სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შვილი მომიკლა და ახლა მემუქრება, ბავშვებს არ განახებ, თუ არ დამეხმარები, ციხიდან გამოსვლაშიო" - ხაშურში მომხდარი შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები
"შვილი მომიკლა და ახლა მემუქრება, ბავშვებს არ განახებ, თუ არ დამეხმარები, ციხიდან გამოსვლაშიო" - ხაშურში მომხდარი შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები

ხა­შურ­ში, ყო­ფი­ლი ქმრის მიერ დაჭ­რი­ლი 23 წლის სა­ლო­მე ჩი­ქო­ვა­ნი ხუთ­თვი­ა­ნი კო­მის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა. ახალ­გაზ­რდა ქალი ხა­შურ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე, უამ­რა­ვი თვითმხილ­ვე­ლის თან­დას­წრე­ბით, ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ დაჭ­რა. შემ­თხვე­ვა 2020 წლის 5 მარტს მოხ­და. ფაქ­ტი ქუ­ჩა­ში და­მონ­ტა­ჟე­ბულ­მა ვი­დე­ო­კა­მე­რებ­მა აღ­ბეჭ­დეს. ექი­მე­ბის გან­ცხდე­ბით, ქალს ცივი ია­რა­ღით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი მუც­ლი­სა და გულ-მკერ­დის არე­ში ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

28 წლის მი­ხე­ილ ლომ­სა­ძე, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი მე­უღ­ლე, სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რა, წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის ფარ­გლებ­ში გლ­და­ნის მერ­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის მუხ­ლით არის აღ­ძრუ­ლი.

გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის ინ­ტე­რე­სებს "სა­ფა­რი" იცავ­და. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ად­ვო­კა­ტი, ელი­სო რუ­ხა­ძე ამ­ბობს, რომ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ცი­ხი­დან გარ­დაც­ვლი­ლის დე­დას მუ­ქა­რის წე­რი­ლებს უგ­ზავ­ნის და შუ­რის­ძი­ე­ბით ემუქ­რე­ბა.

"ალ­ბათ მუხ­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბად გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­დე­ბა, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში. გო­რის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს პრო­ცე­სე­ბი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის დედა იყო "ნა­ნუ­კას შო­უ­ში", სა­დაც დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლად ისა­უბ­რა გარ­დაც­ვლილ­ზე. ამის გამო, ჩვენ ნა­ნუ­კას ვუ­ჩივ­ლეთ ეთი­კის ქარ­ტი­ა­ში და საქ­მე მო­ვი­გეთ. ყვე­ლა­ზე მძი­მე ის არის, რომ 6 წლის და 3 წლის ბავ­შვე­ბი ამ მკვლე­ლის დე­დას­თან იზ­რდე­ბი­ან.

ეს "სა­ფა­რის" საქ­მე­ებს შო­რის ერთ-ერთი უმ­ძი­მე­სი საქ­მეა. ყვე­ლა­ზე ამაზ­რზე­ნი ის არის, რომ თა­ვად მო­ძა­ლა­დემ შვილმკვდარ დე­დას ცი­ხი­დან გა­მო­უგ­ზავ­ნა წე­რი­ლი - ნო­ტა­რი­ა­ლუ­რად და­მი­წე­რე, რომ პრე­ტენ­ზია არ გაქვს, თორე ბავ­შვებს არ გა­ნა­ხე­ბო! მსგავ­სი სი­თავ­ხე­დე დღემ­დე არ მი­ნა­ხავს, მაგ­რამ ბავ­შვე­ბით ვაჭ­რო­ბა ახა­ლი რომ არაა ამ ქვე­ყა­ნა­ში, ყო­ველ­დღე ვრწმუნ­დე­ბი", - აცხა­დებს ელი­სო რუ­ხა­ძე.

Ambebi.ge გარ­დაც­ვლი­ლის დე­დას, ნინო ჩი­ქო­ვან­საც ესა­უბ­რა:

"გვთხოვს პა­ტი­ე­ბას, ბავ­შვებს დედა არ ყავს და მამა მა­ინც შე­უ­ნარ­ჩუ­ნეო. ისე­თი ჩვე­ნე­ბა მი­ე­ცი, რომ ცი­ხი­დან მალე გა­მო­ვი­დეო. ბავ­შვე­ბი რო სდო­მო­და, დე­დას არ მო­უკ­ლავ­და. ეგ ცი­ხე­ში უნდა დალ­პეს. ისე­თე­ბი ისა­უბ­რა დე­დამ­თილ­მა ჩემს შვილ­ზე ტე­ლე­ვი­ზი­ით, რო­გორ იკად­რა, არ ვიცი. მო­თა­მა­შე იყო ჩემი სიძე და გა­შორ­და ჩემი შვი­ლი, არ უნ­დო­და შე­რი­გე­ბა. აზრი არ აქვს მა­გას­თან შე­რი­გე­ბას, არ იც­ვლე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ. 12 ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა ჩემს შვილს იმ არა­კაც­მა. შე­რი­გე­ბას აი­ძუ­ლებ­და. თუ არ შე­მი­რიგ­დე­ბი, სხვას­თა­ნაც არ იქ­ნე­ბი და მოგ­კლა­ვო. ახლა კიდე აქეთ გვე­მუქ­რე­ბა, ბავ­შვებს თვა­ლით არ გა­ნა­ხებ, თუ არ და­მეხ­მა­რე­ბი ცი­ხი­დან მალე გა­მოს­ვლა­შიო, მწერს ცი­ხი­დან. რაც შე­იძ­ლე­ბა მკაც­რად უნდა და­სა­ჯონ, რად­გან, სა­ში­შია ყვე­ლას­თვის ეგ ადა­მი­ა­ნი", - გან­გვი­ცხა­და გარ­დაც­ვლი­ლის დე­დამ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
1

ბავშვები არიან საცოდავები.

ვი–რუსი
14

სიკვდილით დასჯა სანამ არ აღსდგება არაფერი გვეშველებააა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"შვილი მომიკლა და ახლა მემუქრება, ბავშვებს არ განახებ, თუ არ დამეხმარები, ციხიდან გამოსვლაშიო" - ხაშურში მომხდარი შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები

"შვილი მომიკლა და ახლა მემუქრება, ბავშვებს არ განახებ, თუ არ დამეხმარები, ციხიდან გამოსვლაშიო" - ხაშურში მომხდარი შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები

ხაშურში, ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი 23 წლის სალომე ჩიქოვანი ხუთთვიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი ხაშურში, რუსთაველის ქუჩაზე, უამრავი თვითმხილველის თანდასწრებით, ყოფილმა მეუღლემ დაჭრა. შემთხვევა 2020 წლის 5 მარტს მოხდა. ფაქტი ქუჩაში დამონტაჟებულმა ვიდეოკამერებმა აღბეჭდეს. ექიმების განცხდებით, ქალს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული.

28 წლის მიხეილ ლომსაძე, რომელმაც საკუთარი მეუღლე, სასიკვდილოდ დაჭრა, წინასწარი პატიმრობის ფარგლებში გლდანის მერვე დაწესებულებაში იმყოფება. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით არის აღძრული.

გარდაცვლილი ქალის ინტერესებს "საფარი" იცავდა. ორგანიზაციის ადვოკატი, ელისო რუხაძე ამბობს, რომ მკვლელობაში ბრალდებული ციხიდან გარდაცვლილის დედას მუქარის წერილებს უგზავნის და შურისძიებით ემუქრება.

"ალბათ მუხლი განზრახ მკვლელობად გადაკვალიფიცირდება, დამამძიმებელ გარემოებაში. გორის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს პროცესები. აღსანიშნავია, რომ მკვლელობაში ბრალდებულის დედა იყო "ნანუკას შოუში", სადაც დისკრიმინაციულად ისაუბრა გარდაცვლილზე. ამის გამო, ჩვენ ნანუკას ვუჩივლეთ ეთიკის ქარტიაში და საქმე მოვიგეთ. ყველაზე მძიმე ის არის, რომ 6 წლის და 3 წლის ბავშვები ამ მკვლელის დედასთან იზრდებიან.

ეს "საფარის" საქმეებს შორის ერთ-ერთი უმძიმესი საქმეა. ყველაზე ამაზრზენი ის არის, რომ თავად მოძალადემ შვილმკვდარ დედას ციხიდან გამოუგზავნა წერილი - ნოტარიალურად დამიწერე, რომ პრეტენზია არ გაქვს, თორე ბავშვებს არ განახებო! მსგავსი სითავხედე დღემდე არ მინახავს, მაგრამ ბავშვებით ვაჭრობა ახალი რომ არაა ამ ქვეყანაში, ყოველდღე ვრწმუნდები", - აცხადებს ელისო რუხაძე.

Ambebi.ge გარდაცვლილის დედას, ნინო ჩიქოვანსაც ესაუბრა:

"გვთხოვს პატიებას, ბავშვებს დედა არ ყავს და მამა მაინც შეუნარჩუნეო. ისეთი ჩვენება მიეცი, რომ ციხიდან მალე გამოვიდეო. ბავშვები რო სდომოდა, დედას არ მოუკლავდა. ეგ ციხეში უნდა დალპეს. ისეთები ისაუბრა დედამთილმა ჩემს შვილზე ტელევიზიით, როგორ იკადრა, არ ვიცი. მოთამაშე იყო ჩემი სიძე და გაშორდა ჩემი შვილი, არ უნდოდა შერიგება. აზრი არ აქვს მაგასთან შერიგებას, არ იცვლება უკეთესობისკენ. 12 ჭრილობა მიაყენა ჩემს შვილს იმ არაკაცმა. შერიგებას აიძულებდა. თუ არ შემირიგდები, სხვასთანაც არ იქნები და მოგკლავო. ახლა კიდე აქეთ გვემუქრება, ბავშვებს თვალით არ განახებ, თუ არ დამეხმარები ციხიდან მალე გამოსვლაშიო, მწერს ციხიდან. რაც შეიძლება მკაცრად უნდა დასაჯონ, რადგან, საშიშია ყველასთვის ეგ ადამიანი", - განგვიცხადა გარდაცვლილის დედამ.

პროკურატურამ ბერასთან დაკავშირებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერისა და უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე დაიწყო

"როდესაც ქმარი სცემდა, ქალს ჩვილი ხელში ეჭირა... ბავშვმა გონება დაკარგა და გარდაიცვალა" - გურჯაანში მომხდარ ფაქტზე 36 წლის მამაკაცი დააკავეს

"არის შემთხვევები, 11-12 წლის ბავშვს ეუბნებიან, ქალი ხარ, შენ გამოიწვიე და შენი ბრალია ასე რომ მოხდაო" - ბავშვებზე სექსუალური ძალადობის თავზარდამცემი ისტორიები (საგანგაშო სტატისტიკა)