მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეუდარებელი QLED 8K ტელევიზორი სამსუნგისგან
შეუდარებელი QLED 8K ტელევიზორი სამსუნგისგან

სამ­სუნ­გი სა­ქარ­თვე­ლო­ში 2020 წლის QLED ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბის გა­ნახ­ლე­ბულ სა­მო­დე­ლო რიგს წარ­მო­ად­გენს, რომ­ლე­ბიც უკვე გა­ყიდ­ვა­შია. პარტნი­ორ მა­ღა­ზი­ებ­ში გა­ი­ყი­დე­ბა 2020 წლის რო­გორც 8K, ასე­ვე 4K რე­ზო­ლუ­ცი­ის ეკ­რა­ნის მქო­ნე მო­დე­ლე­ბი;

QLED, ანუ იგი­ვე Quantum Dot ეკ­რა­ნის ტექ­ნო­ლო­გია სამ­სუნ­გმა ბა­ზარს რამ­დე­ნი­მე წლის წინ შეს­თა­ვა­ზა. საქ­მე გვაქვს ძა­ლი­ან პა­ტა­რა, ნანო ზო­მის (1 ნა­ნო­მეტ­რი მო­ლე­კუ­ლებს შო­რის მან­ძი­ლის ექ­ვი­ვა­ლენ­ტია) მე­ტა­ლის კრის­ტა­ლებ­თან, რომ­ლე­ბიც გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ამ ტი­პის ეკ­რა­ნებ­ში. კრის­ტა­ლე­ბის ზო­მე­ბი 3-დან 7 ნა­ნო­მეტ­რამ­დე მერ­ყე­ობს, მათი ზომა კი პიქ­სე­ლე­ბის ფერს გან­სა­ზღვრავს. სი­ნათ­ლეს­თან ურ­თი­ერთქმე­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი წერ­ტი­ლე­ბი ბზინ­ვას იწყე­ბენ, რაც სა­ბო­ლო­ოდ ყვე­ლა­ზე მა­ღალ დი­ნა­მი­ურ დი­ა­პა­ზონ­სა და მეტ ფერ­თა გა­მას გვაძ­ლევს. იზ­რდე­ბა გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის სი­კაშ­კა­შე და კონ­ტრას­ტიც. მა­გა­ლი­თის­თვის, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი LED ეკ­რა­ნე­ბი 16 მი­ლი­ო­ნამ­დე ფერს გად­მოგ­ვცე­მენ, ხოლო „სამ­სუნ­გის“ კვან­ტუ­რი წერ­ტი­ლე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით გად­მო­ცე­მულ ფერ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მი­ლი­არდს აჭარ­ბებს. QLED ეკ­რა­ნის ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე სა­უბ­რი­სას აუ­ცი­ლე­ბე­ლია აღ­ვნიშ­ნოთ მისი გან­სხვა­ვე­ბა სხვა კომ­პა­ნი­ე­ბის მერი გა­მო­ყე­ნე­ბულ OLED ტექ­ნო­ლო­გი­ას­თან. კვან­ტუ­რი წერ­ტი­ლე­ბის ტექ­ნო­ლო­გია არა­ორ­გა­ნულ მა­სა­ლებს იყე­ნებს, რაც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პიქ­სე­ლე­ბის დაწ­ვას გა­მო­რი­ცხავს. სამ­სუნ­გი QLED ეკ­რა­ნებს 10 წლი­ან გა­რან­ტი­ას ანი­ჭებს.

სამ­სუნ­გის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­მო­დე­ლო რი­გის QLED 8K ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბი ულტრა თხელ (15 მი­ლი­მეტ­რამ­დე) სის­ქის კორ­პუს­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი. ეკ­რა­ნის თა­ნა­ფარ­დო­ბა კორ­პუს­თან 99%-ია და შიძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ჩარ­ჩო­ე­ბი სრუ­ლი­ად უხი­ლა­ვია. პა­ნე­ლის უკა­ნა მხა­რე ბრტყე­ლია, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს ტე­ლე­ვი­ზო­რი კე­დელ­თან და­შო­რე­ბის გარ­შე (No Gap Wall Mount) ჩა­მოვ­კი­დოთ. სამ­სუნ­გმა გარ­კვე­ულ მო­დე­ლებ­ში გა­მო­ი­ყე­ნა გამჭვირ­ვა­ლე სა­დე­ნი (One Connect) ტე­ლე­ვი­ზო­რის უხი­ლა­ვი მი­ერ­თე­ბის­თვის.

2020 წლის მო­დე­ლებ­ში სამ­სუნ­გმა უფრო დახ­ვე­წა ლო­კა­ლუ­რი უკუ­გა­ნა­თე­ბის ფუნ­ქცია, ე.წ. QLED 8K Direct Full Array, რო­მე­ლიც გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის სი­კაშ­კა­შეს 20%-ით აუმ­ჯო­ბე­სებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გია შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა QLED-მატ­რი­ცის უკუ­გა­ნა­თე­ბის მარ­თვით, მხო­ლოდ ეკ­რა­ნის კონ­კრე­ტუ­ლი მო­ნაკ­ვე­თის გა­ნა­თე­ბა შე­იც­ვა­ლოს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გია Quantum HDR-თან ერ­თად გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის ობი­ექ­ტის ზღვარს უფრო მკვეთ­რს ხდის და გად­მო­ცე­მულ სცე­ნას კონ­ტრას­ტუ­ლო­ბას მა­ტებს.

8K რე­ზო­ლუ­ცი­ის მქო­ნე ეკ­რა­ნე­ბის ტე­ლე­ვი­ზო­რებ­ში სე­რი­უ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბი­სას სამ­სუნგს კი­დევ ერთი პრობ­ლე­მას­თან გამ­კლა­ვე­ბა მო­უხ­და - სა­უ­ბა­რია დღეს სამ­ყა­რო­ში არ­სე­ბუ­ლი კონ­ტენ­ტის 7680X4320 პიქ­სე­ლის რე­ზო­ლუ­ცი­ამ­დე კონ­ვერ­ტა­ცი­ა­ზე. ამი­სათ­ვის, სამ­სუნ­გმა ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექ­ტზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ტექ­ნო­ლო­გია - AI Upscaling-ი შე­მოგ­ვთა­ვა­ზა, რო­მე­ლიც აუმ­ჯო­ბე­სებს და­ბა­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ის კონ­ტენტს 8K გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის ხა­რის­ხამ­დე. უკვე პრობ­ლე­მას აღარ წარ­მო­ად­გენს თუ შოუ, რო­მელ­საც უყუ­რებთ 8K რე­ზო­ლუ­ცი­ის მქო­ნე კა­მე­რით არ არის გა­და­ღე­ბუ­ლი, სამ­სუნ­გის ნე­ი­რო­ნუ­ლი ქსე­ი­ლი მის ოპ­ტი­მი­ზი­რე­ბას მო­ახ­დენს და შოუს 8K ეკ­რან­ზე შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

აღ­ნიშ­ნულ ოპე­რა­ცი­ას სამ­სუნ­გის ახა­ლი სა­მო­დე­ლო რი­გის ტე­ლე­ვი­ზო­რებ­ში 8K Quantum Processor-ი ახორ­ცი­ლებს, რო­მე­ლიც გარ­და რე­ზო­ლუ­ცი­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სა, ლაივ რე­ჟიმ­ში აკ­ვირ­დე­ბა ოთა­ხის გა­ნა­თე­ბას და ამ პა­რა­მეტ­რის მი­ხედ­ვით ცვლის ჩვე­ნე­ბის დი­ნა­მი­კას, კონ­ტრას­ტუ­ლო­ბა­სა და სხვა მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს იმი­სათ­ვის, რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რად ჩა­ერ­თოს და გა­ნი­ცა­დოს გად­მო­ცე­მუ­ლი სცე­ნა.

გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას­თან ერ­თად Quantum Processor-ი აუ­დიო სიგ­ნა­ლის მარ­თვა­საც ახორ­ცე­ლებს. სამ­სუნ­გის ახა­ლი ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბი აღ­ჭურ­ვი­ლია 4.2 აუ­დიო სის­ტე­მით, რაც 4 სრუ­ლი სპექტრი­სა და 2 და­ბა­ლი სიხ­ში­რულ დი­ნა­მიკს მო­ი­ცავს. ასე­თი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით ტე­ლე­ვი­ზორს აუ­დი­ოს სრუ­ლი სპექტრის გად­მო­ცე­მა შე­უძ­ლია და გა­მო­ყე­ნე­ბულ პრო­ცე­სორ­თან ერ­თად მო­ცუ­ლო­ბით ჟღე­რა­დო­ბას ქმნის. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია Active Voice Amplifier (AVA) ფუნ­ქცია, რო­მე­ლიც რე­ა­ლურ რე­ჟიმ­ში აა­ნა­ლი­ზებს გარე ხმა­უ­რის დო­ნეს და აღ­ნიშ­ნულ ხმა­ურ­თან მი­მარ­თე­ბით, აძ­ლი­ე­რებს კონ­ტენ­ტში მიმ­დი­ნა­რე სა­უბ­რე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია სხვა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბიც, რომ­ლე­ბიც სა­მუნ­გმა გა­ნახ­ლე­ბულ QLED 8K სა­მო­დე­ლო რიგ­ში გა­მო­ი­ყე­ნა. მა­გა­ლი­თის­თვის, Real Game Enhancer+ ტექ­ნო­ლო­გი­აც გა­მოდ­გე­ბა, რომ­ლის ჩარ­თვას­თან ერ­თად ტე­ლე­ვი­ზო­რი ნამ­დვილ გე­ი­მე­რულ მო­წყო­ბი­ლო­ბად გა­და­იქ­ცე­ვა; Mobile View, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა მო­წყო­ბი­ლო­ბი­დან ტე­ლე­ვი­ზორ­ზე კონ­ტენ­ტის ტრანსლი­რე­ბას უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხით უზ­რუნ­ველ­ყოფს; Ambient Mode+, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ტე­ლე­ვი­ზო­რის მულ­ტი­ფუნ­ქცი­ურ პა­ნე­ლად გა­მო­ყე­ნე­ბა.

და­ბო­ლოს, სამ­სუნ­გის QLED 8K ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­მო­დე­ლო რიგი 2020 წელს ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი დი­ა­გო­ნა­ლის ეკ­რა­ნე­ბით იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

R

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Guderian
0

კარგია QLED მაგრამ ფაქტია ადგილზე ჩვენება Sony და Panasonic ის OLED უფრო კარგი ჩვენება აქვს, განსაკუთრებით შავი ფერის და მოძრაობაში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

შეუდარებელი QLED 8K ტელევიზორი სამსუნგისგან

შეუდარებელი QLED 8K ტელევიზორი სამსუნგისგან

სამსუნგი საქართველოში 2020 წლის QLED ტელევიზორების განახლებულ სამოდელო რიგს წარმოადგენს, რომლებიც უკვე გაყიდვაშია. პარტნიორ მაღაზიებში გაიყიდება 2020 წლის როგორც 8K, ასევე 4K რეზოლუციის ეკრანის მქონე მოდელები;

QLED, ანუ იგივე Quantum Dot ეკრანის ტექნოლოგია სამსუნგმა ბაზარს რამდენიმე წლის წინ შესთავაზა. საქმე გვაქვს ძალიან პატარა, ნანო ზომის (1 ნანომეტრი მოლეკულებს შორის მანძილის ექვივალენტია) მეტალის კრისტალებთან, რომლებიც გამოყენებულია ამ ტიპის ეკრანებში. კრისტალების ზომები 3-დან 7 ნანომეტრამდე მერყეობს, მათი ზომა კი პიქსელების ფერს განსაზღვრავს. სინათლესთან ურთიერთქმედებაში აღნიშნული წერტილები ბზინვას იწყებენ, რაც საბოლოოდ ყველაზე მაღალ დინამიურ დიაპაზონსა და მეტ ფერთა გამას გვაძლევს. იზრდება გამოსახულების სიკაშკაშე და კონტრასტიც. მაგალითისთვის, ჩვეულებრივი LED ეკრანები 16 მილიონამდე ფერს გადმოგვცემენ, ხოლო „სამსუნგის“ კვანტური წერტილების ტექნოლოგიის საშუალებით გადმოცემულ ფერთა რაოდენობა მილიარდს აჭარბებს. QLED ეკრანის ტექნოლოგიებზე საუბრისას აუცილებელია აღვნიშნოთ მისი განსხვავება სხვა კომპანიების მერი გამოყენებულ OLED ტექნოლოგიასთან. კვანტური წერტილების ტექნოლოგია არაორგანულ მასალებს იყენებს, რაც დროთა განმავლობაში ინდივიდუალური პიქსელების დაწვას გამორიცხავს. სამსუნგი QLED ეკრანებს 10 წლიან გარანტიას ანიჭებს.

სამსუნგის განახლებული სამოდელო რიგის QLED 8K ტელევიზორები ულტრა თხელ (15 მილიმეტრამდე) სისქის კორპუსშია განთავსებული. ეკრანის თანაფარდობა კორპუსთან 99%-ია და შიძლება ითქვას, რომ ჩარჩოები სრულიად უხილავია. პანელის უკანა მხარე ბრტყელია, რაც საშუალებას გვაძლევს ტელევიზორი კედელთან დაშორების გარშე (No Gap Wall Mount) ჩამოვკიდოთ. სამსუნგმა გარკვეულ მოდელებში გამოიყენა გამჭვირვალე სადენი (One Connect) ტელევიზორის უხილავი მიერთებისთვის.

2020 წლის მოდელებში სამსუნგმა უფრო დახვეწა ლოკალური უკუგანათების ფუნქცია, ე.წ. QLED 8K Direct Full Array, რომელიც გამოსახულების სიკაშკაშეს 20%-ით აუმჯობესებს. აღნიშნული ტექნოლოგია შესაძლებლობას იძლევა QLED-მატრიცის უკუგანათების მართვით, მხოლოდ ეკრანის კონკრეტული მონაკვეთის განათება შეიცვალოს. აღნიშნული ტექნოლოგია Quantum HDR-თან ერთად გამოსახულების ობიექტის ზღვარს უფრო მკვეთრს ხდის და გადმოცემულ სცენას კონტრასტულობას მატებს.

8K რეზოლუციის მქონე ეკრანების ტელევიზორებში სერიულად გამოყენებისას სამსუნგს კიდევ ერთი პრობლემასთან გამკლავება მოუხდა - საუბარია დღეს სამყაროში არსებული კონტენტის 7680X4320 პიქსელის რეზოლუციამდე კონვერტაციაზე. ამისათვის, სამსუნგმა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგია - AI Upscaling-ი შემოგვთავაზა, რომელიც აუმჯობესებს დაბალი რეზოლუციის კონტენტს 8K გამოსახულების ხარისხამდე. უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს თუ შოუ, რომელსაც უყურებთ 8K რეზოლუციის მქონე კამერით არ არის გადაღებული, სამსუნგის ნეირონული ქსეილი მის ოპტიმიზირებას მოახდენს და შოუს 8K ეკრანზე შემოგთავაზებთ.

აღნიშნულ ოპერაციას სამსუნგის ახალი სამოდელო რიგის ტელევიზორებში 8K Quantum Processor-ი ახორცილებს, რომელიც გარდა რეზოლუციის გაუმჯობესებისა, ლაივ რეჟიმში აკვირდება ოთახის განათებას და ამ პარამეტრის მიხედვით ცვლის ჩვენების დინამიკას, კონტრასტულობასა და სხვა მახასიათებლებს იმისათვის, რომ მაყურებელი მაქსიმალურად ჩაერთოს და განიცადოს გადმოცემული სცენა.

გამოსახულებასთან ერთად Quantum Processor-ი აუდიო სიგნალის მართვასაც ახორცელებს. სამსუნგის ახალი ტელევიზორები აღჭურვილია 4.2 აუდიო სისტემით, რაც 4 სრული სპექტრისა და 2 დაბალი სიხშირულ დინამიკს მოიცავს. ასეთი აღჭურვილობით ტელევიზორს აუდიოს სრული სპექტრის გადმოცემა შეუძლია და გამოყენებულ პროცესორთან ერთად მოცულობით ჟღერადობას ქმნის. აღსანიშნავია Active Voice Amplifier (AVA) ფუნქცია, რომელიც რეალურ რეჟიმში აანალიზებს გარე ხმაურის დონეს და აღნიშნულ ხმაურთან მიმართებით, აძლიერებს კონტენტში მიმდინარე საუბრების ინტენსივობას.

აღსანიშნავია სხვა ტექნოლოგიებიც, რომლებიც სამუნგმა განახლებულ QLED 8K სამოდელო რიგში გამოიყენა. მაგალითისთვის, Real Game Enhancer+ ტექნოლოგიაც გამოდგება, რომლის ჩართვასთან ერთად ტელევიზორი ნამდვილ გეიმერულ მოწყობილობად გადაიქცევა; Mobile View, რომელიც სხვადასხვა მოწყობილობიდან ტელევიზორზე კონტენტის ტრანსლირებას უმაღლესი ხარისხით უზრუნველყოფს; Ambient Mode+, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ტელევიზორის მულტიფუნქციურ პანელად გამოყენება.

დაბოლოს, სამსუნგის QLED 8K ტელევიზორების განახლებული სამოდელო რიგი 2020 წელს ყველაზე მრავალფეროვანი დიაგონალის ეკრანებით იქნება წარმოდგენილი.

R

“GM PHARMA” შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის ჯილდოს მფლობელი გახდა

განსაკუთრებული სოსისები, რომლებიც მსოფლიომ შეიყვარა

როგორ არის შესაძლებელი ebay-ის მილიარდზე მეტი პროდუქტის განვადებით გამოწერა?