საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამოძიებას მივმართავთ თხოვნით საჯარო გახადოს თამარ ბაჩალიაშვილის მიმოწერები თანამშრომლებთან" - კომპანია ZAG განცხადებას ავრცელებს
"გამოძიებას მივმართავთ თხოვნით საჯარო გახადოს თამარ ბაჩალიაშვილის მიმოწერები თანამშრომლებთან" - კომპანია ZAG განცხადებას ავრცელებს

კომ­პა­ნია ZAG გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და შეშ­ფო­თე­ბას გა­მოთ­ქვამს თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის პი­რა­დი ვი­დე­ო­ე­ბის ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­სა­ჯა­რო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ კომ­პა­ნი­ი­დან აც­ნო­ბეს, აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა არა­ე­თი­კუ­რია.

„კომ­პა­ნია ZAG-ის თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი არა­ერ­თხელ იქნა გა­მო­კი­თხუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის მიერ, მათ შო­რის გარ­დაც­ვლილ­თან მათი პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე. გა­მო­ძი­ე­ბას ასე­ვე მი­ე­წო­და თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლის სრუ­ლი მი­მო­წე­რა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­თან მისი სამ­სა­ხურ­ში მი­ღე­ბის დღი­დან გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე. აქვე აღ­ვნიშ­ნავთ, რომ 2020 წლის 18 მარ­ტი­დან ოფი­სი გა­და­ვი­და დინ­სტან­ცი­უ­რი მუ­შა­ო­ბის რე­ჟიმ­ზე და თა­მუ­ნა მას შემ­დეგ არც ერთ თა­ნამ­შრო­მელს აღარ უნა­ხავს ფი­ზი­კუ­რად. ვთვლით, რომ კო­ლექ­ტი­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, გარ­დაც­ვლი­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ მე­დი­ას­თან გან­ცხა­დე­ბე­ბის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა­ზე, იყო ერ­თა­დერ­თი მო­რა­ლუ­რად სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩვე­ნი მხრი­დან. სამ­წუ­ხა­როდ, ეს არას­წო­რად იქნა ინ­ტერპრე­ტი­რე­ბუ­ლი და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ამ საქ­მე­ში სხვა­დას­ხვა მიზ­ნით ჩარ­თუ­ლი მხა­რე­ე­ბის მიერ. გა­მო­ძი­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ თა­მა­რის ვი­დეო და აუ­დიო ჩა­ნა­წე­რე­ბის ის ნა­წი­ლე­ბი, რომ­ლებ­შიც იგი სა­უბ­რობს სამ­სა­ხურ­ში არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა რე­ა­ლო­ბას. "არა­ჯან­სა­ღი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი" - რა­ზეც ზო­გი­ერ­თი მე­დია კომ­პა­ნია აპე­ლი­რებს, არის მცდა­რი, სა­ფუძ­ველს სრუ­ლი­ად მოკ­ლე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბა კომ­პა­ნი­ის მი­მართ. ეს და მსგავ­სი ბრალ­დე­ბე­ბი არ ემ­სა­ხუ­რე­ბა თა­მა­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის საქ­მეს.

კო­ლე­გე­ბი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს იც­ნობ­დნენ, რო­გორც მშვიდ, გა­წო­ნას­წო­რე­ბულ, ხა­ლი­სი­ან, მონ­დო­მე­ბულ ადა­მი­ანს. მისი ნე­გა­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა თა­ნამ­შრო­მელ­თა მი­მართ, რაც გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მა­სა­ლებ­შია ასა­ხუ­ლი, თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თვის სრუ­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა და უდი­დე­სი დარ­ტყმა იყო, ამან დაგ­ვა­ნა­ხა თა­მუ­ნას ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც სამ­სა­ხურ­ში, თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მას არც ერთხელ არ გა­მო­უვ­ლე­ნია. აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­ტად სამ­წუ­ხა­როა, რად­გან მცი­რე ეჭ­ვის შემ­თხვე­ვა­შიც კი, ჩვენ, თა­მუ­ნას თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვეც­დე­ბო­დით მის დახ­მა­რე­ბას და გვერ­დში დგო­მას.

თა­მუ­ნას სა­ხე­ლის პა­ტი­ვის­ცე­მით, შპს ZAG შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად თავს იკა­ვებ­და ზედ­მე­ტად ჩარ­თუ­ლი­ყო მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ში. დღეს­დღე­ო­ბით კომ­პა­ნია ვე­ღარ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, ამო­ღე­ბუ­ლია სამ­სა­ხუ­რის თუ პი­რა­დი ტექ­ნი­კა და დო­კუ­მენ­ტა­ცია, ამას­თან ერ­თად გავ­ლი­ლი გვაქვს ფი­ნან­სუ­რი შე­მოწ­მე­ბა,“ სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კმა“ მი­ზეზ­გა­რე­შე დაგ­ვი­ხუ­რა ან­გა­რი­ში, ვერ ვა­ხერ­ხებთ სხვა ბან­კში ან­გა­რი­შის გახ­სნას. უკვე ორი თვეა ვერ ვუხ­დით თა­ნამ­შრომ­ლებს ხელ­ფა­სებს და გაგ­ვი­უქ­მდა ჩვენს მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი კონ­ტრაქ­ტი ამე­რი­კელ პარტნი­ო­რებ­თან. ფაქ­ტი­უ­რად 47 ადა­მი­ა­ნი დარ­ჩა უმუ­შე­ვა­რი. ამ ყვე­ლა­ფერს ემა­ტე­ბა ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის მი­მართ ყოვ­ლად ამო­რა­ლუ­რი "ბრალ­დე­ბა" ბუ­ლინგთან და­კავ­ში­რე­ბით, რაც აღარ გვაძ­ლევს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ხმა აღარ ამო­ვი­ღოთ.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ასე­ვე კომ­პა­ნია ZAG-ის რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრომ­ლის მი­მართ ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში წა­მო­წყე­ბუ­ლი ბუ­ლინ­გის შე­სა­ჩე­რებ­ლად გაც­ნო­ბებთ, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რას ამო­ღე­ბუ­ლი აქვს ZAG-ის თა­ნამ­შრომ­ლებ­სა და თა­მუ­ნას შო­რის არ­სე­ბუ­ლი მრა­ვა­ლი მი­მო­წე­რა, სა­დაც ცხა­დად ჩანს ის ჯან­სა­ღი და მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მელ­საც ქონ­და ად­გი­ლი თა­მუ­ნა­სა და მის თა­ნამ­შრომ­ლებს შო­რის. გა­მო­ძი­ე­ბას მივ­მარ­თავთ თხოვ­ნით სა­ჯა­რო გა­ხა­დოს თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მი­მო­წე­რე­ბი თა­ნამ­შრომ­ლებ­თან, რაც სრუ­ლად და­ა­დას­ტუ­რებს ზე­მო­აღ­ნიშ­ნულს“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
pipinia
19

ჩემი მოკრძალებული აზრია რომ ეს გოგო ცოტა ვერ იყო თავის მატოროზე. არ დაბლოკოთ ვიღაცამ სიმართლე ხომ უნდა თქვას.

ნტწნტწ
10

თავს ვიკავებდითო? ვარამიასთან რომ გამოიჭიმეთ და მტვრად აქ აქციეთ გარადცვლილი გოგონას წერილი და მის გრძნობებს კიდევ ერთხელ გადუარეთ? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"გამოძიებას მივმართავთ თხოვნით საჯარო გახადოს თამარ ბაჩალიაშვილის მიმოწერები თანამშრომლებთან" - კომპანია ZAG განცხადებას ავრცელებს

"გამოძიებას მივმართავთ თხოვნით საჯარო გახადოს თამარ ბაჩალიაშვილის მიმოწერები თანამშრომლებთან" - კომპანია ZAG განცხადებას ავრცელებს

კომპანია ZAG განცხადებას ავრცელებს და შეშფოთებას გამოთქვამს თამარ ბაჩალიაშვილის პირადი ვიდეოების ტელევიზიით გასაჯაროებასთან დაკავშირებით.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, აღნიშნული ქმედება არაეთიკურია.

„კომპანია ZAG-ის თითოეული თანამშრომელი არაერთხელ იქნა გამოკითხული გამოძიების მიერ, მათ შორის გარდაცვლილთან მათი პირადი ურთიერთობების თაობაზე. გამოძიებას ასევე მიეწოდა თითოეული თანამშრომლის სრული მიმოწერა თამარ ბაჩალიაშვილთან მისი სამსახურში მიღების დღიდან გაუჩინარებამდე. აქვე აღვნიშნავთ, რომ 2020 წლის 18 მარტიდან ოფისი გადავიდა დინსტანციური მუშაობის რეჟიმზე და თამუნა მას შემდეგ არც ერთ თანამშრომელს აღარ უნახავს ფიზიკურად. ვთვლით, რომ კოლექტივის გადაწყვეტილება, გარდაცვლილის პირადი ცხოვრების შესახებ მედიასთან განცხადებებისგან თავის შეკავებაზე, იყო ერთადერთი მორალურად სწორი გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან. სამწუხაროდ, ეს არასწორად იქნა ინტერპრეტირებული და გამოყენებული ამ საქმეში სხვადასხვა მიზნით ჩართული მხარეების მიერ. გამოძიებისთვის ცნობილია, რომ თამარის ვიდეო და აუდიო ჩანაწერების ის ნაწილები, რომლებშიც იგი საუბრობს სამსახურში არსებულ სიტუაციაზე, არ შეესაბამება რეალობას. "არაჯანსაღი ურთიერთობები" - რაზეც ზოგიერთი მედია კომპანია აპელირებს, არის მცდარი, საფუძველს სრულიად მოკლებული ბრალდება კომპანიის მიმართ. ეს და მსგავსი ბრალდებები არ ემსახურება თამარის გარდაცვალების გამოძიების საქმეს.

კოლეგები თამარ ბაჩალიაშვილს იცნობდნენ, როგორც მშვიდ, გაწონასწორებულ, ხალისიან, მონდომებულ ადამიანს. მისი ნეგატიური დამოკიდებულება თანამშრომელთა მიმართ, რაც გამოქვეყნებულ მასალებშია ასახული, თითოეული ჩვენგანისთვის სრული მოულოდნელობა და უდიდესი დარტყმა იყო, ამან დაგვანახა თამუნას ემოციური მდგომარეობა, რომელიც სამსახურში, თანამშრომლებთან ურთიერთობაში მას არც ერთხელ არ გამოუვლენია. აღნიშნული მეტად სამწუხაროა, რადგან მცირე ეჭვის შემთხვევაშიც კი, ჩვენ, თამუნას თანამშრომლები, აუცილებლად შევეცდებოდით მის დახმარებას და გვერდში დგომას.

თამუნას სახელის პატივისცემით, შპს ZAG შეძლებისდაგვარად თავს იკავებდა ზედმეტად ჩართულიყო მიმდინარე მოვლენებში. დღესდღეობით კომპანია ვეღარ ფუნქციონირებს, ამოღებულია სამსახურის თუ პირადი ტექნიკა და დოკუმენტაცია, ამასთან ერთად გავლილი გვაქვს ფინანსური შემოწმება,“ საქართველოს ბანკმა“ მიზეზგარეშე დაგვიხურა ანგარიში, ვერ ვახერხებთ სხვა ბანკში ანგარიშის გახსნას. უკვე ორი თვეა ვერ ვუხდით თანამშრომლებს ხელფასებს და გაგვიუქმდა ჩვენს მიერ მოპოვებული კონტრაქტი ამერიკელ პარტნიორებთან. ფაქტიურად 47 ადამიანი დარჩა უმუშევარი. ამ ყველაფერს ემატება ჩვენი კომპანიის მიმართ ყოვლად ამორალური "ბრალდება" ბულინგთან დაკავშირებით, რაც აღარ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ხმა აღარ ამოვიღოთ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე კომპანია ZAG-ის რამდენიმე თანამშრომლის მიმართ ბოლო თვეების განმავლობაში წამოწყებული ბულინგის შესაჩერებლად გაცნობებთ, რომ პროკურატურას ამოღებული აქვს ZAG-ის თანამშრომლებსა და თამუნას შორის არსებული მრავალი მიმოწერა, სადაც ცხადად ჩანს ის ჯანსაღი და მეგობრული ურთიერთობა, რომელსაც ქონდა ადგილი თამუნასა და მის თანამშრომლებს შორის. გამოძიებას მივმართავთ თხოვნით საჯარო გახადოს თამარ ბაჩალიაშვილის მიმოწერები თანამშრომლებთან, რაც სრულად დაადასტურებს ზემოაღნიშნულს“, - ნათქვამია განცხადებაში.

"ვივამედის" დაცვის თანამშრომლის დაჭრის საქმეზე ორი პირი დააკავეს - შსს-ს განცხადება

აფრიკის დასახლებაში დაკავებულ ერთ-ერთ პირს სასამართლომ 10 000 - ლარიანი გირაო შეუფარდა - ადვოკატი

"ვივამედიში" გარდაცვლილი პაციენტის ნათესავები შეიჭრნენ და დაცვის თანამშრომელი დაჭრეს