სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შესაძლოა, სამხედრო მოქმედებები კონფლიქტის ზონას გასცდეს, რაც მთელ სამხრეთ კავკასიაში ჰუმანიტარულ კრიზისს გამოიწვევს" - რას აცხადებენ სომეხი და აზერბაიჯანელი ექსპერტები ambebi.ge - სთან
"შესაძლოა, სამხედრო მოქმედებები კონფლიქტის ზონას გასცდეს, რაც მთელ სამხრეთ კავკასიაში ჰუმანიტარულ კრიზისს გამოიწვევს" - რას აცხადებენ სომეხი და აზერბაიჯანელი ექსპერტები ambebi.ge - სთან

სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში 27 სექ­ტემ­ბერს და­ი­წყო, გრძელ­დე­ბა. მომ­ხდარ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნი და სომ­ხე­თი ერ­თმა­ნეთს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ, ვი­თა­რე­ბა იმ­დე­ნად არას­ტა­ბი­ლუ­რია, რომ შე­საძ­ლოა, და­პი­რის­პი­რე­ბა ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი გახ­დეს.

ორი­ვე მხა­რეს არის მსხვერ­პლი, მათ შო­რის, მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­ში, თუმ­ცა, ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ორი­ვე მხა­რე რე­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­გორც ადა­მი­ა­ნუ­რი, ასე­ვე სამ­ხედ­რო და­ნა­კარ­გის შე­სა­ხებ, მა­ლავს. სომ­ხე­თის ცნო­ბით, ქვე­ყა­ნამ 16 სამ­ხედ­რო და­კარ­გა, 100-ზე მეტი კი და­შავ­და.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში სულ ცოტა, 26 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქეა და­შა­ვე­ბუ­ლი.

სომ­ხე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სომ­ხეთ­მა პო­ზი­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც აზერ­ბა­ი­ჯან­თან საბ­რძო­ლო შე­ტა­კე­ბე­ბის დროს 27 სექ­ტემ­ბერს და­კარ­გა, კვლავ და­იბ­რუ­ნა. მი­სი­ვე ცნო­ბით, არ­წა­ხის (ყა­რა­ბა­ღის) არ­მი­ის კონ­ტრშე­ტე­ვი­სას, მო­წი­ნა­აღ­მდე­გის და­კა­ნარ­გი, რო­გორც სამ­ხედ­რო­ე­ბის, ასე­ვე სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის სა­ხით, დი­დია - ისი­ნი ასე­უ­ლო­ბით სამ­ხედ­როს და­ღუპ­ვა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, ამას­ვე ამ­ტკი­ცებს აზერ­ბა­ი­ჯა­ნი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ზე.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მო­ხა­ლი­სე­ე­ბი

აზერ­ბა­ი­ჯან­ში სა­ყო­ველ­თაო მო­ბი­ლი­ზა­ცია და სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­დეს, რამ­დე­ნი­მე ქა­ლა­ქი კი, კო­მენ­და­ტის სა­ა­თის რე­ჟიმ­ზე გა­და­ვი­და. აზერ­ბა­ი­ჯან­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს "სა­მა­მუ­ლო ომად" აფა­სე­ბენ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ისი­ნი ბო­ლომ­დე მი­იყ­ვა­ნენ საქ­მეს და და­იბ­რუ­ნე­ბენ და­კარ­გულ ტე­რი­ტო­რი­ას.

სა­ყო­ველ­თაო მო­ბი­ლი­ზა­ცია გა­მო­ა­ცხა­და სომ­ხეთ­მაც. კონ­ფლიქ­ტის გა­ნახ­ლე­ბის ფონ­ზე, სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მისი მთავ­რო­ბა მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ფორ­მა­ლუ­რად აღი­ა­რე­ბას აპი­რებს.

სო­მე­ხი მებ­რძო­ლე­ბი

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ზა­ქირ ჰა­სა­ნო­ვის თქმით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სამ­ხედ­რობ­მა ყა­რა­ბაღ­ში 7 და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტზე კონ­ტრო­ლი და­ამ­ყა­რეს. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას თა­ვის მხრივ, სომ­ხე­თი სიც­რუ­ეს უწო­დებს.

ცნო­ბის­თვის, სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის, ბოლო დრო­ის ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი შე­ტა­კე­ბე­ბი 12 ივ­ლისს სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვარ­ზე, ტა­ვუ­შის /თო­ვუ­ზის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ი­წყო. შე­ტა­კე­ბე­ბის შე­დე­გად ორი­ვე მხა­რეს იყო მსხვერ­პლი, მათ შო­რის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი სამ­ხედ­რო მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი.

ambebi.ge და­უ­კავ­ში­რა სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯან­ში ექ­სპერ­ტებს, გთა­ვა­ზობთ მათ შე­ფა­სე­ბებს:

აზერ მუხ­ტა­ე­ვი, აზერ­ბა­ი­ჯე­ლი სამ­ხედ­რო მი­მომ­ხილ­ვე­ლი:

- სომ­ხეთ­თან ისე­დაც სა­ო­მარ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვიმ­ყო­ფე­ბით დიდი ხა­ნია, თუმ­ცა, ვფიქ­რობ, რომ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ომი არ იქ­ნე­ბა. ფაქ­ტია, სომ­ხე­თი ამ ბოლო დროს ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რობ­და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რად­გან ფა­ში­ნი­ა­ნი თან­და­თან კარ­გავს ძა­ლა­უფ­ლე­ბას, რაც ცხა­დია, არ სურს და უნ­დო­და, შერ­ყე­უ­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბა ამ სამ­ხედ­რო პრო­ვო­კა­ცი­ე­ბით გა­ემ­ყა­რე­ბი­ნა. მას ასე­ვე, სურს, რუ­სეთს და­უმ­ტკი­ცოს, რომ მისი ერ­თგუ­ლია და ამის ნი­შა­ნია ესეც... ბოლო ხა­ნებ­ში სომ­ხე­თი მუდ­მი­ვად ატა­რებ­და სა­დაზ­ვერ­ვო ხა­სი­ა­თის ოპე­რა­ცი­ებს, ანუ ემ­ზა­დე­ბო­და ასე­თი სა­ხის კონ­ფლიქ­ტის­თვის. სომ­ხეთს უნდა ეს­მო­დეს, რომ რუ­სე­თი ამ და­პი­რის­პი­რე­ბას ყო­ველ­თვის თა­ვის სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნებს და იმე­დია, ეყო­ფა გო­ნი­ე­რე­ბა, რომ მის ისე­დაც დამ­ძი­მე­ბულ ეკო­ნო­მი­კურ, პო­ლი­ტი­კურ, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ვი­თა­რე­ბას, ახა­ლი ომი სა­ბო­ლო­ოდ ჩა­მოშ­ლის, რი­თაც რუ­სეთს კი­დევ უფრო მი­ე­ჯაჭ­ვე­ბა...ფუად ახუნ­დო­ვი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ექ­სპერ­ტი:

- ომი ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში კოშ­მა­რია, მაგ­რამ კარ­გი იქ­ნე­ბა, სომ­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ადეკ­ვა­ტუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოს და დრო­უ­ლად შე­ა­ჩე­როს თა­ვი­სი არ­მია, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ნა­ირ პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე მი­დი­ო­და, რომ კონ­ფლიქ­ტი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი­ყო... სომ­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ფა­შის­ტურ იდე­ო­ლო­გი­ას ატა­რებს, კავ­კა­სი­ა­ში დო­მი­ნან­ტი ერის სტა­ტუ­სი სურს, რა­საც ცხა­დია, მარ­ტო ვერ შეძ­ლებს და უამ­რავ ბინ­ძურს თა­მაშ­ში ერე­ვა, თუმ­ცა, არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­მო­უ­ვა... კარ­გი იქ­ნე­ბა სომ­ხე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა გა­აც­ნო­ბი­ე­რონ, რომ მუდ­მი­ვი ინ­ტრი­გე­ბი­თა და პრო­ვო­კა­ცი­ე­ბით ფონს ვერ გავ­ლენ, ვერც სა­ში­ნაო და ვერც სა­გა­რეო პრობ­ლე­მებს ვერ მო­აგ­ვა­რე­ბენ, პი­რი­ქით, სულ უფრო ღრმად ეფ­ლო­ბი­ან ჭა­ობ­ში და მთლი­ა­ნად რე­გი­ონს საფრ­თხეს უქ­მნი­ან.

გორ არ­მა­თუ­ნი, სო­მე­ხი მი­მომ­ხილ­ვე­ლი:

- საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს და არ ვიცი, რა ჩა­აქ­რობს იმ საბ­რძო­ლო გან­წყო­ბას, რაც ახლა მო­სახ­ლე­ო­ბა­შია. სა­ყო­ველ­თაო მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გა­მო­ცხა­დე­ბის­თა­ნა­ვე, სამ­ხედ­რო კო­მი­სა­რი­ატ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მი­ვი­და... სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში დაჭ­რი­ლე­ბის­თვის სის­ხლის გა­დას­ხმის მსურ­ველ­თა რი­გე­ბი დგას. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ერ­თმა­ნეთს, მათ შო­რის უცხო­ეთ­ში მყოფ დი­ას­პო­რას მო­უ­წო­დე­ბენ, დაბ­რუნ­დნენ თა­ვი­ანთ ქვე­ყა­ნა­ში და შე­ურთდნენ მო­ხა­ლი­სე­ებს... აძ­ლე­ვენ რჩე­ვე­ბენ, რომ დაბ­რუ­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა მინ­სკი­სა და პა­რი­ზის გავ­ლით... საბ­რძო­ლო პო­ზი­ცი­ე­ბი­დან მო­დის ინ­ფორ­მა­ცია, რომ სი­რი­ი­დან გა­მო­ტა­ნი­ლი საბ­რძო­ლო ტექ­ნი­კით გვებ­რძვი­ან, ით­ქვა, რომ ტყვედ აიყ­ვა­ნეს სი­რი­ე­ლი გე­ნე­რა­ლი. ომი არას­დროს არის სა­სურ­ვე­ლი, მით უფრო, ახლა, რო­დე­საც სომ­ხე­თის პრე­მი­ერ - მი­ნის­ტრსა და ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წევ­რებს შო­რის ძა­ლი­ან დიდი და­ძა­ბუ­ლო­ბაა, ქვე­ყა­ნას კო­რო­ნა­ვირუს­მა უმ­ძი­მე­სი შე­დე­გი მო­უ­ტა­ნა, თუმ­ცა, ფაქ­ტია, რომ სომ­ხე­თი უკან და­ხე­ვას არ აპი­რებს, არაფ­რის ფა­სად, რად­გან ამ მო­ტი­ვა­ცი­ას, რაც ახლა მო­სახ­ლე­ო­ბა­შია, ვერც ერთი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვე­რა­ფერს მო­უ­ხერ­ხებს. ფა­ში­ნი­ანს, რო­მელ­საც რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მან­ქა­ნე­ბით, ებ­რძვი­ან, ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში, პა­სი­უ­რო­ბას არა­ვინ აპა­ტი­ებს.

სტე­ფან გრი­გო­რი­ა­ნი, ექ­სპერ­ტი:

- მდგო­მა­რე­ო­ბა იმა­ზე მძი­მეა, ვიდ­რე მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო... იბომ­ბე­ბა არ­წა­ხის (ყა­რა­ბა­ღის) სოფ­ლე­ბი, მათ შო­რის სომ­ხე­თის მო­სა­ზღვრე ქა­ლა­ქი, ვარ­დე­ნი­სი. მუდ­მი­ვად ირ­ღვე­ვა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი და გა­ე­როს მიერ მი­ღე­ბუ­ლი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა სრუ­ლად არის იგ­ნო­რი­რე­ბუ­ლი... საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებს, უკვე ემსხვერ­პლა ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე და ჯან­მრთე­ლო­ბა, ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია ერთი ბავ­შვის და­ღუპ­ვის შე­სა­ხე­ბაც... ეს არის თავ­დას­ხმა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მხრი­დან, რო­მე­ლიც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მზად­დე­ბო­და და ამის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბიც არ­სე­ბობს...

ახლა სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, საქ­მე­ში უფრო აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თონ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რად­გან შე­საძ­ლოა, სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბი კონ­ფლიქ­ტის ზო­ნას გას­ცდეს, რაც მთელ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რულ კრი­ზისს გა­მო­იწ­ვევს, მით უფრო კო­რო­ნა­ვირუ­სით გამ­წვა­ვე­ბულ ფონ­ზე... ამი­ტომ მო­ვუ­წო­დებთ გა­ე­როს, ევ­რო­კავ­შირს, ევ­რო­საბ­ჭოს, "მინ­სკის ჯგუფს", ეფექ­ტი­ა­ნი ზო­მე­ბი მი­ი­ღონ, რათა აგ­რე­სი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი შე­წყდეს, ვიდ­რე ვი­თა­რე­ბა კი­დევ უფრო არ დამ­ძი­მე­ბუ­ლა... ამ ეტაპ­ზე სხვა, გარე სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის გან­ხილ­ვის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ, რად­გან ახლა მთა­ვა­რია, ვი­თა­რე­ბა და­წყნარ­დეს და მომ­ხდა­რის სას­წრა­ფო ანა­ლი­ზი და­ი­წყოს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
giajano
5

ცეცხლის დანთება ადვილია, მარა ჩაქრობაა მერე ძნელი, მით უმეტეს, რომ ორივე მხარეს საკმაოდ კარგი შეიარაღება აქვს და გარე მხარდაჭერის იმედიც, აქედან გამომდინარე, თუ ასწრაფოდ არ შეწყდა ომი, მართლა კატასტროფა იქნება კავკასიისთვის და არა მარტო კავკასიისთვის, მთელი ახლო აღმოსავლეთისთვისაც.

გიო
70

შენ დაუკა მე ვიცეკვებ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"შესაძლოა, სამხედრო მოქმედებები კონფლიქტის ზონას გასცდეს, რაც მთელ სამხრეთ კავკასიაში ჰუმანიტარულ კრიზისს გამოიწვევს" - რას აცხადებენ სომეხი და აზერბაიჯანელი ექსპერტები ambebi.ge - სთან

"შესაძლოა, სამხედრო მოქმედებები კონფლიქტის ზონას გასცდეს, რაც მთელ სამხრეთ კავკასიაში ჰუმანიტარულ კრიზისს გამოიწვევს" - რას აცხადებენ სომეხი და აზერბაიჯანელი ექსპერტები ambebi.ge - სთან

საომარი მოქმედებები, რომელიც მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაიწყო, გრძელდება. მომხდარში აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ, ვითარება იმდენად არასტაბილურია, რომ შესაძლოა, დაპირისპირება ფართომასშტაბიანი გახდეს.

ორივე მხარეს არის მსხვერპლი, მათ შორის, მშვიდობიან მოსახლეობაში, თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორივე მხარე რეალურ ინფორმაციას, როგორც ადამიანური, ასევე სამხედრო დანაკარგის შესახებ, მალავს. სომხეთის ცნობით, ქვეყანამ 16 სამხედრო დაკარგა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.

აზერბაიჯანის ინფორმაციით, კონფლიქტის ზონაში სულ ცოტა, 26 მშვიდობიანი მოქალაქეა დაშავებული.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთმა პოზიციები, რომელიც აზერბაიჯანთან საბრძოლო შეტაკებების დროს 27 სექტემბერს დაკარგა, კვლავ დაიბრუნა. მისივე ცნობით, არწახის (ყარაბაღის) არმიის კონტრშეტევისას, მოწინააღმდეგის დაკანარგი, როგორც სამხედროების, ასევე სამხედრო ტექნიკის სახით, დიდია - ისინი ასეულობით სამხედროს დაღუპვაზე ლაპარაკობენ, ამასვე ამტკიცებს აზერბაიჯანი მოწინააღმდეგეზე.

აზერბაიჯანელი მოხალისეები

აზერბაიჯანში საყოველთაო მობილიზაცია და საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს, რამდენიმე ქალაქი კი, კომენდატის საათის რეჟიმზე გადავიდა. აზერბაიჯანში მიმდინარე პროცესებს "სამამულო ომად" აფასებენ. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი ბოლომდე მიიყვანენ საქმეს და დაიბრუნებენ დაკარგულ ტერიტორიას.

საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა სომხეთმაც. კონფლიქტის განახლების ფონზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მისი მთავრობა მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის ფორმალურად აღიარებას აპირებს.

სომეხი მებრძოლები

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის, ზაქირ ჰასანოვის თქმით, აზერბაიჯანის სამხედრობმა ყარაბაღში 7 დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაამყარეს. ამ ინფორმაციას თავის მხრივ, სომხეთი სიცრუეს უწოდებს.

ცნობისთვის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური რამდენიმედღიანი შეტაკებები 12 ივლისს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ტავუშის /თოვუზის ტერიტორიაზე დაიწყო. შეტაკებების შედეგად ორივე მხარეს იყო მსხვერპლი, მათ შორის, აზერბაიჯანელი სამხედრო მაღალჩინოსნები.

ambebi.ge დაუკავშირა სომხეთსა და აზერბაიჯანში ექსპერტებს, გთავაზობთ მათ შეფასებებს:

აზერ მუხტაევი, აზერბაიჯელი სამხედრო მიმომხილველი:

- სომხეთთან ისედაც საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით დიდი ხანია, თუმცა, ვფიქრობ, რომ ფართომასშტაბიანი ომი არ იქნება. ფაქტია, სომხეთი ამ ბოლო დროს ძალიან აქტიურობდა ამ მიმართულებით, რადგან ფაშინიანი თანდათან კარგავს ძალაუფლებას, რაც ცხადია, არ სურს და უნდოდა, შერყეული ძალაუფლება ამ სამხედრო პროვოკაციებით გაემყარებინა. მას ასევე, სურს, რუსეთს დაუმტკიცოს, რომ მისი ერთგულია და ამის ნიშანია ესეც... ბოლო ხანებში სომხეთი მუდმივად ატარებდა სადაზვერვო ხასიათის ოპერაციებს, ანუ ემზადებოდა ასეთი სახის კონფლიქტისთვის. სომხეთს უნდა ესმოდეს, რომ რუსეთი ამ დაპირისპირებას ყოველთვის თავის სასარგებლოდ გამოიყენებს და იმედია, ეყოფა გონიერება, რომ მის ისედაც დამძიმებულ ეკონომიკურ, პოლიტიკურ, საზოგადოებრივ ვითარებას, ახალი ომი საბოლოოდ ჩამოშლის, რითაც რუსეთს კიდევ უფრო მიეჯაჭვება...ფუად ახუნდოვი, აზერბაიჯანელი ექსპერტი:

- ომი ყველა შემთხვევაში კოშმარია, მაგრამ კარგი იქნება, სომხეთის ხელისუფლებამ ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღოს და დროულად შეაჩეროს თავისი არმია, რომელიც ყველანაირ პროვოკაციაზე მიდიოდა, რომ კონფლიქტი განახლებულიყო... სომხეთის ხელისუფლება ფაშისტურ იდეოლოგიას ატარებს, კავკასიაში დომინანტი ერის სტატუსი სურს, რასაც ცხადია, მარტო ვერ შეძლებს და უამრავ ბინძურს თამაშში ერევა, თუმცა, არც ერთ შემთხვევაში არ გამოუვა... კარგი იქნება სომხეთის მოქალაქეებმა გააცნობიერონ, რომ მუდმივი ინტრიგებითა და პროვოკაციებით ფონს ვერ გავლენ, ვერც საშინაო და ვერც საგარეო პრობლემებს ვერ მოაგვარებენ, პირიქით, სულ უფრო ღრმად ეფლობიან ჭაობში და მთლიანად რეგიონს საფრთხეს უქმნიან.

გორ არმათუნი, სომეხი მიმომხილველი:

- საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს და არ ვიცი, რა ჩააქრობს იმ საბრძოლო განწყობას, რაც ახლა მოსახლეობაშია. საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებისთანავე, სამხედრო კომისარიატში უამრავი ადამიანი მივიდა... საავადმყოფოებში დაჭრილებისთვის სისხლის გადასხმის მსურველთა რიგები დგას. ადგილობრივები ერთმანეთს, მათ შორის უცხოეთში მყოფ დიასპორას მოუწოდებენ, დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში და შეურთდნენ მოხალისეებს... აძლევენ რჩევებენ, რომ დაბრუნება შეიძლება მინსკისა და პარიზის გავლით... საბრძოლო პოზიციებიდან მოდის ინფორმაცია, რომ სირიიდან გამოტანილი საბრძოლო ტექნიკით გვებრძვიან, ითქვა, რომ ტყვედ აიყვანეს სირიელი გენერალი. ომი არასდროს არის სასურველი, მით უფრო, ახლა, როდესაც სომხეთის პრემიერ - მინისტრსა და ყოფილი ხელისუფლების წევრებს შორის ძალიან დიდი დაძაბულობაა, ქვეყანას კორონავირუსმა უმძიმესი შედეგი მოუტანა, თუმცა, ფაქტია, რომ სომხეთი უკან დახევას არ აპირებს, არაფრის ფასად, რადგან ამ მოტივაციას, რაც ახლა მოსახლეობაშია, ვერც ერთი ხელისუფლება ვერაფერს მოუხერხებს. ფაშინიანს, რომელსაც რუსული პროპაგანდისტული მანქანებით, ებრძვიან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პასიურობას არავინ აპატიებს.

სტეფან გრიგორიანი, ექსპერტი:

- მდგომარეობა იმაზე მძიმეა, ვიდრე მოსალოდნელი იყო... იბომბება არწახის (ყარაბაღის) სოფლები, მათ შორის სომხეთის მოსაზღვრე ქალაქი, ვარდენისი. მუდმივად ირღვევა ადამიანის უფლებები და გაეროს მიერ მიღებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება სრულად არის იგნორირებული... საბრძოლო მოქმედებებს, უკვე ემსხვერპლა ათეულობით ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ვრცელდება ინფორმაცია ერთი ბავშვის დაღუპვის შესახებაც... ეს არის თავდასხმა აზერბაიჯანის მხრიდან, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა და ამის მტკიცებულებებიც არსებობს...

ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საქმეში უფრო აქტიურად ჩაერთონ საერთაშორისო ორგანიზაციები, რადგან შესაძლოა, სამხედრო მოქმედებები კონფლიქტის ზონას გასცდეს, რაც მთელ სამხრეთ კავკასიაში ჰუმანიტარულ კრიზისს გამოიწვევს, მით უფრო კორონავირუსით გამწვავებულ ფონზე... ამიტომ მოვუწოდებთ გაეროს, ევროკავშირს, ევროსაბჭოს, "მინსკის ჯგუფს", ეფექტიანი ზომები მიიღონ, რათა აგრესიული მოქმედებები შეწყდეს, ვიდრე ვითარება კიდევ უფრო არ დამძიმებულა... ამ ეტაპზე სხვა, გარე სახელმწიფოების ინტერესების განხილვისგან თავს შევიკავებ, რადგან ახლა მთავარია, ვითარება დაწყნარდეს და მომხდარის სასწრაფო ანალიზი დაიწყოს.

"იშვიათად ყოფილა, რომ რუსეთის ლიდერს "უკანა ეზოში" საქმე ერთდროულად ამდენი ხანძართან ჰქონოდა" - რას წერს "ფაინენშელ თაიმსი"

კორონავირუსის ერთ-ერთ ვაქცინაზე კლინიკური ცდები კიდევ ერთმა კომპანიამ შეწყვიტა - მიზეზი "აუხსნელი დაავადების" გამოწვევაა

აშშ-ში კორონავირუსით ხელმეორედ ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა - ვირუსი ორივე ჯერზე სხვადასხვა სირთულის იყო