მსოფლიო
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, დავით ფურცხვანიძე, რომელმაც მას ე.წ. სატელიტური ფოტოები გადასცა, დააკავეს
მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, დავით ფურცხვანიძე, რომელმაც მას ე.წ. სატელიტური ფოტოები გადასცა, დააკავეს

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ში ახ­ლად­გა­მო­ჩე­ნი­ლი ფი­გუ­რან­ტი და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძე, რო­მელ­მაც გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კატს, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილს ე.წ. სა­ტე­ლი­ტუ­რი ფო­ტო­მა­სა­ლა გა­დას­ცა, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ა­კა­ვეს. ამის თა­ო­ბა­ზე ambebi.ge-ს მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და. მისი თქმით, ის თა­ვა­დაც ელის, რომ მალე და­ა­კა­ვე­ბენ.

შე­გახ­სე­ნებთ, თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­მარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის და კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში უნე­ბარ­თვო შეღ­წე­ვის ფაქ­ტებ­ზე, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 284-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და ამა­ვე კო­დექ­სის 369-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით.

ფურ­ცხვა­ნი­ძე სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბი­სა და შეს­წავ­ლის ობი­ექ­ტი გახ­და მას მერე, რაც მის მიერ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი სა­ტე­ლი­ტურ ფო­ტო­ებ­ზე სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა ექ­სპერ­ტი­ზამ და­ას­კვნა, რომ მა­სა­ლა ყალ­ბია და და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, "მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბის ფაქ­ტის დად­გე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ერ პირ­ზე."

შე­გახ­სე­ნებთ, ფურ­ცხვა­ნი­ძე საქ­მე­ში სწო­რედ ამ სა­ტე­ლი­ტუ­რი ფო­ტო­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ გა­მოჩ­ნდა, ის ამ­ტკი­ცებ­და, რომ ის და მისი ორ­გა­ნი­ზა­ცია ორ­გა­ნი­ზე­ბულ-სა­ერ­თა­შო­რი­სო და­ნა­შა­უ­ლებს იძი­ებ­დნენ, რის ნა­წი­ლიც იყო ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე.

ის ambebi.ge-სთან აცხა­დებ­და:

"ნა­წი­ლობ­რივ მი­ვაკ­ვლი­ეთ გარ­კვე­უ­ლი ფი­ნან­სუ­რი კარ­ტე­ლე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას, რა­საც აკე­თე­ბენ დიდი ფუ­ლის მეშ­ვე­ო­ბით. სა­დაც არის დიდი ფული, იქ არის კრი­მი­ნა­ლი - იგი­ვე ნარ­კო­ტი­კე­ბით ვაჭ­რო­ბა, ია­რა­ღით ვაჭ­რო­ბა, უკა­ნო­ნო პორ­ნო­ინ­დუსტრია და ა.შ." (იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად)

ინ­ტერ­ნეტ­ში მო­ძი­ე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძე მჭიდ­როდ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რუ­სეთ­თან. "მი­თე­ბის დექ­ტე­ტო­რის" მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტი­ით ირ­კვე­ვა, წიგ­ნი სა­ხელ­წო­დე­ბით: "ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი - თა­ნა­მედ­რო­ვე კა­ცობ­რი­ო­ბის ლი­დე­რი", რო­მე­ლიც და­წე­რი­ლია ბან­გლა­დე­შის მო­ქა­ლა­ქე ვინ­მე აშოკ გუპ­ტას მიერ, გა­მოს­ცა კომ­პა­ნია Europe Studies Labor (ESL) Georgia-მ, რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლა­დაც მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძე.

"ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნია, რო­მელ­მაც წიგ­ნი "ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი-თა­ნა­მედ­რო­ვე კა­ცობ­რი­ო­ბის უმაღ­ლე­სი ლი­დე­რი" გა­მოს­ცა, ეკუთ­ვნის და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძეს, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე­ობს. Europe Studies Labor (ESL) Georgia-ს ვებ-სა­იტ­ზე მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ კომ­პა­ნია ევ­რო­პი­სა და აზი­ის ბაზ­რებს კო­მერ­ცი­უ­ლი და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში და მათ შეს­რუ­ლე­ბა­ში უწევს დახ­მა­რე­ბას. 2013 წლი­დან ESL Georgia-ს დი­რექ­ტო­რი და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძე ასე­ვე არის ანა­ლი­ტი­კუ­რი სა­ა­გენ­ტო "უსაფრ­თხო­ე­ბის პრობ­ლე­მე­ბის ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი ცენ­ტრის" ხელ­მძღვა­ნე­ლი. და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძის სა­ხელ­ზე ბიზ­ნეს რე­ესტრში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია "სპუტ­ნიკ ტვ", რომ­ლის 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი თა­ვა­დაა", - ვკი­თხუ­ლობთ სტა­ტი­ა­ში.

2012 წელს ერთ-ერთ პრო­რუ­სულ გა­მო­ცე­მა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძე რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ექ­სპერ­ტად და "პო­ლი­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს" დი­რექ­ტო­რად არის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
me
39

ძალიან კარგი , მიაყოლეთ რამიშვილი და ბაჩალიაშვილის მშობლებიც , ყველა დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით და დაცვით , და იცით რატომ , ეს ის ადამიანები არიან ვინ ცრუ ინფორმაციას და დეზინფორმაციას თესავენ საზოგადოებაში , ასე ვითომ მგლოვიარე დედა და მამა ... ქვეყნის გადატრიალების მცდელობისთვის დააკავეთ და ციხეში იგლოვონ შვილი 

ნოე
25

და შენ რატომ არ უნდა დაგაკავონ? მამალაძის საქმიდან დაწყებული დღევანდელი დღით დამთავრებული დეზინფორმაციისა და შანტაჟის გარდა რამე მტკიცებულება მაინც თუ დადე რა მეტ-ნაკლებად სიმართლესთან ახლოსაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, დავით ფურცხვანიძე, რომელმაც მას ე.წ. სატელიტური ფოტოები გადასცა, დააკავეს

მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, დავით ფურცხვანიძე, რომელმაც მას ე.წ. სატელიტური ფოტოები გადასცა, დააკავეს

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ახლადგამოჩენილი ფიგურანტი დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს ე.წ. სატელიტური ფოტომასალა გადასცა, სავარაუდოდ, დააკავეს. ამის თაობაზე ambebi.ge-ს მიხეილ რამიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ის თავადაც ელის, რომ მალე დააკავებენ.

შეგახსენებთ, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 369-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.

ფურცხვანიძე საგამოძიებო უწყების დაკვირვებისა და შესწავლის ობიექტი გახდა მას მერე, რაც მის მიერ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატისთვის მიწოდებული სატელიტურ ფოტოებზე სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ მასალა ყალბია და დამონტაჟებული. პროკურატურის განცხადებით, "მტკიცებულებების ფალსიფიცირების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, სამართლებრივი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ნებისმიერ პირზე."

შეგახსენებთ, ფურცხვანიძე საქმეში სწორედ ამ სატელიტური ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ გამოჩნდა, ის ამტკიცებდა, რომ ის და მისი ორგანიზაცია ორგანიზებულ-საერთაშორისო დანაშაულებს იძიებდნენ, რის ნაწილიც იყო ბაჩალიაშვილის საქმე.

ის ambebi.ge-სთან აცხადებდა:

"ნაწილობრივ მივაკვლიეთ გარკვეული ფინანსური კარტელების დანაშაულებრივ საქმიანობას, რასაც აკეთებენ დიდი ფულის მეშვეობით. სადაც არის დიდი ფული, იქ არის კრიმინალი - იგივე ნარკოტიკებით ვაჭრობა, იარაღით ვაჭრობა, უკანონო პორნოინდუსტრია და ა.შ." (იხილეთ სტატია სრულად)

ინტერნეტში მოძიებული მასალების მიხედვით, დავით ფურცხვანიძე მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთთან. "მითების დექტეტორის" მიერ გამოქვეყნებული სტატიით ირკვევა, წიგნი სახელწოდებით: "ვლადიმირ პუტინი - თანამედროვე კაცობრიობის ლიდერი", რომელიც დაწერილია ბანგლადეშის მოქალაქე ვინმე აშოკ გუპტას მიერ, გამოსცა კომპანია Europe Studies Labor (ESL) Georgia-მ, რომლის ხელმძღვანელადაც მოხსენიებულია დავით ფურცხვანიძე.

"ქართული კომპანია, რომელმაც წიგნი "ვლადიმერ პუტინი-თანამედროვე კაცობრიობის უმაღლესი ლიდერი" გამოსცა, ეკუთვნის დავით ფურცხვანიძეს, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს. Europe Studies Labor (ESL) Georgia-ს ვებ-საიტზე მითითებულია, რომ კომპანია ევროპისა და აზიის ბაზრებს კომერციული და ჰუმანიტარული პროექტების შემუშავებაში და მათ შესრულებაში უწევს დახმარებას. 2013 წლიდან ESL Georgia-ს დირექტორი დავით ფურცხვანიძე ასევე არის ანალიტიკური სააგენტო "უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის" ხელმძღვანელი. დავით ფურცხვანიძის სახელზე ბიზნეს რეესტრში რეგისტრირებულია "სპუტნიკ ტვ", რომლის 100%-იანი წილის მფლობელი თავადაა", - ვკითხულობთ სტატიაში.

2012 წელს ერთ-ერთ პრორუსულ გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიაში დავით ფურცხვანიძე რუსეთში მოღვაწე ექსპერტად და "პოლიტიკური ექსპერტიზის ბიუროს" დირექტორად არის მოხსენიებული.

"მიგვაჩნია, რომ დავით ფურცხვანიძე საზღვარგარეთ სათანადო პირობებს შეიქმნიდა და გამოძიებას მიემალებოდა" - პროკურორი

ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს პატიმრობა შეეფარდა - რა სიტყვებით მიმართა მან მოსამართლეს?

გურიაში დააკავეს 46 წლის მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეორე შვილზე ფიზიკურად იძალადა