პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიას ნახვა იშვიათობა გახდა... ვცდილობ მაქსიმალურად შევითავსო საოჯახო საქმეები" - რა დაუმალა ოჯახს თაკო ტაბატაძემ და რა სიახლეა მის კარიერულ ცხოვრებაში?
"გიას ნახვა იშვიათობა გახდა... ვცდილობ მაქსიმალურად შევითავსო საოჯახო საქმეები" - რა დაუმალა ოჯახს თაკო ტაბატაძემ და რა სიახლეა მის კარიერულ ცხოვრებაში?

თაკო ტა­ბა­ტა­ძე ოთხი გო­გო­ნას დე­დაა, მაგ­რამ იდე­ა­ლუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ას­წრებს ყვე­ლა­ფერს, თა­ვის მოვ­ლას, სწავ­ლას, გა­და­ღე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. წარ­სულ­ში მო­ცეკ­ვა­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი გია ბა­ღაშ­ვილ­ზე და­ო­ჯა­ხე­ბით გახ­და, თუმ­ცა ახლა მის ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი სი­ახ­ლეა. გახ­დეს ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი - ამ ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბას­თან უკვე ძა­ლი­ან ახ­ლოს დგას. იღე­ბენ სე­რი­ა­ლებ­ში, ჩა­ა­ბა­რა თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და რაც მთა­ვა­რია, წინ დიდი გეგ­მე­ბი აქვს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია რომ მი­ზანს აუ­ცი­ლებ­ლად მი­აღ­წევს...

- თაკო, გუ­შინ უმ­ცროსკლა­სე­ლე­ბის­თვის სწავ­ლა გუ­შინ და­ი­წყო, თქვე­ნი გო­გო­ნე­ბის ემო­ცი­ებ­ზე მოგ­ვი­ყე­ვით...

- ჩვე­ნი დილა დიდი მხი­ა­რუ­ლე­ბით და­ი­წყო. ჩემი ორი უფ­რო­სი გო­გო­ნა სკო­ლა­ში წა­ვიყ­ვა­ნე, თუმ­ცა ოთხი­ვე ჩარ­თუ­ლი იყო მზა­დე­ბა­ში. ვი­ნა­ი­დან გია თბი­ლის­ში არ არის, მე ვი­კის­რე ეს მი­სია ჩემს უმ­ცროს შვი­ლებ­თან ერ­თად. ძა­ლი­ან მო­ე­ნატ­რათ მე­გობ­რე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი. პა­ტა­რე­ბი გულ­და­წყვე­ტი­ლე­ბი წა­მო­ვიყ­ვა­ნე ჩვენ რა­ტომ არ გვაქვს ბა­ღიო. აი, ასე შე­აყ­ვა­რა პან­დე­მი­ამ ჩემს შვი­ლებს სკო­ლა და ბაღი. (იცი­ნის)

- თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვი­ყე­ვით, რო­ოგრც ვიცი, ბევ­რი სი­ახ­ლე გაქვთ...

- მი­უ­ხე­და­ვად სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა და გლო­ბა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი­სა ეს წელი მა­ინც და­დე­ბი­თად და­მა­მახ­სოვ­რდე­ბა, რად­გან ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბა მოხ­და. გავ­ხდი კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­გის­ტრი და პან­დე­მი­ის გამო დღემ­დე ვე­ლო­დე­ბი ჩემს ნა­ნატრ წი­თელ დიპ­ლომს (იცი­ნის). გარ­და ამი­სა, ჩა­ვა­ბა­რე სა­ქარ­თვე­ლოს შოთა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი­სა და კი­ნოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, დრა­მის ფა­კულ­ტეტ­ზე, სა­შემ­სრუ­ლებ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამის შე­სა­ხებ ჩემ­მა მშობ­ლებ­მაც კი არ იცოდ­ნენ, მხო­ლოდ შვი­ლებს გა­ვან­დე სა­ი­დუმ­ლო. ჩემი გო­გო­ნე­ბი დიდი სი­ხა­რუ­ლით შეხ­ვდნენ ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და სა­ოც­რად მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ გა­მოც­დის­თვის მზა­დე­ბის პრო­ცეს­ში. პა­ტა­რე­ბის მოვ­ლა­ში აქ­ტი­უ­რად იღებ­დნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მე რომ მშვი­დად მე­მე­ცა­დი­ნა.

- სე­რი­ალ­შიც გა­მოჩ­ნდით, რო­გორ მოხ­ვდით "დიდი ოჯახ­ში"?

- ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და რო­დე­საც შე­მომ­თა­ვა­ზეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო ამ სე­რი­ალ­ში. ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა და სი­ა­მოვ­ნე­ბაა, რო­დე­საც ასე­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის გვერ­დზე გი­წევს მუ­შა­ო­ბა. ამას წინ უძღვო­და უცხო­ურ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რო­მე­ლის მე­ო­რე სე­ზო­ნის გა­და­ღე­ბა ამ ეტაპ­ზე პან­დე­მი­ის გამო შე­ჩე­რე­ბუ­ლია. თუმ­ცა, დიდი იმე­დი მაქვს, რომ გა­და­ღე­ბე­ბი მალე გა­ნახ­ლდე­ბა.

- შე­გიძ­ლი­ათ დე­ტა­ლე­ბი მოგ­ვიყ­ვეთ ამ გა­და­ღე­ბებ­ზე?

- ეს იყო უცხო­უ­რი პრო­ექ­ტი, მძაფრ­სი­უ­ჟე­ტი­ა­ნი სე­რი­ა­ლი. გა­და­ღე­ბე­ბი ძი­რი­თა­დად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. იგეგ­მე­ბო­და Neflix ზე მისი გაშ­ვე­ბა და მე­ო­რე სე­ზო­ნის გა­და­ღე­ბა, თუმ­ცა პან­დე­მი­ის გამო შე­ფერ­ხდა.

- ინფლუ­ენ­სე­რიც ხართ და ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და სა­ინ­ტე­რე­სო ინ­სტაგ­რამ გვერ­დი გაქვთ...

- დიდი მად­ლო­ბა, მი­ხა­რია თქვე­ნი შე­ფა­სე­ბა. ვი­ნა­ი­დან მუდ­მი­ვად მქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, გა­დავ­წყვი­ტე ეს აქ­ტი­ვო­ბაც შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად შე­მე­თავ­სე­ბი­ნა. ამ ეტაპ­ზე ვე­ლო­დე­ბი სა­ზღვე­ბის გახ­სნას, რად­გან, რა­მო­დე­ნი­მე უცხო­უ­რი ბრენ­დის­გან მი­ვი­ღე სა­რეკ­ლა­მო შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, რო­მე­ლის გა­და­ღე­ბე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ ერთ კვი­რას გას­ტანს.

- ვიცი, რომ მე­უღ­ლე ძა­ლი­ან გეხ­მა­რე­ბათ, თუმ­ცა მა­ინც რო­გორ ას­წრებთ ამ­დე­ნი შვი­ლით, წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რით, მუდ­მი­ვად კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეთ?

- დიდი მად­ლო­ბა. ჩემ­თვის ის ფაქ­ტი, რომ ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა შვი­ლე­ბის­თვის სა­სი­ხა­რუ­ლოა უდი­დეს სტი­მულს მაძ­ლევს. რო­დე­საც მათი საყ­ვა­რე­ლი სე­რი­ა­ლი­დან და­მი­რე­კეს, არა­ფე­რი ვუ­თხა­რი. ერ­თად ვის­ხე­დით და ვუ­ყუ­რებ­დით. ჩემ­მა გა­მო­ჩე­ნა მათ­თვის ისე­თი სი­ურპრი­ზი იყო სი­ხა­რუ­ლის­გან ხტუ­ნავ­დნენ. რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ზი­კურ ფორ­მას, მე და ჩემი გო­გო­ნე­ბი ვცეკ­ვავთ, რაც ჩემ­თვის უდი­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას­თან ერ­თად ფორ­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა­ცაა. როცა დრო მაქვს ვვარ­ჯი­შობ კი­დეც და ვცდი­ლობ ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტე­ბი იყოს ჩვენს რა­ცი­ონ­ში.

- გიას წვლი­ლი რო­გო­რია სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­ში?

- გიას იმ­დე­ნად დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მი აქვს უკვე დიდი იშ­ვი­ა­თო­ბა გახ­და მისი ნახ­ვა (იცი­ნის). ამი­ტომ, ვცდი­ლობ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვი­თავ­სო სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი, თუმ­ცა დამ­ხმა­რეც გვყავს. მუდ­მი­ვად გვერ­დში მიდ­გა­ნან ჩემი მშობ­ლე­ბი. დე­დას უდი­დე­სი ამა­გი აქვს ჩემი პა­ტა­რე­ბის მოვ­ლა­სა და აღ­ზრდა­ში.

- ცოტა ხნის წინ მის ცხოვ­რე­ბა­შიც სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე მოხ­და და სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა და­ი­წყო "იმედ­ზე..."

- ძა­ლი­ან მი­ხა­რია მისი წარ­მა­ტე­ბა და იმე­დი მაქვს მო­მა­ვალ­შიც ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექტს გა­უ­ძღვე­ბა. პა­ტა­რებს ძა­ლი­ან უყ­ვართ მამა და ყვე­ლა­ზე მე­ტად ელო­დე­ბი­ან მის მოს­ვლას.

- დე­დამ­თილ-მა­მა­თილ­თან თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვი­ყე­ვით, ვი­ცით, რომ თქვენ ცალ­კე ცხოვ­რობთ...

- დიახ, პა­ტა­რებს ძა­ლი­ან უხა­რი­ათ ზა­ფხუ­ლო­ბით სა­გუ­რა­მო­ში ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან სტუმ­რო­ბა. გიას დედა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მზა­რე­უ­ლია და ჩემს გო­გო­ნებს ძა­ლი­ან უყ­ვართ ბე­ბი­ას გა­კე­თე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი.

- ვერ ავ­ცდე­ბით მნსოფ­ლიო პან­დე­მი­ა­ზე სა­უ­ბარს, რამ­დე­ნად მძი­მედ შე­ე­ხო თქვენს ოჯახს კა­რან­ტი­ნის პე­რი­ო­დი... რა შეც­ვა­ლა პან­დე­მი­ამ თქვენს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბაშ?

- მი­უ­ხე­და­ვად რთუ­ლი პე­რი­ო­დი­სა, ვცდი­ლობ ამ მდგო­მა­რე­ო­ბას პო­ზი­ტი­უ­რად შევ­ხე­დო. ვი­ნა­ი­დან გა­და­ღე­ბე­ბი­სა და უცხო­უ­რი პრო­ექ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ძა­ლი­ან შემ­ცირ­და, რაც ჩემს სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რას აზა­რა­ლებს, გა­მიჩ­ნდა უამ­რა­ვი დრო რო­მე­ლიც შე­მიძ­ლია მთლი­ა­ნად ჩემს პა­ტა­რებ­თან გა­ვა­ტა­რო. ისი­ნი ახლა იმ ასაკ­ში არი­ან, როცა ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბათ დე­დის სით­ბო, რაც მათი მო­მავ­ლის­თვის ემო­ცი­უ­რი და­საყ­რდე­ნი იქ­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლიკ
3

ლამაზია კი, მაგრამ ეხლა ცნობადია და პატივს სცემენ ბაღაშვილების წყალობით, თავისი დამსახურება ხომ არ გონია,ლამაზიც ბევრია და მოცეკვავეც მაგრამ არავინ ქაჩავს მასე,შვილები რომ გაიზრდებიან,იმედია პასუხს მოსთხოვენ დედას ამ საქციელისათვის

ნონა
9

საუკეთესო დედიკო და ულამაზესი მსახიობი! წარმატებები თაკოს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"გიას ნახვა იშვიათობა გახდა... ვცდილობ მაქსიმალურად შევითავსო საოჯახო საქმეები" - რა დაუმალა ოჯახს თაკო ტაბატაძემ და რა სიახლეა მის კარიერულ ცხოვრებაში?

"გიას ნახვა იშვიათობა გახდა... ვცდილობ მაქსიმალურად შევითავსო საოჯახო საქმეები" - რა დაუმალა ოჯახს თაკო ტაბატაძემ და რა სიახლეა მის კარიერულ ცხოვრებაში?

თაკო ტაბატაძე ოთხი გოგონას დედაა, მაგრამ იდეალურად გამოიყურება. ასწრებს ყველაფერს, თავის მოვლას, სწავლას, გადაღებებში მონაწილეობას. წარსულში მოცეკვავე საზოგადოებისთვის ცნობილი გია ბაღაშვილზე დაოჯახებით გახდა, თუმცა ახლა მის ცხოვრებაში ბევრი სიახლეა. გახდეს ცნობილი მსახიობი - ამ ოცნების ასრულებასთან უკვე ძალიან ახლოს დგას. იღებენ სერიალებში, ჩააბარა თეატრალურ უნივერსიტეტში და რაც მთავარია, წინ დიდი გეგმები აქვს და დარწმუნებულია რომ მიზანს აუცილებლად მიაღწევს...

- თაკო, გუშინ უმცროსკლასელებისთვის სწავლა გუშინ დაიწყო, თქვენი გოგონების ემოციებზე მოგვიყევით...

- ჩვენი დილა დიდი მხიარულებით დაიწყო. ჩემი ორი უფროსი გოგონა სკოლაში წავიყვანე, თუმცა ოთხივე ჩართული იყო მზადებაში. ვინაიდან გია თბილისში არ არის, მე ვიკისრე ეს მისია ჩემს უმცროს შვილებთან ერთად. ძალიან მოენატრათ მეგობრები, მასწავლებლები. პატარები გულდაწყვეტილები წამოვიყვანე ჩვენ რატომ არ გვაქვს ბაღიო. აი, ასე შეაყვარა პანდემიამ ჩემს შვილებს სკოლა და ბაღი. (იცინის)

- თქვენი საქმიანობის შესახებ მოგვიყევით, როოგრც ვიცი, ბევრი სიახლე გაქვთ...

- მიუხედავად სირთულეებისა და გლობალური პრობლემებისა ეს წელი მაინც დადებითად დამამახსოვრდება, რადგან ჩემს ცხოვრებაში ბევრი სასიკეთო ცვლილება მოხდა. გავხდი კავკასიის უნივერსიტეტის მაგისტრი და პანდემიის გამო დღემდე ველოდები ჩემს ნანატრ წითელ დიპლომს (იცინის). გარდა ამისა, ჩავაბარე საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, დრამის ფაკულტეტზე, საშემსრულებლო მიმართულებით. ამის შესახებ ჩემმა მშობლებმაც კი არ იცოდნენ, მხოლოდ შვილებს გავანდე საიდუმლო. ჩემი გოგონები დიდი სიხარულით შეხვდნენ ჩემს გადაწყვეტილებას და საოცრად მეხმარებოდნენ გამოცდისთვის მზადების პროცესში. პატარების მოვლაში აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას მე რომ მშვიდად მემეცადინა.

- სერიალშიც გამოჩნდით, როგორ მოხვდით "დიდი ოჯახში"?

- ძალიან გამიხარდა როდესაც შემომთავაზეს მონაწილეობა მიმეღო ამ სერიალში. ძალიან დიდი გამოცდილება და სიამოვნებაა, როდესაც ასეთი პროფესიონალების გვერდზე გიწევს მუშაობა. ამას წინ უძღვოდა უცხოურ პროექტში მონაწილეობა, რომელის მეორე სეზონის გადაღება ამ ეტაპზე პანდემიის გამო შეჩერებულია. თუმცა, დიდი იმედი მაქვს, რომ გადაღებები მალე განახლდება.

- შეგიძლიათ დეტალები მოგვიყვეთ ამ გადაღებებზე?

- ეს იყო უცხოური პროექტი, მძაფრსიუჟეტიანი სერიალი. გადაღებები ძირითადად მიმდინარეობდა საქართველოში. იგეგმებოდა Neflix ზე მისი გაშვება და მეორე სეზონის გადაღება, თუმცა პანდემიის გამო შეფერხდა.

- ინფლუენსერიც ხართ და ძალიან ლამაზი და საინტერესო ინსტაგრამ გვერდი გაქვთ...

- დიდი მადლობა, მიხარია თქვენი შეფასება. ვინაიდან მუდმივად მქონდა შემოთავაზებები ამ მიმართულებით, გადავწყვიტე ეს აქტივობაც შეძლებისდაგვარად შემეთავსებინა. ამ ეტაპზე ველოდები საზღვების გახსნას, რადგან, რამოდენიმე უცხოური ბრენდისგან მივიღე სარეკლამო შემოთავაზება, რომელის გადაღებები სავარაუდოდ ერთ კვირას გასტანს.

- ვიცი, რომ მეუღლე ძალიან გეხმარებათ, თუმცა მაინც როგორ ასწრებთ ამდენი შვილით, წარმატებული კარიერით, მუდმივად კარგად გამოიყურებოდეთ?

- დიდი მადლობა. ჩემთვის ის ფაქტი, რომ ჩემი საქმიანობა შვილებისთვის სასიხარულოა უდიდეს სტიმულს მაძლევს. როდესაც მათი საყვარელი სერიალიდან დამირეკეს, არაფერი ვუთხარი. ერთად ვისხედით და ვუყურებდით. ჩემმა გამოჩენა მათთვის ისეთი სიურპრიზი იყო სიხარულისგან ხტუნავდნენ. რაც შეეხება ფიზიკურ ფორმას, მე და ჩემი გოგონები ვცეკვავთ, რაც ჩემთვის უდიდეს სიამოვნებასთან ერთად ფორმის შენარჩუნების საშუალებაცაა. როცა დრო მაქვს ვვარჯიშობ კიდეც და ვცდილობ ჯანსაღი პროდუქტები იყოს ჩვენს რაციონში.

- გიას წვლილი როგორია საოჯახო საქმეებში?

- გიას იმდენად დატვირთული რეჟიმი აქვს უკვე დიდი იშვიათობა გახდა მისი ნახვა (იცინის). ამიტომ, ვცდილობ მაქსიმალურად შევითავსო საოჯახო საქმეები, თუმცა დამხმარეც გვყავს. მუდმივად გვერდში მიდგანან ჩემი მშობლები. დედას უდიდესი ამაგი აქვს ჩემი პატარების მოვლასა და აღზრდაში.

- ცოტა ხნის წინ მის ცხოვრებაშიც საინტერესო სიახლე მოხდა და საავტორო გადაცემა დაიწყო "იმედზე..."

- ძალიან მიხარია მისი წარმატება და იმედი მაქვს მომავალშიც ბევრ საინტერესო პროექტს გაუძღვება. პატარებს ძალიან უყვართ მამა და ყველაზე მეტად ელოდებიან მის მოსვლას.

- დედამთილ-მამათილთან თქვენი ურთიერთობის შესახებ მოგვიყევით, ვიცით, რომ თქვენ ცალკე ცხოვრობთ...

- დიახ, პატარებს ძალიან უხარიათ ზაფხულობით საგურამოში ბებია-ბაბუასთან სტუმრობა. გიას დედა არაჩვეულებრივი მზარეულია და ჩემს გოგონებს ძალიან უყვართ ბებიას გაკეთებული კერძები.

- ვერ ავცდებით მნსოფლიო პანდემიაზე საუბარს, რამდენად მძიმედ შეეხო თქვენს ოჯახს კარანტინის პერიოდი... რა შეცვალა პანდემიამ თქვენს ყოველდღიურობაშ?

- მიუხედავად რთული პერიოდისა, ვცდილობ ამ მდგომარეობას პოზიტიურად შევხედო. ვინაიდან გადაღებებისა და უცხოური პროექტების რაოდენობა ძალიან შემცირდა, რაც ჩემს სამსახიობო კარიერას აზარალებს, გამიჩნდა უამრავი დრო რომელიც შემიძლია მთლიანად ჩემს პატარებთან გავატარო. ისინი ახლა იმ ასაკში არიან, როცა ყველაზე მეტად სჭირდებათ დედის სითბო, რაც მათი მომავლისთვის ემოციური დასაყრდენი იქნება.