სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურორის განცხადებით, გიორგი ლუბარეცს "ვილა ალგეთის“ ტერიტორიაზე ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარებიდან 4 დღის შემდეგ ჰქონდა გადამოწმებული
პროკურორის განცხადებით, გიორგი ლუბარეცს "ვილა ალგეთის“ ტერიტორიაზე ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარებიდან 4 დღის შემდეგ ჰქონდა გადამოწმებული

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე პროგ­რა­მის­ტი გი­ორ­გი ლუ­ბა­რე­ცის მა­გის­ტრი მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე და­კი­თხვა დას­რულ­და.

რო­გორც აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის პრო­კუ­რორ­მა, ლაშა კოტ­რი­კა­ძემ და­კი­თხვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, გი­ორ­გი ლუ­ბა­რეცს „ვილა ალ­გე­თის“ ტე­რი­ტო­რი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­დან 4 დღის შემ­დეგ ჰქონ­და გა­და­მოწ­მე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, გა­მო­ძი­ე­ბას აინ­ტე­რე­სებ­და თუ რა მიზ­ნით გა­და­ა­მოწ­მა მან ხსე­ნე­ბუ­ლი ლო­კა­ცია.

"ლო­კა­ცია, რო­მელ­საც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი "ვილა ალ­გეთს“ უწო­დებთ, პირს, რო­მე­ლიც მოწ­მედ დავ­კი­თხეთ, გა­და­მოწ­მე­ბუ­ლი ჰქონ­და 2020 წლის 22 ივ­ლისს, შე­სა­ბა­მი­სად და­ის­ვა კი­თხვე­ბი, რა­ტომ, რა მო­ტი­ვა­ცი­ით და რის­თვის გა­და­ა­მოწ­მა ხსე­ნე­ბუ­ლი ლო­კა­ცია“, - გა­ნა­ცხა­და ლაშა კოტ­რი­კა­ძემ.

გი­ორ­გი ლუ­ბა­რე­ცის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის, ვანო ჩი­ტაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა ფიქ­რობ­და, რომ „ვილა ალ­გე­თის“ შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ჟურ­ნა­ლის­ტებს ლუ­ბა­რეც­მა მი­ა­წო­და, რაც მის­მა დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა უარ­ყო.

„დღეს გი­ორ­გი და­ი­ბა­რეს მოწ­მის სა­ხით. ძი­რი­თა­დი შე­კი­თხვე­ბი შე­ე­ხე­ბო­და თუ რა კავ­ში­რი ჰქონ­და თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მეს­თან, რა ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობ­და მის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და რა ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა შე­ეძ­ლო გა­მო­ძი­ე­ბის­თვის ამ საქ­მის ირ­გვლივ. გი­ორ­გი არის პროგ­რა­მის­ტი და რო­დე­საც თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი გა­უ­ჩი­ნარ­და, რუ­კებ­ზე ეძებ­და სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ებს, გზებს სა­დაც შე­იძ­ლე­ბო­და თა­მა­რის კვა­ლი წა­სუ­ლი­ყო. ერთ-ერთი ასე­თი ლო­კა­ცია იყო „ვილა ალ­გე­თის“ ტე­რი­ტო­რია და აინ­ტე­რე­სებ­დათ ფლობ­და თუ არა ინ­ფორ­მა­ცი­ას ამ კონ­კრე­ტუ­ლი ად­გი­ლის შე­სა­ხებ, თუ ეს იყო მხო­ლოდ შემ­თხვე­ვი­თო­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და ვანო ჩი­ტაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­კუ­რო­რის კი­თხვებ­ზე გი­ორ­გიმ ლუ­ბა­რეც­მა ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხე­ბი გას­ცა, ამი­ტომ მისი ხე­ლა­ხა­ლი და­ბა­რე­ბა არ უნდა გახ­დეს სა­ჭი­რო.

„კი­თხვე­ბი ასე­ვე შე­ე­ხე­ბო­და, მი­ა­წო­და თუ არა „ვილა ალ­გე­თის“ შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ჟურ­ნა­ლის­ტებს - ნო­დარ მე­ლა­ძეს ან ელი­სო კი­ლა­ძეს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მან ასე­ვე და­ა­დას­ტუ­რა, რომ არც ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან და არც სხვა გა­რე­შე პი­რებ­თან შემ­ხებ­ლო­ბა არ ჰქონ­და. პრო­კუ­რო­რის კი­თხვებ­ზე გი­ორ­გიმ ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხი გას­ცა, მას რო­მე­ლი­მე კი­თხვა პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი არ და­უ­ტო­ვე­ბია, შე­სა­ბა­მი­სად, არ მგო­ნია, რომ მისი ხე­ლა­ხა­ლი და­ბა­რე­ბა გახ­დეს სა­ჭი­რო. სა­ვა­რა­უ­დოდ, პრო­კუ­რა­ტუ­რა ფიქ­რობ­და, რომ „ვილა ალ­გეთ­ზე“ ჟურ­ნა­ლის­ტებს ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და გი­ორ­გიმ და უნ­დო­დათ ამის უარ­ყო­ფა ან და­დას­ტუ­რე­ბა, რაც გი­ორ­გი ლუ­გა­რეც­მა უარ­ყო,“ - აღ­ნიშ­ნა ვანო ჩი­ტაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ის 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით და­ი­წყო, შემ­დეგ კი ბრალ­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი და­ე­მა­ტა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

პროკურორის განცხადებით, გიორგი ლუბარეცს "ვილა ალგეთის“ ტერიტორიაზე ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარებიდან 4 დღის შემდეგ ჰქონდა გადამოწმებული

პროკურორის განცხადებით, გიორგი ლუბარეცს "ვილა ალგეთის“ ტერიტორიაზე ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარებიდან 4 დღის შემდეგ ჰქონდა გადამოწმებული

თბილისის საქალაქო სასამართლოში თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროგრამისტი გიორგი ლუბარეცის მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვა დასრულდა.

როგორც აღნიშნული საქმის პროკურორმა, ლაშა კოტრიკაძემ დაკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა, გიორგი ლუბარეცს „ვილა ალგეთის“ ტერიტორიის შესახებ ინფორმაცია ბაჩალიაშვილის გაუჩინარებიდან 4 დღის შემდეგ ჰქონდა გადამოწმებული, შესაბამისად, გამოძიებას აინტერესებდა თუ რა მიზნით გადაამოწმა მან ხსენებული ლოკაცია.

"ლოკაცია, რომელსაც ჟურნალისტები "ვილა ალგეთს“ უწოდებთ, პირს, რომელიც მოწმედ დავკითხეთ, გადამოწმებული ჰქონდა 2020 წლის 22 ივლისს, შესაბამისად დაისვა კითხვები, რატომ, რა მოტივაციით და რისთვის გადაამოწმა ხსენებული ლოკაცია“, - განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ.

გიორგი ლუბარეცის უფლებადამცველის, ვანო ჩიტაშვილის განცხადებით, გამოძიება ფიქრობდა, რომ „ვილა ალგეთის“ შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს ლუბარეცმა მიაწოდა, რაც მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა უარყო.

„დღეს გიორგი დაიბარეს მოწმის სახით. ძირითადი შეკითხვები შეეხებოდა თუ რა კავშირი ჰქონდა თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან, რა ინფორმაციას ფლობდა მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და რა ახალი ინფორმაციის მიწოდება შეეძლო გამოძიებისთვის ამ საქმის ირგვლივ. გიორგი არის პროგრამისტი და როდესაც თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარდა, რუკებზე ეძებდა სხვადასხვა ლოკაციებს, გზებს სადაც შეიძლებოდა თამარის კვალი წასულიყო. ერთ-ერთი ასეთი ლოკაცია იყო „ვილა ალგეთის“ ტერიტორია და აინტერესებდათ ფლობდა თუ არა ინფორმაციას ამ კონკრეტული ადგილის შესახებ, თუ ეს იყო მხოლოდ შემთხვევითობა,“ - განაცხადა ვანო ჩიტაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, პროკურორის კითხვებზე გიორგიმ ლუბარეცმა ამომწურავი პასუხები გასცა, ამიტომ მისი ხელახალი დაბარება არ უნდა გახდეს საჭირო.

„კითხვები ასევე შეეხებოდა, მიაწოდა თუ არა „ვილა ალგეთის“ შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს - ნოდარ მელაძეს ან ელისო კილაძეს. ამასთან დაკავშირებით მან ასევე დაადასტურა, რომ არც ჟურნალისტებთან და არც სხვა გარეშე პირებთან შემხებლობა არ ჰქონდა. პროკურორის კითხვებზე გიორგიმ ამომწურავი პასუხი გასცა, მას რომელიმე კითხვა პასუხგაუცემელი არ დაუტოვებია, შესაბამისად, არ მგონია, რომ მისი ხელახალი დაბარება გახდეს საჭირო. სავარაუდოდ, პროკურატურა ფიქრობდა, რომ „ვილა ალგეთზე“ ჟურნალისტებს ინფორმაცია მიაწოდა გიორგიმ და უნდოდათ ამის უარყოფა ან დადასტურება, რაც გიორგი ლუგარეცმა უარყო,“ - აღნიშნა ვანო ჩიტაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

"შვილი მომიკლა და ახლა მემუქრება, ბავშვებს არ განახებ, თუ არ დამეხმარები, ციხიდან გამოსვლაშიო" - ხაშურში მომხდარი შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები

რუსთავში მომხდარი ავარიის ფაქტზე, რომელსაც 16 წლის ელენე ბაშარული ემსხვერპლა, მძღოლი დააკავეს