მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დავით გარეჯის საკითხზე 60 ადამიანია გამოკითხული, მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნები" - პროკურორი
"დავით გარეჯის საკითხზე 60 ადამიანია გამოკითხული, მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნები" - პროკურორი

პრო­კუ­რო­რი ჯარ­ჯი წიკ­ლა­უ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ვით გა­რე­ჯის სა­კი­თხზე გა­მო­კი­თხუ­ლი არი­ან ყო­ფი­ლი მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი.

შე­კი­თხვა­ზე, თუ რო­მე­ლი ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი გა­მო­ი­კით­ნენ, პრო­კუ­რორ­მა არ და­ა­კონ­კრე­ტა და აღ­ნიშ­ნა, რომ საქ­მე­ზე სულ 60-მდე ადა­მი­ა­ნია და­კი­თხუ­ლი.

„საქ­მე­ზე გა­მო­კი­თხუ­ლი არი­ან მათ შო­რის ყო­ფი­ლი მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი. 60-მდე პი­რია გა­მო­კი­თხუ­ლი და ბუ­ნებ­რი­ვია, ვინც ფლობს საქ­მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას მოხ­დე­ბა ყვე­ლა ასე­თი მოწ­მის გა­მო­კი­თხვა. ვერ და­ვა­კონ­კრე­ტებ ვინ არი­ან“, - გა­ნა­ცხა­და წიკ­ლა­ურ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­საძ­ლო ბრა­ლე­უ­ლო­ბას, პრო­კუ­რორ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა და პრო­კუ­რა­ტუ­რა მუ­შა­ობს ყვე­ლა შე­საძ­ლო ვერ­სი­ის გა­და­მოწ­მე­ბა­ზე.

„გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა და ჩვენ ვმუ­შა­ობთ ყვე­ლა შე­საძ­ლო ვერ­სი­ის გა­და­მოწ­მე­ბის კუ­თხით. რაც შე­ე­ხე­ბა ყო­ფილ თუ მოქ­მედ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი გა­მო­იკ­ვე­თოს სხვა პირ­თა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც. ამის წი­ნას­წარ პროგ­ნო­ზი­რე­ბა ვერ მოხ­დე­ბა. რთუ­ლია პროგ­ნო­ზი­რე­ბა, ვისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იკ­ვე­თოს, გა­მო­ძი­ე­ბა მუ­შა­ობს ყვე­ლა შე­საძ­ლო ვერ­სი­ა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და წიკ­ლა­ურ­მა.

ცნო­ბის­თვის, მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის დე­ლი­მი­ტა­ცია-დე­მარ­კა­ცი­ის კო­მი­სი­ის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი და კო­მი­სი­ის წევ­რი ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა და­ა­კა­ვა. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სა­ზღვრე­ბის დე­ლი­მი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ 1970-80-იან წლებ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი რუ­კებ­ზე და­ტა­ნი­ლი სა­ზღვრის ხა­ზე­ბით, რაც არ­სე­ბი­თად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ულ სა­ზღვარს, მათ შო­რის და­ვით გა­რეჯ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აუ-გაუბერეთ ?
4

ბიძომ-ყველა-გაგვძარცვა ! ქვეყანა-დააქცია ! მიშამ-ქვეყანა-ქვეყანას-დაამსგავსა ! პენსიები-გააასმაგა ! თქვენა-ყველაფერი-უკუღმა-რაფრა-გამაგდით ?

ივანუშკა-დურაჩოკ !
4

ბიძო-სულ-რო-გაიფხრიწო შენ-პატონ-პუწინთან-ერთადა ! აფერი-გეშველებათ არც-შენ და-არც-შენს-ქოცნებასა ! ნაძარცვსაც-მალე-დაგაბრუნებინებთ გაქსუებულ-ყაჩაღებსა !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"დავით გარეჯის საკითხზე 60 ადამიანია გამოკითხული, მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნები" - პროკურორი

"დავით გარეჯის საკითხზე 60 ადამიანია გამოკითხული, მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნები" - პროკურორი

პროკურორი ჯარჯი წიკლაურის ინფორმაციით, დავით გარეჯის საკითხზე გამოკითხული არიან ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები.

შეკითხვაზე, თუ რომელი ყოფილი მაღალჩინოსნები გამოიკითნენ, პროკურორმა არ დააკონკრეტა და აღნიშნა, რომ საქმეზე სულ 60-მდე ადამიანია დაკითხული.

„საქმეზე გამოკითხული არიან მათ შორის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები. 60-მდე პირია გამოკითხული და ბუნებრივია, ვინც ფლობს საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას მოხდება ყველა ასეთი მოწმის გამოკითხვა. ვერ დავაკონკრეტებ ვინ არიან“, - განაცხადა წიკლაურმა.

რაც შეეხება აღნიშნულ საკითხთან მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ბრალეულობას, პროკურორმა განაცხადა, რომ გამოძიება გრძელდება და პროკურატურა მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიის გადამოწმებაზე.

„გამოძიება გრძელდება და ჩვენ ვმუშაობთ ყველა შესაძლო ვერსიის გადამოწმების კუთხით. რაც შეეხება ყოფილ თუ მოქმედ თანამდებობის პირებს, არ არის გამორიცხული გამოიკვეთოს სხვა პირთა პასუხისმგებლობაც. ამის წინასწარ პროგნოზირება ვერ მოხდება. რთულია პროგნოზირება, ვისი პასუხისმგებლობა შეიძლება გამოიკვეთოს, გამოძიება მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე“, - განაცხადა წიკლაურმა.

ცნობისთვის, მთავარმა პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

"ორ დღეში მივიღე გადაწყვეტილება, მიმეტევებინა.. ვლოცულობდი მისთვის და მისი ოჯახისთვის" - რას ჰყვება სმიტების ოჯახის შემზარავი მკვლელობის შესახებ რაიან სმიტის დედა

"ექსპერტიზის დასკვნა თავდაყირა აყენებს ბრალდების ვერსიას, თითქოს 5 ადამიანი იყო მდინარის პირას ჩასული და მათ ჩააგდეს შაქარაშვილი წყალში" - ადვოკატი

ადვოკატი - "ექსპერტიზით დასტურდება რომ "ტოიოტა ქემრიში“ ვასილ მახარაძესთან ერთად ვახტანგ ჩიქოვანი და ზ.ხ. იმყოფებოდნენ"