პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქმეში არსებული "გუგლის თაიმლაინი" თამარის მანქანის გადაადგილების რეალურ მარშრუტს არ ასახავს" - მიხეილ რამიშვილი
"საქმეში არსებული "გუგლის თაიმლაინი" თამარის მანქანის გადაადგილების რეალურ მარშრუტს არ ასახავს" - მიხეილ რამიშვილი

გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი „გუ­გლის თა­იმ­ლა­ი­ნი“ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბის რე­ა­ლურ მარ­შრუტს არ ასა­ხავს.

რო­გორც რა­მიშ­ვილ­მა თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში საქ­მის მა­სა­ლე­ბის გაც­ნო­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, „გუ­გლის თა­იმ­ლა­ი­ნის“ ნა­ხა­ზით იმის მტკი­ცე­ბა სურთ, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­უ­ჩე­რებ­ლად პირ­და­პირ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­ვი­და და იქ 18-დან 21 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით იმ­ყო­ფე­ბო­და. ეს კი, რა­მიშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, მწყემ­სე­ბი­სა და სხვა მოწ­მე­ე­ბის ჩვე­ნე­ბებ­თან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­შია.

„გუ­გლის თა­იმ­ლა­ი­ნის“ დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ოქმი შედ­გე­ნი­ლია 13 აგ­ვის­ტოს, ხოლო კომ­პი­უ­ტე­რის ექ­სპერ­ტი­ზის პირ­ვე­ლი შუ­ა­ლე­დუ­რი დას­კვნის შე­დე­გე­ბი იყო 5 აგ­ვის­ტოს, მე­ო­რე 16-ში; ამა­ვე დროს 8 აგ­ვის­ტოს იყო მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის ექ­სპერ­ტი­ზა და შემ­დეგ 18-ში იყო დას­რუ­ლე­ბუ­ლი - ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო. თუ გა­და­ვა­მოწ­მებთ „გუ­გლის თა­იმ­ლა­ინს“, უწყვე­ტად ვერ იმოძ­რა­ვებ­და ავ­ტო­მო­ბი­ლი იმი­ტომ, რომ ფო­ნი­ჭა­ლი­დან 10-წუ­თი­ა­ნი შე­წყვე­ტა ჰქონ­და. ყვე­ლა ის ნა­ხა­ზი, რო­მე­ლიც გა­სა­ჯა­როვ­და, არის არას­წო­რი და შე­იძ­ლე­ბა ყალ­ბიც, ეს არის ჩემი შე­ფა­სე­ბით.

ეს ნიშ­ნავს იმის მტკი­ცე­ბას, რომ იქ ავ­ტო­მო­ბილ­მა მხო­ლოდ წრე გა­ა­კე­თა და პირ­და­პირ მი­ვი­და იმ ად­გი­ლას, სა­დაც ე.წ. თვით­მკვლე­ლო­ბა ჩა­ი­დი­ნა.

„გუ­გლის თა­იმ­ლა­ი­ნი“ დიდი ეჭ­ვის მქო­ნეა. შე­ვა­მოწ­მეთ ქა­ლა­ქის პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ოქმი და ასე­ვე, კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის მიერ დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ოქმი. ქა­ლა­ქის პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას­თან თან­დარ­თუ­ლია ყვე­ლა­ფე­რი, რაც შე­მოწ­მდა, ხოლო კრი­მი­ნა­ლურ პო­ლი­ცი­ის ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას თან­დარ­თუ­ლი თა­იმ­ლა­ი­ნი არ ახ­ლავს.

შე­მიძ­ლია გა­მო­ვი­ტა­ნო დას­კვნა, რომ „გუ­გლის თა­იმ­ლა­ი­ნის“ მი­ხედ­ვით, ვი­თომ უწყვე­ტად რომ გა­და­ად­გილ­დე­ბა, სი­ნამ­დვი­ლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. გუ­გლის თა­იმ­ლა­ი­ნი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა რე­ა­ლურ მარ­შრუტს“, - გა­ნა­ცხა­და რა­მიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ის 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით და­ი­წყო, შემ­დეგ კი ბრალ­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი და­ე­მა­ტა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mixo
160

არ დაიღალე? აწი წადი სახლში

დათო
163

რაც უფრო მეტ ლაპარაკობს, მით უფრო მეტ შეცდომას უშვებს!!! უთავმოყვარეოდ იქცევა!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"საქმეში არსებული "გუგლის თაიმლაინი" თამარის მანქანის გადაადგილების რეალურ მარშრუტს არ ასახავს" - მიხეილ რამიშვილი

"საქმეში არსებული "გუგლის თაიმლაინი" თამარის მანქანის გადაადგილების რეალურ მარშრუტს არ ასახავს" - მიხეილ რამიშვილი

გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქმეში არსებული „გუგლის თაიმლაინი“ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის გადაადგილების რეალურ მარშრუტს არ ასახავს.

როგორც რამიშვილმა თბილისის პროკურატურაში საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, „გუგლის თაიმლაინის“ ნახაზით იმის მტკიცება სურთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი გაუჩერებლად პირდაპირ შემთხვევის ადგილზე მივიდა და იქ 18-დან 21 ივლისის ჩათვლით იმყოფებოდა. ეს კი, რამიშვილის შეფასებით, მწყემსებისა და სხვა მოწმეების ჩვენებებთან წინააღმდეგობაშია.

„გუგლის თაიმლაინის“ დათვალიერების ოქმი შედგენილია 13 აგვისტოს, ხოლო კომპიუტერის ექსპერტიზის პირველი შუალედური დასკვნის შედეგები იყო 5 აგვისტოს, მეორე 16-ში; ამავე დროს 8 აგვისტოს იყო მობილური ტელეფონის ექსპერტიზა და შემდეგ 18-ში იყო დასრულებული - ეს წარმოუდგენელი იყო. თუ გადავამოწმებთ „გუგლის თაიმლაინს“, უწყვეტად ვერ იმოძრავებდა ავტომობილი იმიტომ, რომ ფონიჭალიდან 10-წუთიანი შეწყვეტა ჰქონდა. ყველა ის ნახაზი, რომელიც გასაჯაროვდა, არის არასწორი და შეიძლება ყალბიც, ეს არის ჩემი შეფასებით.

ეს ნიშნავს იმის მტკიცებას, რომ იქ ავტომობილმა მხოლოდ წრე გააკეთა და პირდაპირ მივიდა იმ ადგილას, სადაც ე.წ. თვითმკვლელობა ჩაიდინა.

„გუგლის თაიმლაინი“ დიდი ეჭვის მქონეა. შევამოწმეთ ქალაქის პროკურატურის მიერ დათვალიერების ოქმი და ასევე, კრიმინალური პოლიციის მიერ დათვალიერების ოქმი. ქალაქის პროკურატურის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნასთან თანდართულია ყველაფერი, რაც შემოწმდა, ხოლო კრიმინალურ პოლიციის ექსპერტიზის დასკვნას თანდართული თაიმლაინი არ ახლავს.

შემიძლია გამოვიტანო დასკვნა, რომ „გუგლის თაიმლაინის“ მიხედვით, ვითომ უწყვეტად რომ გადაადგილდება, სინამდვილეს არ შეესაბამება. გუგლის თაიმლაინი არ შეესაბამება რეალურ მარშრუტს“, - განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

"მელიქიშვილმა მის მიმართ გამოიჩინა სექსუალური ლტოლვა, სექსუალურ კონტაქტს სთავაზობდა. ამან ძალიან გააღიზიანა ნარიმანიძე..." - რას ყვება ადვოკატი თემქაზე მომხდარ მკვლელობაზე

თემქაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ნიკა ნარიმანიძეს პატიმრობა შეეფარდა

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, გლდანში ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისი დაწვეს