სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სარძლოს ცხოვრებაზე რომ გავიგე, ემოციურად იმოქმედა... ახლა დედაშვილური განცდა მაქვს" - ეკა ბესელიას შვილის სიყვარულის ისტორია და გადადებული ქორწილი
"სარძლოს ცხოვრებაზე რომ გავიგე, ემოციურად იმოქმედა... ახლა დედაშვილური განცდა მაქვს" - ეკა ბესელიას შვილის სიყვარულის ისტორია და გადადებული ქორწილი

დე­პუ­ტატ ეკა ბე­სე­ლი­ას ვაჟს, 28 წლის რატი მი­ლო­რა­ვას და მის რჩე­ულს, 22 წლის ქეთი ყრუ­აშ­ვილს 20 სექ­ტემ­ბერს ნიშ­ნო­ბა ჰქონ­დათ. ეს ლა­მა­ზი დღე წყვილ­მა ვიწ­რო წრე­ში აღ­ნიშ­ნა. რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გეგ­მა­ვენ ქორ­წილს. ახლა პარ­ტია "სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ლი­დე­რი" ეკა ბე­სე­ლია მთლი­ა­ნად სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ზეა გა­დარ­თუ­ლი და ყო­ველ­დღე მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რებს მარ­თავს. რო­გორც ჩანს, შვი­ლის არ­ჩე­ვა­ნით ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლია.

- არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დღე გა­მო­ვი­და. ჩემი შვი­ლის, რა­ტის რჩე­უ­ლი გო­გო­ნა ულა­მა­ზე­სი და უსაყ­ვარ­ლე­სი 22 წლის ქე­თე­ვან ყრუ­აშ­ვი­ლია. ქეთი სტუ­დენ­ტია, წელს ამ­თავ­რებს ბიზ­ნე­სის და მარ­თვის ფა­კულ­ტეტს. მი­ხა­რია, რომ ჩემ­მა შვილ­მა ის 2 წლის წინ აღ­მო­ა­ჩი­ნა. ძა­ლი­ან უყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი. ორი­ვე ერ­თად მუ­შა­ობ­და, ერთ ოთახ­ში ის­ხდნენ და იქ და­ი­წყო მათი ლა­მა­ზი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი.

ბედ­ნი­ე­რი ვარ. სულ სხვა­ნა­ი­რია შეყ­ვა­რე­ბუ­ლი რატი. ჩემი შვი­ლი შეც­ვა­ლა ამ ამ­ბავ­მა. სულ ერ­თად და­დი­ან, ყვე­ლა­ფერს ერ­თად აკე­თე­ბენ, სულ ქე­თი­ზეა კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი. ნიშ­ნო­ბა ჩემ­თვი­საც ემო­ცი­უ­რი დღე იყო. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გო­გოა, უკვე შვი­ლი­ვით მიყ­ვარს... ახლა სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­აა, ამი­ტომ ქორ­წი­ლი ჯერ არ გვქო­ნია. მხო­ლოდ ხელი სთხო­ვა და ისიც ძა­ლი­ან ვიწ­რო, ოჯა­ხურ წრე­ში აღ­ვნიშ­ნეთ. არ­ჩევ­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ლა­მა­ზი ქორ­წი­ლი გვექ­ნე­ბა.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი რომ იყო, რა­ტის­გან გა­ი­გეთ?

- თვი­თონ მი­თხრა, ემო­ცი­უ­რად მო­მიყ­ვა. მერე გა­მაც­ნო ქეთი და მეც ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. დედა არ ჰყავს, პა­ტა­რას გარ­დასცვლია. მა­მამ გა­ზარ­და. სამ­წუ­ხა­როდ, მა­მაც აღარ ჰყავს. ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო, ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი. როცა სარ­ძლოს ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ გა­ვი­გე, ჩემ­ზე ემო­ცი­უ­რად იმოქ­მე­და. ახლა დე­დაშ­ვი­ლუ­რი გან­ცდა მაქვს მის მი­მართ, უკვე შე­მიყ­ვარ­და ეს ლა­მა­ზი გოგო. არ მინ­და იგ­რძნოს, დედა რომ არ ჰყავს გვერ­დით, მე მას დე­დო­ბას გა­ვუ­წევ. სა­ოც­რად თბი­ლი და პო­ზი­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნია. ნიშ­ნო­ბის დროს გულ­ში რომ ჩა­მე­ხუ­ტა, მი­თხრა, - თქვენ გარ­და არა­ვინ მყავს, ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი ხარ­თო. ეს სი­ტყვე­ბი ამა­ღელ­ვე­ბე­ლი იყო. სულ იღი­მის, ცუდ ხა­სი­ათ­ზე არა­სო­დეს არის. მი­ხა­რია მათი ერ­თად ყოფ­ნა. ქე­თის ორი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი და ჰყავს.

- ად­რეც გი­ამ­ბობ­დათ რატი თა­ვის შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­ზე?

- ეს რა­ტის ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლია, პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი. ახ­ლა­ხან ვუ­თხა­რი, ჩემი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ვექ­ტო­რი ყო­ველ­თვის ქე­თის­კენ გა­და­იხ­რე­ბა და ამას შე­ე­გუე-მეთ­ქი. ეს ძა­ლი­ან უხა­რია.

რატი მი­ლო­რა­ვა:

- მე და ქე­თიმ სამ­სა­ხურ­ში ვი­პო­ვეთ ერ­თმა­ნე­თი. მე რომ მი­ვე­დი, ის უკვე იქ მუ­შა­ობ­და. ერთ სა­მუ­შაო ჯგუფ­ში აღ­მოვ­ჩნდით სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში. მა­ლე­ვე დავ­მე­გობ­რდით. ბევ­რი დრო­ის გა­ტა­რე­ბა გვი­წევ­და ერ­თად. გაც­ნო­ბი­დან ძა­ლი­ან მალე მივ­ხვდი, რომ გაჩ­ნდა დიდი გრძნო­ბა.

- იო­ლად გა­მო­უ­ტყდი სიყ­ვა­რულ­ში?

- დი­ლის 9-დან სა­ღა­მოს 6 სა­ა­თამ­დე ერ­თად ვი­ყა­ვით. თან, ორი­ვე ვა­კე­ში ვცხოვ­რობთ და ვი­ნა­ი­დან მა­შინ მე მან­ქა­ნა არ მყავ­და, ერ­თად გვი­წევ­და ქე­თის მან­ქა­ნით სახ­ლამ­დე მოს­ვლაც. 2 თვე­ში მივ­ხვდი, რომ ეს ის გო­გო­ნა იყო, ვინც მინ­დო­და, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გვერ­დით მყო­ლო­და. 2 თვის თავ­ზე, ახა­ლი წლის ღა­მეს, მცხე­თა­ში, ჯვრის მო­ნას­ტერ­ში ავე­დით, სა­დაც მო­ძღვა­რი მყავს და ხში­რად დავ­დი­ვარ. სწო­რედ იქ გა­მო­ვუ­ტყდი ქე­თის სიყ­ვა­რულ­ში.

ქეთი ყრუ­აშ­ვი­ლი:

- ძა­ლი­ან მალე დავ­მე­გობ­რდით. ასე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა ვერ წარ­მოგ­ვედ­გი­ნა, მაგ­რამ მერე მივ­ხვდით, რომ ის დიდი გრძნო­ბა იყო, ერ­თად ყოფ­ნას რომ გა­ნა­პი­რო­ბებს. იმ­დე­ნად ახ­ლოს ვართ ერ­თმა­ნეთ­თან, ნამ­დვი­ლი მე­ო­რე ნა­ხევ­რე­ბი ვართ. თუმ­ცა, სიყ­ვა­რუ­ლი სპონ­ტა­ნუ­რად, ჩემ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად ამიხ­სნა. სახ­ლი­დან ღა­მით არას­დროს მიშ­ვებ­დნენ. ახა­ლი წლის ღამე იყო ერ­თა­დერ­თი, როცა მა­მამ გა­მიშ­ვა. მე­გობ­რე­ბი გვე­ლო­დე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც, რა­ტიმ გა­და­წყვი­ტა იმ ღა­მით მცხე­თა­ში, ჯვარ­ზე ავ­სუ­ლი­ყა­ვით. ეს ად­გი­ლი მის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. იქ ამიხ­სნა პირ­ვე­ლად სიყ­ვა­რუ­ლი, ჯვარ­საც აუ­ცი­ლებ­ლად იქ და­ვი­წერთ. ასე მგო­ნია, ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი იქ და­ი­წე­რა.

- ქეთი, სა­დე­დამ­თი­ლო რო­დის გა­ი­ცა­ნით?

- ეკას­თან შეხ­ვედ­რას ძა­ლი­ან გან­ვიც­დი­დი. მინ­დო­და მოვ­წო­ნე­ბო­დი. პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რა ისე­თი იყო, ვერ ვი­ჯე­რებ­დი, გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. სა­ო­ცა­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, ძა­ლი­ან შეგ­ვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი. ეკას ყვე­ლა იც­ნობს, რო­გორც მებ­რძოლ ქალს, მაგ­რამ ის სა­ოც­რად მა­გა­რი დე­დაა, ძა­ლი­ან თბი­ლი გუ­ლის ადა­მი­ა­ნი, უზო­მო სიყ­ვა­რუ­ლის გამ­ცე­მი... 6 წლის ვი­ყა­ვი, დედა რომ გარ­და­მეც­ვა­ლა, მამა კი 2 წლის წინ. სამ­წუ­ხა­როდ, ვერც მამა მო­ეს­წრო ჩვენს ბედ­ნი­ე­რე­ბას. რა­ტის პი­რა­დად არ იც­ნობ­და მამა, მაგ­რამ სულ მე­უბ­ნე­ბო­და, - შენ ისე ხში­რად ახ­სე­ნებ, შვი­ლო, რა­ტის, მგო­ნი, მის მი­მართ გულ­გრი­ლი არ ხარო. სამ­წუ­ხა­როდ, ისი­ნი ერ­თმა­ნეთს ვერ შეხ­ვდნენ მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ჩემს დებს კი ძა­ლი­ან უყ­ვართ რატი. რაც შე­ე­ხე­ბა ლი­ზას, მისი გაც­ნო­ბის დრო­საც საკ­მა­ოდ და­ძა­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ვი­ცო­დი, რომ ლიზა გო­გო­ნებ­ზე ეჭ­ვი­ა­ნობ­და, რა­ტის­თვის ის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნია, სა­ოც­რად უყ­ვარს, მარ­თლა გიჟ­დე­ბა თა­ვის დაზე. ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, რომ არ მო­ვე­წო­ნო, რა ვქნა-მეთ­ქი? მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა. მე და ლიზა დღეს სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი ვართ...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დაჯი
2
უფალმა დაგლოცოთ!!!
ანი
1

მეც მინდა ასეთი რძალი :)))))) :* :* :* :* :* :* :* :* <3 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"სარძლოს ცხოვრებაზე რომ გავიგე, ემოციურად იმოქმედა... ახლა დედაშვილური განცდა მაქვს" - ეკა ბესელიას შვილის სიყვარულის ისტორია და გადადებული ქორწილი

"სარძლოს ცხოვრებაზე რომ გავიგე, ემოციურად იმოქმედა... ახლა დედაშვილური განცდა მაქვს" - ეკა ბესელიას შვილის სიყვარულის ისტორია და გადადებული ქორწილი

დეპუტატ ეკა ბესელიას ვაჟს, 28 წლის რატი მილორავას და მის რჩეულს, 22 წლის ქეთი ყრუაშვილს 20 სექტემბერს ნიშნობა ჰქონდათ. ეს ლამაზი დღე წყვილმა ვიწრო წრეში აღნიშნა. როგორც შევიტყვეთ, არჩევნების შემდეგ გეგმავენ ქორწილს. ახლა პარტია "სამართლიანობის ლიდერი" ეკა ბესელია მთლიანად საარჩევნო კამპანიაზეა გადართული და ყოველდღე მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს. როგორც ჩანს, შვილის არჩევანით ძალიან გახარებულია.

- არაჩვეულებრივი დღე გამოვიდა. ჩემი შვილის, რატის რჩეული გოგონა ულამაზესი და უსაყვარლესი 22 წლის ქეთევან ყრუაშვილია. ქეთი სტუდენტია, წელს ამთავრებს ბიზნესის და მართვის ფაკულტეტს. მიხარია, რომ ჩემმა შვილმა ის 2 წლის წინ აღმოაჩინა. ძალიან უყვართ ერთმანეთი. ორივე ერთად მუშაობდა, ერთ ოთახში ისხდნენ და იქ დაიწყო მათი ლამაზი სიყვარულის ამბავი.

ბედნიერი ვარ. სულ სხვანაირია შეყვარებული რატი. ჩემი შვილი შეცვალა ამ ამბავმა. სულ ერთად დადიან, ყველაფერს ერთად აკეთებენ, სულ ქეთიზეა კონცენტრირებული. ნიშნობა ჩემთვისაც ემოციური დღე იყო. არაჩვეულებრივი გოგოა, უკვე შვილივით მიყვარს... ახლა საარჩევნო კამპანიაა, ამიტომ ქორწილი ჯერ არ გვქონია. მხოლოდ ხელი სთხოვა და ისიც ძალიან ვიწრო, ოჯახურ წრეში აღვნიშნეთ. არჩევნების დასრულების შემდეგ ლამაზი ქორწილი გვექნება.

- შეყვარებული რომ იყო, რატისგან გაიგეთ?

- თვითონ მითხრა, ემოციურად მომიყვა. მერე გამაცნო ქეთი და მეც ძალიან მომეწონა. დედა არ ჰყავს, პატარას გარდასცვლია. მამამ გაზარდა. სამწუხაროდ, მამაც აღარ ჰყავს. ძალიან კარგი ადამიანი იყო, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი. როცა სარძლოს ცხოვრების შესახებ გავიგე, ჩემზე ემოციურად იმოქმედა. ახლა დედაშვილური განცდა მაქვს მის მიმართ, უკვე შემიყვარდა ეს ლამაზი გოგო. არ მინდა იგრძნოს, დედა რომ არ ჰყავს გვერდით, მე მას დედობას გავუწევ. საოცრად თბილი და პოზიტიური ადამიანია. ნიშნობის დროს გულში რომ ჩამეხუტა, მითხრა, - თქვენ გარდა არავინ მყავს, ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხართო. ეს სიტყვები ამაღელვებელი იყო. სულ იღიმის, ცუდ ხასიათზე არასოდეს არის. მიხარია მათი ერთად ყოფნა. ქეთის ორი არაჩვეულებრივი და ჰყავს.

- ადრეც გიამბობდათ რატი თავის შეყვარებულებზე?

- ეს რატის ნამდვილი სიყვარულია, პირველი სიყვარული. ახლახან ვუთხარი, ჩემი სამართლიანობის ვექტორი ყოველთვის ქეთისკენ გადაიხრება და ამას შეეგუე-მეთქი. ეს ძალიან უხარია.

რატი მილორავა:

- მე და ქეთიმ სამსახურში ვიპოვეთ ერთმანეთი. მე რომ მივედი, ის უკვე იქ მუშაობდა. ერთ სამუშაო ჯგუფში აღმოვჩნდით სოფლის მეურნეობის სამინისტროში. მალევე დავმეგობრდით. ბევრი დროის გატარება გვიწევდა ერთად. გაცნობიდან ძალიან მალე მივხვდი, რომ გაჩნდა დიდი გრძნობა.

- იოლად გამოუტყდი სიყვარულში?

- დილის 9-დან საღამოს 6 საათამდე ერთად ვიყავით. თან, ორივე ვაკეში ვცხოვრობთ და ვინაიდან მაშინ მე მანქანა არ მყავდა, ერთად გვიწევდა ქეთის მანქანით სახლამდე მოსვლაც. 2 თვეში მივხვდი, რომ ეს ის გოგონა იყო, ვინც მინდოდა, მთელი ცხოვრება გვერდით მყოლოდა. 2 თვის თავზე, ახალი წლის ღამეს, მცხეთაში, ჯვრის მონასტერში ავედით, სადაც მოძღვარი მყავს და ხშირად დავდივარ. სწორედ იქ გამოვუტყდი ქეთის სიყვარულში.

ქეთი ყრუაშვილი:

- ძალიან მალე დავმეგობრდით. ასეთი სერიოზული ნაბიჯების გადადგმა ვერ წარმოგვედგინა, მაგრამ მერე მივხვდით, რომ ის დიდი გრძნობა იყო, ერთად ყოფნას რომ განაპირობებს. იმდენად ახლოს ვართ ერთმანეთთან, ნამდვილი მეორე ნახევრები ვართ. თუმცა, სიყვარული სპონტანურად, ჩემთვის მოულოდნელად ამიხსნა. სახლიდან ღამით არასდროს მიშვებდნენ. ახალი წლის ღამე იყო ერთადერთი, როცა მამამ გამიშვა. მეგობრები გველოდებოდნენ, მაგრამ რატომღაც, რატიმ გადაწყვიტა იმ ღამით მცხეთაში, ჯვარზე ავსულიყავით. ეს ადგილი მისთვის განსაკუთრებულია. იქ ამიხსნა პირველად სიყვარული, ჯვარსაც აუცილებლად იქ დავიწერთ. ასე მგონია, ჩვენი სიყვარული იქ დაიწერა.

- ქეთი, სადედამთილო როდის გაიცანით?

- ეკასთან შეხვედრას ძალიან განვიცდიდი. მინდოდა მოვწონებოდი. პირველივე შეხვედრა ისეთი იყო, ვერ ვიჯერებდი, გაკვირვებული ვიყავი. საოცარი ურთიერთობა გვაქვს, ძალიან შეგვიყვარდა ერთმანეთი. ეკას ყველა იცნობს, როგორც მებრძოლ ქალს, მაგრამ ის საოცრად მაგარი დედაა, ძალიან თბილი გულის ადამიანი, უზომო სიყვარულის გამცემი... 6 წლის ვიყავი, დედა რომ გარდამეცვალა, მამა კი 2 წლის წინ. სამწუხაროდ, ვერც მამა მოესწრო ჩვენს ბედნიერებას. რატის პირადად არ იცნობდა მამა, მაგრამ სულ მეუბნებოდა, - შენ ისე ხშირად ახსენებ, შვილო, რატის, მგონი, მის მიმართ გულგრილი არ ხარო. სამწუხაროდ, ისინი ერთმანეთს ვერ შეხვდნენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ჩემს დებს კი ძალიან უყვართ რატი. რაც შეეხება ლიზას, მისი გაცნობის დროსაც საკმაოდ დაძაბული ვიყავი. ვიცოდი, რომ ლიზა გოგონებზე ეჭვიანობდა, რატისთვის ის ყველაზე ძვირფასი ადამიანია, საოცრად უყვარს, მართლა გიჟდება თავის დაზე. ვნერვიულობდი, რომ არ მოვეწონო, რა ვქნა-მეთქი? მაგრამ ყველაფერი კარგადაა. მე და ლიზა დღეს საუკეთესო მეგობრები ვართ...წაიკითხეთ სრულად

"რუსთავი 2"-ზე დავით კიკალიშვილი ბრუნდება  - რა სიახლეები გელოდებათ ახალი სეზონიდან და როგორ აღნიშნა არხმა 27 წლის იუბილე?

"ტიკარაძის მეორე დოზით ვაქცინაციის საკითხი გადაიხედება" - რას ამბობს თამარ გაბუნია ჯანდაცვის მინისტრის დაინფიცირების შემდეგ?

"პოლიციელთა შვილებო - თქვენ საამაყო მშობლების შვილები ხართ!" - ვახტანგ გომელაური პატარებს ბავშვთა დაცვის დღეს ულოცავს