ავტორი:

"მომზადებულია მთავრობის დადგენილება, რომელიც რამდენიმე დღეში შევა ძალაში" - გამყრელიძე ბოლო დღეების ეპიდვითარებას აჯამებს

"მომზადებულია მთავრობის დადგენილება, რომელიც რამდენიმე დღეში შევა ძალაში" - გამყრელიძე ბოლო დღეების ეპიდვითარებას აჯამებს

ჯერჯერობით საერთო ინციდენტების მაჩვენებლით საქართველო ე.წ. დაბალ დიაპაზონშია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა თანდათან მატულობს.

„ინფიცირებულთა რაოდენობის ყოველდღიური მატება, რაც აღინიშნება ჩვენთან საკმაოდ საყურადღებოა, ერთადერთი გახლავთ ბოლო პოზიტივი ის, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა თანდათანობით მატულობს და ეს მიუთითებს იმაზე, რომ შემთხვევათა უმეტესობა არის უსიმპტომო და მსუბუქი მიმდინარეობის. ამიტომ არის, რომ აჭარაში დაიწყო პილოტირება, რომელიც გადმოტანილია უკვე იმერეთშიც და თბილისშიც - უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტების ბინაზე მართვის. ასეთი უკვე 1000-ზე მეტია აჭარაში. ისინი წარმატებით იმართებიან ბინაზე და მოგეხსენებათ, მათ მხოლოდ დაკვირვება და ოჯახის ექიმის კონსულტაციები სჭირდებათ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირებულთან მყოფი ახლო კონტაქტები - ოჯახის ან სამსახურეობრივი კონტაქტები ყოველგვარი ტესტირების გარეშე პირდაპირ უნდა გადავიდნენ თვითიზოლაციაში.

ამირან გამყრელიძის თქმით, ახლო კონტაქტები 12 დღის განმავლობაში უნდა იყვნენ თვითიზოლაციაში.

„შევჯერდით, სამინისტროში წარვადგინეთ დადგენილება, რომ ინიფიცრებულების ახლო კონტაქტები, ოჯახის და სამსახურებრივი კონტაქტები ყოველგვარი ტესტირების გარეშე პირდაპირ უნდა გადავიდნენ თვითიზოლაციაში. სახლში უნდა დარჩნენ ან კარანტინში. შემდგომ, 12 დღის განმავლობაში, თუ ისინი უსიმპტომოები არიან, არ უტარდებათ ტესტირება. 12 დღის შემდგომ კი თავისუფლები არიან. თუ მოხდა კიდეც ინფიცირება ან ჰქონდათ უსიმპტომო ინფიცირება, გადამდებები აღარ არიან. თუ 12 დღის განმაავლობაში წარმოეშვებათ სიმპტომი-ხველა, ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება, უკავშირდებიან ექიმს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, შემოდგომაზე კორონავირუსს გრიპის ვირუსით გამოწვეული ინფექციაც დაერთოს. როგორც მან განაცხადა, კლინიკურად კორონავირუსსა და გრიპს შორის ბევრი მსგავსებაა, თუმცა საბოლოო დიფერენცირება ლაბორატორიულად ხდება.

„კორონავირუსული ინფექციაც გახლავთ რესპირაციული ინფექცია თავისი კლასიკური ბუნებით. ალბათ, ნოემბერში ამას გრიპის ვირუსით გამოწვეული ინფექციაც დაერთვება. ძალიან ბევრი კლინიკური მსგავსება აქვთ, თუმცა გამოცდილ ექიმს შეუძლია, რომ კლინიკურად დიფერენცირება გააკეთოს, მაგრამ საბოლოო დიფერენცირება ლაბორატორიულად ხდება. რესპირაციულ სეზონზე მომართვიანობა ყოველთვის იზრდება და ალბათ, წელსაც გაიზრდება“,-განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ჯერ კოვიდ19-ის და გრიპის ვირუსის თანაარსებობის შესახებ გამოცდილება არ არის, ამიტომ მოსახლეობა მზად უნდა იყოს.

„ის, რასაც დღეს კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით ვაკეთებთ, მაგალითად, პირბადეს ატარებთ, დისტანციას იცავთ, ხელებს ხშირად იმუშავებთ, ზუსტად იგივე პრევენციული ღონისძიებებია გრიპთან მიმართებითაც. ამიტომ, არ გამორიცხავ, ამან სასიკეთოდ იმოქმედოს და გრიპი წელს შედარებით ნაკლებად დამაზიანებელი ეფექტით იყოს“,-განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც ის აღნიშნავს, „მედიცინა ჯერჯერობით უძლურია“ კორონავირუსთან.

„უნდა გავითავისოთ, რომ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა ზრუნვა თავის მოქალაქეებზე, მაგრამ სახელმწიფო, დამსაქმებლები და საზოგადოება - ეს სამივე შტო უნდა ვიყოთ ერთად. ასევე, დიდი პასუხისმგებლობაა დამსაქმებლების, როგორი იქნება მათი პირადი პასუხისმგებლობა, რომ დაწესებულებაში ტემპერატურით ადამიანი არ დაიშვას, რომ კონტაქტები იზოლაციაში იქნას გადაყვანილი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძე აცხადებს, საქართველოში დაახლოებით ნახევარ მილიონზე მეტი PCR ტესტია მარაგში და ამ მხრივ დაბრკოლება არ არის.

„დაახლოებით ნახევარ მილიონზე მეტი ტესტი გვაქვს მარაგში, ასევე, გვაქვს 200 ათასამდე სწრაფი ტესტი. ამ მხრივ ქვეყანაში დაბრკოლება არ არის, ლაბორატორიათა რაოდენობაც იმატებს, იყო 22 და კიდევ ემატება 3 ლაბორატორია, რომ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა იყოს. მთავარი არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რაც უნდა გამოიხატოს იმ რეგულაციების შესრულებაში, რასაც ვსაუბრობთ.

მივეჩვიეთ ცხოვრებას პირბადესთან ერთად, ამაზე კარგი თავდაცვის საშუალება არ არის, არ შევიკრიბოთ ბევრი ადამიანი ერთად, დავიცვათ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები“ , - განაცხადა გამყრელიძემ.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 10 ბავშვი მკურნალობს, მათგან ოთხი 1 წლამდე ასაკისაა

რამდენი ხნით აჩერებს მუშაობას ე.წ. ოქროს ბირჟა, რომელიც თანამშრომლების ინფიცირების გამო დაიხურა

9-10 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ქარიშხალია მოსალოდნელი