სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიგვაჩნია, რომ დავით ფურცხვანიძე საზღვარგარეთ სათანადო პირობებს შეიქმნიდა და გამოძიებას მიემალებოდა" - პროკურორი
"მიგვაჩნია, რომ დავით ფურცხვანიძე საზღვარგარეთ სათანადო პირობებს შეიქმნიდა და გამოძიებას მიემალებოდა" - პროკურორი

"მიგ­ვაჩ­ნია რომ და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძე სა­ზღვარ­გა­რეთ სა­თა­ნა­დო პი­რო­ბებს შე­იქ­მნი­და და მი­ე­მა­ლე­ბო­და გა­მო­ძი­ე­ბას“, - ამის შე­სა­ხებ პრო­კუ­რორ­მა, და­ვით გუმ­ბე­რი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ფალ­სი­ფი­კა­ცი­ი­სა და ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძის მი­მართ პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

და­ვით გუმ­ბე­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ი­სა და ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძის მიერ ახლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მთა­ვა­რი საფრ­თხეც გა­მო­იკ­ვე­თა.

„მო­სა­მარ­თლემ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა ჩვე­ნი პო­ზი­ცია აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის, პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა მი­მალ­ვის საფრ­თხეს, ტე­ლე­ფო­ნი­დან ამო­ვი­და ინ­ფორ­მა­ცია კონ­კრე­ტუ­ლად იმ ფაქ­ტზე, რომ ავი­ა­ბი­ლე­თი ჰქონ­და შე­ძე­ნი­ლი და ეს პი­როვ­ნე­ბა ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბას აპი­რებ­და.

სა­ჯა­რო სივ­რცე­შიც მო­ის­მი­ნეთ მისი გან­მარ­ტე­ბა, რომ ამე­რი­კა­ში აპი­რებ­და წას­ვლას, რათა ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა, თუმ­ცა, რაც პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­დეს, ეს გახ­ლდათ მო­რი­გი სა­მუ­შაო ვი­ზი­ტი, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­აც აპი­რებ­და ფურ­ცხვა­ნი­ძე ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, იმ სა­ფუძ­ვლე­ბით, რაც ჩვენ გვაქვს, თუნ­დაც სა­ზღვა­რა­გა­რეთ მისი სა­ბან­კო ან­გა­რი­ში, ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, სა­ნაც­ნო­ბო წრე, რა­ზეც ის სა­უბ­რობ­და, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძე­ბით მიგ­ვაჩ­ნია, რომ ეს პი­როვ­ნე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ სა­თა­ნა­დო პი­რო­ბებს შე­იქ­მნი­და და მი­ე­მა­ლე­ბო­და გა­მო­ძი­ე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის ნა­წილს, სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა ჩვე­ნი პო­ზი­ცია. აქ არის ახლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მთა­ვა­რი საფრ­თხე, რაც ჩვენ და­ვა­სა­ბუ­თეთ.

კონ­კრე­ტუ­ლად ის ფაქ­ტი, რომ პი­როვ­ნე­ბა ახ­დენს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის გან­ზრახ პი­რა­დი მო­ტი­ვით ფალ­სი­ფი­კა­ცი­ას, ჩვენ გვაძ­ლევს სა­ფუძ­ველს, რომ ეს გან­მე­ო­რე­ბი­თაც მოხ­დე­ბო­და, შე­სა­ბა­მი­სად, შე­ეც­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლას, ვგუ­ლის­ხმობთ, რა თქმა უნდა, მხო­ლოდ იმ საქ­მეს რა­ზეც თვი­თონ არის ბრალ­დე­ბუ­ლი. ასე­ვე არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი ანა­ლო­გი­უ­რი ქმე­დე­ბა ჩა­ე­დი­ნა სხვა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში“,-გა­ნა­ცხა­და და­ვით გუმ­ბე­რი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, ფალ­სი­ფი­კა­ცი­ი­სა და ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძეს პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

ცნო­ბის­თვის, და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძეს, რო­მელ­მაც გარ­დაც­ვლი­ლი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის უფ­ლე­ბა­დამ­ცველ მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილს სა­ტე­ლი­ტუ­რი ფო­ტო­ე­ბი მი­ა­წო­და, გუ­შინ, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის და პი­რა­დი მო­ტი­ვით მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლის მიზ­ნით, ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

თა­ვად და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძე აცხა­დებ­და, რომ ის ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ექპერ­ტი­ზის ჩა­სა­ტა­რებ­ლად მი­ემ­გზავ­რე­ბო­და.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
MARI XUANA
9

ვა, ფრენები აღდგა? თუ ბილიკ-ბილიკ მიდიოდა აშშ-ში?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"მიგვაჩნია, რომ დავით ფურცხვანიძე საზღვარგარეთ სათანადო პირობებს შეიქმნიდა და გამოძიებას მიემალებოდა" - პროკურორი

"მიგვაჩნია, რომ დავით ფურცხვანიძე საზღვარგარეთ სათანადო პირობებს შეიქმნიდა და გამოძიებას მიემალებოდა" - პროკურორი

"მიგვაჩნია რომ დავით ფურცხვანიძე საზღვარგარეთ სათანადო პირობებს შეიქმნიდა და მიემალებოდა გამოძიებას“, - ამის შესახებ პროკურორმა, დავით გუმბერიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული დავით ფურცხვანიძის მიმართ პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა.

დავით გუმბერიძის განცხადებით, მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული დავით ფურცხვანიძის მიერ ახლი დანაშაულის ჩადენის მთავარი საფრთხეც გამოიკვეთა.

„მოსამართლემ სრულად გაიზიარა ჩვენი პოზიცია აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენების თაობაზე. რაც შეეხება მიმალვის საფრთხეს, ტელეფონიდან ამოვიდა ინფორმაცია კონკრეტულად იმ ფაქტზე, რომ ავიაბილეთი ჰქონდა შეძენილი და ეს პიროვნება ქვეყნის დატოვებას აპირებდა.

საჯარო სივრცეშიც მოისმინეთ მისი განმარტება, რომ ამერიკაში აპირებდა წასვლას, რათა ჩაეტარებინა ალტერნატიული ექსპერტიზა, თუმცა, რაც პროცესზე განაცხადეს, ეს გახლდათ მორიგი სამუშაო ვიზიტი, რასთან დაკავშირებიაც აპირებდა ფურცხვანიძე ქვეყნის დატოვებას. შესაბამისად, იმ საფუძვლებით, რაც ჩვენ გვაქვს, თუნდაც საზღვარაგარეთ მისი საბანკო ანგარიში, ფინანსური შესაძლებლობები, სანაცნობო წრე, რაზეც ის საუბრობდა, ჩატარებული გამოძებით მიგვაჩნია, რომ ეს პიროვნება საზღვარგარეთ სათანადო პირობებს შეიქმნიდა და მიემალებოდა გამოძიებას.

რაც შეეხება მტკიცებულებების განადგურების ნაწილს, სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი პოზიცია. აქ არის ახლი დანაშაულის ჩადენის მთავარი საფრთხე, რაც ჩვენ დავასაბუთეთ.

კონკრეტულად ის ფაქტი, რომ პიროვნება ახდენს მტკიცებულების განზრახ პირადი მოტივით ფალსიფიკაციას, ჩვენ გვაძლევს საფუძველს, რომ ეს განმეორებითაც მოხდებოდა, შესაბამისად, შეეცდება გამოძიებისთვის ხელის შეშლას, ვგულისხმობთ, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ საქმეს რაზეც თვითონ არის ბრალდებული. ასევე არ არის გამორიცხული ანალოგიური ქმედება ჩაედინა სხვა სისხლის სამართლის საქმეებთან მიმართებაში“,-განაცხადა დავით გუმბერიძემ.

შეგახსენებთ, ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს პატიმრობა შეეფარდა.

ცნობისთვის, დავით ფურცხვანიძეს, რომელმაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველ მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები მიაწოდა, გუშინ, მტკიცებულების ფალსიფიკაციის და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით დააკავეს.

თავად დავით ფურცხვანიძე აცხადებდა, რომ ის ამერიკის შეერთებულ შტატებში თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ალტერნატიული ექპერტიზის ჩასატარებლად მიემგზავრებოდა.

"საქმეში არსებული "გუგლის თაიმლაინი" თამარის მანქანის გადაადგილების რეალურ მარშრუტს არ ასახავს" - მიხეილ რამიშვილი

კლუბ "ბასიანის" საქმეზე ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა შეეფარდა

"თამარ ბაჩალიაშვილის დედის მხრიდან იქნება ძალიან მკაცრი ნაბიჯი, არ გამოვრიცხავ, შიმშილობა გამოაცხადოს" - მიხეილ რამიშვილი