მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
1 დაღუპული და 590 დაშავებული - საპროტესტო აქციები ყირგიზეთში და დაპირისპირება სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის (ფოტოები)
1 დაღუპული და 590 დაშავებული - საპროტესტო აქციები ყირგიზეთში და დაპირისპირება სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის (ფოტოები)

ყირ­გი­ზეთ­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის დროს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­სა და დე­მონ­სტრან­ტებს შო­რის მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა 1 და და­შავ­და 590 ადა­მი­ა­ნი, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას Reuters-ი ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის ხე­ლახ­ლა ჩა­ტა­რე­ბას არ გა­მო­რი­ცხავს.

ყირ­გი­ზეთ­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი ორ­შა­ბათს დი­ლი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს. დე­მონ­სტრან­ტე­ბი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, 7%-იანი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა 16 პარ­ტი­ი­დან მხო­ლოდ ოთხმა, პრე­ზი­დენტ სო­ო­რონ­ბაი ჯი­ინ­ბე­კოვ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა პარ­ტი­ებ­მა შეძ­ლეს.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი შე­დე­გე­ბის გა­უქ­მე­ბა­სა და არ­ჩევ­ნე­ბის ხე­ლახ­ლა და­ნიშ­ვნას მო­ი­თხო­ვენ. გუ­შინ პო­ლი­ცი­ამ აქ­ცი­ის და­საშ­ლე­ლად წყლის ჭავ­ლი და ცრემლსა­დე­ნი გაზი გა­მო­ი­ყე­ნა. დაშ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი პრო­ტეს­ტის გა­მო­სა­ხა­ტად ხე­ლახ­ლა შე­იკ­რიბ­ნენ.

დე­მონ­სტრან­ტე­ბი პარ­ლა­მენ­ტსა და პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში შე­იჭრ­ნენ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ქვეყ­ნის ექ­სპრე­ზი­დენ­ტი ალ­მაზ­ბეკ ატამ­ბა­ე­ვი ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­ტე­ტის და­კა­ვე­ბის ცენ­ტრი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მა­ნამ­დე კი დე­მონ­სტრან­ტე­ბი პარ­ლა­მენ­ტსა და პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში შე­იჭრ­ნენ.

დე­და­ქა­ლაქ ბიშ­კეკ­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს. მო­ნა­წი­ლე­ებ­მა მთავ­რო­ბის შე­ნო­ბა და­ი­კა­ვეს.

"დე­მონ­სტრან­ტებ­მა მთავ­რო­ბის შე­ნო­ბა და­ი­კა­ვეს და იქ არა­ვის უშ­ვე­ბენ,“- გა­ნა­ცხა­და მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში ყირ­გი­ზე­თის მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაა
8

ამათაც გამოიღვიძეს

ALEXANDER
158

ეს ვირუსია უფრო საშინელია ვიდრე კოვიდ 19. მთლიანად ქვეყანას ანგრევს, ყველა კონსტიტუციურ ნორმას არარაობად აქცევს, ქვეყანას უცხო ქვეყნების მართველობის ქვეშ უბიძგებს, ხალხს ფსევდოდემოკრატიის მატყუარა და მაცდური დაპირებებით აპურებს და, შედეგად, კოვიდზე გაცილებით უფრო მეტ მსხვერპლს, სიძულვილს, დანგრეულ ეკონომიკას, გზაარეულ ახალგაზრდობას, საგარეო ვალებს და კოლონიზირებას იმკის.

ავტორი:

1 დაღუპული და 590 დაშავებული - საპროტესტო აქციები ყირგიზეთში და დაპირისპირება სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის (ფოტოები)

1 დაღუპული და 590 დაშავებული - საპროტესტო აქციები ყირგიზეთში და დაპირისპირება სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის (ფოტოები)

ყირგიზეთში საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 590 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ხელისუფლება არჩევნების ხელახლა ჩატარებას არ გამორიცხავს.

ყირგიზეთში საპროტესტო აქციები ორშაბათს დილიდან მიმდინარეობს. დემონსტრანტები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, 7%-იანი ბარიერის გადალახვა 16 პარტიიდან მხოლოდ ოთხმა, პრეზიდენტ სოორონბაი ჯიინბეკოვთან დაახლოებულმა პარტიებმა შეძლეს.

აქციის მონაწილეები შედეგების გაუქმებასა და არჩევნების ხელახლა დანიშვნას მოითხოვენ. გუშინ პოლიციამ აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაშლის მიუხედავად, მოქალაქეები პროტესტის გამოსახატად ხელახლა შეიკრიბნენ.

დემონსტრანტები პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ, მოგვიანებით კი ქვეყნის ექსპრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის დაკავების ცენტრიდან გაათავისუფლეს. მანამდე კი დემონსტრანტები პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ.

დედაქალაქ ბიშკეკში საპროტესტო აქციები ამ დრომდე მიმდინარეობს. მონაწილეებმა მთავრობის შენობა დაიკავეს.

"დემონსტრანტებმა მთავრობის შენობა დაიკავეს და იქ არავის უშვებენ,“- განაცხადა მედიასთან საუბარში ყირგიზეთის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელმა.

რაში დაარწმუნა პუტინმა ფაშინიანი და როგორია ვითარება მთიან ყარაბაღში - კონფლიქტის მე-11 დღე

ყირგიზეთის პრემიერად პატიმრობიდან გათავისუფლებული ყოფილი პრემიერი დანიშნეს, ხელისუფლება კი ხელში ოპოზიციამ ჩაიგდო - რა ხდება ბიშკეკში

"აზერბაიჯანმა მსხვილმასშტაბიანი შეტევა დაიწყო" - რა ინფორმაციას ავრცელებს სომხური მედია