ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას სახლში წუხელ ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ექს-პრემიერის ქვრივი, ნინო ჟვანია-ქადაგიძე წერს:
"წუხელ ჩვენს სახლს ცეცხლი გაუჩნდა და სახანძრო სამსახურის ოპერატიულობა რომ არა, უსახლკაროდ დავრჩებოდით. ძალიან პროფესიონალურად იმუშავეს. მადლობა", - წერნს ნინო ჟვანია და ადგილზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.