საზოგადოება
სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქვეყანა აკეთებს 10 000-ზე მეტ PCR ტესტს"- რას ამბობს პრემიერი კოვიდ-19-ის მომატებულ შემთხვევებზე და როგორ აპირებს მთავრობა ეპიდსიტუაციის მართვას
"ქვეყანა აკეთებს 10 000-ზე მეტ PCR ტესტს"- რას ამბობს პრემიერი კოვიდ-19-ის მომატებულ შემთხვევებზე და როგორ აპირებს მთავრობა ეპიდსიტუაციის მართვას

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი წე­სე­ბის დაც­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმის­თვის, რომ ნორ­მა­ლუ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბით ვი­ცხოვ­როთ, ეკო­ნო­მი­კა, გა­ნათ­ლე­ბა და სკო­ლე­ბი არ და­ი­ხუ­როს.

"ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ყვე­ლამ თა­ვი­სი ფუნ­ქცია იცო­დეს ზუს­ტად - სა­ხელ­მწი­ფომ, მო­ქა­ლა­ქემ, ისე­ვე რო­გორც კერ­ძო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა, ასე­ვე სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა, სა­ერ­თო ჯამ­ში, ბიზ­ნეს­მა. მთა­ვა­რი, გვახ­სოვს ის, რომ ამ ადაპ­ტა­ცი­ის ეტაპ­ზე ვცხოვ­რობთ ვირუს­თან ერ­თად, ეს ხდე­ბა გლო­ბა­ლუ­რად, თუმ­ცა, რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ეს ცხოვ­რე­ბა უნდა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­დეს წე­სე­ბით და ეს წე­სე­ბი შე­სას­რუ­ლებ­ლად ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია. ეს წე­სე­ბი გვჭირ­დე­ბა იმის­თვის, რომ ჩვენ ნორ­მა­ლუ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბით ვი­ცხოვ­როთ, არ დავ­ხუ­როთ ეკო­ნო­მი­კა, არ დავ­ხუ­როთ გა­ნათ­ლე­ბა და სკო­ლე­ბი, არ დავ­ხუ­როთ ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი და ამის­თვის გვჭირ­დე­ბა ამ წე­სე­ბის დაც­ვა.

ვირუ­სის გა­ჩე­ნი­დან და­ახ­ლო­ე­ბით, 7-8 თვე გა­ვი­და და იმ­დე­ნად გლო­ბა­ლუ­რია ეს გა­მოწ­ვე­ვა, რომ მსოფ­ლი­ო­ში ჯერ­ჯე­რო­ბით პირ­ბა­დის, დის­ტან­ცი­ის და ჰი­გი­ე­ნის დაც­ვის ელე­მენ­ტა­რუ­ლი წე­სე­ბის გარ­და, სხვა უფრო ქმე­დი­თი, ეფექ­ტუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტი ვირუს­თან გამ­კლა­ვე­ბის, ვე­რა­ვინ მო­ი­გო­ნა და ვე­რა­ვინ შე­მოგ­ვთა­ვა­ზა. ჩვე­ნი მიდ­გო­მა იყო დეკ­რა­ლი­რე­ბუ­ლი და თან­მიმ­დევ­რუ­ლი თა­ვი­დან­ვე, ჩვენ ვამ­ბობ­დით ყო­ველ­თვის, პირ­ვე­ლი ეტა­პის შემ­დეგ, რო­მე­ლიც იყო შე­კა­ვე­ბის და რო­მელ­საც თა­ვი­სი მი­ზა­ნი ჰქონ­და, ამ მიზ­ნებს წარ­მა­ტე­ბით მი­აღ­წია. ჩვენ გა­და­ვე­დით ადაპ­ტა­ცი­ის და თა­ნა­ცხოვ­რე­ბის ეტაპ­ზე. ეს მინ­და დე­ტა­ლუ­რად ავ­ხსნა, იმი­ტომ რომ ათას სი­სუ­ლე­ლე­ებს ლა­პა­რა­კო­ბენ ახლა იმას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რაც ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა.

პირ­ვე­ლი გახ­ლავთ, სწრა­ფი გა­მოვ­ლე­ნა, მას აქვს თა­ვი­სი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი. ეს არის ეფექ­ტუ­რი და მიზ­ნობ­რი­ვი ტეს­ტი­რე­ბე­ბის ხა­რის­ხის ზრდა, მე­ო­რე ეტა­პი არის სწრა­ფი მკურ­ნა­ლო­ბა, რაც და­ვი­წყეთ კლი­ნი­კუ­რი ჯგუ­ფის სა­შუ­ა­ლე­ბით, კლი­ნი­კურ პრო­ცე­სე­ბის მარ­თვა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნით. მე­სა­მე არის ადა­მი­ა­ნის ნორ­მა­ლურ, სწრაფ, ეკო­ნო­მი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბა, რაც უფრო ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ზო­მი­ლე­ბაა.

სწრა­ფი გა­მოვ­ლი­ნე­ბის ნა­წილ­ში ჩვენ მო­დე­ლი შევ­ცვა­ლეთ, უკვე და­ახ­ლო­ე­ბით, 2 კვი­რაა, იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გო­რი უნდა იყოს ტეს­ტი­რე­ბის მიზ­ნობ­რი­ო­ბა. აქ ყვე­ლას უნდა გვახ­სოვ­დეს, რო­დე­საც ვირუ­სი და­ი­წყო, ქვე­ყა­ნა დღე­ში 200 PCR ტესტს აკე­თებ­და, დღეს ქვე­ყა­ნა აკე­თებს 10 000-ზე მეტ PCR ტესტს, მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად, ამ ტეს­ტის კე­თე­ბის რე­სურ­სი შე­უ­ზღუ­და­ვი არ არის და ის მიზ­ნობ­რი­ვი უნდა იყოს“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო რჩე­ბა მწვა­ნე ქვე­ყა­ნად და ეფექ­ტუ­რად მარ­თავს პან­დე­მი­ას ადაპ­ტა­ცი­ი­სა და მარ­თვის ეტაპ­ზე.

"მწვა­ნე ზო­ნის სტა­ტუ­სიც არ არის ახლა მთა­ვა­რი გან­სამ­ზღვრე­ლი ჩვენ­თვის. ჩვენ შე­იძ­ლე­ბა მწვა­ნე ქვეყ­ნის სტა­ტუ­სი ხვალ დავ­კარ­გოთ, ზეგ ისევ მო­ვი­პო­ვოთ, ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა, არ დაგ­ვჭირ­დეს შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბა, რო­მე­ლიც ასე­ვე სე­რი­ო­ზულ დის­კომ­ფორ­ტსა და რის­კებს შე­უქ­მნის ეკო­ნო­მი­კის სწრაფ აღ­დგე­ნას და მე­სა­მე, სწრა­ფად, ეფექ­ტუ­რად და­ვას­რუ­ლოთ ეს სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი, ჩა­ვა­ტა­როთ ყვე­ლა­ზე დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და ყვე­ლა­ზე გამჭვირ­ვა­ლე არ­ჩევ­ნე­ბი პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

რო­გორც გა­ხა­რი­ამ აღ­ნიშ­ნა, ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის კონ­ტაქ­ტი უნდა გა­და­ვი­დეს თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში და სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნამ­დე ოჯა­ხის ექი­მის მარ­თვა­ზე უნდა იყოს.

"ყვე­ლას კარ­გად უნდა გვეს­მო­დეს ერთი რამ - ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც არის მა­გა­ლი­თად, ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის კონ­ტაქ­ტი, უნდა გა­და­ვი­დეს თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში და რა­ი­მე სიმპტო­მი თუ არ გვაქვს, უნდა ვი­ყოთ ოჯა­ხის ექი­მის მარ­თვა­ზე. ეს არის ის ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის ეტაპ­ზე შე­ვი­ტა­ნეთ. დღეს სა­ქარ­თვე­ლო სა­შუ­ა­ლო ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ზე უფრო მეტ ტესტს აკე­თებს 100 ათას მო­ქა­ლა­ქე­ზე და ეს არის იმის გა­რან­ტი, რომ მსხვი­ლი რის­კე­ბი მსხვილ სო­ცი­ა­ლურ ჯგუ­ფებ­ში არ უნდა შეგ­ვექ­მნას.

მე­ო­რე ეტა­პი გახ­ლავთ კლი­ნი­კუ­რი მარ­თვა, რა­შიც სე­რი­ო­ზუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­ტა­ნეთ და სრუ­ლად თან­ხვედ­რა­შია ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ებ­თან. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ მსუ­ბუ­ქი, ან უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტე­ბის მარ­თვა უნდა მოხ­დეს პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის რგო­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ბი­ნა­ზე. ეს არის კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც არ აქვთ იზო­ლა­ცი­ა­ში ყოფ­ნის ელე­მენ­ტა­რუ­ლი წე­სე­ბის დაც­ვის შეს­ძლებ­ლო­ბა, და­მა­ტე­ბით შევ­ქმე­ნით კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ე­ბი და მო­ვა­თავ­სებთ იზო­ლა­ცი­ა­ში. რო­გორც კი ჩნდე­ბა პირ­ვე­ლი სიმპტო­მე­ბი, რა თქმა უნდა, ერ­თვე­ბა პირ­ვე­ლი ეტა­პი სწრა­ფი გა­მოვ­ლე­ნის - ტეს­ტი­რე­ბა და ეს ადა­მი­ა­ნი ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა შემ­დგომ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მკურ­ნა­ლო­ბას.

დღეს სა­მე­დი­ცი­ნო სის­ტე­მის კრი­ტი­კუ­ლი და მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბის მარ­თვის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა ქვე­ყა­ნა­ში სრუ­ლად არის მზად იმის­თვის, რომ კრი­ტი­კუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი სწო­რად მარ­თოს. ამის­თვის არის შექ­მნი­ლი კლი­ნი­კუ­რი ჯგუ­ფიც და შევ­ქმე­ნით რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გე­ბის ცალ­კე ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის მას­შტა­ბით სრუ­ლად მარ­თავს ამ პრო­ცესს“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ და დას­ძი­ნა, რომ ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ადა­მი­ა­ნის სწრა­ფად დაბ­რუ­ნე­ბა ეკო­ნო­მი­კა­ში.

გახარია არამზადავ
4

ნუ აშინებ ამ ისედაც შეშინებულ ხალხს თორემ მოგეკითხება ოჯახიანად დდ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ქვეყანა აკეთებს 10 000-ზე მეტ PCR ტესტს"- რას ამბობს პრემიერი კოვიდ-19-ის მომატებულ შემთხვევებზე და როგორ აპირებს მთავრობა ეპიდსიტუაციის მართვას

"ქვეყანა აკეთებს 10 000-ზე მეტ PCR ტესტს"- რას ამბობს პრემიერი კოვიდ-19-ის მომატებულ შემთხვევებზე და როგორ აპირებს მთავრობა ეპიდსიტუაციის მართვას

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული წესების დაცვა აუცილებელია იმისთვის, რომ ნორმალური სოციალური ცხოვრებით ვიცხოვროთ, ეკონომიკა, განათლება და სკოლები არ დაიხუროს.

"ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველამ თავისი ფუნქცია იცოდეს ზუსტად - სახელმწიფომ, მოქალაქემ, ისევე როგორც კერძო ორგანიზაციებმა, ასევე სახელმწიფო ორგანიზაციებმა, საერთო ჯამში, ბიზნესმა. მთავარი, გვახსოვს ის, რომ ამ ადაპტაციის ეტაპზე ვცხოვრობთ ვირუსთან ერთად, ეს ხდება გლობალურად, თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ცხოვრება უნდა ხორციელდებოდეს წესებით და ეს წესები შესასრულებლად ძალიან მარტივია. ეს წესები გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენ ნორმალური სოციალური ცხოვრებით ვიცხოვროთ, არ დავხუროთ ეკონომიკა, არ დავხუროთ განათლება და სკოლები, არ დავხუროთ ჩვენი პოლიტიკური პროცესი და ამისთვის გვჭირდება ამ წესების დაცვა.

ვირუსის გაჩენიდან დაახლოებით, 7-8 თვე გავიდა და იმდენად გლობალურია ეს გამოწვევა, რომ მსოფლიოში ჯერჯერობით პირბადის, დისტანციის და ჰიგიენის დაცვის ელემენტარული წესების გარდა, სხვა უფრო ქმედითი, ეფექტური ინსტრუმენტი ვირუსთან გამკლავების, ვერავინ მოიგონა და ვერავინ შემოგვთავაზა. ჩვენი მიდგომა იყო დეკრალირებული და თანმიმდევრული თავიდანვე, ჩვენ ვამბობდით ყოველთვის, პირველი ეტაპის შემდეგ, რომელიც იყო შეკავების და რომელსაც თავისი მიზანი ჰქონდა, ამ მიზნებს წარმატებით მიაღწია. ჩვენ გადავედით ადაპტაციის და თანაცხოვრების ეტაპზე. ეს მინდა დეტალურად ავხსნა, იმიტომ რომ ათას სისულელეებს ლაპარაკობენ ახლა იმასთან მიმართებაში, რაც ქვეყანაში ხდება.

პირველი გახლავთ, სწრაფი გამოვლენა, მას აქვს თავისი ინსტრუმენტები. ეს არის ეფექტური და მიზნობრივი ტესტირებების ხარისხის ზრდა, მეორე ეტაპი არის სწრაფი მკურნალობა, რაც დავიწყეთ კლინიკური ჯგუფის საშუალებით, კლინიკურ პროცესების მართვაში ცვლილებების შეტანით. მესამე არის ადამიანის ნორმალურ, სწრაფ, ეკონომიკურ ცხოვრებაში დაბრუნება, რაც უფრო ეკონომიკური განზომილებაა.

სწრაფი გამოვლინების ნაწილში ჩვენ მოდელი შევცვალეთ, უკვე დაახლოებით, 2 კვირაა, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს ტესტირების მიზნობრიობა. აქ ყველას უნდა გვახსოვდეს, როდესაც ვირუსი დაიწყო, ქვეყანა დღეში 200 PCR ტესტს აკეთებდა, დღეს ქვეყანა აკეთებს 10 000-ზე მეტ PCR ტესტს, მაგრამ ამის მიუხედავად, ამ ტესტის კეთების რესურსი შეუზღუდავი არ არის და ის მიზნობრივი უნდა იყოს“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, საქართველო რჩება მწვანე ქვეყანად და ეფექტურად მართავს პანდემიას ადაპტაციისა და მართვის ეტაპზე.

"მწვანე ზონის სტატუსიც არ არის ახლა მთავარი განსამზღვრელი ჩვენთვის. ჩვენ შეიძლება მწვანე ქვეყნის სტატუსი ხვალ დავკარგოთ, ზეგ ისევ მოვიპოვოთ, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, არ დაგვჭირდეს შეზღუდვების დაწესება, რომელიც ასევე სერიოზულ დისკომფორტსა და რისკებს შეუქმნის ეკონომიკის სწრაფ აღდგენას და მესამე, სწრაფად, ეფექტურად დავასრულოთ ეს საარჩევნო პროცესი, ჩავატაროთ ყველაზე დემოკრატიული და ყველაზე გამჭვირვალე არჩევნები პანდემიის პირობებში საქართველოში“, - განაცხადა გახარიამ.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ინფიცირებული ადამიანის კონტაქტი უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში და სიმპტომების გამოვლენამდე ოჯახის ექიმის მართვაზე უნდა იყოს.

"ყველას კარგად უნდა გვესმოდეს ერთი რამ - ადამიანი, რომელიც არის მაგალითად, ინფიცირებულის კონტაქტი, უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში და რაიმე სიმპტომი თუ არ გვაქვს, უნდა ვიყოთ ოჯახის ექიმის მართვაზე. ეს არის ის ცვლილება, რომელიც კლინიკური მართვის ეტაპზე შევიტანეთ. დღეს საქართველო საშუალო ევროპულ ქვეყანაზე უფრო მეტ ტესტს აკეთებს 100 ათას მოქალაქეზე და ეს არის იმის გარანტი, რომ მსხვილი რისკები მსხვილ სოციალურ ჯგუფებში არ უნდა შეგვექმნას.

მეორე ეტაპი გახლავთ კლინიკური მართვა, რაშიც სერიოზული ცვლილებები შევიტანეთ და სრულად თანხვედრაშია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებთან. ეს ნიშნავს იმას, რომ მსუბუქი, ან უსიმპტომო პაციენტების მართვა უნდა მოხდეს პირველადი ჯანდაცვის რგოლების შესაბამისად ბინაზე. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ აქვთ იზოლაციაში ყოფნის ელემენტარული წესების დაცვის შესძლებლობა, დამატებით შევქმენით კოვიდსასტუმროები და მოვათავსებთ იზოლაციაში. როგორც კი ჩნდება პირველი სიმპტომები, რა თქმა უნდა, ერთვება პირველი ეტაპი სწრაფი გამოვლენის - ტესტირება და ეს ადამიანი ექვემდებარება შემდგომ სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობას.

დღეს სამედიცინო სისტემის კრიტიკული და მძიმე პაციენტების მართვის ინფრასტრუქტურა ქვეყანაში სრულად არის მზად იმისთვის, რომ კრიტიკული პაციენტები სწორად მართოს. ამისთვის არის შექმნილი კლინიკური ჯგუფიც და შევქმენით რეანიმატოლოგების ცალკე ჯგუფი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით სრულად მართავს ამ პროცესს“, - განაცხადა გახარიამ და დასძინა, რომ ასევე მნიშვნელოვანია ადამიანის სწრაფად დაბრუნება ეკონომიკაში.

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

''როცა ელჩი აკეთებს განცხადებას, მითუმეტეს უაღრესად მგრძნობიარე თემაზე, მას უნდა დაერეკა და ეკითხა ჩვენთვის, რასთან გვაქვს საქმე?!'' - დავით ზალკალიანი გიგი გიგიაძეზე

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი