პოლიტიკა
საზოგადოება

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაადასტურა, რომ ერთ-ერთმა ჰკითხა, "როგორ კარგადაც იცის შაქარაშვილმა სირბილი, ასე კარგად თუ იცის ცურვაო" - ადვოკატი გუკა ამირხანაშვილის დაკითხვის დეტალებზე
"დაადასტურა, რომ ერთ-ერთმა ჰკითხა, "როგორ კარგადაც იცის შაქარაშვილმა სირბილი, ასე კარგად თუ იცის ცურვაო" - ადვოკატი გუკა ამირხანაშვილის დაკითხვის დეტალებზე

მცხე­თის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მე­გობ­რის, ე.წ. ოქ­როს მოწ­მის გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის და­კი­თხვა დას­რულ­და. მას სა­სა­მარ­თლოს ტე­რი­ტო­რია ისე და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია.

ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის ეკა ხუ­ციშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი „ტო­ი­ო­ტა ქამ­რი­ში" არ­ჩილ გაგ­ნი­ძის მი­თი­თე­ბით, მისი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ჩაჯ­და.

"თავ­და­პირ­ვე­ლად გაგ­ნი­ძემ უთხრა ჩამ­ჯდა­რი­ყო მან­ქა­ნა­ში და ჩაჯ­და. და­ნარ­ჩე­ნებს ხმა არ ამო­უ­ღი­ათ, მაგ­რამ არც გა­უპ­რო­ტეს­ტე­ბი­ათ. მისი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მოხ­და ეს, რა თქმა უნდა, მას არ სურ­და ჩაჯ­დო­მა. ეს არის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა", - გა­ნა­ცხა­და ხუ­ციშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, ჰკი­თხა თუ არა მას არ­ჩილ გაგ­ნი­ძემ, "შა­ქა­რაშ­ვილ­მა ცურ­ვაც ისე­ვე კარ­გად იცო­და თუ არა, რო­გორც სირ­ბი­ლი", ად­ვო­კა­ტი პა­სუ­ხობს, რომ ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი და­ა­დას­ტუ­რა.

"ეს და­ა­დას­ტუ­რა, გა­ი­მე­ო­რა, ერთ-ერ­თმა რომ ჰკი­თხა, "რო­გორ კარ­გა­დაც იცის სირ­ბი­ლი, ასე კარ­გად თუ იცის ცურ­ვაო", - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ არ იცო­და და პო­ლი­ცი­ა­შიც ამი­ტომ არ და­უ­რე­კავს.

"გა­უჩ­ნდა გან­ცდა, რომ ის იპო­ვეს პირ­ვე­ლი და გან­ცდა გა­უჩ­ნდა, რომ შა­ქა­რაშ­ვილს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბო­და, ამი­ტომ არ გა­ნა­ცხა­და პო­ლი­ცი­ა­ში და და­უ­რე­კა მე­გო­ბარს, რომ წა­სუ­ლი­ყო და შა­ქა­რაშ­ვი­ლი წა­მო­ეყ­ვა­ნა. როცა დი­ლით მო­ი­კი­თხა და გა­მო­ჩე­ნი­ლი არ იყო, ოჯახს იმ ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ შე­ა­ტყო­ბი­ნა, რაც მოხ­და", - გა­ნა­ცხა­და ხუ­ციშ­ვილ­მა.

და­კი­თხვის დე­ტა­ლებ­ზე ისა­უბ­რა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ ლ..შ.-ს ად­ვო­კატ­მა ზაქ­რო გვი­ში­ან­მაც.

მისი თქმით, გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვილს მისი მე­გო­ბა­რი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი სრულ­ყო­ფი­ლად არ მო­უ­ძებ­ნია, არ გა­ურ­კვე­ვია სად იყო. ლო­გი­კუ­რია, რომ ამ ფაქ­ტის შე­სა­ხებ მას პო­ლი­ცი­ა­ში იმა­ვე დღეს უნდა გა­ნე­ცხა­დე­ბი­ნა.

"პრო­ცეს­ზე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი და­ი­კი­თხა, რომ­ლის ჩვე­ნე­ბაც არა­და­მა­ჯე­რე­ბე­ლი და არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლი იყო. როცა მოწ­მე აცხა­დებს, რომ „მერ­სე­დე­სის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლის მოს­ვლის შემ­დეგ ის მყი­სი­ე­რად გა­იქ­ცა და შემ­დეგ აცხა­დებს, რომ ცე­მა­ში 8 პირი იყო ჩარ­თუ­ლი, 2 პი­როვ­ნე­ბა, რომ­ლებ­მაც მას ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი გა­მო­არ­თვა, მათ­გან მო­შო­რე­ბით იყო, რო­გორ მოხ­და, რომ 8 პირი მყი­სი­ე­რად ჩა­ერ­თო და­პი­რის­პი­რე­ბა­ში, მათ შო­რის, ტა­ტი­აშ­ვი­ლი, რო­მელ­ზეც არ­ცერ­თი მოწ­მე არ სა­უბ­რობს. მისი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა არ მო­უხ­დე­ნია, მაგ­რამ როცა სა­უბ­რობს, რომ 8 პირი იყო ჩხუბ­ში ჩარ­თუ­ლი, ე.ი. ყვე­ლა გა­მო­დის. მოწ­მემ ვერ აღ­წე­რა და ვერ მი­უ­თი­თა ის პი­როვ­ნუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, რაც გა­მო­კი­თხვის ოქ­მში აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი.

ასე­ვე, ჩვენს კი­თხვა­ზე ვერ გას­ცა პა­სუ­ხი, კი­თხეს თუ არა იმ პი­რებ­მა, ვინც თბი­ლის­ში წა­მო­იყ­ვა­ნა, სად ცხოვ­რობ­და ის და აპი­რებ­და თუ არა, თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბას. თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­თან, ლ.შ.-თან და­კავ­ში­რე­ბით კონ­კრე­ტუ­ლი არა­ფე­რი უთ­ქვამს, გარ­და იმი­სა, რომ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი გა­მო­არ­თვა. ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა ძა­ლი­ან ბევრ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მის­გან თავი შე­ი­კა­ვა, ამი­ტომ მისი ჩვე­ნე­ბა არა­და­მა­ჯე­რე­ბე­ლი და არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლი იყო. მოწ­მემ მი­იჩ­ნია, რომ „ტო­ი­ო­ტას" მგზავ­რებს სხვა პირი არ უნა­ხავთ, მაგ­რამ ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ ავ­ტო­მო­ბილ­ში ერთ-ერ­თმა გა­ნა­ცხა­და, „უკვე დამ­კა­ში იქ­ნე­ბო­და". თუ ეს მო­ის­მი­ნა, ის მო­ის­მი­ნა, რომ „სირ­ბი­ლი­ვით კარ­გად იცო­და თუ არა ცურ­ვა" მის­მა მე­გო­ბარ­მა, მა­შინ რა­ტომ გა­ნა­ცხა­და, რომ „ტო­ი­ო­ტას" მგზავ­რებს სხვა პირი არ ეყო­ლე­ბო­დათ ნა­ნა­ხი?

აქაც ურ­თი­ერ­თსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჩვე­ნე­ბე­ბი იკ­ვე­თე­ბა. მისი ჩვე­ნე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ არ უნდა იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ არ გა­ნა­ცხა­და პო­ლი­ცი­ა­ში, მან არ მი­იჩ­ნია, რომ პირი და­კარ­გუ­ლი იქ­ნე­ბო­და. თუმ­ცა, ლო­გი­კუ­რია, რომ მას მისი მე­გო­ბა­რი სრულ­ყო­ფი­ლად არ მო­უ­ძი­ე­ბია, არ გა­ურ­კვე­ვია სად იყო. ლო­გი­კუ­რი იყო, ამ ფაქ­ტის შე­სა­ხებ მას პო­ლი­ცი­ა­ში იმა­ვე დღეს გა­ნე­ცხა­დე­ბი­ნა" - გა­ნა­ცხა­და გვი­ში­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
0

ერტი და იგივე რამდენჯერ უნდა წეროთ? დამნასავე არ უნდა დაიწიროთ ამდენიხანი? ყველა მარტალია და ამ ბიწმაც თავი ხომ არ მოიკლა?

 

 

ეკა
0

რა თქმა უნდა ეს გუკა არ მოიქცა კარგად... ალბათ შეეშინდა, მაგრამ რომ დატოვეს მერე ხომ შეეძლო განგაში აეტეხა...შაქარასთან არ არის მართალი ეს ადამიანი...სხვანაირი რომ ყოფილიყო და არ ჩაექნია ხელი მეგობარს გადაარჩენდა... არავის ვუსურვებ ასეთ მეგობარს არადა რა მთელი გულით უყვარდა შაქარას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"დაადასტურა, რომ ერთ-ერთმა ჰკითხა, "როგორ კარგადაც იცის შაქარაშვილმა სირბილი, ასე კარგად თუ იცის ცურვაო" - ადვოკატი გუკა ამირხანაშვილის დაკითხვის დეტალებზე

"დაადასტურა, რომ ერთ-ერთმა ჰკითხა, "როგორ კარგადაც იცის შაქარაშვილმა სირბილი, ასე კარგად თუ იცის ცურვაო" - ადვოკატი გუკა ამირხანაშვილის დაკითხვის დეტალებზე

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მეგობრის, ე.წ. ოქროს მოწმის გურამ ამირხანაშვილის დაკითხვა დასრულდა. მას სასამართლოს ტერიტორია ისე დაატოვებინეს, ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ამირხანაშვილის ადვოკატის ეკა ხუციშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი „ტოიოტა ქამრიში" არჩილ გაგნიძის მითითებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩაჯდა.

"თავდაპირველად გაგნიძემ უთხრა ჩამჯდარიყო მანქანაში და ჩაჯდა. დანარჩენებს ხმა არ ამოუღიათ, მაგრამ არც გაუპროტესტებიათ. მისი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა ეს, რა თქმა უნდა, მას არ სურდა ჩაჯდომა. ეს არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა", - განაცხადა ხუციშვილმა.

კითხვაზე, ჰკითხა თუ არა მას არჩილ გაგნიძემ, "შაქარაშვილმა ცურვაც ისევე კარგად იცოდა თუ არა, როგორც სირბილი", ადვოკატი პასუხობს, რომ ამირხანაშვილმა აღნიშნული ფაქტი დაადასტურა.

"ეს დაადასტურა, გაიმეორა, ერთ-ერთმა რომ ჰკითხა, "როგორ კარგადაც იცის სირბილი, ასე კარგად თუ იცის ცურვაო", - აცხადებს ადვოკატი.

მისივე განმარტებით, ამირხანაშვილმა გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ არ იცოდა და პოლიციაშიც ამიტომ არ დაურეკავს.

"გაუჩნდა განცდა, რომ ის იპოვეს პირველი და განცდა გაუჩნდა, რომ შაქარაშვილს საფრთხე არ ემუქრებოდა, ამიტომ არ განაცხადა პოლიციაში და დაურეკა მეგობარს, რომ წასულიყო და შაქარაშვილი წამოეყვანა. როცა დილით მოიკითხა და გამოჩენილი არ იყო, ოჯახს იმ ინციდენტის შესახებ შეატყობინა, რაც მოხდა", - განაცხადა ხუციშვილმა.

დაკითხვის დეტალებზე ისაუბრა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ ლ..შ.-ს ადვოკატმა ზაქრო გვიშიანმაც.

მისი თქმით, გურამ ამირხანაშვილს მისი მეგობარი გიორგი შაქარაშვილი სრულყოფილად არ მოუძებნია, არ გაურკვევია სად იყო. ლოგიკურია, რომ ამ ფაქტის შესახებ მას პოლიციაში იმავე დღეს უნდა განეცხადებინა.

"პროცესზე დაზარალებული ამირხანაშვილი დაიკითხა, რომლის ჩვენებაც არადამაჯერებელი და არათანმიმდევრული იყო. როცა მოწმე აცხადებს, რომ „მერსედესის" მარკის ავტომობილის მოსვლის შემდეგ ის მყისიერად გაიქცა და შემდეგ აცხადებს, რომ ცემაში 8 პირი იყო ჩართული, 2 პიროვნება, რომლებმაც მას ტელეფონის ნომერი გამოართვა, მათგან მოშორებით იყო, როგორ მოხდა, რომ 8 პირი მყისიერად ჩაერთო დაპირისპირებაში, მათ შორის, ტატიაშვილი, რომელზეც არცერთი მოწმე არ საუბრობს. მისი იდენტიფიცირება არ მოუხდენია, მაგრამ როცა საუბრობს, რომ 8 პირი იყო ჩხუბში ჩართული, ე.ი. ყველა გამოდის. მოწმემ ვერ აღწერა და ვერ მიუთითა ის პიროვნული მახასიათებლები, რაც გამოკითხვის ოქმში აქვს მითითებული.

ასევე, ჩვენს კითხვაზე ვერ გასცა პასუხი, კითხეს თუ არა იმ პირებმა, ვინც თბილისში წამოიყვანა, სად ცხოვრობდა ის და აპირებდა თუ არა, თბილისში დაბრუნებას. თავისუფლების აღკვეთას ადგილი არ ჰქონია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან, ლ.შ.-თან დაკავშირებით კონკრეტული არაფერი უთქვამს, გარდა იმისა, რომ ტელეფონის ნომერი გამოართვა. ამირხანაშვილმა ძალიან ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა, ამიტომ მისი ჩვენება არადამაჯერებელი და არათანმიმდევრული იყო. მოწმემ მიიჩნია, რომ „ტოიოტას" მგზავრებს სხვა პირი არ უნახავთ, მაგრამ ასევე განაცხადა, რომ ავტომობილში ერთ-ერთმა განაცხადა, „უკვე დამკაში იქნებოდა". თუ ეს მოისმინა, ის მოისმინა, რომ „სირბილივით კარგად იცოდა თუ არა ცურვა" მისმა მეგობარმა, მაშინ რატომ განაცხადა, რომ „ტოიოტას" მგზავრებს სხვა პირი არ ეყოლებოდათ ნანახი?

აქაც ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები იკვეთება. მისი ჩვენება ბრალდებულების წინააღმდეგ არ უნდა იყოს გამოყენებული. კითხვაზე, თუ რატომ არ განაცხადა პოლიციაში, მან არ მიიჩნია, რომ პირი დაკარგული იქნებოდა. თუმცა, ლოგიკურია, რომ მას მისი მეგობარი სრულყოფილად არ მოუძიებია, არ გაურკვევია სად იყო. ლოგიკური იყო, ამ ფაქტის შესახებ მას პოლიციაში იმავე დღეს განეცხადებინა" - განაცხადა გვიშიანმა.

"საზოგადოებას მოვუწოდებ, ციხიდან გამომიყვანონ... პატრიარქს ვთხოვ შემხვდეს, გამესაუბროს" - ლევან ზურაბაშვილის წერილი "ინტერპრესნიუსს"

ლევან ზურაბაშვილის ადვოკატი გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, 4 ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს