პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თოკი, რომლითაც ლუკა დაიხრჩო, ტრაქტორზე აღარ იყო გამობმული, ყელზე ეკეთა, ბავშვი კი ძირს ეგდო" - რა ვერსიები აქვთ ახლობლებს ქობულეთში მომხდარ ტრაგედიაზე
"თოკი, რომლითაც ლუკა დაიხრჩო, ტრაქტორზე აღარ იყო გამობმული, ყელზე ეკეთა, ბავშვი კი ძირს ეგდო" - რა ვერსიები აქვთ ახლობლებს ქობულეთში მომხდარ ტრაგედიაზე

1 ოქ­ტომ­ბერს, ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ცე­ცხლა­ურ­ში 11 წლის მო­ზარ­დი ტრაქ­ტორ­ზე გა­მობ­მულ თოკ­ზე ჩა­მომ­ხრჩვა­ლი იპო­ვეს. გარ­დაც­ვლი­ლი მე­ხუ­თე კლა­სე­ლი ლუკა სურ­მა­ნი­ძე ტყის პი­რას მე­ზობ­ლის ბავ­შვებ­მა იპო­ვეს.

ლუკა სურ­მა­ნი­ძის ოჯა­ხი და ახ­ლობ­ლე­ბი მკვლე­ლო­ბი­სა და თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ას გა­მო­რი­ცხა­ვენ და ამ­ბო­ბენ, რომ საქ­მე ბავ­შვის და­უ­დევ­რო­ბით მომ­ხდარ უბე­დურ შემ­თხვე­ვას­თან გვაქვს.

ბონ­დო სურ­მა­ნი­ძე, დაბა ოჩხა­მუ­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ერ­თე­უ­ლის სპე­ცი­ა­ლის­ტი, ქო­ბუ­ლე­თის მე­რი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სო­ფელ ცე­ცხლა­ურ­ში:

- ჯერ­ჯე­რო­ბით გა­მო­ძი­ე­ბა არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, რა­ი­მე დას­კვნა რომ გა­მო­ვი­ტა­ნოთ. ფაქტს არც თვითმხილ­ვე­ლი ჰყავს, არა­ვინ შეს­წრე­ბია ამ უბე­დუ­რე­ბას. ოჯა­ხი და მე­ზობ­ლე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ბავ­შვი თა­მაშ-თა­მა­შით გარ­და­იც­ვა­ლა. თოკი, რომ­ლი­თაც მო­ზარ­დი და­იხ­რჩო, ტრაქ­ტორ­ზე არ ყო­ფი­ლა გა­მობ­მუ­ლი, როცა იპო­ვეს, ყელ­ზე ეკე­თა, ბავ­შვი კი ძირს ეგდო. ქუ­დის თოკი ყო­ფი­ლა, იქი­და­ნაა გა­მოძ­რო­ბი­ლი, სა­დღაც 55 სან­ტი­მეტ­რის. რო­გორც ჩანს, ბავ­შვმა ან გა­მო­ა­ბა, ან თა­მაშ-თა­მაშ­ში გა­მოს­ძვრა და გა­იხ­ლარ­თა. ლუ­კას ოჯახ­ში არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნია, ნორ­მა­ლუ­რი, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ოჯა­ხი აქვთ, ბავ­შვიც ოქრო და ნი­ჭი­ე­რი იყო. ალ­ბათ და­უ­დევ­რო­ბით მო­უხ­და, თო­რემ მას რომ მსგავ­სი მიდ­რე­კი­ლე­ბა ჰქო­ნო­და, ან ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი, ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია.

პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი თა­მა­შობ­დნენ ტყის პი­რას და მათ აღ­მო­ა­ჩი­ნეს ლუკა - როცა ახ­ლოს მი­ვიდ­ნენ, ბავ­შვი უკვე ძირს ეგდო გარ­დაც­ვლი­ლი, თოკი გა­მობ­მუ­ლი აღარ იყო ტრაქ­ტორ­ზე. ალ­ბათ თა­მაშ­ში გა­მო­ე­დო და გა­მოს­ძვრა ქუ­დი­დან, ან კი­სერ­ზე ეკე­თა და თა­მა­შის დროს გა­მო­ე­დო ტრაქ­ტორს, ზუს­ტად არაფ­რის თქმა არ შეგ­ვიძ­ლია.

შემ­თხვე­ვამ­დე ერთი სა­ა­თით ადრე, ლუკა მეც ვნა­ხე, ვე­ლო­სი­პე­დით და­სე­ირ­ნობ­და ახლო-მახ­ლოს, თა­მა­შობ­და. ის ტრაქ­ტო­რი იქა­უ­რი მა­ცხოვ­რებ­ლი­საა და რა­ხა­ნია, იმ ად­გი­ლა­საა გა­ჩე­რე­ბუ­ლი. მკვლე­ლო­ბა გა­მო­რი­ცხუ­ლია, იქ ვე­რა­ვინ მი­იყ­ვან­და, თა­ვი­სი ვე­ლო­სი­პე­დი­თაა მი­სუ­ლი. ბავ­შვის და­უ­დევ­რო­ბი­თაა ეს უბე­დუ­რე­ბა მომ­ხდა­რი, მეტი არა­ფე­რი.

ცნო­ბის­თვის, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 115-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლელა
36

მეზობლის ბავშვი დედას დროზე რომ არ ენახა, უბედურება დატრიალდებოდა. წვრილი, საფეხბურთო კარის ბადეს თოკი ბავშვს თამაშისას ყელზე შემოეხვა. ეზო სავსე იყო ხალხით, მაგრამ უცნაურად რომ მოძრაობდა ბავშვი მხოლოდ დედამ შეამჩნია და საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა. ამ პატარას არ გაუმართლა. უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი. 

temo
1

რამდენიმე წლის წინ წალკაში გაიგუდა ბავშვი.გარდერობში შევიდა და ხალათში გაიხლართა,ბავშვებს ესეთი რაღაცეები ახასიათებთ.ფრთხილად იყავით მშობლებო,აკონტროლეთ უსაფრთხო გარემო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

"თოკი, რომლითაც ლუკა დაიხრჩო, ტრაქტორზე აღარ იყო გამობმული, ყელზე ეკეთა, ბავშვი კი ძირს ეგდო" - რა ვერსიები აქვთ ახლობლებს ქობულეთში მომხდარ ტრაგედიაზე

"თოკი, რომლითაც ლუკა დაიხრჩო, ტრაქტორზე აღარ იყო გამობმული, ყელზე ეკეთა, ბავშვი კი ძირს ეგდო" - რა ვერსიები აქვთ ახლობლებს ქობულეთში მომხდარ ტრაგედიაზე

1 ოქტომბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში 11 წლის მოზარდი ტრაქტორზე გამობმულ თოკზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცვლილი მეხუთე კლასელი ლუკა სურმანიძე ტყის პირას მეზობლის ბავშვებმა იპოვეს.

ლუკა სურმანიძის ოჯახი და ახლობლები მკვლელობისა და თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ საქმე ბავშვის დაუდევრობით მომხდარ უბედურ შემთხვევასთან გვაქვს.

ბონდო სურმანიძე, დაბა ოჩხამურის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი, ქობულეთის მერიის წარმომადგენელი სოფელ ცეცხლაურში:

- ჯერჯერობით გამოძიება არ დასრულებულა, რაიმე დასკვნა რომ გამოვიტანოთ. ფაქტს არც თვითმხილველი ჰყავს, არავინ შესწრებია ამ უბედურებას. ოჯახი და მეზობლები ვარაუდობენ, რომ ბავშვი თამაშ-თამაშით გარდაიცვალა. თოკი, რომლითაც მოზარდი დაიხრჩო, ტრაქტორზე არ ყოფილა გამობმული, როცა იპოვეს, ყელზე ეკეთა, ბავშვი კი ძირს ეგდო. ქუდის თოკი ყოფილა, იქიდანაა გამოძრობილი, სადღაც 55 სანტიმეტრის. როგორც ჩანს, ბავშვმა ან გამოაბა, ან თამაშ-თამაშში გამოსძვრა და გაიხლართა. ლუკას ოჯახში არანაირი პრობლემა არ ჰქონია, ნორმალური, ჩამოყალიბებული ოჯახი აქვთ, ბავშვიც ოქრო და ნიჭიერი იყო. ალბათ დაუდევრობით მოუხდა, თორემ მას რომ მსგავსი მიდრეკილება ჰქონოდა, ან ოჯახში ძალადობას ჰქონდა ადგილი, ეს გამორიცხულია.

პატარა ბავშვები თამაშობდნენ ტყის პირას და მათ აღმოაჩინეს ლუკა - როცა ახლოს მივიდნენ, ბავშვი უკვე ძირს ეგდო გარდაცვლილი, თოკი გამობმული აღარ იყო ტრაქტორზე. ალბათ თამაშში გამოედო და გამოსძვრა ქუდიდან, ან კისერზე ეკეთა და თამაშის დროს გამოედო ტრაქტორს, ზუსტად არაფრის თქმა არ შეგვიძლია.

შემთხვევამდე ერთი საათით ადრე, ლუკა მეც ვნახე, ველოსიპედით დასეირნობდა ახლო-მახლოს, თამაშობდა. ის ტრაქტორი იქაური მაცხოვრებლისაა და რახანია, იმ ადგილასაა გაჩერებული. მკვლელობა გამორიცხულია, იქ ვერავინ მიიყვანდა, თავისი ველოსიპედითაა მისული. ბავშვის დაუდევრობითაა ეს უბედურება მომხდარი, მეტი არაფერი.

ცნობისთვის, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"მოწმემ დაადასტურა, რომ ნელი დოროყაშვილი ყოველთვის იყო შერიგების მომხრე, იჩენდა ინიციატივას, რომ თანაცხოვრება გაეგრძლებინათ" - ბასილაშვილის ადვოკატი

"მოწმემ დაადასტურა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის ფიზიკური ზემოქმედების შედეგად იყო დაზიანება მიღებული" - რას აცხადებს ბასილაშვილის საქმის პროკურორი

"ჩვენი ინფორმაციით, ბადრი ესებუა საქართველოში იმყოფება..." - ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ესებუას დაკავება შსს-სთვის ღირსების საკითხია