პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაწერილია დრო, კონკრეტულმა მშობელმა ბავშვი რომელ საათზე უნდა მოიყვანოს..." - რა ცვლილებები დაგხვდებათ ბაგა-ბაღებში?
"გაწერილია დრო, კონკრეტულმა მშობელმა ბავშვი რომელ საათზე უნდა მოიყვანოს..." - რა ცვლილებები დაგხვდებათ ბაგა-ბაღებში?

იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ბავ­შვს აღ­მო­აჩ­ნდა ტემ­პე­რა­ტუ­რა, გა­დაგ­ვყავს ექთან­თან და­სა­ყოვ­ნე­ბელ ოთახ­ში, ვუ­კავ­შირ­დე­ბით მშო­ბელს და გო­ნივ­რულ ვა­და­ში ვთხოვთ, რომ გა­იყ­ვა­ნოს ბავ­შვი და მი­მარ­თოს 112-ს. თუ მშო­ბე­ლი ვერ მივა ბაღ­ში გო­ნივ­რულ ვა­და­ში, საქ­მე­ში 112 ერ­თვე­ბა, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელ­მა კა­ხა­ბერ გვან­ცე­ლა­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „პი­ლიტNews“-ში გა­ნა­ცხა­და.

გვან­ცე­ლა­ძე გან­მარ­ტავს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სი ბავ­შვე­ბის­თვის გარ­კვე­ულ სტრესს მო­ი­ცავს და არის სხვა სტრე­სუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბე­ბიც, თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი ბავ­შვე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის კეთ­დე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, გა­წე­რი­ლია დრო, კონ­კრე­ტულ­მა მშო­ბელ­მა ბავ­შვი რო­მელ სა­ათ­ზე უნდა მი­იყ­ვა­ნოს და გა­იყ­ვა­ნოს ბა­ღი­დან.

"რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ძა­ლი­ან ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა ბა­ღებ­ში. ეს შე­ე­ხე­ბა, რო­გორც ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ სა­კითხს, ასე­ვე მე­თო­დო­ლო­გი­ურ სა­კითხს. მშობ­ლებ­მა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, რომ ისი­ნი ბა­ღის შე­ნო­ბა­ში ვე­ღარ შევ­ლენ.

მათ გა­რეთ დახ­ვდე­ბათ აღ­მზრდე­ლი ან აღ­მზრდე­ლის თა­ნა­შემ­წე სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკი­პი­რე­ბით, გა­მო­არ­თმევს ბავ­შვს, შემ­დეგ ბავ­შვი გა­ივ­ლის თერ­მოსკრი­ნინგს და შემ­დგომ უკვე შეჰ­ყავთ ოთახ­ში. გა­წე­რი­ლია დრო, კონ­კრე­ტულ­მა მშო­ბელ­მა ბავ­შვი რო­მელ სა­ათ­ზე უნდა მი­იყ­ვა­ნოს ბაღ­ში და ანა­ლო­გი­უ­რად ხდე­ბა გაყ­ვა­ნაც, თუმ­ცა თუ არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა და მშობ­ლებს სურთ, რომ ბავ­შვი ბა­ღი­დან ადრე გა­იყ­ვა­ნონ, ძა­ლი­ან მინ­და მშობ­ლებს ვთხო­ვო, რომ მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ზღუ­დონ და ასე­თი შემ­თხვე­ვის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ბავ­შვის გაყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით აღ­მზრდელს 10 წუ­თით ადრე უნდა შე­ა­ტყო­ბი­ნოს“, - გა­ნა­ცხა­და გვან­ცე­ლა­ძემ.

ამას­თან, კა­ხა­ბერ გვან­ცე­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ სა­თა­მა­შო­ე­ბი, რო­მელ­თა რე­ცხვა რთულ პრო­ცესს მო­ი­ცავ­და, სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბი­დან ამო­ი­ღეს.

ცნო­ბის­თვის, 12 ოქ­ტომ­ბრი­დან ბაგა-ბა­ღებ­ში სა­აღ­მზრდე­ლო პრო­ცე­სი და­ი­წყე­ბა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nino
2

ანუ ბავშვი 10 დან 5 მდე ბარში ვერ იქნება. 2 წლის ბავშვი რგრ შევა ბაგში

ირა
1

ამდენი რეგულაციების შემდეგ ჯობს საერთოდ არ გავუშვა ბაღში ბავშვი,ისიც ცოდია სტრესული სიტუაციის გამო და აღმზრდელებიც ძალიან გაწვალდებიან,არ ღირს ასეთ სიტუაციაში ბაღის გახსნა

ავტორი:

"გაწერილია დრო, კონკრეტულმა მშობელმა ბავშვი რომელ საათზე უნდა მოიყვანოს..." - რა ცვლილებები დაგხვდებათ ბაგა-ბაღებში?

"გაწერილია დრო, კონკრეტულმა მშობელმა ბავშვი რომელ საათზე უნდა მოიყვანოს..." - რა ცვლილებები დაგხვდებათ ბაგა-ბაღებში?

იმ შემთხვევაში თუ ბავშვს აღმოაჩნდა ტემპერატურა, გადაგვყავს ექთანთან დასაყოვნებელ ოთახში, ვუკავშირდებით მშობელს და გონივრულ ვადაში ვთხოვთ, რომ გაიყვანოს ბავშვი და მიმართოს 112-ს. თუ მშობელი ვერ მივა ბაღში გონივრულ ვადაში, საქმეში 112 ერთვება, - ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პილიტNews“-ში განაცხადა.

გვანცელაძე განმარტავს, რომ აღნიშნული პროცესი ბავშვებისთვის გარკვეულ სტრესს მოიცავს და არის სხვა სტრესული მდგომარეობებიც, თუმცა ეს ყველაფერი ბავშვების უსაფრთხოებისთვის კეთდება.

მისივე თქმით, გაწერილია დრო, კონკრეტულმა მშობელმა ბავშვი რომელ საათზე უნდა მიიყვანოს და გაიყვანოს ბაღიდან.

"რეგულაციებიდან გამომდინარე ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ბაღებში. ეს შეეხება, როგორც ინფრასტრუქტურულ საკითხს, ასევე მეთოდოლოგიურ საკითხს. მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ისინი ბაღის შენობაში ვეღარ შევლენ.

მათ გარეთ დახვდებათ აღმზრდელი ან აღმზრდელის თანაშემწე სპეციალური ეკიპირებით, გამოართმევს ბავშვს, შემდეგ ბავშვი გაივლის თერმოსკრინინგს და შემდგომ უკვე შეჰყავთ ოთახში. გაწერილია დრო, კონკრეტულმა მშობელმა ბავშვი რომელ საათზე უნდა მიიყვანოს ბაღში და ანალოგიურად ხდება გაყვანაც, თუმცა თუ არის განსაკუთრებული შემთხვევა და მშობლებს სურთ, რომ ბავშვი ბაღიდან ადრე გაიყვანონ, ძალიან მინდა მშობლებს ვთხოვო, რომ მსგავსი შემთხვევები მაქსიმალურად შეზღუდონ და ასეთი შემთხვევის არსებობის შემთხვევაში ბავშვის გაყვანასთან დაკავშირებით აღმზრდელს 10 წუთით ადრე უნდა შეატყობინოს“, - განაცხადა გვანცელაძემ.

ამასთან, კახაბერ გვანცელაძემ აღნიშნა, რომ სათამაშოები, რომელთა რეცხვა რთულ პროცესს მოიცავდა, საბავშვო ბაღებიდან ამოიღეს.

ცნობისთვის, 12 ოქტომბრიდან ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყება.

იგეგმება თუ არა ფართომასშტაბიანი შეზღუდვები თბილისში? - ამირან გამყრელიძის განმარტება

"ბებიები და ბაბუები ხომ ჰყავთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც იქ იყვნენ? მეტს არაფერს ვიტყვი" - პაატა იმნაძე სტადიონთან შეკრებილებზე

"წლევანდელი ფინანსური აუდიტის მონაცემებით, "საპარტნიორო ფონდი“ და საქართველოს რკინიგზა მოგებაზე გადიან“ - გიორგი დანელია