სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისევ რევოლუცია: ქართველები ყირგიზული რევოლუციების სათავეებთან, გამქრალი პრეზიდენტი და თურქეთის ინტერესი შუააზიურ სახელმწიფოში
ისევ რევოლუცია: ქართველები ყირგიზული რევოლუციების სათავეებთან, გამქრალი პრეზიდენტი და თურქეთის ინტერესი შუააზიურ სახელმწიფოში

იმ დროს, როცა ჩვენ­თან, კავ­კა­სი­ა­ში სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის ომი მიმ­დი­ნა­რე­ობს, მე­ზო­ბელ რე­გი­ონ­ში - ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში, ყირ­გი­ზეთ­ში კი­დევ ერთი რე­ვო­ლუ­ცია მოხ­და, რი­გით მე­სა­მე 2005 წლის შემ­დეგ. სულ რა­ღაც ერთ დღე­ში მთე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მა და­ინ­გრა... და ეს მოხ­და ერთი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ით, რო­მე­ლიც სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­მა გა­მო­იწ­ვია. ზე­დი­ზედ გა­დად­გნენ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი, ძა­ლო­ვა­ნი სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი პრო­ტეს­ტან­ტე­ბის მხა­რე­ზე გა­და­ვიდ­ნენ. პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი ორ ჯგუ­ფად გა­იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნე­თის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ აღი­ა­რებ­დნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჟო­გორ­კუ კე­ნე­შის (პარ­ლა­მენ­ტის) სპი­კე­რიც გა­დად­გა. გაჩ­ნდა კი­თხვა - ხომ არ გახ­დე­ბა რე­ვო­ლუ­ცი­ის მსხვერ­პლი პრე­ზი­დენ­ტი სო­რონ­ბაი ჟე­ენ­ბე­კო­ვი?

  • საპ­რო­ტეს­ტო "ბლიცკ­რი­გი": მი­ზე­ზი და შე­დე­გი

4 ოქ­ტომ­ბერს ყირ­გი­ზეთ­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­და. იქა­უ­რი ცეს­კოს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, შვიდპ­რო­ცენ­ტი­ა­ნი ბა­რი­ე­რი მხო­ლოდ ოთხმა პარ­ტი­ამ გა­და­ლა­ხა. მათ­გან სამი, ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ტო­ლო­გე­ბის თქმით, მჭიდ­როდ არი­ან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მოქ­მედ პო­ლი­ტი­კურ ელი­ტას­თან. პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა პარ­ტია "ბი­რიმ­დიკ­მა", რო­მე­ლიც ყირ­გი­ზე­თის სამ­ხრეთ რე­გი­ო­ნებ­ში აქ­ტი­უ­რობს (თა­ვის დრო­ზე, 1990-იან წლებ­ში, ყირ­გი­ზე­თის პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა პი­რო­ბი­თად ორად გა­ი­ყო - ქვეყ­ნის სამ­ხრეთ­ში და ჩრდი­ლო­ეთ­ში არ­სე­ბულ კლა­ნურ-პო­ლი­ტი­კურ ჯგუ­ფე­ბად, რომ­ლე­ბიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ერ­თმა­ნეთს ცვლიდ­ნენ), მე­ო­რე ად­გი­ლი - პარ­ტია "მე­კე­ნიმ კირ­გიზსტან­მა" ("მშობ­ლი­ურ­მა ყირ­გი­ზეთ­მა"). აქვე ვი­ტყვით, რომ "სამ­ხრე­თის ბლოკს" ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ სის­ტე­მა­ში პრე­ზი­დენ­ტი სო­რონ­ბაი ჟე­ენ­ბე­კო­ვიც წარ­მო­ად­გენს.

რო­გორც ბიშ­კე­კე­ლი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, ამ ორ პარ­ტი­ას თა­ვის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში ჰქონ­და ბევ­რად უფრო მეტი რე­სურ­სი, ვიდ­რე და­ნარ­ჩე­ნებს, რის გა­მოც მათ ბევ­რად უკან ჩა­მო­ი­ტო­ვეს და­ნარ­ჩე­ნე­ბი და გა­ი­მარ­ჯვეს. "ბი­რიმ­დი­კის" სი­ა­ში შე­დის პრე­ზი­დენ­ტის ძმა ასილ­ბეკ ჟენ­ბე­კო­ვი, ხოლო "მე­კე­ნიმ კირ­გიზსტანს" სა­ბა­ჟო სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი რა­იმ­ბიკ მატ­რა­ი­მო­ვი აფი­ნან­სებ­და, მეტ­სა­ხე­ლად "რაიმ-მი­ლი­ო­ნი".

ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც პარ­ლა­მენ­ტში ვერ მოხ­ვდნენ, არი­ან "რეს­პუბ­ლი­კა" და "ატა მე­კე­ნი" ("მა­მუ­ლი"), "ბუ­გუნ კირ­გიზსტა­ნი" ("ერ­თი­ა­ნი ყირ­გი­ზე­თი"), "ზა­მან­და­ში" ("თა­ნა­მედ­რო­ვე") და სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტია, უფრო ზუს­ტად მისი ის ფრთა, რო­მელ­მაც თა­ვი­სი და­მა­არ­სებ­ლის, ექ­სპრე­ზი­დენტ ალ­მაზ­ბეკ ატამ­ბა­ე­ვის ერ­თგუ­ლი დარ­ჩა.

პა­რა­დოქ­სუ­ლია, რომ არ­ჩევ­ნე­ბის წინ პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა ექ­სპერ­ტი და პო­ლი­ტი­კო­სი, ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბის ჩათ­ვლით, ამ­ტკი­ცებ­და, რომ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია საკ­მა­ოდ პა­ტი­ოს­ნად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ხოლო თა­ვის მხრივ პრე­ზი­დენ­ტმა სო­რომ­ბაი ჟე­ე­ნე­ბე­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ობი­ექ­ტუ­რო­ბის დაც­ვის მიზ­ნით, იგი წყვეტ­და ურ­თი­ერ­თო­ბას ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას­თან, მათ შო­რის თა­ვი­სი ძმის პარ­ტი­ას­თა­ნაც. მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რებ­მა მი­ა­ნიშ­ნეს, რომ მარ­თა­ლია ხმე­ბის დათ­ვლის დროს რა­ი­მე გა­ყალ­ბე­ბა არ მომ­ხდა­რა და არც შე­იძ­ლე­ბო­და მომ­ხდა­რი­ყო ელექტრო­ნუ­ლი ურ­ნე­ბის გამო, მაგ­რამ ჟე­ენ­ბე­კო­ვე­ბი­სა და მატ­რა­ი­მო­ვე­ბის მდი­დარ­მა კლა­ნებ­მა ამომ­რჩევ­ლე­ბი, უბ­რა­ლოდ, მო­ის­ყი­დეს. ერთი ხმის კონ­კრე­ტუ­ლი ფასი - ორი ათა­სი სომი, რომ­ლის კურ­სი რუბ­ლის ტო­ლია.

  • შვილ­მა ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მამა ცი­ხი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა

ვი­ნა­ი­დან ვერ­ცერ­თი ცნო­ბი­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში ვერ მოხ­ვდა და, შე­სა­ბა­მი­სად, მათ­თან ერ­თად კი­დევ 12-მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ, რომ­ლე­ბიც არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, ხმის დათ­ვლის შე­დე­გე­ბი უარ­ყვეს და "ალა-ტოოს" მო­ე­დან­ზე საპ­რო­ტეს­ტო მი­ტინ­გი გა­მარ­თეს, შემ­დეგ კი "თეთ­რი სახ­ლის­კენ" (სამ­თავ­რო­ბო ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი კომ­პლექ­სი­სა­კენ გა­ე­მარ­თნენ და შიგ შე­იჭრ­ნენ. პო­ლი­ცი­ამ მათ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია, მაგ­რამ უშე­დე­გოდ. შე­ნო­ბა­ში ხან­ძა­რი გაჩ­ნდა და ნა­წი­ლი და­იწ­ვა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მო­მი­ტინ­გე­ებ­მა სა­პყრო­ბი­ლე­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს ექ­სპრე­ზი­დენ­ტი ალ­მაზ­ბეკ ატამ­ბა­ე­ვი და კი­დევ რამ­დე­ნი­მე პო­ლი­ტი­კო­სი, რომ­ლე­ბიც კო­რუფ­ცი­ის ბრალ­დე­ბით იყ­ვნენ მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი. სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტია, რომ მო­მი­ტინ­გე­ებს წინ ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ვაჟი ყა­დირ ატამ­ბა­ე­ვი მი­უ­ძღო­და, რო­მელ­მაც, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას. მამა ცი­ხი­დან გა­მო­უშ­ვა.

ალ­მაზ­ბეკ ატამ­ბა­ე­ვი

კუ­რი­ო­ზუ­ლად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს ის ფაქ­ტი, რომ სა­პყრო­ბი­ლე­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა აგ­რეთ­ვე ექსდე­პუ­ტა­ტი სა­დირ ჯა­ფა­რო­ვი, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე პრე­ზი­დენტ ალ­ბაზ­ბეკ ატამ­ბა­ე­ვის სურ­ვი­ლით ჩას­ვეს. ახლა კი ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი და პა­ტი­მა­რი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის კან­დი­და­ტად არის და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი... პარ­ლა­მენ­ტსაც ახა­ლი სპი­კე­რი ჰყავს - ოპო­ზი­ცი­უ­რი ლი­დე­რი მიქ­ტი­ბეკ აბ­დილ­და­ე­ვი, თუმ­ცა ეს დრო­ე­ბით - ცენ­ტრა­ლურ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ ოთხ ოქ­ტომ­ბერს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ცევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი გა­ა­უქ­მა და ახა­ლი გან­მე­ო­რე­ბი­თი ხმის მი­ცე­მა და­ნიშ­ნა, რო­მე­ლიც ორი კვი­რის ვა­და­ში უნდა გა­ი­მარ­თოს.

  • სად გაქ­რა პრე­ზი­დენ­ტი? იმა­ლე­ბა და გაქ­ცე­ვას აპი­რებს?

6 ოქ­ტომ­ბერს პრე­ზი­დენ­ტმა სო­რომ­ბაი ჟე­ენ­ბე­კოვ­მა გამ­ბე­და­ო­ბა მო­იკ­რი­ბა და "ზო­გი­ერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა" სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. მან აღ­ნიშ­ნა აგ­რეთ­ვე, რომ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა არ გა­მო­ა­ცხა­და - იმი­ტომ, რომ სის­ხლისღვრა არ სურ­და: "მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ მი­ტინ­გე­ბი და­უნ­დობ­ლად უნდა დარ­ბე­უ­ლი­ყო და მისი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი დაგ­ვე­ჭი­რა, მაგ­რამ მე უარი ვთქვი - სი­ტუ­ა­ცია უფრო გა­უ­ა­რეს­დე­ბო­და". სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ამ გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ იგი... გაქ­რა. სო­რომ­ბაი ჟე­ნე­ბე­კო­ვის სა­ხე­ლით გან­ცხა­დე­ბებს მისი პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს, ამ მო­მენ­ტი­სათ­ვის მისი ად­გილ-სამ­ყო­ფე­ლი არა­ვინ იცის. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ იგი ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ა­კა­ვოს ისე­ვე, რო­გორც ადრე ხდე­ბო­და.

სო­რომ­ბაი ჟე­ენ­ბე­კო­ვი

სო­რომ­ბაი ჟე­ენ­ბე­კო­ვი წარ­მო­შო­ბით სამ­ხრე­თის დაჯ­გუ­ფე­ბი­დან არის. სამ­შა­ბათს პრე­ზი­დენ­ტის ძმა ასილ­ბე­კი შე­ე­ცა­და, რომ ქა­ლაქ ოშში "სამ­ხრე­თე­ლე­ბის" ამ­ბო­ხი მო­ე­წყო - "მზრუნ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის" და­სა­ცა­ვად, მაგ­რამ უშე­დე­გოდ - თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებ­მა მისი მო­წო­დე­ბა ვერ გა­ი­გო­ნეს.

ყირ­გი­ზე­ლებს პრე­ზი­დენ­ტის მი­მართ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­სათ­ვის მრა­ვა­ლი მი­ზე­ზი აქვთ, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ისაა, რომ ქვე­ყა­ნა­ში უმ­ძი­მე­სი ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სია გა­მე­ფე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც "კო­ვიდ-19"-ის პან­დე­მი­ი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი. კა­რან­ტი­ნე­ბი­სა და წარ­მო­ე­ბის გა­ჩე­რე­ბის გამო ბი­უ­ჯეტ­მა შე­მო­სავ­ლე­ბის თით­ქმის ერთი მე­ხუ­თე­დი და­კარ­გა. ყირ­გი­ზეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის ერთ-ერთი მა­ღა­ლი დო­ნეა მსოფ­ლი­ო­ში, სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი გა­დატ­ვირ­თუ­ლია, არ ჰყოფ­ნით მე­დი­კა­მენ­ტე­ბი და სა­მე­დი­ცი­ნო ტექ­ნი­კა.

ჯერ კი­დევ 2009 წელს, ოფი­ო­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, მო­სახ­ლე­ო­ბის მე­ხუ­თე­დი ნა­წი­ლი სი­ღა­რი­ბის ზღვარს მიღ­მა ცხოვ­რობ­და, ანუ და­ახ­ლო­ე­ბით 1,3 მი­ლი­ო­ნი ყირ­გი­ზე­ლის შე­მო­სა­ვა­ლი დღე­ში მხო­ლოდ 1,5 დო­ლა­რი იყო. ამის გამო ქვეყ­ნის თით­ქმის მი­ლი­ო­ნი მო­ქა­ლა­ქე რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს. განა ისი­ნი პრე­ზი­დენ­ტის მომ­ხრე­ე­ბი იქ­ნე­ბი­ან?

რო­გორც ზო­გი­ერ­თი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი წყა­რო ანო­ნი­მუ­რად აცხა­დებს, სოს­რონ­ბაი ჟე­ე­ნე­ბე­კო­ვი მო­ლა­პა­რა­კე­ბას აწარ­მო­ებს რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტთან ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან ქვეყ­ნი­დან შე­საძ­ლო ევა­კუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ. ალ­ბათ, მას მალე ას­კარ აკა­ე­ვის გვერ­დით ვნა­ხავთ.

  • ყირ­გი­ზე­თი - რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბის პო­ლი­გო­ნი: ქარ­თველ­თა "დამ­სა­ხუ­რე­ბა"

ყირ­გი­ზე­თი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ - ისე­ვე რო­გორც სხვა ექსსაბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კე­ბი - კრი­ზის­ში მო­ექ­ცა. 1990-96 წლებ­ში ეკო­ნო­მი­კის მო­ცუ­ლო­ბა თით­ქმის ორ­ჯერ შემ­ცირ­და. გა­ჩერ­და სა­წარ­მო­ე­ბი, გაძ­ლი­ერ­და მიგ­რა­ცია, კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის გა­დი­ნე­ბა, თუმ­ცა 2000-იანი წლე­ბი­დან სი­ტუ­ა­ცია დას­ტა­ბი­ლიზ­და და ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა და­ი­წყო. ყირ­გი­ზეთს გა­აჩ­ნია მდი­და­რი ენერ­გო­რე­სურ­სე­ბი, ურა­ნი­სა და ოქ­როს სა­ბა­დო­ე­ბი... ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენტ ას­კარ აკა­ე­ვის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში (1990-2005 წლე­ბი) ყირ­გი­ზე­თი ვაჭ­რო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რიც კი გახ­და, რაც ერ­თობ დიდ წარ­მა­ტე­ბად ჩა­ით­ვა­ლა. მაგ­რამ ამ წარ­მა­ტე­ბას თან დიდი ჩრდი­ლიც სდევ­და - კო­რუფ­ცია და მექ­რთა­მე­ო­ბა... გან­სა­კუთ­რე­ბით კი ას­კარ აკა­ე­ვის ოჯა­ხურ კლან­ში.

ჩვენ­მა მკი­თხვე­ლებ­მა, ალ­ბათ, იცი­ან 2005 წლის მარ­ტის მოვ­ლე­ნე­ბი, როცა ყირ­გი­ზეთ­ში სა­ხალ­ხო რე­ვო­ლუ­ცი­ის (ე.წ. "ტი­ტე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის") შე­დე­გად ას­კარ აკა­ე­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჩა­მო­შორ­და. მი­ზე­ზე­ბი შემ­დეგ­ში მდგო­მა­რე­ობ­და: ას­კარ აკა­ევ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უზურ­პი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა და სა­კუ­თარ ხელ­ში მო­აქ­ცია და როცა მისი ორი შვი­ლი 2005 წლის მარ­ტის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას შე­ე­ცად­ნენ, ყირ­გი­ზე­ლე­ბის მოთ­მი­ნე­ბა ამო­ი­წუ­რა. პრო­ტეს­ტე­ბი მთელ ქვე­ყა­ნას მო­ე­დო... ას­კარ აკე­ვი და მისი ოჯა­ხი ქვეყ­ნი­დან გა­იქ­ცნენ.

სხვა­თა შო­რის, პრე­ზი­დენ­ტის დამ­ხო­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი წვლი­ლი მა­შინ­დელ "ქარ­თველ ვარ­დო­სან რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რებ­საც" - გივი თარ­გა­მა­ძეს, თე­მურ ნერ­გა­ძეს და კახა გე­წა­ძე­საც "მი­უ­ძღვით", რომ­ლე­ბიც ბიშ­კეკ­ში პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნებ­ზე დამ­კვირ­ვებ­ლის სტა­ტუ­სით იყ­ვნენ, თუმ­ცა ბევ­რი ფიქ­რობს, რომ ისი­ნი არა­თუ უბ­რა­ლო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი, არა­მედ ბიშ­კე­კის რე­ვო­ლუ­ცი­ის "რუხი კარ­დი­ნა­ლე­ბი" იყ­ვნენ.

გივი თარ­გა­მა­ძე

ქარ­თველ ტე­ლე­მა­ყუ­რებ­ლებს დღემ­დე ახ­სოვთ გივი თარ­გა­მა­ძის პირ­და­პი­რი ჩარ­თვა ბიშ­კე­კი­დან, "ვა­სი­ლიჩს” ყირ­გი­ზუ­ლი ეროვ­ნუ­ლი ქუდი რომ ეხუ­რა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გუნ­დის როლი "ტი­ტე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ა­ში”, რო­მელ­საც წინ უძღო­და "ნა­რინ­ჯის­ფე­რი რე­ვო­ლუ­ცია" უკ­რა­ი­ნა­ში, გა­ცი­ლე­ბით მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი იყო, ვიდ­რე სურ­დათ, რომ წარ­მო­ე­ჩი­ნათ.

  • გან­ვლი­ლის გა­მე­ო­რე­ბა?!

ასე იყო თუ ისე, 2005 წლის ივ­ნის­ში ყირ­გი­ზეთ­ში ახალ პრე­ზი­დენ­ტად ექ­სპრე­მი­ე­რი ყურ­ბან­ბეკ ბა­კი­ე­ვი აირ­ჩი­ეს. მან თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბი და ვე­ტე­რა­ნი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და­ნიშ­ნა. მაგ­რამ გა­ვი­და ცოტა ხანი და როცა ადა­მი­ა­ნებ­მა და­ი­ნა­ხეს - რე­ა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი არ ხდე­ბა და კო­რუფ­ცია გრძელ­დე­ბა, მათ­ში უკ­მა­ყო­ფი­ე­ბის გრძნო­ბა გაჩ­ნდა: და­ი­წყეს ლა­პა­რა­კი იმა­ზე, რომ უბ­რა­ლოდ "ა" (აკა­ე­ვი) "ბ"-თი (ბა­კი­ე­ვით) შე­იც­ვა­ლა. მარ­თლაც­და, ყურ­ბან­ბეკ ბა­კი­ევ­მაც იგი­ვე გზით წა­ვი­და, რი­თაც მისი წი­ნა­მორ­ბე­დი მი­დი­ო­და - ოჯა­ხის წევ­რე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მი­იყ­ვა­ნა... ჰოდა, ბა­კი­ე­ვი 2010 წლის რე­ვო­ლუ­ცი­ამ შე­ი­წი­რა - ისიც აკა­ე­ვი­ვით ოჯახ­თან ერ­თად ქვეყ­ნი­დან გა­იქ­ცა.

იქ­ნებ რა­ი­მე გვეშ­ვე­ლო­სო და ყირ­გი­ზებ­მა კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ი­ტა­ნეს - ქვე­ყა­ნა სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კა გახ­და, მაგ­რამ რად გინ­და - კონ­სტი­ტუ­ცია კონ­სტი­ტუ­ცი­ად, საქ­მე ბო­ლომ­დე არ მი­იყ­ვა­ნეს, მმარ­თვე­ლო­ბის სის­ტე­მა ისევ ძვე­ლე­ბუ­რი დარ­ჩა. 2011 წელს პრე­ზი­დენ­ტად "ჩრდი­ლო­ე­ლი" ალ­მაზ­ბეკ ატამ­ბა­ე­ვი აირ­ჩი­ეს, სი­ტუ­ა­ცია მცი­რედ გა­მოს­წორ­და. 2017 წელს, როცა ალ­მაზ­ბეკ ატამ­ბა­ევს ვადა და­უს­რულ­და, მან თა­ვის "ერ­თგულ კა­ცად" "სამ­ხრე­თე­ლი" სო­რომ­ბეი ჟე­ენ­ბე­კო­ვი და­ა­სა­ხე­ლა და აარ­ჩე­ვი­ნა კი­დეც ქვეყ­ნის მე­თა­უ­რად - იმ იმე­დით, რომ სა­მო­მავ­ლოდ ექ­სპრე­ზი­დენ­ტი და­ცუ­ლი იქ­ნე­ბო­და და ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­ვა არ და­ჭირ­დე­ბო­და... მაგ­რამ ალ­მაზ­ბე­კი მწა­რედ მო­ტყუვ­და: სო­რომ­ბა­იმ ყო­ფი­ლი მე­გო­ბა­რი და­ი­ჭი­რა და ცი­ხე­ში გაგ­ზავ­ნა.

  • "კო­მი­სა­რი კა­ტა­ნი" და სხვე­ბი

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვე­ყა­ნა­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო, რო­მელ­შიც 30-მდე პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი შე­ვი­და. და­ი­ნიშ­ნა ზო­გი­ერ­თი უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, მა­გა­ლი­თად, ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რედ - ომურ­ბეკ სუ­ვა­ნა­ლი­ე­ვი, რო­მელ­საც, კრი­მი­ნალ­თან შე­უ­რი­გე­ბე­ლი ბრძო­ლის გამო მეტ­სა­ხე­ლად "კო­მი­სარ კა­ტა­ნის" ეძა­ხი­ან. "ბუნ­ტოვ­ში­კე­ბის­თვის" ტკბილ ლუკ­მას წარ­მო­ად­გენს ეროვ­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ტე­ლე­კომ­პა­ნია, რომ­ლის გა­კონ­ტრო­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას სურს, რო­მელ­თა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შიც იყ­ვნენ. ამ ფაქ­ტმა ახალ­გაზ­რდა ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია - მათ ლუსტრა­ცია და ძვე­ლი კად­რე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არ­დაშ­ვე­ბა მო­ი­თხო­ვეს.

მოკ­ლედ, ყირ­გი­ზეთ­ში ისე­თი სი­ტუ­ა­ცი­აა, რომ შე­იძ­ლე­ბა ჩვე­ნე­ბუ­რად, ხა­ტოვ­ნად ით­ქვას - არა­ვინ იცის, ვისი ვი­ო­ლი­ნო ვის რო­ი­ალ­შია...

რუსი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის აზ­რით, ყირ­გი­ზე­თის ამ­ბებს ბოლო არ უჩანს. ეჭვი არა­ვის ეპა­რე­ბა იმა­ში, რომ უწეს­რი­გო­ბე­ბი კი­დევ იქ­ნე­ბა. უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა კლა­ნებს შო­რის კი ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს. არ­ჩევ­ნე­ბის უკვე გა­უქ­მე­ბულ შე­დე­გებ­ში "სამ­ხრე­თის" კლა­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჭარ­ბობ­დნენ, "ჩრდი­ლო­ე­ლე­ბი" კი უსაქ­მოდ დარ­ჩნენ, სწო­რედ ამი­ტო­მაც გა­მო­ვიდ­ნენ ისი­ნი ქუ­ჩა­ში. ახლა მთა­ვა­რია, რომ კლა­ნებ­მა მო­ი­ლა­პა­რა­კონ, მაგ­რამ რო­გორ, ეს ჯერ გა­ურ­კვე­ვე­ლია.

  • რუ­სე­თი ელო­დე­ბა...

რაც შე­ე­ხე­ბა ყირ­გი­ზე­თის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კურ ორი­ენ­ტა­ცი­ას, ექ­სპერ­ტე­ბის აზ­რით, ის უც­ვლე­ლი დარ­ჩე­ბა: რო­გორც ცნო­ბი­ლია, ქვეყ­ნის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს პარტნი­ო­რე­ბად რუ­სე­თი, ყა­ზა­ხე­თი და ჩი­ნე­თი ით­ვლე­ბა. ბოლო დროს ყირ­გი­ზეთ­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ძლი­ერ­დე­ბა თურ­ქე­თის ინ­ტე­რე­სი (ისი­ნი ორი­ვე თურ­ქუ­ლე­ნო­ვან სა­ხელ­მწი­ფო­ებს მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან, ზო­გი­ერ­თი გავ­ლე­ნი­ა­ნი ყირ­გი­ზე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი თურ­ქე­თის ეკო­ნო­მი­კა­შია ჩარ­თუ­ლი). სხვა­თა შო­რის, თურ­ქეთ­მა ყირ­გი­ზეთს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია და ძვე­ლი ვა­ლე­ბიც ჩა­მო­ა­წე­რა. ზო­გი­ერ­თი დამ­კვირ­ვებ­ლის აზ­რით, ქვეყ­ნის დღე­ვან­დელ მოვ­ლე­ნებ­ში თურ­ქე­თიც არის გარ­კვე­ულ­წი­ლად ჩა­რე­უ­ლი.

რუ­სე­თი ყირ­გი­ზე­თის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ეკო­ნო­მი­კურ და პო­ლი­ტი­კურ პარტნი­ო­რად ით­ვლე­ბა. რუ­სეთ­ში ყირ­გი­ზე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის საკ­მაო ბევ­რი რა­ო­დე­ნო­ბა მუ­შა­ობს. თუ ვინ მოვა ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, კრემ­ლის­თვის ამას მა­ინ­ცდა­მა­ინც დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს - უეჭ­ვე­ლია, ბოლო წლე­ბის პო­ლი­ტი­კა გაგ­რძელ­დე­ბა. უბ­რა­ლოდ, მოს­კო­ვი ელო­დე­ბა, რო­გორ გა­და­ნა­წილ­დე­ბა კლა­ნებს შო­რის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ვინ იქ­ნე­ბი­ან თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი და როცა ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვე­ვა, კრემ­ლი მა­შინ ამოქ­მედ­დე­ბა.

ავ­ტო­რი: სი­მონ კი­ლა­ძე

ჯიბო
8

ბატონო ავტორო 2029 წელი მოვა მაგრამ ჯერ არა.).

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ისევ რევოლუცია: ქართველები ყირგიზული რევოლუციების სათავეებთან, გამქრალი პრეზიდენტი და თურქეთის ინტერესი შუააზიურ სახელმწიფოში

ისევ რევოლუცია: ქართველები ყირგიზული რევოლუციების სათავეებთან, გამქრალი პრეზიდენტი და თურქეთის ინტერესი შუააზიურ სახელმწიფოში

იმ დროს, როცა ჩვენთან, კავკასიაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი მიმდინარეობს, მეზობელ რეგიონში - ცენტრალურ აზიაში, ყირგიზეთში კიდევ ერთი რევოლუცია მოხდა, რიგით მესამე 2005 წლის შემდეგ. სულ რაღაც ერთ დღეში მთელი პოლიტიკური სისტემა დაინგრა... და ეს მოხდა ერთი საპროტესტო აქციით, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა გამოიწვია. ზედიზედ გადადგნენ პრემიერ-მინისტრი და სხვა თანამდებობის პირები, ძალოვანი სამინისტროების ხელმძღვანელები პროტესტანტების მხარეზე გადავიდნენ. პარლამენტის წევრები ორ ჯგუფად გაიყვნენ, რომლებიც ერთმანეთის გადაწყვეტილებას არ აღიარებდნენ. მოგვიანებით ჟოგორკუ კენეშის (პარლამენტის) სპიკერიც გადადგა. გაჩნდა კითხვა - ხომ არ გახდება რევოლუციის მსხვერპლი პრეზიდენტი სორონბაი ჟეენბეკოვი?

  • საპროტესტო "ბლიცკრიგი": მიზეზი და შედეგი

4 ოქტომბერს ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. იქაური ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების თანახმად, შვიდპროცენტიანი ბარიერი მხოლოდ ოთხმა პარტიამ გადალახა. მათგან სამი, ადგილობრივი პოლიტოლოგების თქმით, მჭიდროდ არიან დაკავშირებული მოქმედ პოლიტიკურ ელიტასთან. პირველი ადგილი დაიკავა პარტია "ბირიმდიკმა", რომელიც ყირგიზეთის სამხრეთ რეგიონებში აქტიურობს (თავის დროზე, 1990-იან წლებში, ყირგიზეთის პოლიტიკური ელიტა პირობითად ორად გაიყო - ქვეყნის სამხრეთში და ჩრდილოეთში არსებულ კლანურ-პოლიტიკურ ჯგუფებად, რომლებიც ხელისუფლებაში ერთმანეთს ცვლიდნენ), მეორე ადგილი - პარტია "მეკენიმ კირგიზსტანმა" ("მშობლიურმა ყირგიზეთმა"). აქვე ვიტყვით, რომ "სამხრეთის ბლოკს" ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში პრეზიდენტი სორონბაი ჟეენბეკოვიც წარმოადგენს.

როგორც ბიშკეკელი დამკვირვებლები აღნიშნავენ, ამ ორ პარტიას თავის განკარგულებაში ჰქონდა ბევრად უფრო მეტი რესურსი, ვიდრე დანარჩენებს, რის გამოც მათ ბევრად უკან ჩამოიტოვეს დანარჩენები და გაიმარჯვეს. "ბირიმდიკის" სიაში შედის პრეზიდენტის ძმა ასილბეკ ჟენბეკოვი, ხოლო "მეკენიმ კირგიზსტანს" საბაჟო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი რაიმბიკ მატრაიმოვი აფინანსებდა, მეტსახელად "რაიმ-მილიონი".

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც პარლამენტში ვერ მოხვდნენ, არიან "რესპუბლიკა" და "ატა მეკენი" ("მამული"), "ბუგუნ კირგიზსტანი" ("ერთიანი ყირგიზეთი"), "ზამანდაში" ("თანამედროვე") და სოციალ-დემოკრატიული პარტია, უფრო ზუსტად მისი ის ფრთა, რომელმაც თავისი დამაარსებლის, ექსპრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევის ერთგული დარჩა.

პარადოქსულია, რომ არჩევნების წინ პრაქტიკულად ყველა ექსპერტი და პოლიტიკოსი, ოპოზიციონერების ჩათვლით, ამტკიცებდა, რომ საარჩევნო კამპანია საკმაოდ პატიოსნად მიმდინარეობდა, ხოლო თავის მხრივ პრეზიდენტმა სორომბაი ჟეენებეკოვმა განაცხადა, რომ ობიექტურობის დაცვის მიზნით, იგი წყვეტდა ურთიერთობას ყველა პოლიტიკურ ძალასთან, მათ შორის თავისი ძმის პარტიასთანაც. მაგრამ მოგვიანებით ოპოზიციონერებმა მიანიშნეს, რომ მართალია ხმების დათვლის დროს რაიმე გაყალბება არ მომხდარა და არც შეიძლებოდა მომხდარიყო ელექტრონული ურნების გამო, მაგრამ ჟეენბეკოვებისა და მატრაიმოვების მდიდარმა კლანებმა ამომრჩევლები, უბრალოდ, მოისყიდეს. ერთი ხმის კონკრეტული ფასი - ორი ათასი სომი, რომლის კურსი რუბლის ტოლია.

  • შვილმა ექსპრეზიდენტი მამა ციხიდან გაათავისუფლა

ვინაიდან ვერცერთი ცნობილი ოპოზიციური პარტია საკანონმდებლო ორგანოში ვერ მოხვდა და, შესაბამისად, მათთან ერთად კიდევ 12-მა ორგანიზაციამ, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობდნენ, ხმის დათვლის შედეგები უარყვეს და "ალა-ტოოს" მოედანზე საპროტესტო მიტინგი გამართეს, შემდეგ კი "თეთრი სახლისკენ" (სამთავრობო ადმინისტრაციული კომპლექსისაკენ გაემართნენ და შიგ შეიჭრნენ. პოლიციამ მათ წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ უშედეგოდ. შენობაში ხანძარი გაჩნდა და ნაწილი დაიწვა. მოგვიანებით მომიტინგეებმა საპყრობილედან გაათავისუფლეს ექსპრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი და კიდევ რამდენიმე პოლიტიკოსი, რომლებიც კორუფციის ბრალდებით იყვნენ მსჯავრდებულები. საინტერესო ფაქტია, რომ მომიტინგეებს წინ ექსპრეზიდენტის ვაჟი ყადირ ატამბაევი მიუძღოდა, რომელმაც, შეიძლება ითქვას. მამა ციხიდან გამოუშვა.

ალმაზბეკ ატამბაევი

კურიოზულად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ საპყრობილედან გათავისუფლდა აგრეთვე ექსდეპუტატი სადირ ჯაფაროვი, რომელიც თავის დროზე პრეზიდენტ ალბაზბეკ ატამბაევის სურვილით ჩასვეს. ახლა კი ყოფილი დეპუტატი და პატიმარი პრემიერ-მინისტრის კანდიდატად არის დასახელებული... პარლამენტსაც ახალი სპიკერი ჰყავს - ოპოზიციური ლიდერი მიქტიბეკ აბდილდაევი, თუმცა ეს დროებით - ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოთხ ოქტომბერს ჩატარებული არცევნების შედეგები გააუქმა და ახალი განმეორებითი ხმის მიცემა დანიშნა, რომელიც ორი კვირის ვადაში უნდა გაიმართოს.

  • სად გაქრა პრეზიდენტი? იმალება და გაქცევას აპირებს?

6 ოქტომბერს პრეზიდენტმა სორომბაი ჟეენბეკოვმა გამბედაობა მოიკრიბა და "ზოგიერთი პოლიტიკური ძალა" სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა. მან აღნიშნა აგრეთვე, რომ საგანგებო მდგომარეობა არ გამოაცხადა - იმიტომ, რომ სისხლისღვრა არ სურდა: "მეუბნებოდნენ, რომ მიტინგები დაუნდობლად უნდა დარბეულიყო და მისი მონაწილეები დაგვეჭირა, მაგრამ მე უარი ვთქვი - სიტუაცია უფრო გაუარესდებოდა". საინტერესოა, რომ ამ განცხადების შემდეგ იგი... გაქრა. სორომბაი ჟენებეკოვის სახელით განცხადებებს მისი პრესსამსახური ავრცელებს, ამ მომენტისათვის მისი ადგილ-სამყოფელი არავინ იცის. არ არის გამორიცხული, რომ იგი ახალმა ხელისუფლებამ დააკავოს ისევე, როგორც ადრე ხდებოდა.

სორომბაი ჟეენბეკოვი

სორომბაი ჟეენბეკოვი წარმოშობით სამხრეთის დაჯგუფებიდან არის. სამშაბათს პრეზიდენტის ძმა ასილბეკი შეეცადა, რომ ქალაქ ოშში "სამხრეთელების" ამბოხი მოეწყო - "მზრუნველი პრეზიდენტის" დასაცავად, მაგრამ უშედეგოდ - თანამემამულეებმა მისი მოწოდება ვერ გაიგონეს.

ყირგიზელებს პრეზიდენტის მიმართ უკმაყოფილებისათვის მრავალი მიზეზი აქვთ, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური კრიზისია გამეფებული, რომელიც "კოვიდ-19"-ის პანდემიითაა გამოწვეული. კარანტინებისა და წარმოების გაჩერების გამო ბიუჯეტმა შემოსავლების თითქმის ერთი მეხუთედი დაკარგა. ყირგიზეთში კორონავირუსით სიკვდილიანობის ერთ-ერთი მაღალი დონეა მსოფლიოში, საავადმყოფოები გადატვირთულია, არ ჰყოფნით მედიკამენტები და სამედიცინო ტექნიკა.

ჯერ კიდევ 2009 წელს, ოფიოციალური მონაცემებით, მოსახლეობის მეხუთედი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა, ანუ დაახლოებით 1,3 მილიონი ყირგიზელის შემოსავალი დღეში მხოლოდ 1,5 დოლარი იყო. ამის გამო ქვეყნის თითქმის მილიონი მოქალაქე რუსეთში ცხოვრობს და მუშაობს. განა ისინი პრეზიდენტის მომხრეები იქნებიან?

როგორც ზოგიერთი ინფორმირებული წყარო ანონიმურად აცხადებს, სოსრონბაი ჟეენებეკოვი მოლაპარაკებას აწარმოებს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან ქვეყნიდან შესაძლო ევაკუაციის შესახებ. ალბათ, მას მალე ასკარ აკაევის გვერდით ვნახავთ.

  • ყირგიზეთი - რევოლუციების პოლიგონი: ქართველთა "დამსახურება"

ყირგიზეთი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ - ისევე როგორც სხვა ექსსაბჭოთა რესპუბლიკები - კრიზისში მოექცა. 1990-96 წლებში ეკონომიკის მოცულობა თითქმის ორჯერ შემცირდა. გაჩერდა საწარმოები, გაძლიერდა მიგრაცია, კვალიფიცირებული სპეციალისტების გადინება, თუმცა 2000-იანი წლებიდან სიტუაცია დასტაბილიზდა და ეკონომიკური ზრდა დაიწყო. ყირგიზეთს გააჩნია მდიდარი ენერგორესურსები, ურანისა და ოქროს საბადოები... ქვეყნის პირველი პრეზიდენტ ასკარ აკაევის მმართველობის პერიოდში (1990-2005 წლები) ყირგიზეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრიც კი გახდა, რაც ერთობ დიდ წარმატებად ჩაითვალა. მაგრამ ამ წარმატებას თან დიდი ჩრდილიც სდევდა - კორუფცია და მექრთამეობა... განსაკუთრებით კი ასკარ აკაევის ოჯახურ კლანში.

ჩვენმა მკითხველებმა, ალბათ, იციან 2005 წლის მარტის მოვლენები, როცა ყირგიზეთში სახალხო რევოლუციის (ე.წ. "ტიტების რევოლუციის") შედეგად ასკარ აკაევი ხელისუფლებას ჩამოშორდა. მიზეზები შემდეგში მდგომარეობდა: ასკარ აკაევმა ხელისუფლების უზურპირება მოახდინა და საკუთარ ხელში მოაქცია და როცა მისი ორი შვილი 2005 წლის მარტის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შეეცადნენ, ყირგიზელების მოთმინება ამოიწურა. პროტესტები მთელ ქვეყანას მოედო... ასკარ აკევი და მისი ოჯახი ქვეყნიდან გაიქცნენ.

სხვათა შორის, პრეზიდენტის დამხობაში გარკვეული წვლილი მაშინდელ "ქართველ ვარდოსან რევოლუციონერებსაც" - გივი თარგამაძეს, თემურ ნერგაძეს და კახა გეწაძესაც "მიუძღვით", რომლებიც ბიშკეკში პარლამენტის არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით იყვნენ, თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ ისინი არათუ უბრალო დამკვირვებლები, არამედ ბიშკეკის რევოლუციის "რუხი კარდინალები" იყვნენ.

გივი თარგამაძე

ქართველ ტელემაყურებლებს დღემდე ახსოვთ გივი თარგამაძის პირდაპირი ჩართვა ბიშკეკიდან, "ვასილიჩს” ყირგიზული ეროვნული ქუდი რომ ეხურა. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის გუნდის როლი "ტიტების რევოლუციაში”, რომელსაც წინ უძღოდა "ნარინჯისფერი რევოლუცია" უკრაინაში, გაცილებით მოკრძალებული იყო, ვიდრე სურდათ, რომ წარმოეჩინათ.

  • განვლილის გამეორება?!

ასე იყო თუ ისე, 2005 წლის ივნისში ყირგიზეთში ახალ პრეზიდენტად ექსპრემიერი ყურბანბეკ ბაკიევი აირჩიეს. მან თანამდებობებზე ოპოზიციის ლიდერები და ვეტერანი პოლიტიკოსები დანიშნა. მაგრამ გავიდა ცოტა ხანი და როცა ადამიანებმა დაინახეს - რეალური ცვლილებები არ ხდება და კორუფცია გრძელდება, მათში უკმაყოფიების გრძნობა გაჩნდა: დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ უბრალოდ "ა" (აკაევი) "ბ"-თი (ბაკიევით) შეიცვალა. მართლაცდა, ყურბანბეკ ბაკიევმაც იგივე გზით წავიდა, რითაც მისი წინამორბედი მიდიოდა - ოჯახის წევრები ხელისუფლებაში მიიყვანა... ჰოდა, ბაკიევი 2010 წლის რევოლუციამ შეიწირა - ისიც აკაევივით ოჯახთან ერთად ქვეყნიდან გაიქცა.

იქნებ რაიმე გვეშველოსო და ყირგიზებმა კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანეს - ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკა გახდა, მაგრამ რად გინდა - კონსტიტუცია კონსტიტუციად, საქმე ბოლომდე არ მიიყვანეს, მმართველობის სისტემა ისევ ძველებური დარჩა. 2011 წელს პრეზიდენტად "ჩრდილოელი" ალმაზბეკ ატამბაევი აირჩიეს, სიტუაცია მცირედ გამოსწორდა. 2017 წელს, როცა ალმაზბეკ ატამბაევს ვადა დაუსრულდა, მან თავის "ერთგულ კაცად" "სამხრეთელი" სორომბეი ჟეენბეკოვი დაასახელა და აარჩევინა კიდეც ქვეყნის მეთაურად - იმ იმედით, რომ სამომავლოდ ექსპრეზიდენტი დაცული იქნებოდა და ქვეყნიდან გაქცევა არ დაჭირდებოდა... მაგრამ ალმაზბეკი მწარედ მოტყუვდა: სორომბაიმ ყოფილი მეგობარი დაიჭირა და ციხეში გაგზავნა.

  • "კომისარი კატანი" და სხვები

ბოლო ინფორმაციით, ქვეყანაში ჩამოყალიბდა საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც 30-მდე პარტიის წარმომადგენელი შევიდა. დაინიშნა ზოგიერთი უწყების ხელმძღვანელი, მაგალითად, ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ - ომურბეკ სუვანალიევი, რომელსაც, კრიმინალთან შეურიგებელი ბრძოლის გამო მეტსახელად "კომისარ კატანის" ეძახიან. "ბუნტოვშიკებისთვის" ტკბილ ლუკმას წარმოადგენს ეროვნული სახელმწიფო ტელეკომპანია, რომლის გაკონტროლება რამდენიმე პოლიტიკურ ძალას სურს, რომელთა წარმომადგენლები წინა ხელისუფლებაშიც იყვნენ. ამ ფაქტმა ახალგაზრდა ოპოზიციონერების უკმაყოფილება გამოიწვია - მათ ლუსტრაცია და ძველი კადრების ხელისუფლებაში არდაშვება მოითხოვეს.

მოკლედ, ყირგიზეთში ისეთი სიტუაციაა, რომ შეიძლება ჩვენებურად, ხატოვნად ითქვას - არავინ იცის, ვისი ვიოლინო ვის როიალშია...

რუსი დამკვირვებლების აზრით, ყირგიზეთის ამბებს ბოლო არ უჩანს. ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ უწესრიგობები კიდევ იქნება. უკმაყოფილება კლანებს შორის კი ნამდვილად არსებობს. არჩევნების უკვე გაუქმებულ შედეგებში "სამხრეთის" კლანის წარმომადგენლები ჭარბობდნენ, "ჩრდილოელები" კი უსაქმოდ დარჩნენ, სწორედ ამიტომაც გამოვიდნენ ისინი ქუჩაში. ახლა მთავარია, რომ კლანებმა მოილაპარაკონ, მაგრამ როგორ, ეს ჯერ გაურკვეველია.

  • რუსეთი ელოდება...

რაც შეეხება ყირგიზეთის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას, ექსპერტების აზრით, ის უცვლელი დარჩება: როგორც ცნობილია, ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პარტნიორებად რუსეთი, ყაზახეთი და ჩინეთი ითვლება. ბოლო დროს ყირგიზეთში მნიშვნელოვნად ძლიერდება თურქეთის ინტერესი (ისინი ორივე თურქულენოვან სახელმწიფოებს მიეკუთვნებიან, ზოგიერთი გავლენიანი ყირგიზელი ბიზნესმენი თურქეთის ეკონომიკაშია ჩართული). სხვათა შორის, თურქეთმა ყირგიზეთს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია და ძველი ვალებიც ჩამოაწერა. ზოგიერთი დამკვირვებლის აზრით, ქვეყნის დღევანდელ მოვლენებში თურქეთიც არის გარკვეულწილად ჩარეული.

რუსეთი ყირგიზეთისთვის უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ პარტნიორად ითვლება. რუსეთში ყირგიზეთის მოქალაქეების საკმაო ბევრი რაოდენობა მუშაობს. თუ ვინ მოვა ქვეყნის ხელისუფლებაში, კრემლისთვის ამას მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არ აქვს - უეჭველია, ბოლო წლების პოლიტიკა გაგრძელდება. უბრალოდ, მოსკოვი ელოდება, როგორ გადანაწილდება კლანებს შორის ხელისუფლება, ვინ იქნებიან თანამდებობის პირები და როცა ეს ყველაფერი გაირკვევა, კრემლი მაშინ ამოქმედდება.

ავტორი: სიმონ კილაძე

ვლადიმირ პუტინმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები კონსულტაციებისთვის მოსკოვში მიიწვია

ბაიდენი ვირტუალურ დებატებზე თანახმაა, კორონავირუსით ინფიცირებული ტრამპი - არა - "არ ვაპირებ დრო დავკარგო დებატებზე, კომპიუტერის მიღმა, სულელურად"

სომხური მედია - აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში სომხურ ტაძარზე დარტყმა განახორციელა