სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უმძიმეს დღეში ვართ ყველანი, უკარგესი ადამიანი, მეგობარი დავკარგეთ... მოპედით ავარიაში მოყვა", - "ჩემი ცოლის დაქალების" გუნდის წევრი გარდაიცვალა
"უმძიმეს დღეში ვართ ყველანი, უკარგესი ადამიანი, მეგობარი დავკარგეთ... მოპედით ავარიაში მოყვა", - "ჩემი ცოლის დაქალების" გუნდის წევრი გარდაიცვალა

"დღეს დი­ლით, მძი­მე ბრძო­ლის შემ­დეგ, გარ­და­იც­ვა­ლა ჩვე­ნი გუნ­დის გა­ნუ­ყო­ფე­ლი წევ­რი და­თუ­ნა (და­თუ­ბა) გამ­ყრე­ლი­ძე. ის 18 სექ­ტემ­ბერს ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში მოყ­ვა. ვუ­თა­ნაგ­რძნობთ მის ოჯახს. არ არ­სე­ბობს სი­ტყვე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ მწუ­ხა­რე­ბას გა­მო­ხა­ტავს. მშვი­დად გა­ნის­ვე­ნე, საყ­ვა­რე­ლო მე­გო­ბა­რო,“ - ეს გან­ცხა­დე­ბა ცოტა ხნის წინ პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის, "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის“ ფე­ის­ბუ­ქის ოფი­ცი­ა­ლურ გერ­დზე "ფორ­მუ­ლა კრე­აქ­ტი­ვის“ შე­მოქ­მე­დე­ბით­მა ჯგუფ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

Ambebi.ge "ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტი­ვის“ პრო­დი­უ­სერს, ირაკ­ლი სა­ღი­ნა­ძეს და­უ­კავ­შირ­და.

ირაკ­ლი სა­ღი­ნა­ძე:

- უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა 2 კვი­რის წინ მოხ­და. და­თუ­ნა მო­პე­დით მოძ­რა­ობ­და და ავა­რი­ა­ში მოყ­ვა, რა­ღაც მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა... მას მერე 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სიკ­ვდილს ებ­რძო­და. სე­რი­ო­ზუ­ლად იყო დამ­ტვრე­უ­ლი, მაგ­რამ იმე­დე­ბი გვქონ­და... თით­ქოს გა­მოძ­ვრა კი­დეც სი­ტუ­ა­ცი­ი­დან, მაგ­რამ გა­ი­თი­შა... დღეს სამ­წუ­ხა­როდ, გარ­და­იც­ვა­ლა... უმ­ძი­მეს დღე­ში ვართ ყვე­ლა­ნი, უკარ­გე­სი ადა­მი­ა­ნი, მე­გო­ბა­რი დავ­კარ­გეთ... ყვე­ლა­ნი შოკ­ში ვართ...

- ის თქვე­ნი გუნ­დის ტექ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფის წევ­რი იყო?

- გამ­ნა­თე­ბე­ლი, მაგ­რამ ეს სი­ტყვა ბო­ლომ­დე არ გა­მო­ხა­ტავს იმ ყვე­ლა­ფერს, რა­საც და­თუ­ნა თა­ვის­თა­ვად წარ­მო­ად­გენ­და რო­გორც ჩვე­ნი გუნ­დის წევ­რი, ისე - ადა­მი­ა­ნი... ის "ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტი­ვის“ აქ­ტი­უ­რი და საყ­ვა­რე­ლი წევ­რი, მე­გო­ბა­რი იყო და ისე­თი კარ­გი, რომ მეტი არ შე­იძ­ლე­ბა... არ­სე­ბობს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის კა­ტე­გო­რია, რო­მე­ლიც არის შენი ძმა­კა­ცი და ისე­თიც, რო­მე­ლიც უბ­რა­ლოდ მუ­შა­ობს და პა­ტივს სცემ რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნალს, მაგ­რამ ეს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიც და ხომ ვამ­ბობ, უსაყ­ვა­ლე­სი მე­გო­ბა­რიც იყო... არ ვიცი, რა ვთქვა... არა­და, ჯერ კი­დევ გუ­შინ იმე­დი­ა­ნად ვი­ყა­ვით... და­თუ­ნას 2 მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა...

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რ ე ა ლ ო ბ ა
15

აკრძალეთ საქართველოში ეს მკვლელი მოტოები და მოპედები, თვწე არ გავა რამდენიმე არ დაღუპოს, არ არის საქართველოში მათი გზები არააააააააა რით ვერ გაიგეეეეთ? ან ცალკე ზოლი გამოუყავით

ნია
110

იმედია ახალი სერიების გამოსვლის სიჩქარეზე არ აისახება ეს ტრაგედია

ავტორი:

"უმძიმეს დღეში ვართ ყველანი, უკარგესი ადამიანი, მეგობარი დავკარგეთ... მოპედით ავარიაში მოყვა", - "ჩემი ცოლის დაქალების" გუნდის წევრი გარდაიცვალა

"უმძიმეს დღეში ვართ ყველანი, უკარგესი ადამიანი, მეგობარი დავკარგეთ... მოპედით ავარიაში მოყვა", - "ჩემი ცოლის დაქალების" გუნდის წევრი გარდაიცვალა

"დღეს დილით, მძიმე ბრძოლის შემდეგ, გარდაიცვალა ჩვენი გუნდის განუყოფელი წევრი დათუნა (დათუბა) გამყრელიძე. ის 18 სექტემბერს ავტოავარიაში მოყვა. ვუთანაგრძნობთ მის ოჯახს. არ არსებობს სიტყვები, რომლებიც ამ მწუხარებას გამოხატავს. მშვიდად განისვენე, საყვარელო მეგობარო,“ - ეს განცხადება ცოტა ხნის წინ პოპულარული სერიალის, "ჩემი ცოლის დაქალების“ ფეისბუქის ოფიციალურ გერდზე "ფორმულა კრეაქტივის“ შემოქმედებითმა ჯგუფმა გამოაქვეყნა.

Ambebi.ge "ფორმულა კრეატივის“ პროდიუსერს, ირაკლი საღინაძეს დაუკავშირდა.

ირაკლი საღინაძე:

- უბედური შემთხვევა 2 კვირის წინ მოხდა. დათუნა მოპედით მოძრაობდა და ავარიაში მოყვა, რაღაც მანქანა დაეჯახა... მას მერე 2 კვირის განმავლობაში სიკვდილს ებრძოდა. სერიოზულად იყო დამტვრეული, მაგრამ იმედები გვქონდა... თითქოს გამოძვრა კიდეც სიტუაციიდან, მაგრამ გაითიშა... დღეს სამწუხაროდ, გარდაიცვალა... უმძიმეს დღეში ვართ ყველანი, უკარგესი ადამიანი, მეგობარი დავკარგეთ... ყველანი შოკში ვართ...

- ის თქვენი გუნდის ტექნიკური ჯგუფის წევრი იყო?

- გამნათებელი, მაგრამ ეს სიტყვა ბოლომდე არ გამოხატავს იმ ყველაფერს, რასაც დათუნა თავისთავად წარმოადგენდა როგორც ჩვენი გუნდის წევრი, ისე - ადამიანი... ის "ფორმულა კრეატივის“ აქტიური და საყვარელი წევრი, მეგობარი იყო და ისეთი კარგი, რომ მეტი არ შეიძლება... არსებობს თანამშრომლების კატეგორია, რომელიც არის შენი ძმაკაცი და ისეთიც, რომელიც უბრალოდ მუშაობს და პატივს სცემ როგორც პროფესიონალს, მაგრამ ეს პროფესიონალიც და ხომ ვამბობ, უსაყვალესი მეგობარიც იყო... არ ვიცი, რა ვთქვა... არადა, ჯერ კიდევ გუშინ იმედიანად ვიყავით... დათუნას 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა...

როგორია კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა - მსახიობის ძმის კომენტარი

ლეგანდარული მსახიობი ანდრეი მიაგკოვი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბრიტნი სპირსი: ვარსკვლავი, რომელსაც ცხოვრება წაართვეს - მამის მსხვერპლი გოგონა და დაგვიანებული ბოდიში ჯასტინ ტიმბერლეიკისგან