მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამა ამბობს, იქნებ "ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა, გაკვეთილებს არ ამზადებდა და ზარმაცობდაო" - რა ეტაპზეა ილია ფილფანის ძიება და რა ახალი ვერსიები აქვს ოჯახს
"მამა ამბობს, იქნებ "ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა, გაკვეთილებს არ ამზადებდა და ზარმაცობდაო" - რა ეტაპზეა ილია ფილფანის ძიება და რა ახალი ვერსიები აქვს ოჯახს

სვა­ნეთ­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ 13 წლის ილია ფილ­ფანსინ­ტერ­პო­ლი ყვი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით ეძებს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ინ­ტერ­პო­ლის ვებ-გვერ­დზე გან­თავ­სდა. მო­ზარ­დი სო­ფელ ლენ­ჯერ­ში, ბე­ბი­ას­თან სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და, 18 ივ­ლისს ში­ნი­დან ვე­ლო­სი­პე­დით გა­ვი­და და უკან აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მო­ზარ­დის ძებ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უშე­დე­გოდ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. Ambebi.ge გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ბავ­შვის ბი­ძას, ვახო ფილ­ფანს და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც ოჯა­ხის ვერ­სი­ებ­ზე სა­უბ­რობს:

"ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რია სი­ახ­ლე, ბავ­შვს ისევ ეძე­ბენ, ვე­ღარ ვაზ­როვ­ნებთ, რა და რო­გორ მოხ­და... დედ-მა­მაც შოკ­შია. დედა მეს­ტი­ა­ში არ იყო (ალმა-ატა­დან დუ­ბა­ი­ში გა­აგ­ზავ­ნეს სამ­სა­ხუ­რი­დან), მამა კი ამ­ბობს, ვერ ვამ­ჩნევ­დი, მაგ­რამ იქ­ნებ "ლურჯ ვე­შაპს" თა­მა­შობ­და, ინ­ტერ­ნეტ­ში რით ერ­თო­ბო­და, არ ვიცი, ერთი კია, რომ გაკ­ვე­თი­ლებს არ ამ­ზა­დებ­და, ზარ­მა­ცობ­და და სხვა რა­მე­ზე იყო გა­დარ­თუ­ლიო. ეს ერთ-ერთი ვერ­სი­აა, რად­გან იმ­დე­ნად გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლია მათ­თვის, რომ ბავ­შვი ადგა და წა­ვი­და. სად წა­ვი­და? ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­ტო ჩვენ კი არა, ბავ­შვს 80 მაშ­ვე­ლი ეძებ­და, რაც შე­იძ­ლე­ბო­და, ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნეთ. მდი­ნა­რეს დატ­ბო­რე­ბა აქვს, მყვინ­თა­ვე­ბიც ეძებ­დნენ... ერთი ვერ­სია ისი­ცაა, მდი­ნა­რე­ში თუ გა­დახ­ტა, მაგ­რამ ამის სა­ბა­ბი რა უნდა ყო­ფი­ლი­ყო? ილი­ას ბე­ბია ამ­ბობს, მამა კი გა­უ­წყრა შვილს, მაგ­რამ ერთი კვი­რის წინ, თან ისე მკაც­რა­დაც არა, რომ ბავ­შვს რამე აე­ტე­ხა თა­ვის­თვის, წინა დღე­ებ­ში ისე­თი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა, ამას რა­ღაც აფექ­ტი მოჰ­ყო­ლო­დაო. ბავ­შვს, რო­მელ­საც თა­ვის მოკ­ვლა აქვს გა­და­წყვე­ტი­ლი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მშო­ბელ­მა ვე­რა­ფე­რი შე­ა­ტყოს? ვე­კი­თხე­ბი მა­მას, მაგ­რამ ვე­რა­ფერს ამ­ბობს, ერ­თა­დერ­თი, გაკ­ვე­თი­ლებს რომ არ სწავ­ლობ­და, ვტუქ­სავ­დი, მაგ­რამ სე­რი­ო­ზუ­ლი არა­ფე­რი ყო­ფი­ლაო.

არის კი­დევ ასე­თი ვერ­სია: ილოს და მის 12 წლის მა­მი­დაშ­ვილს ვე­ლო­სი­პე­დე­ბი უყი­დეს და ისი­ნი ყო­ველ­დღე 1-2 სა­ათს და­დი­ოდ­ნენ გა­რეთ - ხან მეს­ტი­ა­ში მხვდე­ბოდ­ნენ, ხან ლა­ტალ­ში, ხან სად და ხან - სად. მეს­ტია სავ­სე იყო რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი ტუ­რის­ტე­ბით და იმა­საც ვუშ­ვებთ, იქ­ნებ ვინ­მე გა­იც­ნეს, ვინ­მეს ხომ არ გა­და­ე­ყარ­ნენ, რომ მერე შეკ­რეს პირი, შე­თან­ხმდნენ მო­ტო­ციკ­ლე­ბით სად­მე წას­ვლა­ზე. შე­იძ­ლე­ბა მათ გაჰ­ყვა ბავ­შვი...

მეს­ტი­ა­ში ყო­ველ­დღე ტვირ­თე­ბით უამ­რა­ვი მან­ქა­ნა ამო­დის და თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა, ილია მძღოლს გაჰ­ყო­ლო­და. მძღო­ლი, რო­მე­ლიც გა­ი­გებს, რომ ბავ­შვი და­ი­კარ­გა, ის არას­დროს იტყვის, მე წა­ვიყ­ვა­ნეო, რად­გან გა­მო­დის, დიდ შარ­ში ეხ­ვე­ვა. შე­იძ­ლე­ბა გაჰ­ყვა ვინ­მეს და მერე აფხა­ზეთ­ში მო­ა­ხერ­ხა გა­დას­ვლა, შე­იძ­ლე­ბა აფხა­ზეთ­შიც გა­პა­რუ­ლი­ყო... თა­ვი­დან იყო ზა­რე­ბი, ბავ­შვის ად­გილ­სამ­ყო­ფელს ასა­ხე­ლებ­დნენ, მაგ­რამ ბოლო ორი თვეა, არა­ვის და­უ­რე­კავს", - გვიყ­ვე­ბა ვახო ფილ­ფა­ნი.

კი­თხვა­ზე, გა­მო­ძი­ე­ბას თუ აქვს რა­ი­მე ხელ­ჩა­სა­ჭი­დი, ან გა­მოკ­ვე­თი­ლი ვერ­სია, ვახ­ტანგ ფილ­ფა­ნი გვპა­სუ­ხობს, რომ "გა­მო­ძი­ე­ბა, პრაქ­ტი­კუ­ლად ჩიხ­შია. მთე­ლი სო­ფე­ლი არა­ერ­თგზის დაგ­ვკი­თხეს, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ძირ­ფეს­ვი­ა­ნად გა­მო­ი­კი­თხა, მაგ­რამ კაცი არაა მნახ­ვე­ლი და რა­ი­მეს მთქმე­ლი.

ეს ბავ­შვი 13 წლამ­დე მუდ­მი­ვად დედ-მა­მის ხელ­ში იზ­რდე­ბო­და ალმა-ატა­ში და კო­რო­ნას დროს შე­მორ­ჩნენ სვა­ნეთ­ში. ბე­ბია, ფაქ­ტობ­რი­ვად, ახლა გა­იც­ნო, არ ჰყავ­და მე­გობ­რე­ბი. მამა - და­ვით ფილ­ფა­ნი ხელ­მარ­ჯვე ბი­ჭია, სათ­ბურს აკე­თებ­და, სულ შრო­მა­ში იყო. იმის გამო, რომ სო­ფელ­ში რუ­სუ­ლი არა­ვინ იცო­და, ილი­ას კი არც ქარ­თუ­ლი და ინ­გლი­სუ­რი არ ეს­მო­და, მე­გობ­რე­ბი ვერ გა­ი­ჩი­ნა, ამის გამო, რა თქმა უნდა, იყო გა­უ­ცხო­ე­ბა და დიდ სი­ცა­რი­ე­ლე­ში აღ­მოჩ­ნდა ბავ­შვი. ყვე­ლა ვერ­სია გა­ნი­ხი­ლე­ბა, რა­ღაც პრო­ცენ­ტით იმა­ზეც გვი­ფიქ­რია, შე­საძ­ლოა, ამ­ხე­ლა ტრა­სა­ზე ვი­ღაც და­ე­ჯა­ხა და მერე ბავ­შვის კვა­ლი გა­აქ­რო... რო­გორ გვე­გო­ნა, რომ ილია დიდ ქა­ლა­ქებ­ში აღ­მოჩ­ნდე­ბო­და, გან­სა­კუთ­რე­ბით - თბი­ლის­ში. ვე­ღა­რა­ფერ­ზე და ამავდრო­უ­ლად, ყვე­ლა­ფერ­ზე ვფიქ­რობთ".

ცნო­ბის­თვის, გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ოჯა­ხი მათი შვი­ლის მპოვ­ნელს, ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის მიმ­წო­დე­ბელს ჯილ­დოს სა­ხით 50 000 ლარს გა­დას­ცემს. ამის შე­სა­ხებ ოჯახ­მა "კვი­რის პრესკლუბ­ში“ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­მო­ძი­ე­ბა აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს და ყვე­ლა შე­საძ­ლო ვერ­სი­ა­ზე მსჯე­ლო­ბენ, საქ­მე­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბაა.

"გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, გა­ნი­ხი­ლა­ვენ ყვე­ლა შე­საძ­ლო ვერ­სი­ას და გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა ზედა სვა­ნეთს - ლენ­ჯერს, ჯვარს და მეს­ტი­ას, სა­დაც ბავ­შვი ბო­ლოს ნა­ხეს. გვსურს გა­მო­ვა­ცხა­დოთ ჯილ­დო ჩვე­ნი შვი­ლის მპოვ­ნე­ლი­სათ­ვის. თუ გაქვთ რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცია, სად იმ­ყო­ფე­ბა ამ დროს ჩვე­ნი შვი­ლი და ეს ინ­ფორ­მა­ცია და­დას­ტურ­დე­ბა, მზად ვართ გა­და­ვი­ხა­დოთ 50 000 ლარი.

ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სათ­ვის, რო­მე­ლიც ბავ­შვის პოვ­ნა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, ან მიგ­ვი­თი­თებს იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლებ­საც ბავ­შვის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას­თან კავ­ში­რი აქვთ, 30 000 ლარს გა­დავ­ცემთ. ჩვე­ნი მხრი­დან გაძ­ლევთ სრულ გა­რან­ტი­ას ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის კონ­ფინ­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის. ვცდი­ლობთ ვი­სარ­გებ­ლოთ ყვე­ლა შე­საძ­ლო სა­შუ­ა­ლე­ბით, რათა ვი­პო­ვოთ ჩვე­ნი შვი­ლი, თუ არ­სე­ბობს ერთი პრო­ცენ­ტი მა­ინც რომ სა­ზღვარ­გა­რე­თაა, გვინ­და ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბაც გა­მო­ვი­ყე­ნოთ“, - აღ­ნიშ­ნა ილია ფილ­ფა­ნის დე­დამ, ქსე­ნია ფილ­ფან­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, ილია ფილ­ფა­ნი 18 ივ­ლისს სახ­ლი­დან ვე­ლო­სი­პე­დით გა­ვი­და და მას შემ­დეგ არ გა­მო­ჩე­ნი­ლა.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "დ“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიმართეთ ნათელმხილველებს
136

გია ჯაჯანიძე იქნებ დაგეხმაროთ დაკვალიანებაში

...
11

ასეთ თემებში ალექსანდრ ლიტვინი არის იდეალური, კარგად გამოსდის ადამიანების ძებნა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"მამა ამბობს, იქნებ "ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა, გაკვეთილებს არ ამზადებდა და ზარმაცობდაო" - რა ეტაპზეა ილია ფილფანის ძიება და რა ახალი ვერსიები აქვს ოჯახს

"მამა ამბობს, იქნებ "ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა, გაკვეთილებს არ ამზადებდა და ზარმაცობდაო" - რა ეტაპზეა ილია ფილფანის ძიება და რა ახალი ვერსიები აქვს ოჯახს

სვანეთში გაუჩინარებულ 13 წლის ილია ფილფანს ინტერპოლი ყვითელი ცირკულარით ეძებს. ამის შესახებ ინფორმაცია ინტერპოლის ვებ-გვერდზე განთავსდა. მოზარდი სოფელ ლენჯერში, ბებიასთან სტუმრად იმყოფებოდა, 18 ივლისს შინიდან ველოსიპედით გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. საქმეზე გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

მოზარდის ძებნა საქართველოს მასშტაბით რამდენიმე თვის განმავლობაში უშედეგოდ მიმდინარეობდა. Ambebi.ge გაუჩინარებული ბავშვის ბიძას, ვახო ფილფანს დაუკავშირდა, რომელიც ოჯახის ვერსიებზე საუბრობს:

"ჯერჯერობით არაფერია სიახლე, ბავშვს ისევ ეძებენ, ვეღარ ვაზროვნებთ, რა და როგორ მოხდა... დედ-მამაც შოკშია. დედა მესტიაში არ იყო (ალმა-ატადან დუბაიში გააგზავნეს სამსახურიდან), მამა კი ამბობს, ვერ ვამჩნევდი, მაგრამ იქნებ "ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა, ინტერნეტში რით ერთობოდა, არ ვიცი, ერთი კია, რომ გაკვეთილებს არ ამზადებდა, ზარმაცობდა და სხვა რამეზე იყო გადართულიო. ეს ერთ-ერთი ვერსიაა, რადგან იმდენად გამაოგნებელია მათთვის, რომ ბავშვი ადგა და წავიდა. სად წავიდა? ერთი თვის განმავლობაში მარტო ჩვენ კი არა, ბავშვს 80 მაშველი ეძებდა, რაც შეიძლებოდა, ყველა საშუალება გამოვიყენეთ. მდინარეს დატბორება აქვს, მყვინთავებიც ეძებდნენ... ერთი ვერსია ისიცაა, მდინარეში თუ გადახტა, მაგრამ ამის საბაბი რა უნდა ყოფილიყო? ილიას ბებია ამბობს, მამა კი გაუწყრა შვილს, მაგრამ ერთი კვირის წინ, თან ისე მკაცრადაც არა, რომ ბავშვს რამე აეტეხა თავისთვის, წინა დღეებში ისეთი არაფერი მომხდარა, ამას რაღაც აფექტი მოჰყოლოდაო. ბავშვს, რომელსაც თავის მოკვლა აქვს გადაწყვეტილი, როგორ შეიძლება მშობელმა ვერაფერი შეატყოს? ვეკითხები მამას, მაგრამ ვერაფერს ამბობს, ერთადერთი, გაკვეთილებს რომ არ სწავლობდა, ვტუქსავდი, მაგრამ სერიოზული არაფერი ყოფილაო.

არის კიდევ ასეთი ვერსია: ილოს და მის 12 წლის მამიდაშვილს ველოსიპედები უყიდეს და ისინი ყოველდღე 1-2 საათს დადიოდნენ გარეთ - ხან მესტიაში მხვდებოდნენ, ხან ლატალში, ხან სად და ხან - სად. მესტია სავსე იყო რუსულენოვანი ტურისტებით და იმასაც ვუშვებთ, იქნებ ვინმე გაიცნეს, ვინმეს ხომ არ გადაეყარნენ, რომ მერე შეკრეს პირი, შეთანხმდნენ მოტოციკლებით სადმე წასვლაზე. შეიძლება მათ გაჰყვა ბავშვი...

მესტიაში ყოველდღე ტვირთებით უამრავი მანქანა ამოდის და თავისუფლად შეიძლება, ილია მძღოლს გაჰყოლოდა. მძღოლი, რომელიც გაიგებს, რომ ბავშვი დაიკარგა, ის არასდროს იტყვის, მე წავიყვანეო, რადგან გამოდის, დიდ შარში ეხვევა. შეიძლება გაჰყვა ვინმეს და მერე აფხაზეთში მოახერხა გადასვლა, შეიძლება აფხაზეთშიც გაპარულიყო... თავიდან იყო ზარები, ბავშვის ადგილსამყოფელს ასახელებდნენ, მაგრამ ბოლო ორი თვეა, არავის დაურეკავს", - გვიყვება ვახო ფილფანი.

კითხვაზე, გამოძიებას თუ აქვს რაიმე ხელჩასაჭიდი, ან გამოკვეთილი ვერსია, ვახტანგ ფილფანი გვპასუხობს, რომ ''გამოძიება, პრაქტიკულად ჩიხშია. მთელი სოფელი არაერთგზის დაგვკითხეს, ყველა ადამიანი ძირფესვიანად გამოიკითხა, მაგრამ კაცი არაა მნახველი და რაიმეს მთქმელი.

ეს ბავშვი 13 წლამდე მუდმივად დედ-მამის ხელში იზრდებოდა ალმა-ატაში და კორონას დროს შემორჩნენ სვანეთში. ბებია, ფაქტობრივად, ახლა გაიცნო, არ ჰყავდა მეგობრები. მამა - დავით ფილფანი ხელმარჯვე ბიჭია, სათბურს აკეთებდა, სულ შრომაში იყო. იმის გამო, რომ სოფელში რუსული არავინ იცოდა, ილიას კი არც ქართული და ინგლისური არ ესმოდა, მეგობრები ვერ გაიჩინა, ამის გამო, რა თქმა უნდა, იყო გაუცხოება და დიდ სიცარიელეში აღმოჩნდა ბავშვი. ყველა ვერსია განიხილება, რაღაც პროცენტით იმაზეც გვიფიქრია, შესაძლოა, ამხელა ტრასაზე ვიღაც დაეჯახა და მერე ბავშვის კვალი გააქრო... როგორ გვეგონა, რომ ილია დიდ ქალაქებში აღმოჩნდებოდა, განსაკუთრებით - თბილისში. ვეღარაფერზე და ამავდროულად, ყველაფერზე ვფიქრობთ".

ცნობისთვის, გაუჩინარებული ოჯახი მათი შვილის მპოვნელს, ან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიმწოდებელს ჯილდოს სახით 50 000 ლარს გადასცემს. ამის შესახებ ოჯახმა "კვირის პრესკლუბში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მათივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს და ყველა შესაძლო ვერსიაზე მსჯელობენ, საქმეში ინფორმაციის ნაკლებობაა.

"გამოძიება მიმდინარეობს, განიხილავენ ყველა შესაძლო ვერსიას და გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ზედა სვანეთს - ლენჯერს, ჯვარს და მესტიას, სადაც ბავშვი ბოლოს ნახეს. გვსურს გამოვაცხადოთ ჯილდო ჩვენი შვილის მპოვნელისათვის. თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია, სად იმყოფება ამ დროს ჩვენი შვილი და ეს ინფორმაცია დადასტურდება, მზად ვართ გადავიხადოთ 50 000 ლარი.

ნებისმიერი ინფორმაციისათვის, რომელიც ბავშვის პოვნაში დაგვეხმარება, ან მიგვითითებს იმ ადამიანებზე, რომლებსაც ბავშვის გაუჩინარებასთან კავშირი აქვთ, 30 000 ლარს გადავცემთ. ჩვენი მხრიდან გაძლევთ სრულ გარანტიას ამ ინფორმაციის კონფინდენციალურობის. ვცდილობთ ვისარგებლოთ ყველა შესაძლო საშუალებით, რათა ვიპოვოთ ჩვენი შვილი, თუ არსებობს ერთი პროცენტი მაინც რომ საზღვარგარეთაა, გვინდა ეს შესაძლებლობაც გამოვიყენოთ“, - აღნიშნა ილია ფილფანის დედამ, ქსენია ფილფანმა.

შეგახსენებთ, ილია ფილფანი 18 ივლისს სახლიდან ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არ გამოჩენილა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

"ტაქსის მძღოლი 9 წლის გოგონას სკოლაში ატარებდა და ამ დროს ჩაიდინა გარყვნილი ქმედებაო" - ხონში მომხდარი შემზარავი დანაშაულის დეტალები

დავით გარეჯის საქმეზე ზურაბ ნოღაიდელი გამოიკითხა

იმერეთში 10 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს