პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ციხეში გატარებული ყოველი დღე იყო უმძიმესი..." - რას წერს ექიმი ვახტანგ ყიფიანი, რომელმაც 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ საპატიმრო დატოვა
"ციხეში გატარებული ყოველი დღე იყო უმძიმესი..." - რას წერს ექიმი ვახტანგ ყიფიანი, რომელმაც 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ საპატიმრო დატოვა

კო­მა­ში მყო­ფი ნა­თია ცი­რე­კი­ძის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ­მა „თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს“ ქი­რურ­გმა ვახ­ტანგ ყი­ფი­ან­მა 50 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს გა­დახ­დის შემ­დეგ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ტო­ვა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ყი­ფი­ა­ნი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე წერს. რო­გორც ბრალ­დე­ბუ­ლი ექი­მი აღ­ნიშ­ნავს, ცი­ხე­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი დღე მის­თვის უმ­ძი­მე­სი იყო.

ყი­ფი­ა­ნის თქმით, ის სი­მარ­თლის ყვე­ლა წე­სის დაც­ვით მის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბას და­ამ­ტკი­ცებს.

"დავ­ტო­ვე სა­პა­ტიმ­რო. და­ვუბ­რუნ­დი ოჯახს და საქ­მეს. პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გა ჩემი სი­მარ­თლის დამ­ტკი­ცე­ბის­კენ. ცი­ხე­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი დღე იყო უმ­ძი­მე­სი - პირ­ველ რიგ­ში, უსა­მარ­თლო­ბის გან­ცდის გამო, მაგ­რამ არც ერთი წუ­თით არ და­მი­კარ­გავს რწმე­ნა, იმე­დი, რომ შევ­ძლებ ჩემი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის დამ­ტკი­ცე­ბას.

მინ­და დიდი მად­ლო­ბა ვუ­თხრა მთელ სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბას ასე­თი ერ­თსუ­ლო­ვა­ნი მხარ­და­ჭე­რის­თვის, ჩემს მე­გობ­რებს, უამ­რავ ჩემ­თვის უც­ნობ ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც გულ­თან ახ­ლოს მი­ი­ტა­ნა ჩემი გან­საც­დე­ლი.

მად­ლო­ბა, ჯან­დაც­ვის მი­ნისტრს ჩარ­თუ­ლო­ბის­თვის, მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბის­თვის.

იმე­დი მაქვს, სა­მარ­თლის ყვე­ლა წე­სის დაც­ვით მი­ვაღ­წევთ სა­ბო­ლოო შე­დეგს და და­ვამ­ტკი­ცებთ ჩვენს უდა­ნა­შა­უ­ლო­ბას“, - წერს ვახ­ტანგ ყი­ფი­ა­ნი.

ცნო­ბის­თვის, პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით თაღ­ლი­თო­ბი­სა და უკა­ნო­ნო სა­ე­ქი­მო საქ­მი­ა­ნო­ბის ფაქ­ტზე, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, „თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს" დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძე და ამა­ვე კლი­ნი­კის ექი­მი ვახ­ტანგ ყი­ფი­ა­ნი რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­ა­კა­ვეს, ხოლო უკა­ნო­ნო სა­ე­ქი­მო საქ­მი­ა­ნო­ბის ფაქ­ტზე მაგ­და ხო­ჭო­ლა­ვას მი­მართ და­უს­წრებ­ლად იქნა გა­მო­ტა­ნი­ლი დად­გე­ნი­ლე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლად პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის შე­სა­ხებ.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, „თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში“ პა­ცი­ენტს ოპე­რა­ცია იტა­ლი­ი­დან მოწ­ვე­უ­ლი ექი­მე­ბის ნაც­ვლად, შე­სა­ბა­მი­სი ლი­ცენ­ზი­ის არმ­ქო­ნე პი­რებ­მა გა­უ­კე­თეს.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, „თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს" დი­რექ­ტორს გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძეს აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 100 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო, ვახ­ტანგ ყი­ფი­ანს 50 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო, მაგ­და ხო­ჭო­ლა­ვას კი და­უს­წრებ­ლად პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

ჯენი ბურჯანაძე
1

ბედნიერი ვარ,რომ თავისუფალს გხედავთ.სამი თვის მანძილზე არ ყოფილა დღე,თქვენზე არ მეფიქრა.სიცოცხლის ბოლო ამოსუნთქვამდე მეხსომებით მე თქვენ,პროფესიონალი ქირურგი და ბრწყინვალე პიროვნება,რომელმაც ურთულესი ოპერაცია გამიკეთეთ და სიკვდილისგან მიხსენით.უფალმა უმრავლოს ჩემს ქვეყანას თქვენისთანა დასტაქრები და უპატიოსნესი ვაჟკაცები. 

ვახტანგ ყიფიანო,დღეგრძელი,წარმატებული და გამარჯვებული იყავით ყველგან და ყოველთვის.

 

ავტორი:

"ციხეში გატარებული ყოველი დღე იყო უმძიმესი..." - რას წერს ექიმი ვახტანგ ყიფიანი, რომელმაც 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ საპატიმრო დატოვა

"ციხეში გატარებული ყოველი დღე იყო უმძიმესი..." - რას წერს ექიმი ვახტანგ ყიფიანი, რომელმაც 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ საპატიმრო დატოვა

კომაში მყოფი ნათია ცირეკიძის საქმეზე ბრალდებულმა „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ ქირურგმა ვახტანგ ყიფიანმა 50 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ პენიტენციური დაწესებულება დატოვა. აღნიშნულის შესახებ ყიფიანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს. როგორც ბრალდებული ექიმი აღნიშნავს, ციხეში გატარებული ყოველი დღე მისთვის უმძიმესი იყო.

ყიფიანის თქმით, ის სიმართლის ყველა წესის დაცვით მის უდანაშაულობას დაამტკიცებს.

"დავტოვე საპატიმრო. დავუბრუნდი ოჯახს და საქმეს. პირველი ნაბიჯი გადაიდგა ჩემი სიმართლის დამტკიცებისკენ. ციხეში გატარებული ყოველი დღე იყო უმძიმესი - პირველ რიგში, უსამართლობის განცდის გამო, მაგრამ არც ერთი წუთით არ დამიკარგავს რწმენა, იმედი, რომ შევძლებ ჩემი უდანაშაულობის დამტკიცებას.

მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მთელ სამედიცინო საზოგადოებას ასეთი ერთსულოვანი მხარდაჭერისთვის, ჩემს მეგობრებს, უამრავ ჩემთვის უცნობ ადამიანს, რომელმაც გულთან ახლოს მიიტანა ჩემი განსაცდელი.

მადლობა, ჯანდაცვის მინისტრს ჩართულობისთვის, მყისიერი რეაგირებისთვის.

იმედი მაქვს, სამართლის ყველა წესის დაცვით მივაღწევთ საბოლოო შედეგს და დავამტკიცებთ ჩვენს უდანაშაულობას“, - წერს ვახტანგ ყიფიანი.

ცნობისთვის, პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი გიორგი ლობჟანიძე და ამავე კლინიკის ექიმი ვახტანგ ყიფიანი რამდენიმე თვის წინ დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მაგდა ხოჭოლავას მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

პროკურატურის ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორს გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო, ვახტანგ ყიფიანს 50 000-ლარიანი გირაო, მაგდა ხოჭოლავას კი დაუსწრებლად პატიმრობა აქვს შეფარდებული.

როგორ ცეკვავს კახა კალაძე შვილებთან ერთად - რა ვიდეოს აქვეყნებს ანუკი არეშიძე

"ჩემს ყველა დადებით თვისებას CoVID-19-იც შეემატა..." - რას წერს "იმედის" თანამშრომელი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა

"პედიატრი, მამა გაბრიელით რომ მწყევლა, სამსახურიდან დაითხოვეს, მორიგეობებს ჩამოაშორეს ტრავმატოლოგიც" - რა მოხდა ინგოროყვას კლინიკაში