მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველომ აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით სამხედრო ტვირთების გატარება დროებით შეაჩერა - უსაფრთხოების საბჭოს განცხადება
საქართველომ აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით სამხედრო ტვირთების გატარება დროებით შეაჩერა - უსაფრთხოების საბჭოს განცხადება

აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შო­რის მიმ­დი­ნა­რე სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის გამო, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ, ეს­კა­ლა­ცი­ის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე, დრო­ე­ბით შე­ა­ჩე­რა ნე­ბარ­თვე­ბის გა­ცე­მა სა­კუ­თარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სახ­მე­ლე­თო და სა­ჰა­ე­რო მარ­შრუ­ტე­ბით სამ­ხედ­რო ტვირ­თე­ბის გა­ტა­რე­ბა­ზე ორი­ვე ქვეყ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით, - ამის შე­სა­ხებ ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს გან­ცხა­ხე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

„აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კებს შო­რის მო­რიგ სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბას­თან და შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მა გა­ი­მარ­თა. სხდო­მა­ზე გან­ხი­ლულ იქნა აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­ფლიქ­ტით გა­მოწ­ვე­უ­ლი მძი­მე ვი­თა­რე­ბა, რო­მელ­საც შე­დე­გად, სამ­წუ­ხა­როდ, უკვე მოყ­ვა მსხვერ­პლი, ვი­თა­რე­ბის ეს­კა­ლა­ცია კი მკვეთ­რად უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დებს რე­გი­ო­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე. ჩვენ კვლავ მო­ვუ­წო­დებთ ეუ­თოს მინ­სკის ჯგუ­ფის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე­ებს და სა­ერ­თა­შო­რი­სო აქ­ტო­რებს მი­ი­ღონ ყვე­ლა ზომა ძა­ლა­დო­ბის შე­წყვე­ტი­სა და დი­ა­ლო­გის გა­ნახ­ლე­ბი­სათ­ვის. სა­ქარ­თვე­ლოს კე­თილ­მე­ზობ­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აკავ­ში­რებს რო­გორც აზერ­ბა­ი­ჯან­თან, ასე­ვე, სომ­ხეთ­თან.

ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ და კი­დევ უფრო გან­ვამ­ტკი­ცოთ ეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­თვის ვა­მა­ყობ­დით ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად სხვა­დას­ხვა ეროვ­ნე­ბის, მათ შო­რის აზერ­ბა­ი­ჯან­ლე­ბი­სა და სომ­ხე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბით, რაც ჩვე­ნი სა­ერ­თო მო­ნა­პო­ვა­რია და მას დიდი გაფრ­თხი­ლე­ბა, ერ­თობ­ლი­ვი ზრუნ­ვა სჭირ­დე­ბა. ჩვენ არ უნდა და­ვუშ­ვათ, რომ აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შო­რის შექ­მნილ კრი­ზი­სულ ვი­თა­რე­ბა­ში, ცალ­კე­ულ­მა დესტრუქ­ცი­ულ­მა ელე­მენ­ტებ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს გა­რეთ თუ შიგ­ნით, ჩრდი­ლი მი­ა­ყე­ნონ ჩვენს მე­გობ­რო­ბა­სა და ის­ტო­რი­ულ გა­მოც­დი­ლე­ბას. ყო­ვე­ლი­ვე ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ქარ­თუ­ლი მხა­რე კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს თა­ვის მზა­ო­ბას ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით შე­უ­წყოს ხელი ვი­თა­რე­ბის გან­მუხ­ტვას, მათ შო­რის, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, დი­ა­ლო­გის გა­მარ­თვის მიზ­ნით კონ­ფლიქ­ტის მხა­რე­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა შეხ­ვედ­რას უმას­პინ­ძლოს თბი­ლის­ში.

ქარ­თუ­ლი მხა­რე მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ზედ­მი­წევ­ნით ას­რუ­ლებ­და და ას­რუ­ლებს სა­კუ­თარ სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს, მათ შო­რის მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის - აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სომ­ხე­თის მი­მართ. კერ­ძოდ, სა­ქარ­თვე­ლოს სატ­რან­ზი­ტო ფუნ­ქცია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია ორი­ვე ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის. რაც ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სებ­შიც არის. დღე­საც, სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით, ტრან­ზი­ტის რე­ჟიმ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სატ­ვირ­თო გა­და­ზიდ­ვე­ბი შე­უ­ფერ­ხებ­ლად და უსაფრ­თხოდ ხორ­ცი­ელ­დე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი, მათ შო­რის აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სომ­ხე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით. გა­და­ზიდ­ვე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა მა­ღა­ლია და აღ­ნიშ­ნუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არ შეც­ვლი­ლა სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტის გა­ნახ­ლე­ბის შემ­დეგ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კონ­ფლიქ­ტის გამ­წვა­ვე­ბის მო­მენ­ტი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მიერ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ჰა­ე­რო სატ­ვირ­თო გა­და­ზიდ­ვე­ბის მიზ­ნე­ბი­სათ­ვის რა­ი­მე სა­ხის შე­ზღუდ­ვე­ბი არ და­წე­სე­ბუ­ლა და არც და­წეს­დე­ბა. ამას­თან, აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შო­რის მიმ­დი­ნა­რე სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის გამო, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ, ეს­კა­ლა­ცი­ის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე, დრო­ე­ბით შე­ა­ჩე­რა ნე­ბარ­თვე­ბის გა­ცე­მა სა­კუ­თარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სახ­მე­ლე­თო და სა­ჰა­ე­რო მარ­შრუ­ტე­ბით სამ­ხედ­რო ტვირ­თე­ბის გა­ტა­რე­ბა­ზე ორი­ვე ქვეყ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამის თა­ო­ბა­ზე მხა­რე­ე­ბი ინ­ფორ­მი­რე­ბულ­ნი იყ­ვნენ. ნე­ბის­მი­ერ სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო სატ­რან­ზი­ტო გა­და­ზიდ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ქარ­თუ­ლი მხა­რე სრუ­ლად ას­რუ­ლებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს. ჩვე­ნი სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სია - სწრა­ფად შე­წყდეს სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბა და რე­გი­ონ­ში აღ­დგეს მშვი­დო­ბა“, - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ლუკა
0

რათქმაუნდა არ უნდა გაატარო და ხელი არ უნდა შეუწყო ომს. შეინარჩუნეთ ნეიტრალიტეტი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

საქართველომ აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით სამხედრო ტვირთების გატარება დროებით შეაჩერა - უსაფრთხოების საბჭოს განცხადება

საქართველომ აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით სამხედრო ტვირთების გატარება დროებით შეაჩერა - უსაფრთხოების საბჭოს განცხადება

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო, საქართველოს მთავრობამ, ესკალაციის დაწყებისთანავე, დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საკუთარ ტერიტორიაზე, სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე ორივე ქვეყნის მიმართულებით, - ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს განცხახებაშია აღნიშნული.

„აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის მორიგ სამხედრო დაპირისპირებასთან და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე განხილულ იქნა აღნიშნული კონფლიქტით გამოწვეული მძიმე ვითარება, რომელსაც შედეგად, სამწუხაროდ, უკვე მოყვა მსხვერპლი, ვითარების ესკალაცია კი მკვეთრად უარყოფითად იმოქმედებს რეგიონის უსაფრთხოებაზე. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო აქტორებს მიიღონ ყველა ზომა ძალადობის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისათვის. საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს როგორც აზერბაიჯანთან, ასევე, სომხეთთან.

ჩვენი ამოცანაა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო განვამტკიცოთ ეს ურთიერთობები. საქართველოში ყოველთვის ვამაყობდით ქართველებთან ერთად სხვადასხვა ეროვნების, მათ შორის აზერბაიჯანლებისა და სომხების მშვიდობიანი თანაცხოვრებით, რაც ჩვენი საერთო მონაპოვარია და მას დიდი გაფრთხილება, ერთობლივი ზრუნვა სჭირდება. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შექმნილ კრიზისულ ვითარებაში, ცალკეულმა დესტრუქციულმა ელემენტებმა, საქართველოს გარეთ თუ შიგნით, ჩრდილი მიაყენონ ჩვენს მეგობრობასა და ისტორიულ გამოცდილებას. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ქართული მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზაობას ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ვითარების განმუხტვას, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, დიალოგის გამართვის მიზნით კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას უმასპინძლოს თბილისში.

ქართული მხარე მრავალი წლის განმავლობაში ზედმიწევნით ასრულებდა და ასრულებს საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის მეზობელი ქვეყნების - აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართ. კერძოდ, საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია მნიშვნელოვანი ფაქტორია ორივე ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის. რაც ბუნებრივია, საქართველოს ინტერესებშიც არის. დღესაც, საქართველოს გავლით, ტრანზიტის რეჟიმში სამოქალაქო დანიშნულების სატვირთო გადაზიდვები შეუფერხებლად და უსაფრთხოდ ხორციელდება ნებისმიერი, მათ შორის აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით. გადაზიდვების ინტენსივობა მაღალია და აღნიშნული მაჩვენებელი არ შეცვლილა სამხედრო კონფლიქტის განახლების შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ კონფლიქტის გამწვავების მომენტიდან საქართველოს მიერ სამოქალაქო საჰაერო სატვირთო გადაზიდვების მიზნებისათვის რაიმე სახის შეზღუდვები არ დაწესებულა და არც დაწესდება. ამასთან, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო, საქართველოს მთავრობამ, ესკალაციის დაწყებისთანავე, დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საკუთარ ტერიტორიაზე, სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე ორივე ქვეყნის მიმართულებით. ამის თაობაზე მხარეები ინფორმირებულნი იყვნენ. ნებისმიერ სხვა საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებთან დაკავშირებით, ქართული მხარე სრულად ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს. ჩვენი საერთო ინტერესია - სწრაფად შეწყდეს სამხედრო დაპირისპირება და რეგიონში აღდგეს მშვიდობა“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"

ეთერშია გადაცემა ”რეზიუმე”

თბილისის მერიასთან ჯარიმების გასაპროტესტებლად მისული "სტრატეგია აღმაშენებელი" ისევ დაჯარიმდა