არასოდეს უთქვამს, რომ მცდარი დოკუმენტებით სარგებლობდა კომისია. იძახდნენ, - სხვა რუკა არ გვაქვს და ამით უნდა ვისარგებლოთო... შეიძლება აიძულეს კომიის ზოგიერთი წევრი და მათ შორის ივერი მელაშვილი, რომ ასე მოქცეულიყო...

მოკლედ, ეს პროცესი იყო მახინჯი, დანაშაულია ჩადენილი და ამის გამო კინაღამ დავკარგეთ ამხელა ტერიტორია, მათ შორის დავით გარეჯის ნაწილიც. რაც შეეხება ნატალია ილიჩოვას, ივერი მელაშვილის მოყვანილი კადრია. ის კომპეტენტური კარტოგრაფია და ზუსტად იმაზეა ლაპარაკი, რომ ნატალია ილიჩოვასნაირ ადამიანს არავითარ შემთხვევაში არ შეეშლებოდა რომელი დოკუმენტი არის საჭირო ასეთი ტიპის მოლაპარაკებებისთვის. ამ ქალს შეცდომა არ მოუვიდოდა ე.ი სხვა რამეშია საქმე... თუ რაში, ვიმედოვნებ, ამას გამოძიება დაადგენს.