საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ინფორმაციას სირიელი მებრძოლების საქართველოს გავლით გადაადგილებასთან დაკავშირებით, საფუძველი არ გააჩნია" - გრიგოლ ლილუაშვილი
"ინფორმაციას სირიელი მებრძოლების საქართველოს გავლით გადაადგილებასთან დაკავშირებით, საფუძველი არ გააჩნია" - გრიგოლ ლილუაშვილი

გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სი­რი­ე­ლი მებ­რძო­ლე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით გა­და­ად­გი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ გა­აჩ­ნია, - გა­ნა­ცხა­და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვილ­მა.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კებს შო­რის მო­რიგ სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბას­თან და შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მა გა­ი­მარ­თა.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის, გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, უწყე­ბა აქ­ტი­ურ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას აგ­რძე­ლებს სომ­ხე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­თან.

„რო­გორც იცით, დღეს გა­ი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მა, რო­მელ­ზეც ვიმ­სჯე­ლეთ სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის გან­ვი­თე­რე­ბულ პრო­ცე­სებ­ზე და რე­გი­ონ­ში შექ­მნილ და­ძა­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე. ასე­ვე, გან­ვი­ხი­ლეთ მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლო სცე­ნა­რე­ბი და ის რის­კე­ბი, რაც უსაფრ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით იკ­ვე­თე­ბა.

მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას თით­ქოს, თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ი­დან აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით სი­რი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე არა­ფორ­მა­ლუ­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ფორ­მი­რე­ბე­ბი თით­ქოს, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის გავ­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან.

ამა­ვე წყა­რო­ებ­ში ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ , რომ ხელი შე­უ­შა­ლონ ჩვენს კონ­კრე­ტულ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში მშვი­დო­ბი­ან თა­ნა­ცხოვ­რე­ბას, კეთ­დე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი მო­წო­დე­ბე­ბი რათა გა­და­ი­კე­ტოს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­მა­ვა­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მა­გის­ტრა­ლი.

მინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნო , რომ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას მებ­რძო­ლე­ე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ გა­აჩ­ნია, ეს არის სიც­რუე და მიზ­ნად ისა­ხავს სა­ქარ­თვე­ლო­ში და ზო­გა­დად რე­გი­ონ­ში ვი­თა­რე­ბის ეს­კა­ლა­ცი­ას და და­ძაბ­ვას. სუს-ი აგ­რძე­ლებს აქ­ტი­ურ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას სომ­ხე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­თან

უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღე­ბა რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბი­სა და მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

ნე­ბის­მი­ე­რი აქ­ტი­ვო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მე­ლიც საფრ­თხეს შე­უქ­მნის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბას და ასე­ვე რე­გი­ონ­ში არ­სე­ბულ სტა­ბი­ლუ­რო­ბას, გა­ტარ­დე­ბა კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი , - გა­ნა­ცხა­და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვილ­მა.

აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სუს-ის პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ინფორმაციას სირიელი მებრძოლების საქართველოს გავლით გადაადგილებასთან დაკავშირებით, საფუძველი არ გააჩნია" - გრიგოლ ლილუაშვილი

"ინფორმაციას სირიელი მებრძოლების საქართველოს გავლით გადაადგილებასთან დაკავშირებით, საფუძველი არ გააჩნია" - გრიგოლ ლილუაშვილი

გავრცელებულ ინფორმაციას სირიელი მებრძოლების საქართველოს გავლით გადაადგილებასთან დაკავშირებით, არანაირი საფუძველი არ გააჩნია, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა.

აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის მორიგ სამხედრო დაპირისპირებასთან და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, უწყება აქტიურ კომუნიკაციას აგრძელებს სომხეთისა და აზერბაიჯანის შესაბამის უწყებებთან.

„როგორც იცით, დღეს გაიმართა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, რომელზეც ვიმსჯელეთ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის განვითერებულ პროცესებზე და რეგიონში შექმნილ დაძაბულ ვითარებაზე. ასევე, განვიხილეთ მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარები და ის რისკები, რაც უსაფრთხოების მიმართულებით იკვეთება.

მინდა გამოვეხმაურო სოციალურ მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციას თითქოს, თურქეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის მიმართულებით სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე არაფორმალური შეიარაღებული ფორმირებები თითქოს, საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაადგილდებიან.

ამავე წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ , რომ ხელი შეუშალონ ჩვენს კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში მშვიდობიან თანაცხოვრებას, კეთდება კონკრეტული მოწოდებები რათა გადაიკეტოს აზერბაიჯანის მიმართულებით მიმავალი საავტომობილო მაგისტრალი.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო , რომ გავრცელებულ ინფორმაციას მებრძოლეების გადაადგილებასთან დაკავშირებით, არანაირი საფუძველი არ გააჩნია, ეს არის სიცრუე და მიზნად ისახავს საქართველოში და ზოგადად რეგიონში ვითარების ესკალაციას და დაძაბვას. სუს-ი აგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას სომხეთისა და აზერბაიჯანის შესაბამის უწყებებთან

უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილება მიიღება რეგიონში არსებული ვითარებისა და მიმდინარე პროცესების დარეგულირების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

ნებისმიერი აქტივობის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას და ასევე რეგიონში არსებულ სტაბილურობას, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები , - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას სუს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

"ბუბა კიკაბიძე კარგი გაგებით პოლიტიკოსი და დიდი ქართველი პატრიოტია" - მიხეილ სააკაშვილი

"მარნეულის საკრებულოს წევრმა "ოცნებიდან" ილხამ გასანოვმა მმართველი გუნდი დატოვა და "ნაცმოძრაობას" შეუერთდა" - კირკიტაძე

საქართველომ აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით სამხედრო ტვირთების გატარება დროებით შეაჩერა - უსაფრთხოების საბჭოს განცხადება