მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს ყველა დადებით თვისებას CoVID-19-იც შეემატა..." - რას წერს "იმედის" თანამშრომელი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა
"ჩემს ყველა დადებით თვისებას CoVID-19-იც შეემატა..." - რას წერს "იმედის" თანამშრომელი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" თა­ნამ­შრო­მელს, გა­და­ცე­მა "იმე­დის დი­ლის" წამ­ყვანს ზუ­რაბ ბა­ლან­ჩი­ვა­ძეს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ბა­ლან­ჩი­ვა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს.

"დილა მშვი­დო­ბი­სა ყვე­ლას. მოკ­ლედ, ვინც ჯერ არ იცით, ჩემს ყვე­ლა და­დე­ბით თვი­სე­ბას CoVID-19-იც შე­ე­მა­ტა. გუ­შინ­წინ სახ­ლში წა­ვიმ­ღე­რე და ყელი ჩა­მე­ხე­ხა მსუ­ბუ­ქად. მე­მარ­თე­ბა ეგრე ხოლ­მე. ჰოდა არ მი­ვაქ­ციე ყუ­რა­დღე­ბა, ბევ­რი საქ­მე მქონ­და და მთელ დღეს სახ­ლი­დან არ გავ­სულ­ვარ. ოღნდ ვიგ­რძე­ნი, რომ ცო­ტა­თი უც­ნა­უ­რად და­ვი­ღა­ლე.

გუ­შინ დი­ლას ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მი­ვე­დი "იმედ­ში", სი­ცხე გა­მი­ზო­მეს და 36,1 აჩ­ვე­ნა. სა­დღაც 9-ის­კენ ცოტა მო­ვი­თენ­თე და გა­და­ცე­მის მერე კი­დევ გა­ვი­ზო­მე სი­ცხე - 36,6. არა­ფე­რი. ცოტა ხანს ვი­ყა­ვი, ვი­სა­უბ­რეთ და წა­ვე­დი სახ­ლში.

წა­მოვ­წე­ქი, და­ვი­ძი­ნებ მეთ­ქი და მივ­ხვდი, რომ სი­ცხე მი­მა­ტებს. გა­ვი­ზო­მე და 37,7. ეგ­რე­ვე მო­მენ­ტა­ლუ­რად გა­დავ­რე­კე-გად­მო­ვე­კე, გავ­ვარ­დი და ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში პი-სი-არ ტეს­ტი გა­ვი­კე­თე. რა­ხა­ნაც პა­სუ­ხი ძა­ლი­ან მალე მინ­დო­და, 220 ლარი გა­და­ვი­ხა­დე და 7 სა­ათ­ში იქ­ნე­ბაო.

კი ვფიქ­რობ­დი, ბა­რემ 24-სა­ა­თი­ა­ნი გა­მე­კე­თე­ბი­ნა და არ გავ­წე­წი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ ეს იმას ნიშ­ნავ­და, რომ ხალ­ხს ჩემ გარ­შე­მო და მეც უფრო დიდ­ხანს უნდა გვე­ნერ­ვი­უ­ლა. სა­ბო­ლო­ოდ, გუ­შინ, სა­ღა­მოს 10-ის ნა­ხე­ვარ­ზე და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, რომ კო­ვი­დი და­მი­დას­ტურ­და. აი, მანდ და­ი­წყო წი­ო­კი. ოღონდ ჩემი უფრო ნაკ­ლე­ბად - ყვე­ლა­სი.

უცებ რომ ყვე­ლა გწერს, გი­რე­კავს და გამ­ხსნე­ვებს. და­ა­ვა­დე­ბა­ზე ფიქ­რს ვერ ას­წრებ რომ 10000000000000000000 ადა­მი­ანს აინ­ტე­რე­სებს უცებ შენი ამ­ბა­ვი. რაც თან ძა­ლი­ან კარ­გია, თან - ძა­ლი­ან ცუდი, რად­გან ყვე­ლას­თვის სა­თი­თა­ოდ ერ­თსა და იმა­ვე ტექ­სტის წერა ასეთ დროს ფრი­ად დამ­ღლე­ლია.სად და­მე­მარ­თა და ვის­გან გად­მო­მე­დო - აზ­რზე არ ვარ. პლუს ბოლო 4-5 დღეა, ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ა­ნი ვნა­ხე. 30 ალ­ბათ.

ჰოდა კაც­მა არ იცის, ვინ­მე უსიმპტო­მოს­გან გა­და­მე­დო თუ რო­მე­ლი­მე ზე­და­პირ­თან შე­ხე­ბი­სას. სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის დღედ ჩა­ით­ვა­ლა 1-ლი ოქ­ტომ­ბე­რი, რომ­ლი­დან 48 სა­ა­თის მო­ნაკ­ვე­თი უკან არის გა­დამ­დე­ბო­ბის და­წყე­ბის დრო (28 სექ­ტემ­ბრის სა­ღა­მო). ასე რომ ყვე­ლას, ვი­საც ჩემ­თან შე­ხე­ბა გქონ­დათ, გთხოვთ, გა­დახ­ვი­დეთ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში. ასე სჯობს.რაც შე­მე­ხე­ბა მე - ვრჩე­ბი სახ­ლში ჯერ­ჯე­რო­ბით, რად­გან 38-მდე სი­ცხე და ყე­ლის ჩა­ხე­ხი­ლო­ბა მაქვს და გარ­თუ­ლე­ბე­ბი არ ჩანს. ყნოს­ვა-გე­მოც ად­გილ­ზეა. ცოტა ხან­ში კი­დევ და­უ­რე­კავ ოჯა­ხის ექიმს და მო­ვის­მენ მის მი­თი­თე­ბებს. ვსვამ ბევრ სი­თხეს. მეტი არც არა­ფე­რი ამ ეტაპ­ზე. და­ნარ­ჩენ გა­ნახ­ლე­ბებს დავ­წერ აქ, რად­გან ყვე­ლას სა­თი­თა­ოდ შე­იძ­ლე­ბა, ვერ გი­პა­სუ­ხოთ. დიდი მად­ლო­ბა და ჯან­მრთე­ლო­ბა ყვე­ლას" - წერს ბა­ლან­ჩი­ვა­ძე.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ჩემს ყველა დადებით თვისებას CoVID-19-იც შეემატა..." - რას წერს "იმედის" თანამშრომელი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა

"ჩემს ყველა დადებით თვისებას CoVID-19-იც შეემატა..." - რას წერს "იმედის" თანამშრომელი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა

ტელეკომპანია "იმედის" თანამშრომელს, გადაცემა "იმედის დილის" წამყვანს ზურაბ ბალანჩივაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბალანჩივაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"დილა მშვიდობისა ყველას. მოკლედ, ვინც ჯერ არ იცით, ჩემს ყველა დადებით თვისებას CoVID-19-იც შეემატა. გუშინწინ სახლში წავიმღერე და ყელი ჩამეხეხა მსუბუქად. მემართება ეგრე ხოლმე. ჰოდა არ მივაქციე ყურადღება, ბევრი საქმე მქონდა და მთელ დღეს სახლიდან არ გავსულვარ. ოღნდ ვიგრძენი, რომ ცოტათი უცნაურად დავიღალე.

გუშინ დილას ჩვეულებრივად მივედი "იმედში", სიცხე გამიზომეს და 36,1 აჩვენა. სადღაც 9-ისკენ ცოტა მოვითენთე და გადაცემის მერე კიდევ გავიზომე სიცხე - 36,6. არაფერი. ცოტა ხანს ვიყავი, ვისაუბრეთ და წავედი სახლში.

წამოვწექი, დავიძინებ მეთქი და მივხვდი, რომ სიცხე მიმატებს. გავიზომე და 37,7. ეგრევე მომენტალურად გადავრეკე-გადმოვეკე, გავვარდი და ერთ-ერთ კლინიკაში პი-სი-არ ტესტი გავიკეთე. რახანაც პასუხი ძალიან მალე მინდოდა, 220 ლარი გადავიხადე და 7 საათში იქნებაო.

კი ვფიქრობდი, ბარემ 24-საათიანი გამეკეთებინა და არ გავწეწილიყავი, მაგრამ ეს იმას ნიშნავდა, რომ ხალხს ჩემ გარშემო და მეც უფრო დიდხანს უნდა გვენერვიულა. საბოლოოდ, გუშინ, საღამოს 10-ის ნახევარზე დამირეკეს და მითხრეს, რომ კოვიდი დამიდასტურდა. აი, მანდ დაიწყო წიოკი. ოღონდ ჩემი უფრო ნაკლებად - ყველასი.

უცებ რომ ყველა გწერს, გირეკავს და გამხსნევებს. დაავადებაზე ფიქრს ვერ ასწრებ რომ 10000000000000000000 ადამიანს აინტერესებს უცებ შენი ამბავი. რაც თან ძალიან კარგია, თან - ძალიან ცუდი, რადგან ყველასთვის სათითაოდ ერთსა და იმავე ტექსტის წერა ასეთ დროს ფრიად დამღლელია.სად დამემართა და ვისგან გადმომედო - აზრზე არ ვარ. პლუს ბოლო 4-5 დღეა, ძალიან ცოტა ადამიანი ვნახე. 30 ალბათ.

ჰოდა კაცმა არ იცის, ვინმე უსიმპტომოსგან გადამედო თუ რომელიმე ზედაპირთან შეხებისას. სიმპტომების გამოვლენის დღედ ჩაითვალა 1-ლი ოქტომბერი, რომლიდან 48 საათის მონაკვეთი უკან არის გადამდებობის დაწყების დრო (28 სექტემბრის საღამო). ასე რომ ყველას, ვისაც ჩემთან შეხება გქონდათ, გთხოვთ, გადახვიდეთ თვითიზოლაციაში. ასე სჯობს.რაც შემეხება მე - ვრჩები სახლში ჯერჯერობით, რადგან 38-მდე სიცხე და ყელის ჩახეხილობა მაქვს და გართულებები არ ჩანს. ყნოსვა-გემოც ადგილზეა. ცოტა ხანში კიდევ დაურეკავ ოჯახის ექიმს და მოვისმენ მის მითითებებს. ვსვამ ბევრ სითხეს. მეტი არც არაფერი ამ ეტაპზე. დანარჩენ განახლებებს დავწერ აქ, რადგან ყველას სათითაოდ შეიძლება, ვერ გიპასუხოთ. დიდი მადლობა და ჯანმრთელობა ყველას" - წერს ბალანჩივაძე.

"ციხეში გატარებული ყოველი დღე იყო უმძიმესი..." - რას წერს ექიმი ვახტანგ ყიფიანი, რომელმაც 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ საპატიმრო დატოვა

"პედიატრი, მამა გაბრიელით რომ მწყევლა, სამსახურიდან დაითხოვეს, მორიგეობებს ჩამოაშორეს ტრავმატოლოგიც" - რა მოხდა ინგოროყვას კლინიკაში

"სუნთქვის უკმარისობა, ხველება... ყველა ეტაპი გაიარა 5 კვირა და პარალელურად 50-მდე კოვიდიანს უვლიდა" - რას წერს მანანა მანჯგალაძე ექიმი ძმის შესახებ