საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცალკეული პირები ცდილობენ ტენდენციურად და მაქსიმალურად მუქ ფერებში წარმოაჩინონ სიტუაცია" - რას წერს თენგიზ ცერცვაძე
"ცალკეული პირები ცდილობენ ტენდენციურად და მაქსიმალურად მუქ ფერებში წარმოაჩინონ სიტუაცია" - რას წერს თენგიზ ცერცვაძე

ცალ­კე­უ­ლი პი­რე­ბი ცდი­ლო­ბენ ტენ­დენ­ცი­უ­რად და მაქ­სი­მა­ლუ­რად მუქ ფე­რებ­ში წარ­მო­ა­ჩი­ნონ არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია, - აცხა­დებს თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე, რომ­ლის პოსტს ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო აქ­ვეყ­ნებს. თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის თქმით, ბოლო ორ კვი­რა­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი COVID-19-ის შემ­თხვე­ვე­ბის ზრდის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლო რჩე­ბა ქვე­ყა­ნად, რო­მე­ლიც ევ­რო­პი­სა და ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის ქვეყ­ნე­ბი­დან ყვე­ლა­ზე კარ­გად უმკლავ­დე­ბა პან­დე­მი­ას.

„ბოლო ორი კვი­რის მან­ძილ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში აღი­ნიშ­ნე­ბა COVID-19 შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა, რაც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო ქვე­ყა­ნა­ში შიდა შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნი­სა­და მო­ბი­ლო­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის ფონ­ზე. ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ ეს მა­ტე­ბა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აჭა­რის რე­გი­ონ­ში, რო­მელ­საც ზა­ფხულ­ში დამ­სვე­ნე­ბელ­თა დიდი რა­ო­დე­ნო­ბა სტუმ­რობ­და. ანა­ლო­გი­უ­რი სუ­რა­თია, ოღონდ გა­ცი­ლე­ბით უფრო დიდი მას­შტა­ბე­ბით ევ­რო­პის და ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში, იმ­დე­ნად რომ ზო­გი­ერთ მათ­გან­ში­აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის ხელ­მე­ო­რედ შე­მო­ღე­ბა, ხოლო ბევ­რის­თვის სა­მა­გა­ლი­თოდ მიჩ­ნე­ულ­მა ქვე­ყა­ნამ - ის­რა­ელ­მა ა.წ. 18 სექ­ტემ­ბრი­დან სრუ­ლი „ლო­ქ­და­უ­ნი“ (ჩა­კეტ­ვა, კა­რან­ტი­ნი) გა­მო­ა­ცხა­და.

სამ­წუ­ხა­როდ, ცალ­კე­უ­ლი პი­რე­ბი ცდი­ლო­ბენ ტენ­დენ­ცი­უ­რად და მაქ­სი­მა­ლუ­რად მუქ ფე­რებ­ში წარ­მო­ა­ჩი­ნონ არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია. კეთ­დე­ბა გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ „სა­ქარ­თვე­ლო სა­უ­ბე­დუ­როდ და­ად­გა კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის ყვე­ლა­ზე უა­რეს სომ­ხურ სცე­ნარს“?! და სხვა. გა­ზეთ “რე­ზო­ნან­სის” გან­ცხა­დე­ბით კი, „სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ფიქ­სირ­და გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­თა ნახ­ტო­მი­სებ­რი ზრდა“. იქ­მნე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ადა­მი­ან­თა გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რია, პა­სუხს თხოვს ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ისე, რომ არ უნ­დათ თვა­ლი გა­უს­წო­რონ სი­ნამ­დვი­ლეს, თუ რა მდგო­მა­რე­ო­ბაა რე­ა­ლუ­რად სა­ქარ­თვე­ლო­ში და რა ხდე­ბა და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ო­ში. ისი­ნი შე­უძ­ლე­ბელს ითხო­ვენ, რომ ერთი მხრივ, ქვე­ყა­ნა­ში არ არ­სე­ბობ­დეს COVID-19-ით გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, მათ შო­რის ეკო­ნო­მი­კუ­რი და მე­ო­რე მხრივ, ქვე­ყა­ნა­ში არ იყოს არა­ნა­ი­რი შე­ზღუდ­ვე­ბი და სა­ვალ­დე­ბუ­ლო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, გა­ნახ­ლდეს ფრე­ნე­ბი, ქორ­წი­ლე­ბი, ქელე­ხე­ბი და სხვ.

ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ამო­ცა­ნაა მო­ახ­დი­ნოს პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი ზი­ა­ნის და და­ნა­კარ­გე­ბის მი­ნი­მი­ზა­ცია, რა­საც ისი­ნი დღემ­დე დიდი წარ­მა­ტე­ბით აკე­თე­ბენ,თან ისე რომ მი­ნი­მა­ლუ­რი დის­კომ­ფორ­ტი შე­ექ­მნას მო­სახ­ლე­ო­ბას, ხელი არ შე­ე­შა­ლოს სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას და სა­კუთ­რივ არ­ჩევ­ნებს და ეს მა­შინ, როცა პან­დე­მი­ის გამო 2020 წლის თე­ბერ­ვლი­დან დღემ­დე 70-ზე მეტ­მა ქვე­ყა­ნამ ეროვ­ნუ­ლი თუ ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის/რე­ფე­რენ­დუ­მე­ბის გა­და­დე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

ერთ პოს­ტში შე­უძ­ლე­ბე­ლია დე­ტა­ლუ­რად შე­ვე­ხოთ COVID-19-ის პან­დე­მი­ის ყვე­ლა ას­პექტს, ამი­ტომ მე შე­ვეც­დე­ბი შევ­ჩერ­დე მთა­ვარ­ზე: ყვე­ლა­ზე დიდი ღი­რე­ბუ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეა და შე­სა­ბა­მი­სად, COVID-19-ის პან­დე­მი­ას­თან წარ­მა­ტე­ბით გამ­კლა­ვე­ბის მთა­ვა­რი სა­ზო­მი არის ის, თუ რო­გო­რი ადა­მი­ა­ნუ­რი და­ნა­კარ­გით გა­მო­ვა ქვე­ყა­ნა პან­დე­მი­ი­დან. მკრე­ხე­ლო­ბაა, რო­დე­საც ცალ­კე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღე­ში ერ­თე­ულ შემ­თხვე­ვებს უა­პე­ლა­ცი­ოდ უწო­დე­ბენ ნახ­ტო­მი­სე­ბურ ზრდას.

ვნა­ხოთ, რო­გო­რია სი­ნამ­დვი­ლე: სა­ქარ­თვე­ლო­ში 26 სექ­ტემ­ბრის­თვის სულ გვაქვს COVID-19-ით გარ­დაც­ვა­ლე­ბის 28 შემ­თხვე­ვა, რაც 10-ჯერ, 100-ჯერ და 1000-ჯერ ნაკ­ლე­ბია ევ­რო­პის და ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით.COVID-19-ის შემ­თხვე­ვე­ბის ზრდის მი­უ­ხე­და­ვად სა­ქარ­თვე­ლო­ში გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვი შე­ად­გენს და­ა­ვა­დე­ბა­თა შემ­თხვე­ვე­ბის მხო­ლოდ 0.56 პრო­ცენტს, რაც ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია ევ­რო­პა­სა და ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კა­ში და თით­ქმის უტოლ­დე­ბა პან­დე­მი­უ­რი გრი­პით გარ­დაც­ვა­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელს. პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლა­ში ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბის თუ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, კრე­ბი­თი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი - ეს არის მო­სახ­ლე­ო­ბის 1 მი­ლი­ონ­ზე COVID-19-ით გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა­და მსოფ­ლი­ოს(Worldometer, ჯან­მო და სხვ.) ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით ამ მაჩ­ვე­ნებ­ლით სა­ქარ­თვე­ლო უპი­რო­ბო ლი­დე­რია ევ­რო­პის 49 ქვე­ყა­ნას შო­რის. კერ­ძოდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე სულ COVID-19-ით 7 გარ­დაც­ვლი­ლი მო­დის, რაც ბევ­რად ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე ევ­რო­პის და ამე­რი­კის ქვეყ­ნებ­ში. ასე მა­გა­ლი­თად, სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სახ­ლე­ო­ბის ყო­ველ 1 მი­ლი­ონ­ზე COVID-19-ით გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვი 90-ჯერ ნაკ­ლე­ბია ვიდ­რე აშშ-ში, 83-ჯერ ნაკ­ლე­ბი ვიდ­რე შვე­დეთ­ში, 95-ჯერ ნაკ­ლე­ბი ვიდ­რე ეს­პა­ნეთ­ში,88-ჯერ ნაკ­ლე­ბი ვიდ­რე დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, 85-ჯერ ნაკ­ლე­ბი ვიდ­რე იტა­ლი­ა­ში,69-ჯერ ნაკ­ლე­ბი ვიდ­რე საფ­რან­გეთ­ში, 20-ჯერ ნაკ­ლე­ბი­ვიდ­რე რუ­სეთ­ში, 16-ჯერ ნაკ­ლე­ბი ვიდ­რე გერ­მა­ნი­ა­ში, 46-ჯერ ნაკ­ლე­ბი ვიდ­რე სომ­ხეთ­ში, 8-ჯერ ნაკ­ლე­ბი ვიდ­რე აზერ­ბა­ი­ჯან­ში, 13-ჯერ ნაკ­ლე­ბი­ვიდ­რე თურ­ქეთ­ში, 22-ჯერ ნაკ­ლე­ბი, ვიდ­რე ის­რა­ელ­ში და ა.შ. და ა.შ. ანუ სა­ქარ­თვე­ლო ბევ­რად სჯობ­ნის არა­მარ­ტო ევ­რო­პის და ამე­რი­კის გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებს, არა­მედ გან­ვი­თა­რე­ბადსაც და ასე გან­სა­ჯეთ, იმ ქვეყ­ნებ­საც კი, რომ­ლე­ბიც მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა­სა და მო­ნა­ცე­მე­ბის გა­ყალ­ბე­ბა­ში არი­ან ეჭ­ვმი­ტა­ნილ­ნი. ეს არის ყვე­ლა­ზე სარ­წმუ­ნო კრე­ბი­თი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, თუ რო­გორ უმკლავ­დე­ბო­და ესა თუ ის ქვე­ყა­ნა COVID-19-ის პა­ნე­დე­მი­ას და მისი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ინ­ტერპრე­ტა­ცია შე­უძ­ლე­ბე­ლია.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლომ COVID -19-ით ავა­დო­ბის და ლე­ტა­ლო­ბის შემ­თხვე­ვე­ბის ძა­ლი­ან და­ბალ ნიშ­ნულს მი­აღ­წია არა „ლო­ქ­და­უ­ნე­ბის“ და ე.წ. „დრა­კო­ნუ­ლი ზო­მე­ბის“ გა­მო­ყე­ნე­ბით, არა­მედ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ვერ­ტი­კა­ლი­სა და ექი­მე­ბის სა­ა­თი­ვით გა­მარ­თუ­ლი, სწო­რი და ეფექ­ტი­ა­ნი მუ­შა­ო­ბით. სა­ქარ­თვე­ლო ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და პრინ­ცი­პით „პირ­ველ რიგ­ში - მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა, შემ­დეგ - ეკო­ნო­მი­კა“. მაგ­რამ აქაც ქვე­ყა­ნამ გა­მო­ავ­ლი­ნა კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის მარ­თვის (მათ შო­რის ეკო­ნო­მი­კის მარ­თვის) შე­სა­შუ­რი უნა­რი, რა­ზეც მე­ტყვე­ლებს ის ფაქ­ტი, რომ გან­ვლილ პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ეკო­ნო­მი­კის ვარ­დნა არ ყო­ფი­ლა იმა­ზე მეტი, ვიდ­რე ევ­რო­პის და ამე­რი­კის უმ­რავ­ლეს ქვეყ­ნებ­ში. ასე მა­გა­ლი­თად, მსოფ­ლიო ბან­კის „Global Economic Prospects”-ის ივ­ნი­სის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით 2020 წლის ბო­ლოს­თვის ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში­ე­კო­ნო­მი­კის მო­ცუ­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბა სა­შუ­ა­ლოდ იქ­ნე­ბა 9.1%,აშშ-ში - 6.1%,ია­პო­ნი­ა­ში - 6.1%, ხოლო სა­ქარ­თვე­ლო­ში 4.8%. ყვე­ლა­ფერს და­აგ­ვირ­გვი­ნებს ის ფაქ­ტი, რომ სა­ქარ­თვე­ლო,დიდი ალ­ბა­თო­ბით შევა ის­ტო­რი­ა­ში, რო­გორც ქვე­ყა­ნა, რო­მელ­მაც პან­დე­მი­ის ფონ­ზე სა­ნი­მუ­შოდ ჩა­ა­ტა­რა არ­ჩევ­ნე­ბი.

ამ­დე­ნად ბოლო ორ კვი­რა­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი COVID-19-ის შემ­თხვე­ვე­ბის ზრდის მი­უ­ხე­და­ვად სა­ქარ­თვე­ლო რჩე­ბა ქვე­ყა­ნად, რო­მე­ლიც ევ­რო­პი­სა და ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის ქვეყ­ნე­ბი­დან ყვე­ლა­ზე კარ­გად უმკლავ­დე­ბა პან­დე­მი­ას და ეს ცალ­სა­ხად აღი­ა­რე­ბუ­ლია მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მიერ“, - წერს თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკოლოზი
8

თქვენ ყველა პასუხს აგებთ ფულის მონები ვინც ხართ!!!

n.k.
43

ამათ კიდე ჯერათ კორონასი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ცალკეული პირები ცდილობენ ტენდენციურად და მაქსიმალურად მუქ ფერებში წარმოაჩინონ სიტუაცია" - რას წერს თენგიზ ცერცვაძე

"ცალკეული პირები ცდილობენ ტენდენციურად და მაქსიმალურად მუქ ფერებში წარმოაჩინონ სიტუაცია" - რას წერს თენგიზ ცერცვაძე

ცალკეული პირები ცდილობენ ტენდენციურად და მაქსიმალურად მუქ ფერებში წარმოაჩინონ არსებული სიტუაცია, - აცხადებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, რომლის პოსტს ინფექციური საავადმყოფო აქვეყნებს. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ბოლო ორ კვირაში დაფიქსირებული COVID-19-ის შემთხვევების ზრდის მიუხედავად, საქართველო რჩება ქვეყანად, რომელიც ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან ყველაზე კარგად უმკლავდება პანდემიას.

„ბოლო ორი კვირის მანძილზე საქართველოში აღინიშნება COVID-19 შემთხვევების მატება, რაც მოსალოდნელი იყო ქვეყანაში შიდა შეზღუდვების მოხსნისადა მობილობის გააქტიურების ფონზე. ნიშანდობლივია, რომ ეს მატება ყველაზე მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონში, რომელსაც ზაფხულში დამსვენებელთა დიდი რაოდენობა სტუმრობდა. ანალოგიური სურათია, ოღონდ გაცილებით უფრო დიდი მასშტაბებით ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში, იმდენად რომ ზოგიერთ მათგანშიაქტიურად განიხილება სერიოზული შეზღუდვების ხელმეორედ შემოღება, ხოლო ბევრისთვის სამაგალითოდ მიჩნეულმა ქვეყანამ - ისრაელმა ა.წ. 18 სექტემბრიდან სრული „ლოქდაუნი“ (ჩაკეტვა, კარანტინი) გამოაცხადა.

სამწუხაროდ, ცალკეული პირები ცდილობენ ტენდენციურად და მაქსიმალურად მუქ ფერებში წარმოაჩინონ არსებული სიტუაცია. კეთდება განცხადებები, რომ „საქართველო საუბედუროდ დაადგა კორონავირუსის გავრცელების ყველაზე უარეს სომხურ სცენარს“?! და სხვა. გაზეთ “რეზონანსის” განცხადებით კი, „საქართველოში დაფიქსირდა გარდაცვალების შემთხვევათა ნახტომისებრი ზრდა“. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ადამიანთა გარკვეული კატეგორია, პასუხს თხოვს ქვეყნის ხელისუფლებას ისე, რომ არ უნდათ თვალი გაუსწორონ სინამდვილეს, თუ რა მდგომარეობაა რეალურად საქართველოში და რა ხდება დანარჩენ მსოფლიოში. ისინი შეუძლებელს ითხოვენ, რომ ერთი მხრივ, ქვეყანაში არ არსებობდეს COVID-19-ით გამოწვეული პრობლემები, მათ შორის ეკონომიკური და მეორე მხრივ, ქვეყანაში არ იყოს არანაირი შეზღუდვები და სავალდებულო რეგულაციები, განახლდეს ფრენები, ქორწილები, ქელეხები და სხვ.

ქვეყნის ხელმძღვანელობის ამოცანაა მოახდინოს პანდემიით გამოწვეული ზიანის და დანაკარგების მინიმიზაცია, რასაც ისინი დღემდე დიდი წარმატებით აკეთებენ,თან ისე რომ მინიმალური დისკომფორტი შეექმნას მოსახლეობას, ხელი არ შეეშალოს საარჩევნო კამპანიას და საკუთრივ არჩევნებს და ეს მაშინ, როცა პანდემიის გამო 2020 წლის თებერვლიდან დღემდე 70-ზე მეტმა ქვეყანამ ეროვნული თუ ადგილობრივი არჩევნების/რეფერენდუმების გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

ერთ პოსტში შეუძლებელია დეტალურად შევეხოთ COVID-19-ის პანდემიის ყველა ასპექტს, ამიტომ მე შევეცდები შევჩერდე მთავარზე: ყველაზე დიდი ღირებულება ადამიანის სიცოცხლეა და შესაბამისად, COVID-19-ის პანდემიასთან წარმატებით გამკლავების მთავარი საზომი არის ის, თუ როგორი ადამიანური დანაკარგით გამოვა ქვეყანა პანდემიიდან. მკრეხელობაა, როდესაც ცალკეული ადამიანები საქართველოში გარდაცვალების დღეში ერთეულ შემთხვევებს უაპელაციოდ უწოდებენ ნახტომისებურ ზრდას.

ვნახოთ, როგორია სინამდვილე: საქართველოში 26 სექტემბრისთვის სულ გვაქვს COVID-19-ით გარდაცვალების 28 შემთხვევა, რაც 10-ჯერ, 100-ჯერ და 1000-ჯერ ნაკლებია ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის სხვა ქვეყნებთან შედარებით.COVID-19-ის შემთხვევების ზრდის მიუხედავად საქართველოში გარდაცვლილთა რიცხვი შეადგენს დაავადებათა შემთხვევების მხოლოდ 0.56 პროცენტს, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში და თითქმის უტოლდება პანდემიური გრიპით გარდაცვალების მაჩვენებელს. პანდემიასთან ბრძოლაში ქვეყნის წარმატების თუ წარუმატებლობის ყველაზე მთავარი, კრებითი მაჩვენებელი - ეს არის მოსახლეობის 1 მილიონზე COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობადა მსოფლიოს(Worldometer, ჯანმო და სხვ.) ოფიციალური მონაცემებით ამ მაჩვენებლით საქართველო უპირობო ლიდერია ევროპის 49 ქვეყანას შორის. კერძოდ, საქართველოში ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე სულ COVID-19-ით 7 გარდაცვლილი მოდის, რაც ბევრად ნაკლებია, ვიდრე ევროპის და ამერიკის ქვეყნებში. ასე მაგალითად, საქართველოში მოსახლეობის ყოველ 1 მილიონზე COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 90-ჯერ ნაკლებია ვიდრე აშშ-ში, 83-ჯერ ნაკლები ვიდრე შვედეთში, 95-ჯერ ნაკლები ვიდრე ესპანეთში,88-ჯერ ნაკლები ვიდრე დიდ ბრიტანეთში, 85-ჯერ ნაკლები ვიდრე იტალიაში,69-ჯერ ნაკლები ვიდრე საფრანგეთში, 20-ჯერ ნაკლებივიდრე რუსეთში, 16-ჯერ ნაკლები ვიდრე გერმანიაში, 46-ჯერ ნაკლები ვიდრე სომხეთში, 8-ჯერ ნაკლები ვიდრე აზერბაიჯანში, 13-ჯერ ნაკლებივიდრე თურქეთში, 22-ჯერ ნაკლები, ვიდრე ისრაელში და ა.შ. და ა.შ. ანუ საქართველო ბევრად სჯობნის არამარტო ევროპის და ამერიკის განვითარებულ ქვეყნებს, არამედ განვითარებადსაც და ასე განსაჯეთ, იმ ქვეყნებსაც კი, რომლებიც მანიპულირებასა და მონაცემების გაყალბებაში არიან ეჭვმიტანილნი. ეს არის ყველაზე სარწმუნო კრებითი მაჩვენებელი, თუ როგორ უმკლავდებოდა ესა თუ ის ქვეყანა COVID-19-ის პანედემიას და მისი განსხვავებული ინტერპრეტაცია შეუძლებელია.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ COVID -19-ით ავადობის და ლეტალობის შემთხვევების ძალიან დაბალ ნიშნულს მიაღწია არა „ლოქდაუნების“ და ე.წ. „დრაკონული ზომების“ გამოყენებით, არამედ სახელისუფლებო ვერტიკალისა და ექიმების საათივით გამართული, სწორი და ეფექტიანი მუშაობით. საქართველო ხელმძღვანელობდა პრინციპით „პირველ რიგში - მოსახლეობის ჯანმრთელობა, შემდეგ - ეკონომიკა“. მაგრამ აქაც ქვეყანამ გამოავლინა კრიზისული სიტუაციის მართვის (მათ შორის ეკონომიკის მართვის) შესაშური უნარი, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ განვლილ პერიოდში საქართველოში ეკონომიკის ვარდნა არ ყოფილა იმაზე მეტი, ვიდრე ევროპის და ამერიკის უმრავლეს ქვეყნებში. ასე მაგალითად, მსოფლიო ბანკის „Global Economic Prospects”-ის ივნისის ოფიციალური მონაცემებით 2020 წლის ბოლოსთვის ევროპის ქვეყნებშიეკონომიკის მოცულობის შემცირება საშუალოდ იქნება 9.1%,აშშ-ში - 6.1%,იაპონიაში - 6.1%, ხოლო საქართველოში 4.8%. ყველაფერს დააგვირგვინებს ის ფაქტი, რომ საქართველო,დიდი ალბათობით შევა ისტორიაში, როგორც ქვეყანა, რომელმაც პანდემიის ფონზე სანიმუშოდ ჩაატარა არჩევნები.

ამდენად ბოლო ორ კვირაში დაფიქსირებული COVID-19-ის შემთხვევების ზრდის მიუხედავად საქართველო რჩება ქვეყანად, რომელიც ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან ყველაზე კარგად უმკლავდება პანდემიას და ეს ცალსახად აღიარებულია მთელი მსოფლიოს მიერ“, - წერს თენგიზ ცერცვაძე.

"ჩემს ყველა დადებით თვისებას CoVID-19-იც შეემატა..." - რას წერს "იმედის" თანამშრომელი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა

"ციხეში გატარებული ყოველი დღე იყო უმძიმესი..." - რას წერს ექიმი ვახტანგ ყიფიანი, რომელმაც 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ საპატიმრო დატოვა

"პედიატრი, მამა გაბრიელით რომ მწყევლა, სამსახურიდან დაითხოვეს, მორიგეობებს ჩამოაშორეს ტრავმატოლოგიც" - რა მოხდა ინგოროყვას კლინიკაში