სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არ აპირებს ილონ მასკი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას?
რატომ არ აპირებს ილონ მასკი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას?

ილონ მას­კი ამ­ბობს, რომ ის და მისი ოჯა­ხი კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნას არ გა­ი­კე­თე­ბენ. Tesla-სა და SpaceX-ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა თა­ვი­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ "ნიუ იორკ თა­იმ­სის“ პოდ­კას­ტში Sway, კარა სვი­შერ­თან სტუმ­რო­ბი­სას ისა­უბ­რა.

სა­უბ­რი­სას სვი­შერ­მა ექ­სცენ­ტრი­კულ გა­მომ­გო­ნე­ბელს ჰკი­თხა, გა­ი­კე­თე­ბენ თუ არა ის და მისი ოჯა­ხი კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნას, როცა ის ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა, რა­ზეც მასკმა თქვა, რომ არ გა­ი­კე­თებს იმი­ტომ, რომ სჯე­რა, ის არ არის კო­რო­ნა­ვირუ­სის რის­კის ქვეშ.

"მე არ ვარ “კო­ვი­დის“ რის­კის ქვეშ და არც ჩემი შვი­ლე­ბი“, - თქვა მასკმა. მე­დი­ა­ში წე­რენ, რომ არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, რომ მასკსა და მისი ოჯა­ხის წევ­რებს ვირუ­სი არ გა­და­ე­დე­ბათ და COVID-19-ის მი­მართ მდგრა­დე­ბი არი­ან.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ილონ მას­კი კა­რან­ტი­ნის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო და პან­დე­მი­ის სა­წყის ეტაპ­ზე ამა­ზე ბევ­რს სა­უბ­რობ­და. სვი­შერ­მა მას აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზეც ჰკი­თხა:

"არ­სე­ბი­თად, სწო­რი იქ­ნე­ბო­და ის, რომ არ ყო­ფი­ლი­ყო მთე­ლი ქვე­ყა­ნა ჩა­კე­ტი­ლი, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ ვინც რის­კის ქვე­შაა ის უნდა იყოს კა­რან­ტინ­ში, სა­ნამ ქა­რიშ­ხა­ლი არ გა­და­ივ­ლის“, - აღ­ნიშ­ნა მასკმა (წყა­რო).

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია 11 მარტს გა­მო­ა­ცხა­და. მსოფ­ლი­ო­ში ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვმა კი უკვე 1 მი­ლი­ონს გა­და­ა­ჭარ­ბა. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის პროგ­ნო­ზით, ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა მსოფ­ლი­ოს 2020 წლის ბო­ლოს­თვის უნდა ჰქონ­დეს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფუი ეშმაკს ! ! !
58

შუა საუკუნეებში კოცონზე ბევრი დაწვეს, მათ შორის ასეთებიც 

და დამსახურებულად!!!

aleko
24

იცის რასაც ჩადებენ მაგ ვაქცინაში და ამიტომაც ამბობს უარს ვაქცინაძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რატომ არ აპირებს ილონ მასკი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას?

რატომ არ აპირებს ილონ მასკი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას?

ილონ მასკი ამბობს, რომ ის და მისი ოჯახი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებენ. Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელმა თავისი დამოკიდებულების შესახებ "ნიუ იორკ თაიმსის“ პოდკასტში Sway, კარა სვიშერთან სტუმრობისას ისაუბრა.

საუბრისას სვიშერმა ექსცენტრიკულ გამომგონებელს ჰკითხა, გაიკეთებენ თუ არა ის და მისი ოჯახი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, როცა ის ხელმისაწვდომი იქნება, რაზეც მასკმა თქვა, რომ არ გაიკეთებს იმიტომ, რომ სჯერა, ის არ არის კორონავირუსის რისკის ქვეშ.

"მე არ ვარ “კოვიდის“ რისკის ქვეშ და არც ჩემი შვილები“, - თქვა მასკმა. მედიაში წერენ, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მასკსა და მისი ოჯახის წევრებს ვირუსი არ გადაედებათ და COVID-19-ის მიმართ მდგრადები არიან.

აღსანიშნავია, რომ ილონ მასკი კარანტინის წინააღმდეგი იყო და პანდემიის საწყის ეტაპზე ამაზე ბევრს საუბრობდა. სვიშერმა მას აღნიშნულ თემაზეც ჰკითხა:

"არსებითად, სწორი იქნებოდა ის, რომ არ ყოფილიყო მთელი ქვეყანა ჩაკეტილი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ვინც რისკის ქვეშაა ის უნდა იყოს კარანტინში, სანამ ქარიშხალი არ გადაივლის“, - აღნიშნა მასკმა (წყარო).

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია 11 მარტს გამოაცხადა. მსოფლიოში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა კი უკვე 1 მილიონს გადააჭარბა. სპეციალისტების პროგნოზით, ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მსოფლიოს 2020 წლის ბოლოსთვის უნდა ჰქონდეს.