"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი მსახიობი და მომღერალი ბუბა კიკაბიძეა. ამის შესახებ განცხადება პარტიის ერთ-ერთმა წევრმა თინა ბოკუჩავამ გააკეთა.
მისი თქმით, კიკაბიძე არის პატრიოტიზმისა და მოუსყიდაობის სიმბოლო და ამიტომ არის პარტიის პირველი ნომერი.
"ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველი 10-ეული ასე გამოიყურება:
„დღეს დავარეგისტრირეთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის სახელით საარჩევნო სია, ეს არის გამარჯვების სია იმიტომ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნებში იბრძოლებს მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვის.
ჩვენ წარმოვადგინეთ მართლაც გამარჯვების ფორმულა, გამარჯვების სია იმიტომ რომ, არ აქვს ალტერნატივა გამარჯვებას ამ არჩევნებში. ბუბა კიკაბიძე არის უშიშრობის, პატრიოტიზმის და მოუსყიდაობის სიმბოლო და სწორედ ამიტომ ბუბა კიკაბიძე არის ჩვენი სიის პირველი ნომერი. „ქართული ოცნების“ დამარცხება ამ არჩევნებში არის გარდაუვალი. ბიძინა ივანიშვილმა ეს ძალიან კარგად იცის,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.
ნაცებს კიდევ კინტაური თუ ჩაძირავს!
საწყალი გუბაზ დიდი, როგორ განცდებში იქნება ალბათ. ფეხქვეშ გაეგო ენმ-ს და ათეულშიც კი არ დააყენეს. ეჰ ყოფილიყავი სამნიძესავით ჩუმად რა