სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ შეგეშინდეთ კორონავირუსის... ნუ მისცემთ მას თქვენს ცხოვრებაზე გავლენის საშუალებას" - ტრამპმა კლინიკა დატოვა და თეთრ სახლში დაბრუნდა
"არ შეგეშინდეთ კორონავირუსის... ნუ მისცემთ მას თქვენს ცხოვრებაზე გავლენის საშუალებას" - ტრამპმა კლინიკა დატოვა და თეთრ სახლში დაბრუნდა

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა უოლ­ტერ რი­დის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი და­ტო­ვა და თეთრ სახ­ლში დაბ­რუნ­და.

პრე­ზი­დენ­ტმა ამე­რი­კე­ლებს მო­უ­წო­და, კო­ვიდ 19-მა არ შე­ა­ში­ნოთ და ვირუსს მათ­ზე გა­ბა­ტო­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცენ.

"არ მის­ცეთ მას თქვენ­ზე გა­ბა­ტო­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. ნუ გე­ში­ნი­ათ მისი. ვბრუნ­დე­ბით, ვბრუნ­დე­ბით სა­მუ­შა­ო­ზე, ვა­პი­რებთ, მო­წი­ნა­ვე­ე­ბი ვი­ყოთ, არ მის­ცეთ მას სა­შუ­ა­ლე­ბა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ზე გა­ბა­ტონ­დეს,“- აღ­ნიშ­ნა დო­ნალდ ტრამპმა.

პრე­ზი­დენტ ტრამპს ვერ­ტმფრე­ნი­დან გად­მოს­ვლი­სას და თეთ­რი სახ­ლის კი­ბე­ზე ას­ვლი­სას პირ­ბა­დე ეკე­თა, თუმ­ცა ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბის წინ მან პირ­ბა­დე მო­იხ­სნა და ჯი­ბე­ში ჩა­ი­დო.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ტრამპმა კლი­ნი­კის და­ტო­ვე­ბამ­დე "ტვი­ტერ­ზე" და­წე­რა, რომ თავს იმა­ზე უკეთ გრძნობს, ვიდ­რე 20 წლის წინ.

"ნამ­დვი­ლად კარ­გად ვგრძნობ თავს! არ შე­გე­შინ­დეთ კო­რო­ნა­ვირუ­სის. ნუ მის­ცემთ მას თქვენს ცხოვ­რე­ბა­ზე გავ­ლე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას, ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, ჩვენ შევ­ქმე­ნით მარ­თლაც შე­სა­ნიშ­ნა­ვი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი და გა­მოც­დი­ლე­ბა. თავს უკე­თე­სად ვგრძნობ, ვიდ­რე 20 წლის წინ ვგრძნობ­დი!",- და­წე­რა პრე­ზი­დენ­ტმა.

ცნო­ბის­თვის, დო­ნალდ ტრამპს და მის მე­უღ­ლეს, მე­ლა­ნია ტრამპს კო­რო­ნა­ვირუ­სი 2 ოქ­ტომ­ბერს და­უ­დას­ტურ­დათ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ტრამ­პი სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში გა­და­იყ­ვა­ნეს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
999
3

ჯიგარი ხარ მაგრამ ვირუს ნუ ეხუმრები

მარი
4

დათვლილ წუთებში გამოჯანმრთელდა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"არ შეგეშინდეთ კორონავირუსის... ნუ მისცემთ მას თქვენს ცხოვრებაზე გავლენის საშუალებას" - ტრამპმა კლინიკა დატოვა და თეთრ სახლში დაბრუნდა

"არ შეგეშინდეთ კორონავირუსის... ნუ მისცემთ მას თქვენს ცხოვრებაზე გავლენის საშუალებას" - ტრამპმა კლინიკა დატოვა და თეთრ სახლში დაბრუნდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრი დატოვა და თეთრ სახლში დაბრუნდა.

პრეზიდენტმა ამერიკელებს მოუწოდა, კოვიდ 19-მა არ შეაშინოთ და ვირუსს მათზე გაბატონების საშუალება არ მისცენ.

"არ მისცეთ მას თქვენზე გაბატონების საშუალება. ნუ გეშინიათ მისი. ვბრუნდებით, ვბრუნდებით სამუშაოზე, ვაპირებთ, მოწინავეები ვიყოთ, არ მისცეთ მას საშუალება თქვენს ცხოვრებაზე გაბატონდეს,“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

პრეზიდენტ ტრამპს ვერტმფრენიდან გადმოსვლისას და თეთრი სახლის კიბეზე ასვლისას პირბადე ეკეთა, თუმცა ფოტოების გადაღების წინ მან პირბადე მოიხსნა და ჯიბეში ჩაიდო.

აღსანიშნავია, რომ ტრამპმა კლინიკის დატოვებამდე "ტვიტერზე" დაწერა, რომ თავს იმაზე უკეთ გრძნობს, ვიდრე 20 წლის წინ.

"ნამდვილად კარგად ვგრძნობ თავს! არ შეგეშინდეთ კორონავირუსის. ნუ მისცემთ მას თქვენს ცხოვრებაზე გავლენის საშუალებას, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ჩვენ შევქმენით მართლაც შესანიშნავი მედიკამენტები და გამოცდილება. თავს უკეთესად ვგრძნობ, ვიდრე 20 წლის წინ ვგრძნობდი!",- დაწერა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპს და მის მეუღლეს, მელანია ტრამპს კორონავირუსი 2 ოქტომბერს დაუდასტურდათ. მოგვიანებით, ტრამპი სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

ომი და კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებლები - როგორია ეპიდვითარება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში

"ვიღაცამ მითხრა: შენ ყველაზე ცნობილი ადამიანი ხარ მსოფლიოში. მე ვუთხარი: არა, იესო ქრისტეა უფრო ცნობილი" - დონალდ ტრამპი

"აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თურქეთის სამხედრო ბაზის განთავსების საკითხი არ განხილულა" - ალიევი