დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეშინია, არ მივიდეთ სამედიცინო სისტემის ჩამოშლის საშიშროების წინაშე... ბათუმში კარანტინის გამოცხადება, არ უნდა დაგვიანდეს" - კულუმბეგოვი
"მეშინია, არ მივიდეთ სამედიცინო სისტემის ჩამოშლის საშიშროების წინაშე... ბათუმში კარანტინის გამოცხადება, არ უნდა დაგვიანდეს" - კულუმბეგოვი

ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლოგ ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ბა­თუმ­ში შე­ზღუდ­ვე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა არ უნდა დაგ­ვი­ან­დეს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ იმუ­ნო­ლოგ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვი გან­მარ­ტავს, მი­უ­ხე­და­ვად კო­რო­ნა­ვირუ­სის მზარ­დი სტა­ტის­ტი­კი­სა, ბა­თუ­მი­დან სა­ქარ­თვე­ლოს და­ნარ­ჩენ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ბი­ლო­ბა არ წყდე­ბა, რაც სხვა ქა­ლა­ქებ­ში ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბას ქმნის.

"დამ­შვი­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას ის სი­ტუ­ა­ცია, რაც ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში არის, არ იძ­ლე­ვა. მა­ში­ნებს ის, რომ არ მი­ვი­დეთ იმ ზო­მამ­დე, როცა სა­მე­დი­ცი­ნო სის­ტე­მის ჩა­მოშ­ლის სა­შიშ­რო­ე­ბის წი­ნა­შე დავ­დგე­ბით თუნ­დაც, ბა­თუ­მის პი­რო­ბებ­ში. ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს და­ნარ­ჩენ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამის რის­კი ნაკ­ლე­ბად გვე­მუქ­რე­ბა. ჩვენ ვხე­დავთ, რო­გო­რი დისპრო­პორ­ცი­უ­ლია შემ­თხვე­ვე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა, მე მა­ინც მგო­ნია, რომ ამ შე­ზღუდ­ვე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით, ბა­თუმ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ალ­ბათ, არ უნდა დაგ­ვი­ან­დეს, დრო­უ­ლად უნდა იყოს მი­ღე­ბუ­ლი, თუნ­დაც, კა­რან­ტი­ნის გა­მო­ცხა­დე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბა­თუმ­ში ყო­ველ­დღი­უ­რად შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა საკ­მა­ოდ მზარ­დია, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ბი­ლო­ბას აგ­რძე­ლე­ბენ, ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს და­ნარ­ჩენ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან, ამი­ტომ ძა­ლი­ან დიდი შან­სია და რის­კი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს და­ნარ­ჩენ ნა­წილ­ში, შიდა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გავ­რცე­ლე­ბის მას­შტა­ბებს ხელი შე­უ­წყოს შიდა ექ­სპორ­ტმა. ამი­ტომ, ვფიქ­რობ, მთავ­რო­ბამ არ უნდა და­ა­ყოვ­ნოს ძა­ლი­ან და ალ­ბათ, ჯობს, გამ­კაცრ­დეს, კონ­ტროლ­ზე ავიყ­ვა­ნოთ სი­ტუ­ა­ცია", - გა­ნა­ცხა­და კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა.

ტე­ლე­წამ­ყვა­ნის კი­თხვა­ზე, ასე­თი ხის­ტი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას ხელს ხომ არ უშ­ლის თუნ­დაც, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დი, იმუ­ნო­ლო­გი პა­სუ­ხობს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლის ქვე­ტექ­სტი არ იცის.

"მე ექი­მი ვარ, ამას ქვე­ტექ­სტი რა უდევს, ნამ­დვი­ლად არ ვიცი, მე მხო­ლოდ ჩემს მო­საზ­რე­ბას ვა­ფიქ­სი­რებ, ალ­ბათ, ჯობს იქ ხის­ტად მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რათა ინ­ფექ­ცი­ის კი­დევ უფრო გავ­რცე­ლე­ბა არ მოხ­დეს. შე­საძ­ლოა, ეს სა­კი­თხე­ბი აწონ-და­წონ­ვა­დია და ხვალ, ზეგ გახ­დეს ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, ეს ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს, ჩემი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, რო­გორც ერთი ექი­მის აზრი გა­ვაჟ­ღე­რე.

შე­საძ­ლე­ბე­ლია, ვთქვათ, არ­ჩევ­ნე­ბის სა­კი­თხსაც ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ, აქ არ­ცერ­თი თე­მის ბო­ლომ­დე გა­მო­რი­ცხვა შე­უძ­ლე­ბე­ლია, იმი­ტომ რომ ჩა­კეტ­ვა სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცესს ხელს შე­უშ­ლის და მთე­ლი რიგი ფაქ­ტო­რე­ბი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ვი­მე­ო­რებ, შე­ზღუდ­ვე­ბი წეს­დე­ბა და მკაცრ­დე­ბა, როცა სა­წო­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა რე­ა­ნი­მა­ცი­ებ­ში ამო­ი­წუ­რე­ბა, იხ­სნე­ბა მა­შინ, როცა ეს სა­წო­ლე­ბი ცა­რი­ელ­დე­ბა. ალ­ბათ, არ არის ამ ზღვარ­თან, მაგ­რამ მე მე­ში­ნია შიდა ექ­სპორ­ტი არ მოხ­დეს და ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ბი­ლო­ბა აჭა­რი­დან აქეთ მხა­რეს. თბი­ლის­ში ინ­ფექ­ცი­ის მა­სობ­რი­ვი გავ­რცე­ლე­ბა რთულ მას­შტა­ბებს მი­ი­ღებს", - გა­ნა­ცხა­და კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
10

ესე იგი აჭარიდან კიდევ შემოდიან თბილისში? საარჩევნოდ წინ დახვდებათ .

 

Tsiko
56

როდის მუშაობს ეს არასერიოზული კაცი? თავს იპიარებს როგორც შეუძლია

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"მეშინია, არ მივიდეთ სამედიცინო სისტემის ჩამოშლის საშიშროების წინაშე... ბათუმში კარანტინის გამოცხადება, არ უნდა დაგვიანდეს" - კულუმბეგოვი

"მეშინია, არ მივიდეთ სამედიცინო სისტემის ჩამოშლის საშიშროების წინაშე... ბათუმში კარანტინის გამოცხადება, არ უნდა დაგვიანდეს" - კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ბათუმში შეზღუდვების გააქტიურება არ უნდა დაგვიანდეს. აღნიშნულის შესახებ იმუნოლოგმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, მიუხედავად კორონავირუსის მზარდი სტატისტიკისა, ბათუმიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ადამიანების მობილობა არ წყდება, რაც სხვა ქალაქებში ვირუსის გავრცელების საშიშროებას ქმნის.

"დამშვიდების საშუალებას ის სიტუაცია, რაც ჩვენ ქვეყანაში არის, არ იძლევა. მაშინებს ის, რომ არ მივიდეთ იმ ზომამდე, როცა სამედიცინო სისტემის ჩამოშლის საშიშროების წინაშე დავდგებით თუნდაც, ბათუმის პირობებში. ამ გადმოსახედიდან, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ამის რისკი ნაკლებად გვემუქრება. ჩვენ ვხედავთ, როგორი დისპროპორციულია შემთხვევების განაწილება, მე მაინც მგონია, რომ ამ შეზღუდვების გააქტიურება, განსაკუთრებით, ბათუმთან მიმართებაში ალბათ, არ უნდა დაგვიანდეს, დროულად უნდა იყოს მიღებული, თუნდაც, კარანტინის გამოცხადება.

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში ყოველდღიურად შემთხვევების რაოდენობა საკმაოდ მზარდია, ეს ადამიანები მობილობას აგრძელებენ, ისინი საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდებიან, ამიტომ ძალიან დიდი შანსია და რისკი, რომ საქართველოს დანარჩენ ნაწილში, შიდა საზოგადოებრივი გავრცელების მასშტაბებს ხელი შეუწყოს შიდა ექსპორტმა. ამიტომ, ვფიქრობ, მთავრობამ არ უნდა დააყოვნოს ძალიან და ალბათ, ჯობს, გამკაცრდეს, კონტროლზე ავიყვანოთ სიტუაცია", - განაცხადა კულუმბეგოვმა.

ტელეწამყვანის კითხვაზე, ასეთი ხისტი გადაწყვეტილების მიღებას ხელს ხომ არ უშლის თუნდაც, წინასაარჩევნო პერიოდი, იმუნოლოგი პასუხობს, რომ აღნიშნულის ქვეტექსტი არ იცის.

"მე ექიმი ვარ, ამას ქვეტექსტი რა უდევს, ნამდვილად არ ვიცი, მე მხოლოდ ჩემს მოსაზრებას ვაფიქსირებ, ალბათ, ჯობს იქ ხისტად მიღებული გადაწყვეტილება, რათა ინფექციის კიდევ უფრო გავრცელება არ მოხდეს. შესაძლოა, ეს საკითხები აწონ-დაწონვადია და ხვალ, ზეგ გახდეს ამის აუცილებლობა, ეს ინფორმაცია არ მაქვს, ჩემი დამოუკიდებელი, როგორც ერთი ექიმის აზრი გავაჟღერე.

შესაძლებელია, ვთქვათ, არჩევნების საკითხსაც ითვალისწინებენ, აქ არცერთი თემის ბოლომდე გამორიცხვა შეუძლებელია, იმიტომ რომ ჩაკეტვა საარჩევნო პროცესს ხელს შეუშლის და მთელი რიგი ფაქტორები იქნება, მაგრამ ვიმეორებ, შეზღუდვები წესდება და მკაცრდება, როცა საწოლების რაოდენობა რეანიმაციებში ამოიწურება, იხსნება მაშინ, როცა ეს საწოლები ცარიელდება. ალბათ, არ არის ამ ზღვართან, მაგრამ მე მეშინია შიდა ექსპორტი არ მოხდეს და ადამიანების მობილობა აჭარიდან აქეთ მხარეს. თბილისში ინფექციის მასობრივი გავრცელება რთულ მასშტაბებს მიიღებს", - განაცხადა კულუმბეგოვმა.

"ამცრელი პუნქტები დიდ მოლებსა და სავაჭრო ცენტრებშიც მოეწყობა" - ამირან გამყრელიძე

"ვიცი, გამაკრიტიკებენ, იტყვიან, გამყრელიძე წყალშიც მომთხოვს პირბადის გაკეთებასო" - ამირან გამყრელიძე

"ბევრს გაინტერესებდათ ფაიზერის ბუსტერის შესახებ" - რას წერს ანანო ბაკურაძე, რომელმაც "სინოფარმის" ორი დოზის მიღების შემდეგ "ფაიზერის" გაკეთება გადაწყვიტა