მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუკები, რომლითაც უნდა განსაზღვრულიყო დემარკაცია, ან შეგნებულად არ მოიძიეს, ან გააქრეს" - სესიაშვილის თქმით,  წინასწარი შეთანხმება სასაზღვრო ხაზზე არასწორად მოხდა
"რუკები, რომლითაც უნდა განსაზღვრულიყო დემარკაცია, ან შეგნებულად არ მოიძიეს, ან გააქრეს" - სესიაშვილის თქმით,  წინასწარი შეთანხმება სასაზღვრო ხაზზე არასწორად მოხდა

"რა­ტომ მოხ­და არას­წო­რად წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბა სა­დე­მარ­კა­ციო ხაზ­ზე? ეს უნდა მომ­ხდა­რი­ყო 1938 წლის რუ­კის მი­ხედ­ვით. თუკი ჩვენ შევ­ძე­ლით, ადა­მი­ა­ნებ­მა შეძ­ლეს ამ რუ­კის მო­ძი­ე­ბა, რა­ტომ არ არ­სე­ბობ­და ნება, რომ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეს რუ­კე­ბი მო­ე­პო­ვე­ბი­ნა?" - ამის შე­სა­ხებ თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო- აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვრის დე­მარ­კა­ცი­ის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­წყე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­კა­მა­თო სა­კი­თხია, "რუ­კე­ბი ვერ მო­ი­პო­ვეს თუ არ მო­ი­პო­ვეს". რო­გორც სე­სი­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, მთე­ლი რიგი გა­რე­მო­ე­ბე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ, გახ­და სა­ფუძ­ვე­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის აღ­ძვრის.

"აქ არ არის სა­უ­ბა­რი მხო­ლოდ და­ვით­გა­რე­ჯზე, აქ სა­უ­ბა­რია მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლო - აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვრის დე­მარ­კა­ცი­ის სა­კი­თხზე. ფაქ­ტია, რომ 2006 წლის წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით, რაც არ­სე­ბობს, ზი­ან­დე­ბა ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სი. ჩვენ ვსა­უბ­რობთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის მი­ხედ­ვით, 1998 წლის შე­თან­ხმე­ბის მი­ხედ­ვით, შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა­ზე. ამის­თვის სა­ჭი­რო იყო 1938 წლის რუ­კებ­ზე დაყ­რდნო­ბით დე­მარ­კა­ცი­ის კო­მი­სი­ის ფარ­გლებ­ში უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. ამ კო­მი­სი­ამ მო­ამ­ზა­და წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბა და ამის ფარ­გლებ­ში ჩან­და, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბი ზი­ან­დე­ბო­და და ამ ნა­წილ­ში გაჩ­ნდა ეჭ­ვე­ბი. ეს არის ფაქ­ტი, მე­ო­რე ფაქ­ტი არის ის, რომ რუ­კე­ბი, რომ­ლი­თაც უნდა გან­სა­ზღვრუ­ლი­ყო დე­მარ­კა­ცია, ან შეგ­ნე­ბუ­ლად არ მო­ი­ძი­ეს, ან არ­სე­ბუ­ლი რუ­კე­ბი უბ­რა­ლოდ გაქ­რა. მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ბა­ტონ და­ვით ხი­და­შელს, რო­მელ­მაც უნი­კა­ლუ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და დღეს ჩვენ გვაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვქონ­დეს ორი­გი­ნა­ლუ­რი ვერ­სია 1938 წლის რუ­კის, რო­მელ­ზე დაყ­რდნო­ბი­თაც კო­მი­სი­ის ფარ­გლებ­ში, აბ­სო­ლუ­ტუ­რად კონ­სტრუქ­ცი­უ­ლად აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ კო­ლე­გებ­თან ერ­თად კი­დევ ერთხელ გა­ვივ­ლით იმ სა­კითხს, რომ მოხ­დეს დე­მარ­კა­ცია სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის მი­ხედ­ვით,"- გა­ნა­ცხა­და სე­სი­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბი­სათ­ვის, სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვრის დე­მარ­კა­ცი­ის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წილ­ში უცხო ქვეყ­ნის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წი­ლის გა­და­ცე­მის­კენ მი­მარ­თუ­ლი მოქ­მე­დე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ფაქ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 308-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მააშ!
20

აშკარად ჩანს, თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ბატონ ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვილ­ს საკუთარ აუზში წყალი ჩაუსხამს და არჩევნების წინ საქართველოს ინტერესების სადარაჯოზეც დამდგარა! 

qeTo
11

რას ქვია გააქრეს???? რასც აკეთებს პარლამენტი, მთავრობა, ისტორიკოსები, თავდაცვის სამინისტრო? არა აქვს ასეთი სტრატეგიული საბუთები შენახული? ასლები მაინც? თუმცა ქოცებს ხომ აწყობს ქვეყნის დუქნად და მედუდუკეებად გადაქცევა! უგვაროდ, ისტორიის და ქვეყნის გარეშე მოხეტიალე უწიგნურებად!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"რუკები, რომლითაც უნდა განსაზღვრულიყო დემარკაცია, ან შეგნებულად არ მოიძიეს, ან გააქრეს" - სესიაშვილის თქმით,  წინასწარი შეთანხმება სასაზღვრო ხაზზე არასწორად მოხდა

"რუკები, რომლითაც უნდა განსაზღვრულიყო დემარკაცია, ან შეგნებულად არ მოიძიეს, ან გააქრეს" - სესიაშვილის თქმით,  წინასწარი შეთანხმება სასაზღვრო ხაზზე არასწორად მოხდა

"რატომ მოხდა არასწორად წინასწარი შეთანხმება სადემარკაციო ხაზზე? ეს უნდა მომხდარიყო 1938 წლის რუკის მიხედვით. თუკი ჩვენ შევძელით, ადამიანებმა შეძლეს ამ რუკის მოძიება, რატომ არ არსებობდა ნება, რომ წინა ხელისუფლებას ეს რუკები მოეპოვებინა?" - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა საქართველო- აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საკამათო საკითხია, "რუკები ვერ მოიპოვეს თუ არ მოიპოვეს". როგორც სესიაშვილი ამბობს, მთელი რიგი გარემოებები სავარაუდოდ, გახდა საფუძველი სისხლის სამართლის საქმის აღძვრის.

"აქ არ არის საუბარი მხოლოდ დავითგარეჯზე, აქ საუბარია მთლიანად საქართველო - აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საკითხზე. ფაქტია, რომ 2006 წლის წინასწარი შეთანხმებით, რაც არსებობს, ზიანდება ჩვენი სახელმწიფო ინტერესი. ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, 1998 წლის შეთანხმების მიხედვით, შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულებაზე. ამისთვის საჭირო იყო 1938 წლის რუკებზე დაყრდნობით დემარკაციის კომისიის ფარგლებში უზრუნველყოფა. ამ კომისიამ მოამზადა წინასწარი შეთანხმება და ამის ფარგლებში ჩანდა, რომ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები ზიანდებოდა და ამ ნაწილში გაჩნდა ეჭვები. ეს არის ფაქტი, მეორე ფაქტი არის ის, რომ რუკები, რომლითაც უნდა განსაზღვრულიყო დემარკაცია, ან შეგნებულად არ მოიძიეს, ან არსებული რუკები უბრალოდ გაქრა. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ დავით ხიდაშელს, რომელმაც უნიკალური მოქმედებები განახორციელა და დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გვქონდეს ორიგინალური ვერსია 1938 წლის რუკის, რომელზე დაყრდნობითაც კომისიის ფარგლებში, აბსოლუტურად კონსტრუქციულად აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად კიდევ ერთხელ გავივლით იმ საკითხს, რომ მოხდეს დემარკაცია საერთაშორისო სამართლის მიხედვით,"- განაცხადა სესიაშვილმა.

ცნობისათვის, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება მიმდინარეობს.

"ქართულმა ოცნებამ“ 3 კვირაში საარჩევნო ბანერებსა და სხვა ტიპის რეკლამებზე 3 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა

"ნუ ავყვებით პროვოკაციებს, მოვთოკოთ ემოციები..." - ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"