მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 მოცემულობა, რაც ლარს აუფასურებს - ეკონომისტის ანალიზი
10 მოცემულობა, რაც ლარს აუფასურებს - ეკონომისტის ანალიზი

ეკო­ნო­მის­ტი აკა­კი ცო­მა­ია „ფე­ის­ბუ­ქის“ პი­რად გვერ­დზე ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის გა­უ­ა­სუ­რე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა. ეკო­ნო­მის­ტი რამ­დე­ნი­მე მო­ცე­მუ­ლო­ბას გა­ნი­ხი­ლავს, რაც მისი შე­ფა­სე­ბით ლა­რის კურ­სზე ახ­დენს გავ­ლე­ნას.

მის პოსტს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

„ქე­ი­სი 1: ნი­ნოს ბიზ­ნე­სია ტუ­რიზ­მი. შე­მო­სა­ვა­ლი აქვს დო­ლარ­ში. გი­ვის ბიზ­ნე­სია იმ­პორ­ტი. შე­მო­აქვს პრო­დუქ­ტი, რო­მელ­საც ყი­დუ­ლობს ნინო, ნიკა და ნარ­ჩენს თა­ვად მო­იხ­მარს. ნიკა მუ­შა­ობს სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში და შე­მო­სა­ვა­ლი ლარ­ში აქვს. ნი­ნოს ბიზ­ნე­სი გა­უ­ჩერ­და და ვე­ღარ ქმნის მო­თხოვ­ნას იმ­პორტზე. ნი­კას კვლავ უხ­დი­ან ხელ­ფასს ლარ­ში და ქმნის მო­თხოვ­ნას იმ­პორტზე, მაგ­რამ გი­ვის ვე­ღარ შე­მო­აქვს ნი­კას­თვის იმ­პორ­ტი, რად­გან ვერ ახურ­და­ვებს ლარს დო­ლარ­ში. ამი­ტომ, ლარი უნდა გა­უ­ფა­სურ­დეს და იმ­პორ­ტი გაძ­ვირ­დეს ისე, რომ ვერც ნი­კამ შეძ­ლოს მო­თხოვ­ნის შექ­მნა იმ­პორტზე. თუ სებ-ი და­ი­წყებს რე­ზერ­ვე­ბის ხარ­ჯვას, შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს ნი­კა­სა და გი­ვის კე­თილ­დღე­ო­ბას მა­ნამ­დე, სა­ნამ რე­ზერ­ვე­ბი არ ამო­ე­წუ­რე­ბა. ბოლო სე­რი­ა­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­მი­ვე წევ­რს შერ­ჩე­ბა ვალი და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლი­ოს მი­მართ. ასე, რომ ამ ქე­ის­ში, რე­ზერ­ვე­ბის ხარ­ჯვა უაზ­რო­ბაა. ეკო­ნო­მი­კის ვარ­დნა 12%-ია მე­ო­რე კვარ­ტალ­ში. მო­ცე­მუ­ლო­ბაა და შე­ე­გუ­ეთ. ეს პრო­ცე­სი ხდე­ბა დღეს.

ქე­ი­სი 2: ვი­ღებთ დახ­მა­რე­ბას (არ ვარ­თუ­ლებ, კრე­დიტ­საც ვი­ღებთ) უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში, რომ ეკო­ნო­მი­კის ვარ­დნის ტვირ­თი არ იყოს ძა­ლი­ან მძი­მე. ჩვენს დახ­მა­რე­ბას იღებს მთავ­რო­ბა. მან სებ-ს უნდა მის­ცეს დო­ლა­რი და სა­ნაც­ვლოდ მი­ი­ღოს ლარი. დახ­მა­რე­ბას ვი­ღებთ ლარ­ში. ახლა უკვე ვქმნით მო­თხოვ­ნას იმ­პორტზე, მაგ­რამ გივი ვერ შეძ­ლებს დო­ლა­რის ყიდ­ვას მა­ნამ­დე, სა­ნამ სებ-ი არ გა­ყი­დის ამ დახ­მა­რე­ბით შექ­მნილ რე­ზერ­ვებს. ამი­ტომ, სებ-მა უნდა გა­ყი­დოს შე­სა­ბა­მი­სი რა­ო­დე­ნო­ბის რე­ზერ­ვე­ბი ეფექ­ტუ­რად და იმის ადეკ­ვა­ტუ­რად, თუ ლარ­ში და­ხარ­ჯუ­ლი დახ­მა­რე­ბის რა ნა­წი­ლი აწ­ვე­ბა სა­ვა­ლუ­ტო ბა­ზარს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ბევ­რი ადა­მი­ა­ნის კე­თილ­დღე­ო­ბა შე­საძ­ლოა კი­დევ უფრო მე­ტად გა­უ­ა­რეს­დეს (ლარი კი­დევ უფრო მე­ტად გა­უ­ფა­სურ­დეს) იმის ხარ­ჯზე, რომ სებ-ს მეტი რე­ზერ­ვი ექ­ნე­ბა. ეს პრო­ცე­სი ხდე­ბა დღეს.

ქე­ი­სი 3. სებ-ი კრძა­ლავს სეს­ხის დო­ლარ­ში გა­ცე­მას. გი­ვის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა დო­ლარ­ზე მცირ­დე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ვე­ღარ შეძ­ლებს იმ რა­ო­დე­ნო­ბის იმ­პორ­ტის შეს­ყიდ­ვას, რა­საც ყი­დუ­ლობ­და მა­ნამ­დე, სა­ნამ სეს­ხის უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში აღე­ბა შე­ეძ­ლო. ამი­ტომ, ლარი უნდა გა­უ­ფა­სურ­დეს, იმ­პორ­ტი შემ­ცირ­დეს და სა­ვაჭ­რო ბა­ლან­სი გა­უმ­ჯო­ბეს­დეს. 2017 წლი­დან ეს პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ქე­ი­სი 4. აშშ-მ გა­აძ­ვი­რა დო­ლა­რი. მსოფ­ლი­ოს ინ­ვეს­ტო­რებ­მა სა­კუ­თა­რი აქ­ტი­ვე­ბი გა­და­იყ­ვა­ნეს დო­ლარ­ში. დო­ლა­რის მი­მართ ყვე­ლა სხვა და­ნარ­ჩე­ნი ვა­ლუ­ტა გა­უ­ფა­სურ­და. ამ ტი­პის მოვ­ლე­ნას­თან გვქონ­და საქ­მე 2014-2015 წლებ­ში.

ქე­ი­სი 5. სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რე­ბის ეკო­ნო­მი­კებ­მა და­ი­წყო შემ­ცი­რე­ბა. მა­გა­ლი­თად, თურ­ქეთ­ში ერ­დო­ღან­მა გა­აფ­რი­ნა. რუ­სეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯან­ში ნავ­თობ­ზე ფასი დრა­მა­ტუ­ლად შემ­ცირ­და. ჩვენ დავ­კარ­გეთ შე­მო­სა­ვა­ლი ექ­სპორ­ტი­დან, ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბი­დან, ნა­წი­ლობ­რივ, ტუ­რიზ­მი­დან. ასე, რომ ლარი უნდა გა­უ­ფა­სურ­დეს. ამ მოვ­ლე­ნებ­თან გვქონ­და საქ­მე 2014-2016 წლებ­ში. ასე­თია ჩვე­ნი პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბა. ევ­რო­კავ­ში­რის, აშშ-ს ან ია­პო­ნი­ის ბა­ზარს ვერ ვწვდე­ბით. ესა ვართ, რაცა ვართ. რე­ზერ­ვე­ბის ხარ­ჯვა ისე­თი­ვე სი­სუ­ლე­ლეა, რო­გორც პირ­ველ ქე­ის­ში.

ქე­ი­სი 6. თურ­ქუ­ლი ლირა უფა­სურ­დე­ბა. თურ­ქუ­ლი სა­ქონ­ლის იმ­პორ­ტი­ო­რებს აქვთ მო­ლო­დი­ნი რომ ლა­რიც გა­უ­ფა­სურ­დე­ბა. ყი­დუ­ლო­ბენ დო­ლარს სას­წრა­ფოდ. დო­ლა­რის თურ­ქულ ლი­რა­ში გა­და­ხურ­და­ვე­ბა მო­უ­ტანთ მათ და­მა­ტე­ბით სარ­გე­ბელს, ვიდ­რე გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლი ლა­რის გა­ყიდ­ვა. ამი­ტომ, ლარი დღეს­ვე უფა­სურ­დე­ბა. რე­ზერ­ვე­ბის და­ხარ­ჯვა-არ­და­ხარ­ჯვის სა­კი­თხი ოპე­რა­ცი­ა­თა მას­შტაბ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ლარი გა­უ­ფა­სურ­დე­ბა, მაგ­რამ მერე უნდა და­უბ­რუნ­დეს წო­ნას­წო­რო­ბის ნიშ­ნულს. ამ მოვ­ლე­ნას­თან სულ გვაქვს საქ­მე. დრო­ის ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში.

ქე­ი­სი 7. სებ-ი არ­ბი­ლებს მო­ნე­ტა­რულ პო­ლი­ტი­კას. კრე­დი­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა ლარ­ში გაზ­რდის მო­თხოვ­ნას იმ­პორტზე და გა­ა­უ­ფა­სუ­რებს ლარს. თუმ­ცა, ეს ნაკ­ლე­ბად ეხე­ბა დღე­ვან­დელ მდო­მა­რე­ო­ბას. ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ, რომ პო­ლი­ტი­კის შერ­ბი­ლე­ბა არ უდ­რის კრე­დი­ტე­ბის ზრდას. დღეს, ბან­კე­ბი ხე­და­ვენ კრე­დი­ტის გა­ცე­მის მა­ღალ რის­კებს და ყვე­ლა­ფე­რი მი­აქვთ რე­ზერ­ვებ­ში. დე­პო­ზი­ტე­ბი უმ­ცირ­დე­ბათ, ლიკ­ვი­დო­ბას ებ­რძვი­ან. დღეს რომ ყვე­ლამ ერ­თად მი­ა­კი­თხოთ ბან­კებს და გა­მო­ი­ტა­ნოთ ყვე­ლა ის ფული, რაც ან­გა­რიშ­ზე გაქვთ, ყვე­ლა ბან­კი გა­კოტ­რდე­ბა. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს (ვვა­რა­უ­დობ, ვერ და­ვა­დას­ტუ­რებ), ქე­ი­სი ორი წლის წინ (რო­დე­საც შერ­ბილ­და გა­ნა­ვე­თი), რა­საც მოყ­ვა ინფლა­ცია. ზო­გა­დად, რო­დე­საც ექ­სპან­სი­ურ მო­ნე­ტა­რულ პო­ლი­ტი­კას მოყ­ვე­ბა ინფლა­ცია და თუ მა­ნამ­დე ლარი უფა­სურ­დე­ბა, ალ­ბა­თო­ბა მა­ღა­ლია, რომ სებ-ის ბრა­ლია.

ქე­ი­სი 8. ნუ გა­მოგრჩე­ბათ მთავ­რო­ბის აღ­ვი­რახ­სნი­ლი ხარ­ჯვა და და­უ­ო­კე­ბე­ლი წყურ­ვი­ლი, რომ ფლან­გოს ფული პან­დე­მი­ის დრო­საც. თუ ის არ შე­მო­ი­ჭერს ქამ­რებს, ჩვენ კი­დევ უფრო მე­ტად მოგ­ვი­წევს მისი შე­მო­ჭე­რა. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, (-12% ) თუ მას არ ეხე­ბა, მა­შინ ჩვენ პი­რო­ბი­თად, (-20%) შეგ­ვე­ხე­ბა. ამი­ტომ, ლარი გა­უ­ფა­სურ­დე­ბა ამ მი­ზე­ზი­თაც. ამ პრო­ცე­სე­ბის მოწ­მე ვართ სულ, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით, 2014 წლი­დან დღემ­დე.

ქე­ი­სი 9. პირ­ვე­ლი ქე­ი­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბა­ზარ­ზე პა­ნი­კაა. ყვე­ლა ცდი­ლობს, რომ მო­ი­შო­როს ლარი და სა­კუ­თა­რი აქ­ტი­ვე­ბი გა­ნა­თავ­სოს დო­ლარ­ში. სებ-მა უნდა და­ხარ­ჯოს რე­ზერ­ვე­ბი, რომ ჩა­აქ­როს ცე­ცხლი.

კი­დევ ბევ­რი ქე­ი­სია. ყვე­ლას ვერ ჩა­მოვ­თვლი. ახლა უნდა გა­მო­ვეხ­მა­უ­რო ყბა­და­ღე­ბულ რე­ფი­ნან­სი­რე­ბის სეს­ხე­ბის თე­მას. არ­ცერთ ქე­ის­ში ეს მი­ზე­ზი არ მიხ­სე­ნე­ბია. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს, ერ­თმა ადა­მი­ან­მა (გვარს და სა­ხელს არ და­ვა­სა­ხე­ლებ) აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ რე­ფი­ნან­სი­რე­ბის სეს­ხე­ბი და ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა ერ­თმა­ნეთ­თან დიდ კო­რე­ლა­ცი­ა­შია. იყ­ვი­რა "ევ­რი­კა", მაგ­რამ აღარ გან­მარ­ტა რე­ფი­ნან­სი­რე­ბის სეს­ხე­ბი აუ­ფა­სუ­რებს ლარს, თუ ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა ზრდის რე­ფი­ნან­სი­რე­ბის სეს­ხებს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ბან­კე­ბი­დან გა­მო­გაქვთ ფული, რომ იყი­დოთ დო­ლა­რი. აქ საკ­ვან­ძოა ის, რომ ბან­კე­ბი­დან გა­მო­გაქვთ ფული. ბანკს სჭირ­დე­ბა ლიკ­ვი­დო­ბა. რე­ზე­ვე­ბი უნდა შე­ივ­სოს გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო. ამი­ტომ, რე­ფი­ნან­სი­რე­ბის სეს­ხე­ბი იზ­რდე­ბა. დო­ლარს რომ ყი­დუ­ლობთ, ლარი უფა­სურ­დე­ბა. მი­ვი­ღეთ "ევ­რი­კა". სა­პი­რის­პი­რო რომ და­ამ­ტკი­ცოთ, მე-7 ქე­ი­სი უნდა გა­ნი­ხი­ლოთ. ვფიქ­რობ, სებ-ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი შე­და­რე­ბით მო­ზო­მილ პოს­ტებს უნდა აცხობ­დეს ამ სა­კი­თხზე. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გგ
0

ჩემი აზრით ნიკას ბრალია ყველაფერი..:)

aburjga
0

ქეისი რა არის? ქისაა, ქისა?! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

10 მოცემულობა, რაც ლარს აუფასურებს - ეკონომისტის ანალიზი

10 მოცემულობა, რაც ლარს აუფასურებს - ეკონომისტის ანალიზი

ეკონომისტი აკაკი ცომაია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ეროვნული ვალუტის გაუასურებას ეხმაურება. ეკონომისტი რამდენიმე მოცემულობას განიხილავს, რაც მისი შეფასებით ლარის კურსზე ახდენს გავლენას.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ქეისი 1: ნინოს ბიზნესია ტურიზმი. შემოსავალი აქვს დოლარში. გივის ბიზნესია იმპორტი. შემოაქვს პროდუქტი, რომელსაც ყიდულობს ნინო, ნიკა და ნარჩენს თავად მოიხმარს. ნიკა მუშაობს სახელმწიფო სამსახურში და შემოსავალი ლარში აქვს. ნინოს ბიზნესი გაუჩერდა და ვეღარ ქმნის მოთხოვნას იმპორტზე. ნიკას კვლავ უხდიან ხელფასს ლარში და ქმნის მოთხოვნას იმპორტზე, მაგრამ გივის ვეღარ შემოაქვს ნიკასთვის იმპორტი, რადგან ვერ ახურდავებს ლარს დოლარში. ამიტომ, ლარი უნდა გაუფასურდეს და იმპორტი გაძვირდეს ისე, რომ ვერც ნიკამ შეძლოს მოთხოვნის შექმნა იმპორტზე. თუ სებ-ი დაიწყებს რეზერვების ხარჯვას, შეინარჩუნებს ნიკასა და გივის კეთილდღეობას მანამდე, სანამ რეზერვები არ ამოეწურება. ბოლო სერიაში, საზოგადოების სამივე წევრს შერჩება ვალი დანარჩენი მსოფლიოს მიმართ. ასე, რომ ამ ქეისში, რეზერვების ხარჯვა უაზრობაა. ეკონომიკის ვარდნა 12%-ია მეორე კვარტალში. მოცემულობაა და შეეგუეთ. ეს პროცესი ხდება დღეს.

ქეისი 2: ვიღებთ დახმარებას (არ ვართულებ, კრედიტსაც ვიღებთ) უცხოურ ვალუტაში, რომ ეკონომიკის ვარდნის ტვირთი არ იყოს ძალიან მძიმე. ჩვენს დახმარებას იღებს მთავრობა. მან სებ-ს უნდა მისცეს დოლარი და სანაცვლოდ მიიღოს ლარი. დახმარებას ვიღებთ ლარში. ახლა უკვე ვქმნით მოთხოვნას იმპორტზე, მაგრამ გივი ვერ შეძლებს დოლარის ყიდვას მანამდე, სანამ სებ-ი არ გაყიდის ამ დახმარებით შექმნილ რეზერვებს. ამიტომ, სებ-მა უნდა გაყიდოს შესაბამისი რაოდენობის რეზერვები ეფექტურად და იმის ადეკვატურად, თუ ლარში დახარჯული დახმარების რა ნაწილი აწვება სავალუტო ბაზარს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრი ადამიანის კეთილდღეობა შესაძლოა კიდევ უფრო მეტად გაუარესდეს (ლარი კიდევ უფრო მეტად გაუფასურდეს) იმის ხარჯზე, რომ სებ-ს მეტი რეზერვი ექნება. ეს პროცესი ხდება დღეს.

ქეისი 3. სებ-ი კრძალავს სესხის დოლარში გაცემას. გივის ხელმისაწვდომობა დოლარზე მცირდება. საზოგადოება ვეღარ შეძლებს იმ რაოდენობის იმპორტის შესყიდვას, რასაც ყიდულობდა მანამდე, სანამ სესხის უცხოურ ვალუტაში აღება შეეძლო. ამიტომ, ლარი უნდა გაუფასურდეს, იმპორტი შემცირდეს და სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესდეს. 2017 წლიდან ეს პროცესი მიმდინარეობს.

ქეისი 4. აშშ-მ გააძვირა დოლარი. მსოფლიოს ინვესტორებმა საკუთარი აქტივები გადაიყვანეს დოლარში. დოლარის მიმართ ყველა სხვა დანარჩენი ვალუტა გაუფასურდა. ამ ტიპის მოვლენასთან გვქონდა საქმე 2014-2015 წლებში.

ქეისი 5. სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკებმა დაიწყო შემცირება. მაგალითად, თურქეთში ერდოღანმა გააფრინა. რუსეთსა და აზერბაიჯანში ნავთობზე ფასი დრამატულად შემცირდა. ჩვენ დავკარგეთ შემოსავალი ექსპორტიდან, ფულადი გზავნილებიდან, ნაწილობრივ, ტურიზმიდან. ასე, რომ ლარი უნდა გაუფასურდეს. ამ მოვლენებთან გვქონდა საქმე 2014-2016 წლებში. ასეთია ჩვენი პროდუქტიულობა. ევროკავშირის, აშშ-ს ან იაპონიის ბაზარს ვერ ვწვდებით. ესა ვართ, რაცა ვართ. რეზერვების ხარჯვა ისეთივე სისულელეა, როგორც პირველ ქეისში.

ქეისი 6. თურქული ლირა უფასურდება. თურქული საქონლის იმპორტიორებს აქვთ მოლოდინი რომ ლარიც გაუფასურდება. ყიდულობენ დოლარს სასწრაფოდ. დოლარის თურქულ ლირაში გადახურდავება მოუტანთ მათ დამატებით სარგებელს, ვიდრე გაუფასურებული ლარის გაყიდვა. ამიტომ, ლარი დღესვე უფასურდება. რეზერვების დახარჯვა-არდახარჯვის საკითხი ოპერაციათა მასშტაბზეა დამოკიდებული. ლარი გაუფასურდება, მაგრამ მერე უნდა დაუბრუნდეს წონასწორობის ნიშნულს. ამ მოვლენასთან სულ გვაქვს საქმე. დროის ნებისმიერ მომენტში.

ქეისი 7. სებ-ი არბილებს მონეტარულ პოლიტიკას. კრედიტების რაოდენობის ზრდა ლარში გაზრდის მოთხოვნას იმპორტზე და გააუფასურებს ლარს. თუმცა, ეს ნაკლებად ეხება დღევანდელ მდომარეობას. ყურადღება მიაქციეთ, რომ პოლიტიკის შერბილება არ უდრის კრედიტების ზრდას. დღეს, ბანკები ხედავენ კრედიტის გაცემის მაღალ რისკებს და ყველაფერი მიაქვთ რეზერვებში. დეპოზიტები უმცირდებათ, ლიკვიდობას ებრძვიან. დღეს რომ ყველამ ერთად მიაკითხოთ ბანკებს და გამოიტანოთ ყველა ის ფული, რაც ანგარიშზე გაქვთ, ყველა ბანკი გაკოტრდება. ეს შეიძლება იყოს (ვვარაუდობ, ვერ დავადასტურებ), ქეისი ორი წლის წინ (როდესაც შერბილდა განავეთი), რასაც მოყვა ინფლაცია. ზოგადად, როდესაც ექსპანსიურ მონეტარულ პოლიტიკას მოყვება ინფლაცია და თუ მანამდე ლარი უფასურდება, ალბათობა მაღალია, რომ სებ-ის ბრალია.

ქეისი 8. ნუ გამოგრჩებათ მთავრობის აღვირახსნილი ხარჯვა და დაუოკებელი წყურვილი, რომ ფლანგოს ფული პანდემიის დროსაც. თუ ის არ შემოიჭერს ქამრებს, ჩვენ კიდევ უფრო მეტად მოგვიწევს მისი შემოჭერა. მარტივად რომ ვთქვათ, (-12% ) თუ მას არ ეხება, მაშინ ჩვენ პირობითად, (-20%) შეგვეხება. ამიტომ, ლარი გაუფასურდება ამ მიზეზითაც. ამ პროცესების მოწმე ვართ სულ, მაგრამ განსაკუთრებით, 2014 წლიდან დღემდე.

ქეისი 9. პირველი ქეისიდან გამომდინარე, ბაზარზე პანიკაა. ყველა ცდილობს, რომ მოიშოროს ლარი და საკუთარი აქტივები განათავსოს დოლარში. სებ-მა უნდა დახარჯოს რეზერვები, რომ ჩააქროს ცეცხლი.

კიდევ ბევრი ქეისია. ყველას ვერ ჩამოვთვლი. ახლა უნდა გამოვეხმაურო ყბადაღებულ რეფინანსირების სესხების თემას. არცერთ ქეისში ეს მიზეზი არ მიხსენებია. ერთ მშვენიერ დღეს, ერთმა ადამიანმა (გვარს და სახელს არ დავასახელებ) აღმოაჩინა, რომ რეფინანსირების სესხები და ლარის გაუფასურება ერთმანეთთან დიდ კორელაციაშია. იყვირა "ევრიკა", მაგრამ აღარ განმარტა რეფინანსირების სესხები აუფასურებს ლარს, თუ ლარის გაუფასურება ზრდის რეფინანსირების სესხებს. წარმოიდგინეთ, რომ ბანკებიდან გამოგაქვთ ფული, რომ იყიდოთ დოლარი. აქ საკვანძოა ის, რომ ბანკებიდან გამოგაქვთ ფული. ბანკს სჭირდება ლიკვიდობა. რეზევები უნდა შეივსოს გასაგები მიზეზების გამო. ამიტომ, რეფინანსირების სესხები იზრდება. დოლარს რომ ყიდულობთ, ლარი უფასურდება. მივიღეთ "ევრიკა". საპირისპირო რომ დაამტკიცოთ, მე-7 ქეისი უნდა განიხილოთ. ვფიქრობ, სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი შედარებით მოზომილ პოსტებს უნდა აცხობდეს ამ საკითხზე. წაიკითხეთ სრულად

დღეიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რიგის მიმართულებით რეგულარული ავიარეისები განახლდა

"ინდივიდუალურად წყვეტენ, ვის გაუკეთონ შეღავათი" - ბანკები სესხების დაფარვას მესამედ აღარ გადაავადებენ

700-მდე მსურველი 1 თვეში და 31 ჩამოსული ადამიანი - როგორ მიმდინარეობს პროექტი "იმუშავე საქართველოდან"